ნაწყვეტები “Mein Kampf”-დან

“ახლა, როდესაც გადავხედავ განვლილ ცხოვრებას-ორ ფაქტს აღვიქვამ მეტად მნიშვნელოვნად. ის, რომ შევიქენ ნაციონალისტი! და რომ შევიცან ისტორიის ნამდვილი არსი!”

“იმისთვის, რომ მოახდინო ხალხის ნაციონალიზირება, საჭიროა შექმნა ჯანსაღი სოციალური პირობები და ამ ხალხს განათლება  მისცე! მხოლოდ აღზრდა და განათლება გამსჭვალავს ადამიანს შინაგანი ნაციონალური სიამაყის გრძნობით! რამეთუ ბრძოლა მხოლოდ იმისთვის შეგიძლია, რაც გიყვარს, გიყვარს ის, რაც იცი!”

“პირდაპირი და პატიოსანი ადამიანი, რომელიც მზადაა იკისროს უმძიმესი პასუხისმგებლობა, არასოდეს წავა სალაყბო პარლამენტში, სადაც პასუხისმგებლობას მოკლებული ხალხი მშვენივრად ატარებს დროს.

ამ რიგად, ნამდვილ დემოკრატიას პარლამენტი საერთოდ არ სჭირდება!

მაშ ვის სჭირდება?

რა თქმა უნდა, ებრაელს, მხოლოდ მას შეუძლია ღირსეულად დააფასოს ცრუ, ბინძური დაწესებულება.”

“გაივლიან ათასწლეულები, მაგრამ ყველა დროს, გმირობის გახსენებაზე, მსოფლიო ომში მებრძოლი გერმანიის არმია წარმოუდგებათ თვალწინ!”

“ფული კერპად იქცა და ამ კერპს ეწირებოდა ყოველივე, ამან ხალხში თანდათან გარყვნილებისკენ სწრაფვა გამოიწვია.”

“ქუჩასა და კინოში ხეტიალის ნაცვლად ბიჭმა ტანი უნდა გაიკაჟოს, არავის არ აქვს უფლება ზიანი მიაყენოს თვაის სხეულს-იგი რასის საკუთრებაა.”

“პაციფიზმის იდეა, არც თუ ისე ცუდია, თუ მას დამპყრობელი ახორციელებს. სხვა სიტყვებით:ჯერ ბრძოლა, შემდეგ პაციფიზმი!”

“ადამიანთა მოდგმას სამ კატეგორიად დავყოფდი-დამფუძნებლები, შემნახველები და დამანგრეველები, არიული რასა პირველ კატეგორიას მიეკუთვნება, ეს რასა, რომ დაიღუპოს, მასთან ერთად დაიღუპება ყველაფერი მშვენიერი, რაც კი მას შეუქმნია.”

“მოძრაობის დამცველს არ უნდა ეშინოდეს ჩვენი ერის მტრების ზიზღის, პირიქით ამ ზიზღს თვითონ უნდა ეძებდეს.

კაცი, რომელსაც თავს არ ესხმის ებრაული პრესა, არ არის ნამდვილი გერმანელი და ნამდვილი ნაციონალ-სოციალისტი. ჩვენი თანამებრძოლების ყველაზე კარგი რეკომენდაცია-მის მიმართ მოწინააღმდეგის ზიზღია.”

“ყოველი სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა შექმნას ისეთი პირობები, რომ მოქალაქეები შემარცხვენელ ქორწინებაში არ იყვნენ.
სახელმწიფომ, რომელიც თავისი ხალხის სიწმინდეზე ზრუნავს, ქორწინების უფლება არ უნდა დართოს ჭკუასუსტებს, სიფილიტიკებს, ტუბერკულოზიანებს და ა.შ
ყველას ვინც ქორწინებას აპირებს, უნდა ახსოვდეს, რომ ქორწინების მიზანია ბავშვები, ოღონდ აუცილებლად ჯანმრთელი ბავშვები.”

“ყველას, ვინც კი გერმანიის მოქალაქეობას მიირებს, უნდა ახსოვდეს, რომ ეს უდიდესი პატივია და უმჯობესია გერმანიაში მეეზოვე იყოს, ვიდრე მეფე სხვა ქვეყანაში.”

“არ შეიძლება ადამიანი განიხილო მისი რასობრივი  წარმოშობის თვალსაზრისით და იმავდროულად მიიღო მარქსისტული აქსიომა: “ყველა ადამიანი თანასწორია”

“სუსტი ელემენტების შეერთებით, ძლიერი მთელი არასოდეს შეიქმნება. კავშირი მხოლოდ მაშინ არის მტკიცე და მძლავრი თუ იქ შეერთდება ძლიერი ელემენტები.”

“ებრაელი ერთნაირად ნეტარებს, როგორც პოლიტიკურ მხარეთა შეჯახების დროს, ისე ქრისტიანებს შორის რელიგიური დავის დროს. როცა პროტესტანტი და კათოლიკე ერთმანეთში დავობენ, ებრაელი თავისთვის ჩუმად ქირქილებს.”

“წმინდა წყლის თეორეტიკოსები იშვიათად გამოდიან კარგი ბელადები.

