მოდაშია ბატონო, მოდაში!

მოდაში მიტოვება შემოვიდა…

მოდაში ცალსახად მოაზროვნე ხალხია..

ტყუილები, მასხარები და მასკარადებიც ისევ მოდაშია..

ისევ ფიქრებში, დამარხულ და ამყრალებულ აზრებშია გარყვნილი სულის ამაოება..

დილას შევთეთრდი გარედან..

საღებავებად ვიყენებ ტყუილებს.. სამხიარულოდ მასახარას ფორმას.. თმებიც ისე მაქვს როგორც არასდროს…

მოდაშია მოდელობა… მოდაში ვარ მეც, აქაც ისე, როგორც არასდროს…

ყვავილს და სუნამოს, ლეშის სუნი თუ ასდის..მერე რა. მე აღარ მიკვირს..

პატიებას არავინ გთხოვს, არც კარიბჭეს გაგიღებს…

„მობრძანდით ქალბატონო თქვენია რიგია!“–მხოლოდ ამას გაიგებ.

დახეთქილ ბაგეს კვლავ აჰყვება სუნი ლურჯი ალუბლის.. და მხცოვანებს კვლავ დაჰბერავთ სიო ცივი სამარის…

მოდაშია ბატონო, მოდაში! ვრცლად მოდაშია ბატონო, მოდაში!

Advertisements

ERE ART-“სიცოცხლის მიმცემი ერთ ღერ სიგარეტში”

ეს ჩემი კიდევ ერთი პოსტია ერე არტზე, ნამდვილად სასიამოვნოდ გაკვირვებლი ვრჩები მისი ნახატების ნახვის შემდეგ… მეტიც დღეს მის ლექსებსაც გავეცანი,  და ვხვდები რომ ამ ადამიანის, როგორც შემოქმედის სული რაღაცნაირად უსაზღვროა.. რაღაცნაირად, ახალ–ახალ რამეებს ვპოულობ მასში, დაუსრულებლად საინტერესოა ფერებისა და სტრიქონების ჭიდილი.  რამდენიმე მათგანს კი გაგიზიარებთ თქვენც, ისე ფეისბუქზე თავისუფლად შეიგიძლიათ კარგად გაეცნოთ ერე არტის შემოქმედებას…

ვრცლად ERE ART-“სიცოცხლის მიმცემი ერთ ღერ სიგარეტში”

“ERE ART–მზე განწირულია გაყიდული ქრისტესავით..”

ძალიან კარგი პოსტი მინდა შემოგთავაზოთ. თქვენ ალბათ, უმეტესობამ უკვე შეიტყვეთ “ერე არტის” შესახებ, ალბათ აღფრთვანდით და შეაფასეთ უკვე , ალბათ კიდევ ერთხელ დარწმუნდით ქართულ ნიჭიერებაშi, მაგრამ ჩემი ალღო მკარნახობს რომ ის სათანადოდ არაა დაფასებული.  მხატვრობის დიდი გულშემატკივარი ვარ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ნახატს ვარჩევ პროფესიონალურ დონეზე.  მხოლოდ მცირედ განვიხილავ მათ… ვრცლად “ERE ART–მზე განწირულია გაყიდული ქრისტესავით..”

ლეგენდა “ნიჭიერში”

დიდად არ მიყვარს ტელეგადაცემებზე წერა, თუ ზედმეტად არ გავბრაზდი ან არ აღვფრთოვანდი. არც ვწერ ხოლმე, მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა სასიამოვნოდ გაოგნებული დამტოვა ნიჭიერის შესარჩევმა ტურმა. ბოლო მონაწილეებმა, ხულოდან ჩამოსულებმა კი, საერთოდ გამაოგნეს. ერთადერთი კითხვა მქონდა საიდან ან როგორ ასე? ვფიქრობ 89 წლის კაცის ასეთი ცეკვა, ლეგენდაც კია მცირე დოზით. ლეგენდა კი თავად ან გამონაკლისს ან დაუჯერებელს გულისხმობს.   თუნდაც მოძრაობა, თუნდაც ილეთები, და ამ ილეთებში ჩადებული ქართული სული, აჭრული ვნება, იუმორი, ახალგაზრდობის წყურვილი, და რაც მთავარია ბრძოლა სიბერესთან, ბრძოლა სიკვდილთან. აბა სად გინახავთ კიდევ ასე მოცეკვავე ადამიანი, რა თქმა უნდა, მე მაგიჟებს სხვა ქართული ცეკვები, მომწონს სალსაც, და სამბაც… მაგრამ სად  აღვწერ კიდევ ასეთ ემოციას, ცეცხლს, საოცარ წყურვილს სიცოცხლისას, როგორიც ოთხმოცდაცხრა წლის მოცეკვევეში გამოსჭვივოდა… აი მივედი კიდეც მთავარ საკითხამდე…სიცოცხლის წყურვილამდე… საოცარი დღე მაქვს ჯერ სიკვდილზე ვწერ, მერე სიცოცხლეზე და მახსენდება ვაჟა–ფშაველა, იცით რა თქვა მან?“’შენი ჭირიმე სიკვდილო ,სიცოცხლე მშვენობს შენითა” ხოდა ერთხელ ვაჟამ დაამცირა და წააქცია სიკვდილი ჩემს თვალწინ და მეორედ ამ კაცმა…მათ დამანახეს, რომ  სიცოცხლე ბევრად მაღლა დგას სიკვდილზე…. ვრცლად ლეგენდა “ნიჭიერში”