კარგი ბელადი შეიძლება გახდეს აგიტატორი, რომლესაც შეუძლია იდეის გასროლა მასებში, თუ გინდ ეს იდეა დემაგოგიურიც იყოს. 

მაგრამ თუ ერთ ადამიანში შეერთდება თეორეტიკოსი, ორგანიზატორი და აგიტატორი, მაშინ მივიღებთ იდეალურ ბელადს!”

“რევოლუციის შავი სამუშაო საზოგადოების ნაყარ-ნუყარის- ყაჩაღების, მეამბოხეების და სხვათა ხელით გაკეთდა და ეს ელემენტები ხარბად დაეწაფნენ ნგრევის საქმეს.

“რევოლუცია მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ დავივიწყეთ ჩვენი მოვალეობა და დისციპლინა.”

თვითმმართველობის არჩევნები თსუ-ში

ამ ბოლო დროს განსაკუთრებით გაცისფერ-ყავისფერდა ჩემი ფეისბუქის კედელი. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები იწყება და ოპონენტებმა ფერები დაისაკუთრეს. უნივერსიტეტში თვითმამრთველობისა და ოპოზიციის წევრები აქეთ-იქით რომ დარბიან და ნაცნობების ხარჯზე ხმებს იწერენ ამაზე აღარაფერს ვამბობ, სულ ასე ხდებოდა, ყველაგან ასე ხდება და მომავალშიც ასე მოხდება (ისე ოპოზიციამ უნდა მოაწყოს ერთი შეხვედრა:/).

თავდაპირველად ნამდვილად ვაპირებდი არჩევნებზე  წასვლას, მითუმეტეს რომ ჩვენს ფაკულტეტზე ყველაზე მიგდებული დეპარტამენტის წევრი ვარ და ვალდებულიც ვიყავი, თუმცა ამ წუთას ნამდვილად არ მაქვს სურვილი. ყველა ერთად იმას ყვირის პოლიტიკური ძალები არ უნდა ერეოდნენ სტუდენტების საქმეებშიო და მაინც, ყველაფერი გაპოლიტიზირებულია. აუცილებელი არ არის, პიროვნებების უკან ბიძინა, მიშა, შალვა ან ვინმე სხვა იდგეს, ისიც საკმარისია რომ ყველაფერი ისეთივე “ბინძური” ხერხებით ხდება  როგორც ნამდვილ პოლიტიკაში.

ბოლო დროს დაიწერა ეს პოსტი ,  რომელასაც მოჰყვა გამოხმაურება აქ და აქაც-ც, ამ წუთას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს პოსტში რა ეწერა, მთავარია, რომ სტუდენტებმაც დაიწყეს ერთმანეთის “დაჭმა”.

ათი წუთის წინ ვიღაც გოგომ მობილურზე დამირეკა არასამთავრობო ორგანიზაციიდან ვარ და თსუ-ში ხმას ვის აძლევო,  იმას კი ვუთხარი, რომ ეს ჩემი პირადი საქმე იყო, მაგრამ მერე გავაანალიზე, რომ ის  სავარაუდოდ პოზიციის ან ოპოზიცისს საცოდავი წარმომადგენელი, ან საცოდავი დავალების შემსრულებელი უნდა ყოფილიყო. ეს “ჰაერში გამოკიდებული ორგანიზაცია” კი გამოგონებული. ისე საიდან უნდა ჰქონოდათ ჩემი ნომერი, ცოტა ხნის წინ შევცვალე და ჯერ-ჯერობით არც თვითმმართველობაში დამიფიქსირებია და არც თსუ-ს ადმინისტრაციაში.

ვერ ვხვდები, რა ჰგონია  ხალხს ეს თვითმმართველობა, ვერ ვხვდები, რატომ იცავს ერთი კბილებით ან  მეორე რატომ არის ასე მოწადინებული. იქ შესასვლელად. ჩვენთან  ერთი ბიჭისითვის აგროვებდნენ ხმებს ოპოზიციიდან და რომ ვკითხე რას აპირებს-მეთქი, აღმოჩნადა, რომ ძალიან ბევრი საინტერესო იდეა ჰქონია. ეგ ყველაფერი კარგი და გადასარევი, მაგრამ სექტემბერში რომ მობრძანდა, შესულიყო ჯერ თვითმმართველობაში, ენახა შეუძლია თუ არა რამის გაკეთება, იქნება მის აზრს ვინმე ითვალისწინებდა კიდეც,  ხოდა თუ იქ დაბლოკავდნენ მე პირადად პირველი ვიქნებოდი მის მხარდამჭერებს შორის. თვითმამრთველობას შენი იდეა ვერ დაესიზმრება და ამას რატომ არ აკეთებენ, მე გავაკეთებდიო არ უნდა იყვირო. კიდევ, კარგი ნებისმიერს შეუძლია იქ შესვლა.

მოკლედ ყველაფერი ისეა როგორც პოლიტიკაში, ბევრი ჩაშვება, ბევრი ტყუილი, ბევრი დილეტანტი და ბევრი ნაცნობი.

მაპატიეთ, მაგრამ “პოლიტიკოსობანს თამაში” ძალიან უნიჭოდ გამოგდით.

თსუ-ს ახალგახსნილი ბიბლიოთეკა

ბოლო წლების ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა ალბათ ისაა, რომ ინტერნეტი ძალიან დიდ დროს გვართმევს,  კერძდ კი: ბლოგები, ფორუმები და სხვადასხვა სოციალური ქსელები. ჩემთვის პირადად, სახლში, ჩართულ კომპიუტერთან მეცადინეობა ნელ-ნელა უტოპიად იქცა.  ეხლაც, გამოცდებამდე 2 დღით ადრეც კი ვერ ვახერხებ მთლიანად დახსნას  კომპიუტერისგან და სხვა ეშმაკის მანქანებისგან:). მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაქლაქო, მე კარგი ადგილი ვიპოვე სადაც, მშვიდად, წყანარად და ხარისხიანად ვიმეცადინებ- თსუ-ს ახალგახსნილი ბიბლიოთეკა.

ყველაზე კარგი ალბათ ის არის რომ ნებისმიერს, განურჩევლად უნივერსიტეტისა შეუძლია აქ შემოსვლა.  ბიბლიოთეკაში შესვლამდე ჩანთას გარეთ აბარებთ,  შესასვლელში საკმაოდ მარტივ პროცედურებს გადიხართ, ერთგვარ რეგისტრაციას და შემდეგ ჯდებით თქვენს ადგილას. აუცილებელია პირადობა ან სტუდბილეთი. თვითონ ბიბლიოთეკაში ორი განყოფილებაა, სამეცნიერო ლიტერატურის-პირველი სართული და მხატრული ლიტერატურის-მეორე სართული. დღეს ვათვალიერებდი ამ უკანსკნელს და დიდად არ აღვფრთოვანებულვარ არჩევანის ნაირგვარობით, იმედი მაქვს გაამდიდრებენ.  დილით რომელზე იხსნება ზუსტად  არ მახსოვს, მაგრამ 17:45 წუთზე იკეტება, ჩემი აზრით საკმაოდ ადრეა.

ამ ბოლო კვირაში წელიწადში პირველად მგონი, 4 საათი ვიმეცადინე შეუჩერებლად, ისე, რომ არცერთი სოციალური ქსელი არ დამილაშქრავს. ნუ პრინციპში ეს იმის ბრალიც არის, რომ მხოლოდ დღეს აღმოვაჩნე ბიბლიოთეკაში კომპიუტერების განყოფილებ:)ა. ისე, ჯერ-ჯერობით ცოტა ხალხია, და იქ მომუშავე თანამშრომლები ხანდახან ზედმეტად ხმაურობენ, სავარაუდოდ ერთხელ ზრდილობიანად ვეტყვი, რომ ბიბლიოთეკაში ხმამაღალი სიცილი არც ისე მისაღებია.

ნუ, იქ კიდევ არის რამდენიმე ოთახი, რომლის დანიშნულება ჯერ ვერ შევიტყე, ნელ-ნელა მაგასაც გავიგებ:).. მოკლედ ძალიან, ძალიან კარგი ადგილია, მხოლოდ მანდ ვგრძნობ ხოლმე რაღაცნაირად “სტუდენტობის სუნს”, იმას ვგულისხმობ, ჰოლივუდურ ფილმებში დაღამებამდე ბიბლიოთეკებში, რომ სხედან ხოლმე. <3

ბოლოს კი რამდენიმე სურათს ვდებ, რომლებიც სამწუხაროდ მობილურით გადავიღე, მაგრამ რაღაცას მაინც დაინახავთ და რომ მიხვალთ უკეთესად შეიგრძნობთ:)

ეს შესასვლელია სადაც დარეგისტრირდებით, ის მონიტორები კი იმის გასაგებადაა, არის თუ არა თქვენი სასურველი წიგნი ბიბლიოთეკაში.

Continue reading

ცარიელი მონიტორი

ცარიელი მონიტორი. აღარ მახსოვს მერამდენედ ვეჩალიჩები სადღაც, სულის ქვეშ დამალულ სიტყვებს. ცხელი შავი ყავა და ერთი ღერი სიგარეტიც მუზის მოსაყვანად. მაინც არაფერი გამოდის.  თავში უაზროდ მიტრიალებს კონფერენციები, პრეზენტაციები და ზოგადად „ციები“. ზედმეტად ბევრი „ციები“. ჩემს თავს არ ვეკუთვნი. ან სწორად ახლა ვეკვუთვნი.

კონცენტრაცია. მანქანებიც ჩემ წინააღმდეგ არიან განწყობილი. ისე მოძრაობენ, რომ იხმაურონ. რა სისულელეს ვამბობ, უხმაურო მანქანა  აბა სად მინახავს. ეს ტელეფონი კიდე პირიქით, რაღაცნაირად დუმს. ისე არა, როგორც სხვა დროს. დღეს განსაკუთრეით, ალბათ იმიტომ რომ დღეს განსაკუთრებით ველოდები.

ათასი იდეა მქონდა თავში და იქიდან არცერთზე არ ვწერ პოსტს. ყველა ერთდროულად დამავიწყდა. ისევ უმიზეზო, უმნიზნო და ზოგადად ნაკლებად საინტერესო ნაწერით ვიფარგლები.