პოსტი რომელიც არ უნდა დამილაიქოთ”გარდაცვალება”

თქვენ აუცილებლად მეტყვით რომ ამ დროს ჩემი აგილი აქ არაა. კანაკალი შევიჩერა თუ არა მაშინვე წერა დავიწყე. რა ვქნა ბლოგი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, არ შემიძია ამის არ დაწერა. არა მე მის ხსოვნას წამითაც არ შევურცხყოფ, არაა..არასოდეს…

ადამიანებო კივილი მინდა, კივილი.. სამართალი მინდა ამ უსამრთლო ქვეყანაში..დედამ რომ მითხრა*** აღარ არისო, ერთი ვიკითხე როგორ თქო, რას ქვია აღარ არის თქო? პასუხი კი მაშინვე ვიცოდი, რა იმსხვერპლებს ჩევნს დროში ჯანმრთელ ადამიანებს თუ არა ავარია.. მას მერე მანქანების ხმა მაშინებს, ეს მუხრუჭები მაგიჟებს, მინდა ყველმ ერთად~ გამორთონ სიგნალები.. ღმერთო რაებს ვბოდიალობ, ადამიანი გარდაიცვალა, ეს ხომ… ეს ხომ ტრაგედიაა. ერთი საათის წინ მოხდა ყველაფერი, თვრამეტი წლის იყო, ისიც წელს აბარებდა…  იქვე, იმავე ადგილას გათავდა… ვიცი, ვიცი სიტყვები ახლა უმეტყველოა, ვიცი დედამისს, რომელიც ასე ძლიან მიყვარს, ეხლა ვეღარაფერი უშველის. ვიცი უაზრობაა ჩემი მხრდან აქ წერა, მაგრამ ვინმეს ხომ უნდა ვუთხრა რომ დამღალა და გამანადგურა ამ ამოებამ… ტრაგედიებმა და საერთო უბედურებამ…

არ ვიცი რა დავაქვა ამ ყველაფერს, ჯერ ვერ ვალამაზებ სიტყვებს და ვერ ვძენ მათ პოეტურ რითმებს… ყურებში მხოლოდ ერთი სიტყვა ჩამესმის, ის აღარ არის.. და მორჩა, არავინ არ მითხრათ რომ ცხოვრება გრძელდება, არაფერიც არ გრძელდება.. შვილის გარდაცვალების შემდეგ დედის ცხოვრება დიახაც რომ ვერ გრძელდება…

მაინც ვერ ამოვგლიჯე საშნელი ტანჯვა გულიდან, მაინც ვერ… ზუსტად ესაა სიკვდილის სისატიკეც… გამუდმებით ტოვებს იარებს, მთელი სიცოცხლე თან წამყვება…. ღმერთო რატომ? არის თუ არა ამქვეყნად ცალსახა პასუხები?

მე აუცილებლად დავწერ…. სხვას…, ახლა ემოცია არ მაძლევს ფიქრის შანსს…

რა მოერევა ამ ტკივილს….

გილოცავთ დაბადების დღეს ბატონო გურამ!!!