ყავა დიდ ჭიქაში ჩამისხამს. გული ამიჩქარდა რაღაცნაირად, მისი ბაგა-ბუგიც კი მესმის, თითქოს მკერდში კი არა ყურის ძირში მიძგერდეს.. მუცელში უცნაური შეგრძნებები აფათურდნენ, მაგრამ მაინც არაფერი არ მოდის.  მგონია ჩემი აივნიდან რომ გადვხტე გავფრინდები და არ დავეცემი. ოჰ. თავისთავად ეგეც სისულელეა.. ისევ მძაფრი გემო.

„გზები იმიტომ არის შექმნილი, რომ მას მისდიო.“ რა საინტერესო ნათქვამია, მართლა მიყოლა მოგონდება, მაგრამ რომ დაფიქრდები მიხვდები, რომ ზედმეტად ბევრი გზაა შექმნილი.

უცნაურად მინდა წერა. უბრალოდ წერა და მეტი არაფერი. წერა ყველაფერზე, ქუჩაში უპატრონოდ მიგდებულ ნაყინის ქაღალდზეც კი, მაგრამ მაინც არ გამომდის. ძალიან ვეცადე ალბათ რომ თავი გამეყინა.  სიამოვნებით ჩამოვჯდებოდი ახლა მეც „რიო-პიედრას ნაპირზე“ და მეც ავტირდებოდი, ავტირდებოდი ისევ უმიზეზოდ. მხოლოდ იმიტომ, რომ სწორად ვიქცევი.

1, 2, 3 წუთი..

არ აკვირდებით რა ძალიან სწრაფად გადის დრო? გუშინდელი დღესავით მახსოვს წინა შაბათი..

სული..

როგორ მინდა ჩვწვდე.

სიყვარული ის არის მეორე ადამიანში ღვთის ნაპერწკალს რომ აღმოაჩენო.. ჰეჰ, ნეტა ეს ნაპერწკალი რაღაა? მართლა არსებობს, თუ კიდევ ერთი „დამაინტრიგებელი“ აზრია ადამიანის  გონებაში შემოგდებული.. დღე და ღამე რომ იფიქოს და მერე ჩემსავით წერის დროს აბოდიალდეს..

*******

*

რა კარგი იქნებოდა ეხლა ზღვაზე. ბოლოს დიდი ხნის წინ ვიყავი. მახსოვს ზღვა ძალიან დიდი იყო. მზეც. იმაზე დიდი ვიდრე ქალაქის დაღლილ ცაზე. რა კარგი ექნებოდა ეხლა ქვიან სანაპიროზე. ფეხის გულებთ მიწის ნოტიო მხურვალებას რომ შეიგრძნობ.

რა კარგი იქნებოდა სულშიც ისე რომ თბილოდეს, როგორც გარეთ, მზისგან გაფიცხებულ ქუჩებში თბილა..

შეხვედრა

ყოველ ორშაბათ საღამოს ჯიუტად მგონია, რომ სამშაბათ დილით ვნახავ. ყოველ სამშაბათს, იმედგაცრუელბულს, მგონია, რომ მომავალ სამშაბათს ვნახავ. რამდენჯერაც მეორე კორპუსთან გავდივარ, მაშინაც მგონია რომ ვნახავ და მაშინაც განსაკუთრებულად ვემზადები.

ორშაბათი კი ნამდვილი ტანჯვაა.  ვიხსენებ ყველა დეტალს, წვრილმანს, რა მოსწონდა გაშლილი/ჩახსნილი-თმა/მაისური, მაღალი/დაბალი ქუსლები, წითელი თუ ვარდისფერი  ტუჩის საცხი, ფრჩხილის ლაქი,  თვალებზე წენი, ღაწვებზე  ფერი თუ საერთოდ არცერთი, მარტივად. ბუნებრივობის ნიღაბი,  ყოველ სამშაბათს ვდგები იმაზე მეტად ადრე ვიდრე ჩვეულებრივ, სარკესთან ვატარებ იმაზე მეტ ხანს ვიდრე სხვა დროს,  მივდივარ იმაზე ჩქარა ვიდრე ლექციაზე დაგვიანებისას და ისევ ჯიუტად მგონია, რომ ვნახავ.  უაზროდ ვათვალიერებ ეზოს, ფოიეს, დერეფნებს.. მაინც არასოდეს არსად არ ჩანს..

შეიძლება, სამშაბათ დილით სულაც არ აქვს ლექცია. შეიძლება ჰქონდეს კიდეც, მაგრამ ავცდე ყველა მოძრაობაში, სამწუხაროა, მაგრამ არსებობს ათასი წინადადება, რომელიც “შეიძლებათი” დაიწყება და არასოდეს შემახვერდებს მას.

თუმცა ხომ არსებობს ათას მეერთე “შეიძლებაც”, რომელიც შემახვედრებს მას.

მის გამოა ალბათ, ყოველ ორშაბათს და მერე უკვე ყოველ სამშაბათს ჯიუტად, რომ მჯერა ჩვენი შეხვედრის<3

ყოფილი მეგობრები

მეგობრობა, სიყვარული, ბედნიერება-ჩემთვის დღემდე ბუნდოვანი, აბსტრაქტული ცნებებია. და იქიდან გამომდინარე, რომ მათ გარეშე ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია, ყოველდღიურად ბევრს ვფიქრობ ამ თემებზე. ბოლო დროს კი განსაკუთრებით მეგობრობაზე, რამდენიმე მეგობარი დავკარგე და იმიტომ. თუმცა, რახან დავკარგე ალბათ არც ყოფილა ეს მეგობრობა. მაგრამ, მაშ რა არის მეგობრობა, უფრო სწორად “ნამდვილი მეგობრობა”?

შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი გენიალურად დაიწყო. მე იმ ადამიანთა ტიპს ვეკუთვნი, რომლებსაც ყოველთვის კარგი უფრო მეტი ახსოვთ, ვიდრე ცუდი. ამიტომაც არის, რომ ყველაფრის მიუხედავად, აწ უკვე ჩემს ყოფილ მეგობრებს, მაინც კარგად ვიხსენებ.  მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ ერთმანეთს თავიდანვე გავუგეთ. მერე უფრო დავახლოვდით, ერთმანეთის ყველაფერი ვიცოდით, მეტიც, ხომ არის ისეთი მდგომარეობა, როცა შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება და შენთვის ძვირფასი ადამიანების ცხოვრებით, პრობლემებით ცხოვრობ. ხოდა ასეც ვიყავით, სულ ერთად დავდიოდით, ბევრს შურდა კიდეც ჩვენი. მაგრამ შემდეგ დაიწყო გუცხოვება, გავიზარდეთ, ყველას ჩვენი ინტერესი გაგვიჩნდა, ყველა ახალი ნაცნობი აღფრთოვანებას გგვრიდა, გვეგონა რომ ისინი ძველებს სჯობდნენ, უფრო სწორად ეგონათ. ხოდა დაიწყეს  ფასეულობების და რაც მთავარია ადამიანების გადაფასება. ამას მოჰყვა უამრავი ჩხუბი, გაბუტვა, მაგრამ მაინც დგებოდა ხოლმე ის მომენტი, როცა ჩვენი ისევ ერთად ვიყავით, ერთად ვიცინოდით, ერთად ვუმკალავდებოდით გარკვეულ პრობლემებს, როცა ერთმანთი ისევ ისე გვიხაროდა. მერე კიდევ გავიდა ხანი, მერე კიდევ უფრო გავიზარდეთ, შევიცვალეთ მერე კიდევ გადავაფასეთ, უფრო სწორად ერთმანეთი დავაფასეთ. ალაბათ ასე იქნებოდა დღემდე, რომ არა რამდენიმე არასწორი აზრი, რომ არა ალბათ უფრო ნაკლები სიყვარული, ნაკლები ერთობა. ახლაც, ისე როგორც ძველად, მივსხდებოდით სადმე ბაღში, დავლევდით ლუდს, ვიმღერებდით, და როგორც არასდროს, როგორც პირველად გავერთობოდით.

ამ აბურდულ ამბავში ყველაზე ცუდი ის არის, რომ არცერთ მხარეს აღარ გვტკივა, მხოლოდ ხანდახან, როცა ნოსტალგია მომაწვება, ან ძველ სურათებს ვათვალიერებ, ვხვდები, რომ ყველა სათითაოდ შევცდით, რომ ძალიან რთულია იპოვო მეგობარი და მერე შეინარჩუნო ის. თუმცა, მეორეს მხრივ, “მეოგობრის შენარჩნებაც” არასოწრი ფრაზაა, ის ან არის შენთან, ან არა.  სიამოვნებით დავთაგავდი ამ ადამიანებს, დავდებდი ძველ ფოტოებს, მაგრამ ერთადერთი რაც ჩემს საქცილეს შედეგად მოჰყვება, ეს მათ გაღაიზიანება იქნება.

დიდი ხანი ვცდილობდი, რომ არ დამეკარგეთ, რომ ჩვენ თავი ერთად კარაგდ გვეგრძნო, მაგრამ თუ თქვენ ახლა უკეთესად ხართ, ალბათ დაშორება საუკეთესო გამოსავალიც კი ყოფილა. თუ თქვენ არასოდეს გტკივათ მომხდარი, მაშინ ჩვენ მეგობრები არ ვყოფილვართ და დაშორება ისევ საუკეთესო ყოფილა.

და მაინც, მეგობრობა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამეა,  შეყვარებულს ბევრჯერ დაკარგავ და შეიძენ, მეგობარი კი ალბათ სულ შენთან უნდა იყოს, სხვაგვარად ეს იქნება “ამხანაგობა”, რასაც კიდევ სხვა დატვირთვა აქვს. ამ ეტაპზე, მე მყავს მეგობრები,  უფრო სწორად ახალი მეგობრები,  სამწუხაროდ ეჭვის თვალით ვუყურებ ჩვენს ურთიერთბას, უფრო სწორად მომავალს. თუმცა, იქნებ გამიმართლოს კიდეც, იქნებ აღარც შევცდეJ.