როგორც ფეისბუქიდან შევიტყვე დღეს ბატონი გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა. მან ალბათ უკვე ბევრი მილოცვა და საჩუქარი მიიღო, ალბათ მოსწყინდა კიდეც ეს ყურადღება, მაგრამ არ შემეძლია ჩემს საყვარელ მწერალს ჩემებურად არ მივულოცო. ბატონო გურამ მრავალს დაესწარით, ძალიან მიყვარხართ, მინდა რომ კიდევ დიდხანს და ბედნიერად იცხოვროთ…უბრალოდ გმადლობთ, იმისთვის რომ არსებობთ..

ჩვენ კი, ქართველებს შეგვეძლო ალბათ სხვანაირად აღგვენიშნა  მისი დაბადების დღე,  მაგრამ ფეისბუქზე დაწერი მადლობაც ხომ ბევრს ნიშნვას:)

გურამ დოჩანაშვილი – თანამედროვე კლასიკოსი მწერალი, რომლის შემოქმედება სიბნელიდან სინათლეში გადამყვანი ხიდია. მისი ნაწარმოებების მთავარი თემა ღირსება, სიკეთე, სიყვარული, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვაა..

“…ყოველი წინადადება დაბრკოლებაა, დიალოგები ცოტა მიადვილდება. რამდენი უპირატესობა გვაქვს სპორტსმენებთან შედარებით,
მათ სამ ცდაზე უნდა მიაღწიონ მიზანს , მწერალს შეუძლია
ათჯერ,ასჯერ სცადოს…“-გურამ დოჩანაშვილი.

„ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები
ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი….
ესეც საკმარისია – უკეთესი ხდები“ –
მოთხრობიდან „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“

„ნიჭიერი და ზარმაცი არ მწამს. ვაჟა-ფშაველა, ვან გოგი, მიქელ-ანჯელო, ფიროსმანი… ნიჭიერები კატორღელებივით მუშაობდნენ… “ – გურამ დოჩანაშვილი

“ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს…”

 

“დედამიწას სიყვარული ატრიალებს.”

“ოკეანე ხარ… დიდი მოქნილი თევზებით სავსე. ხან გაცოფებული თავსდატეხილ გრიგალებს უყეფ,ხანაც კი-მშვიდი,ბლანტე და ფსკერზე ზარმაც ფიქრებად ირხევიან ფერად-ფერადი მცენარეები…ოკეანე ხარ, მზეზე იზმორები და ღამით, უნებურად გაღვიძებული, ისევ სიკვდილზე ფიქრობ და გრძნობ, რომ მუდამ ორთქლდები, რომ უცილებლად დაიწრიტები და შენი თევზებიც სულს დაღაფავენ… მაგრამ როგორც არ უნდა მოიწყინო,გაიტეხო გული, შენს ჯიუტ თევზებს საკვები მაინც უნდათ და… ისევ დავბოდიალობთ ქვეყნად, ამ დალოცვილი დედამიწის ზურგზე…”

 

“დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.”

“სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა,თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა… სიკვდილი რომ არ იყოს არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყო… მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი იქნებოდა, ახლა კი, ახლა სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე – სიცოცხლეა…”

ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე

“ძალიანაც კარგი, ესეც, შალვას ჯინზე – გათენებულიყო საკმაოდ, ყოველ შემთხვევაში, კარგად მოჩანდა ბილიკი; ჩემოდნით ხელში, გულდაჯერებული მივყვებოდი გზას. ხოლო იგი, შალვა, ზურგრუკზაკიანი, უკან მოდიოდა. მისი დანახვა აღარ მინდოდა, პატარა ხანს უმძრახად ვიარეთ, ერთხელაც არ წავბორძიკებულვარ, და შემომესმა:

– ასწიე თავი.

კი, მეტი საქმე არა მქონდა, ისედაც გაჭყეპილი ვიყავი აქაურობით, ის არ მერჩია, დაბლა მეცქირა, ორმოში რომ არ ჩამცდენოდა ფეხი? მაგრამ სერი რომ ავიარეთ, მჭახედ გაისმა:

– გერასიმე, სდექ!

შეცბუნებულმა, მოვიხედე და გავშრი – აჰ, ისე მკაცრად შემომცქეროდა…

– სანამ ლაპარაკს დავამთავრებ, ფეხი რომ მოიცვალო, – განრისხებული მიმზერდა, – ცუდად იქნება შენი საქმე, იცოდე.

გიჟია, მოძალადე, ოხერი… ადგილზე გავქვავდი, იმან კი სამიოდ ნაბიჯი ქვემოთ ჩაინაცვლა, შედგა, დაფიქრებული ამომყურებდა, მე – სერზე ვიდექ.