პ.ს.

რა გითხრათ აბა, „რით გაგახაროთ“, მაინც ძალიან მენატრებით და მაინც ძალიან მიყვარხართ:)

ხუთი თეთრი

რამდენიმე დღის წინ ცარიელ საფულეში ხუთ თეთრიანი აღმოვაჩინე. ალბათ სადღაც ხურდა არ დავტოვე და კუთვნილი “ფული” პატიოსნად უკან წამოვიღე. თავიდან არასერიოზულად ვუყურებდი,ვერ ვხვდებოდი რაში უნდა დამხმარებოდა ხუთი თეთრი. რას  წარმოვიდგნდი ამდენ საფიქრალს თუ გამიჩენდა.  ხშირად ამბობენ: “მილიონს თუ ხუთი თეთრი  აკლია ის მილიონი აღარააო”, ხოდა სიმართლესაც ღაღადებენ.

უმეტესოსობას ალბათ მოგეხსენებათ რა მძიმეა სტუდენტის ბედი და რა მსუბუქია მისი საფულე. როგორც წესი, ბოლო აღარ უჩანს ქსერო ასლების გაკეთებას, გამუდმებულ შიმშილს და სურვილთა ნაირგვარობას. ჩემი ტანჯვა გაძლიერდა გუშინდელი დღიდან, როცა უპატრონოდ მიგდებულმა ხუთ თეთრიანმა თავისი არსებობა შემახსენა.

დილით მქონდა ქიმია, ჯერ პირველ კორპუსში, მერე მეორეში. თუმცა მე მარტო მეორეში ვიყავი, დამეძინა:( გიჟივით გავვარდი უჭმელი. პრაქტიკულისა და იმ ოხუნჯი ცდის შემდეგ, ბოლოს რომ ჩავატარეთ, ლექტორმა წიგნი მოგვცა გადასაქსეროქსებლად. არ დაგიმალავთ, სულ მქონდა სამი ლარი და ორმაცდაათი თეთრი.   ეს სამი ლარი გამეტებით და გულუხვად დავხარჯე ქსეროქსში, სახატავ და საწერ რვეულებში. ამის შემდეგ შევუდექი განივის გზას. მშიოდა. ძალიან მშიოდა, მაგრამ მქონდა მხოლოდ  ორმაცდაათი თეთრი, ქავთარაძეზე ჩამოვედი იმ იმედად, რომ რამეს ვიპოვიდი აღნიშნულ ფასში, თან გამახსენდა, კიდევ ერთი ხუთ თეთრიანს არსებობა<3 სამწუხაროდ, საკვებ ობიექტებში ფასები სამოცი თეთრიდან იწყება და ვერაფერი ვიყიდე. რამდენიმე საათის შემდეგ, როცა უკან გამოვბუნდი უფრო მეტად მშიოდა. ისევ მეორე კორპუსთან მომიწია ჩამოსვლა, ბევრი ძებნის შემდეგ მხოლოდ  მარიალიან ჩხირებს გადავაწყდი,რომელიც  ოცდაათი თეთრი ღირდა, არაფერი იყო ორმოცდათხუთმეტ თეთრად , საერთოდ არაფერი:| არადა ნახალოვკაში რა პატიოსნად იყიდება პონჩიკი ორმოცდაათ თეთერად:| ერთი რომ გავათავე, არ მეყო, მეორეც მინდოდა, მაგრამ ისევ ხუთი თეთრი მაკლდებოდა. მხოლოდ  ხუთი თეთრი.  საცხობთან, რომ გავიარე, დავინახე, რომ საკმაოდ მოზრდილი კარტოფილის ღვეზელი სამოცი თეთრი ღირდა, წარმოიდგინეთ, მე რომ თავის დროზე არ დამკლებოდა ის ხუთი თეთრი, ვიყიდიდი ამ ღვეზელს, აღარ მომინდებოდაა მეორე და შესაბამისად აღარ ვიფიქრებდი: “მე რომ ახლა 5 თეთრი მქონდეს”.  დღეს, ანუ მეორე დღეს,როცა ფული მომცეს, “ეშმაკის მანქანებით” საფულეში ისევ სამი ლარი და ორმოცდხუთი თეთრი მქონდა, ხოდა როცა კინოს ბილეთი ავიღე და 45 თეთრი დავიტოვე და თან სამგზავროზე არა მქონდა თანხა, ძველი საფიქრალი გამიჩნდა ახალ ამპლუაში, “მე, რომ ახლა 5 თეთრი მქონდეს”

საბოლოოდ, მოვაღწიე სახლამდე, ისე, რომ ეს ხურდა არ დამიხარჯავს და იმის გამო, რომ ბოტანიკაში ბევრი მაქვს სასწავლი და დღეს დაწოლას არ ვაპირებ კარტერ ნორიეს ერთთჯერადი ყავა ვიყიდე 40 თეთრად,. დამრჩა ისევ 5 თეთრი, რომლითაც ხან საღეჭ რეზინსაც კი ვერ ვიყიდი, და რომელიც ხანდახან  საოცნებო საგნად მაქვს ქცეული. ჩემი  ხუთი თეთრი ახლა ისევ ჩემს საფულეშია და ელოდევბა დროს, როცა კიდევ ერთხელ დამიმტკიცებს თავისი მნიშვნელობის სიდიადეს.

პ.ს. ნერვოზს ავიკიდებ მალე:|

სჭირდება თუ არა ბლოგერს ქართული ენის გრამატიკის ცოდნა?

სჭირდება თუ არა ბლოგერს ქართული ენის გრამატიკის ცოდნა? რა თქმა უნდა, სჭირდება და თან როგორ. ამას უამრავი მიზეზი აქვს, პირველ რიგში კი ისევ მისივე ბლოგისთვის იქნება სასარგებლო. ადრე, როცა პოსტებს ირეპორტიორზეც ვაქვეყნებდი და როცა უფრო კომპეტენტური ხალხი ეცნობოდა ჩემს ნაწერებს, ყოველდღიურად  კრიტიკის ქარ-ცეცხლში მატარებდნენ. რამდენიმე პოსტზე ძალიან ბევრიც ვინერვიულე, ერთი პერიოდი ვფიქრობდი: „საერთოდ დავანებებ წერას თავს“-მეთქი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ გაქცევა გამოსავალი ვერ იქნებოდა. მას მერე რამდენად გავუმჯობესდი არ ვიცი,  ამ მხრივ საკუთარ თავზე დიდად არ მიმუშავია, მხოლოდ ეროვნული გამოცდებისთვის ვსწავლობდი გრამატიკას. თუმცა ერთი რამ ფაქტია, ვერასოდეს ვერ გექნება პრეტენზია პირველობაზე, როცა  შენი დაწერილი პოსტი  გრამატიკულად გაუმართავია, ეს პირადპირ მეტყველებს ავტორის გაუნათლებობაზე.

აი ჩვენ კი ის ელემენტარული მაინც უნდა ვიცოდეთ, რაც უმეტესობას ეშლება. მაგალითად: წამიკითხავს და არა წამიკითხია, იმიტომ, რომ ფუძე არის კითხვა.; ჩემ წინ და არა ჩემს წინ; ჩემ/ჩვენ შესახებ და არა ჩემს/ჩვენს შესახებ (სხვათა შორის არა მარტო ბლოგერებს, არამედ საკმაოდ მსხვილი კომპანიების საიტების “ადმინებსაც“ ხშირად ეპარებათ ეს უკანასკნელი შეცდომა);  აღვიქვამ და არა აღვიქვავ; აღვწერ და არა ავღწერ; რაღაცები და არა რაღაცეები;  რა და არა რაები და რეები;და სხვ. მრავლადაა პუნქტუაციური, სტილისტური შეცდომები, რომლებსაც ხშირად ტექსტის ემოციური ეფექტისათვის  გამოიყენებენ. ხშირად ვხვდებით ტავტოლოგიებსაც, ბრჭყალებში უშინარსოოდ ჩასმულ სიტყვებს და სხვ.. არ დავასახელებ  ბლოგებს (ზუსტად არც მახსოვს), თუმცა ბოლოს რაც წავიკითხე, ისიც სავსე იყო გრამატიკული შეცდომებით. რა თქმა უნდა, ბლოგი ჩვენია და რასაც გვინდა იმას ვუზამთ (ხო, ვუზამ და არა ვუზავ!), თუმცა, მეორეს მხრივ, მე მაინც ვფიქრობ, რომ როცა საჯაროდ წერას ვიწყებთ, გარკვეულ  პასუხისმგებლობას მაინც ვიღებთ საკუთარ თავზე, სხვა თუ არაფერი   ხალხის აზრი  გვაინტერესებს, რომელიც ყოვეთვის კრიტიკულია (თუ არ გაინტერესებთ, წერეთ დღიურში და იყავით თქვენთვის).  ასე რომ, ვიზრუნოთ ბლოგოსფეროს რეპუტაციაზე, ზოგადად ბლოგერის იმიჯზე, წერის სტილზე, აზრის გამართულობაზე, წინადადებების ერთმანეთთან ლოგიკურ დაკავშირებაზე და სხვა.

საბოლოოდ მგონი არავის არ გვაწყენს ელემენტარული წესების გამეორება,  ჯერჯერობით  ვერავინ ვწერთ ისე, მსგავსი შეცდომები მეათე ხარისხოვანი რომ გახდეს. გრამატიკულად გამართული ტექსტი, კი ყოველთვის იქნება ჩვენი პოსტების ხარისხის ერთ-ერთი მაჩვენებელი.

არ ვიცი სად გაქრა ბლოგის ინტერესი

პირვლად რომ ვნახე რამდენიმე დღე შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. როცა შემთხვევით ვხვდებოდი სუნთქვა მეკვროდა.  ვეღარ მოვითმინე და  გავაქტიურდი. გავიცანი,   მომწონხარ-თქო ვუთხარი, თავს ჯერ შორს იჭერდა, ალბათ ეშინოდა. მერე შემეჩვია. ეს შეჩვევა გრძნობაში  გადაიზარდა. დიდხანს არ მიტყდებოდა,   ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ჰგავდა რბოლას.  როცა შემთხვევით მისი სხეულის სიმხურვალეს ვგრძნობდი სისხლი მეყინებოდა.., მაწვალებდა, ხშირად არ მირეკავდა. ბოლოს კი  გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა. იმ დღეს, მისი გამოხედვა რომ დავინახე, მივხვდი ჩემი იყო. ბრძოლა მოვიგე და რაღაცნაირად იმედი გამიცრუვდა, სადღაც ჩამწყდა, მე აღარ ვიფიქრებდი, როგორ მომეხიბლა ის.  ნელ-ნელა გავცივდი, გავშორდი, ბოლოს საერთოდ მივატოვე. რომ მირეკავდა არ ვპასუხობდი.  მერე დრო გავიდა. ხშირად მხვდებოდა და მხვდება, მაშინ, იმ დღეს, მკერდში თითქოს ქვა ჩამიდო.  ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი ვინ იყო ის. ეხლაც ვუყურებ და არ მახსოვს რა მაკავშირებს მასთან. ძალიან ცივი ვარ. გულგრილი.

სწორედ ამას ვგრძნობ ბლოგის მიმართ. არ ვიცი როდინდელმა ფაქტმა მოახდინა გარდატეხა და გამაცია. აღარც ძველი შემართება, აღარც ღელვა, აღარც ფიქრი… ბლოგი თითქოს არ არსებობდა. შემოვდივარ აქ და თითქოს ჩემი არ არის. რამდენიმე თვეა ჯიუტად ვებრძვი გულგრილობას, მაგრამ უშედეგოდ. უშედეგოდ ვკითხულობ ძველ პოსტებსაც,ისინიც გაუცხოვდნენ.  თითქოს მსგავსი გრძნობები არც მქონია. ხანდახან რაღაც იდეა მომივა ხლმე თავში, მაგრამ ვერ  ვასხამ ხორცს. გამიფუჭდა სტილიც და მანერაც. ეს ყველაფერი უფრო იაფასიან კომედიას ჰგავს.

პესიმიზმით ვუყურებ ახალშექმნილ ბლოგებს, მერე საკუთარ თავს ვუფიქრდები და  ვერ ვხვდები რა მომცა აქაურობამ… ვერ ვხვდები როდის გადავედი ზღვარს, მაგრამ ვგრძნობ, მე აღარ მინდა ბლოგინგი

როგორ დავწეროთ CV?

CV (ავტობიოგრაფიის სპეციფიკური ვარიანტი) განკუთვნილია იმ პირისათვის თქვენს შესახებ მოკლე, საბაზისო ინფორმაციის გასაცნობად, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს გარკვეულ სასწავლო ან/და საგრანტო-სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ თქვენს მიერ წარდგენილი მიმართვა.

შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თქვენი CV იყოს მაქსიმალურად ნათელი, ლაკონური, არათხრობითი სტილის მქონე, სტრუქტურულად გამართული დოკუმენტი.

აღსანიშნავია, რომ CV-ის შედგენის შესახებ არ არსებობს უნივერსალურად დადგენილი, დეტალებზე შეთანხმებული წესი. შეუძლებელია, ვინმემ, მათ შორის მე, გირჩიოთ ყველანაირი კომისიისათვის თანაბრად მოსაწონი ვარიანტი. თუმცა, მეტ-ნაკლებად დამკვიდრებული ძირითადი წესების გამოკვეთა, რაც გაადვილებს სტუდენტის ამოცანას, მაინც შესაძლებელია და სწორედ ეს არის ამ დამხმარე სტატიის მთავარი მიზანი.

სტრატეგიის უმთავრესი ერთეულები:

პირველ რიგში: იყავით კეთილსინდისიერები! ნუ გადააჭარბებთ და გააზვიადებთ თქვენს მიღწევებს. “საკუთარი მონაცემის ცოტათი გაზვიადება”, “მაჩვენებლის ცოტათი მომატება” და მისთანანი, თუნდაც, ერთი შეხედვით, უბოროტო და შეუმჩნეველი “გაძლიერება” ნიშნავს საბუთების გაყალბებას, რასაც დასავლური საგანმანათლებლო სისტემა არ პატიობს! ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, არის თუნდაც მნიშვნელოვანი, მაგრამ აშკარად წამგებიანი და “სუსტი” მხარეებისთვის თავის არიდება, თუკი მათი მითითება ცალსახად მოთხოვნილი არ არის.

კომპაქტურობა: სასურველია, CV არ იყოს ორ გვერდზე მეტი მოცულობის. ბუნებრივია, ის შეიძლება ოთხ ან მეტ გვერდსაც შეადგენდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონფერენციაში მონაწილეობასთან, სამეცნიერო-კვლევითი/ანალიტიკური სტატიების გამოქვეყნებასა და სხვა სახის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოცდილება და შესაბამისი, მისაწოდებელი აუცილებელი ინფორმაცია უხვად გაქვთ. შეეცადეთ, შეხედოთ დოკუმენტს იმ მკითხველის თვალით, რომელსაც დროის უაღრესად მოკლე დროში უწევს მასთან გაცნობა. Continue reading