– ჩემი და შენი წინაპრები, გერასიმე, – ხმას დაუდაბლა, – ამ მიწისათვის მუდამ იბრძოდნენ, და თუ არ რაიმე ღირებული, ვინ სულელს მოეპრიანება ერთთავად მოღერებული ხმლის ქვეშ ყოფნა. მიხვდი რაიმეს?

მე სერზე ვიდექი.

– რა სისხლისღვრაში გადარჩენილან, რამდენ ბრძოლაში, შენ ყოფილ ისტორიკოსს, ჩამოგითვალო შემოსევები? და შენს უშუალო წინაპართაგან ერთი მაინც რომ დაღუპულიყო იმ აურაცხელ, უთვალავ ხიფათში, ნამდვილად არ იქნებოდა ახლა აქ, აი ამ მიწაზე, ამჟამად მშვენიერი ფეხსაცმელებით რომ დგახარ, გამიგე თუ არა, ა, გერასიმე! მაგრამ სულაც არ გახსოვს ისინი…

ვიდექი მე სერზე.

– ჩემი და შენი წინაპრები კი, ძმებს და მეზობლებს უდროოდ აი ამ მიწაში მარხავდნენ, შენ რომ ამ ქვეყნად მოსულიყავ, და საქართველო ჩვენი, გქონოდა. შენთვის, გერასიმე, ერთმანეთი ცხოვრებაშიც და ბრძოლის ველიდან გაჰქონდათ, იმათითაა სწორედ ეს მიწა გაპოხიერებული, და მთელი მიდამო, რომელსაც ერთხელაც არ გადაავლე მოწყალე თვალი შენ, გერასიმე! სულ რომ არაფერი, ამ საოცარ კუთხეში თვალნათლივი სილამაზეც კი ვერ დაინახე და, ნახშირს რომ ათვისება უნდა, ამაში დამეთანხმე, და რომ ასეთ სამშობლოს ნახშირზე მეტად უნდა ათვისება, ეს აღარ იცი, ა, გერასიმე?

სერზე ვიდექი მე.

– აქ, ამ მიწაზე, რომელსაც ეგზემასავთი არ მოდებია ჯერაც ასფალტი, დაგაბიჯებინე ფეხი, უმადურო, ვერაფერს მიხვდი; ნამდვილი გლეხი გაგაცანი, ამ გლეხით გიდგას პირში სული, მაგრამ რა ამაყად, რა ამაყად, აჰ, შეიფერე ყველაფერი, რითაც ქანცგაწყვეტილი, ნაშრომ-ნაჯაფი, შუაღამით გაღვიძებული, გაგვიმასპინძლდა, როგორ გგონია, იმართა იმას ჩვენი რაიმე?

მე ვიდექი სერზე.

– და არც ის იცი, რომ სამშობლო მხოლოდ მინდორ-ველი და მთები არაა, სამშობლო ადამიანიცაა, გერასიმე. და, სუფრასთანაც, როგორ იქცეოდი – სამშობლოს შეცნობა რომ გდომებოდა, მჭადზე პრასს შემოახვევდი და ლობიოში ჩააწობდი, შენ კი, მელასავით, სხვის გაზრდილ ქათამს არხეინად მიადექი და არაფერია ამაში ცუდი, მადლობა მაინც რომ გეთქვა, მაგრამ აარა, არა, კუთვნილივით მიიღე, თითქოს დაამადლე კიდეც სტუმრობა და შენ, ვისი წინაპარიც დიდგორის შემდეგ ჭრილობებში მარილს იყრიდა, კატალინაზე გვაწვდიდი ბრტყელ-ბრტყელ ცნობებს, შეგირცხვა ნამუსი!

ვიდექი მე სერზე.

– წვიმისას, გერასიმე, – ავალწუნებით ამომცქეროდა, – ქუჩაში მანქანიდან თუ გადაგიხედავს, შეამჩნევდი, რომ ზოგიერთ გამვლელს შარვლის ცალი ტოტი ტალახით მთლად დაწინწკლული აქვს, მეორე კი – სუფთა. და თუმცა შარვლის ის ტოტი გაცილებით პეწიანად გამოიყურება, ერთმანეთზე ორივეს თანაბრად მიუძღვით ბრალი – იმ დასვრილს სუფთატოტიანი ფეხი სტყორცნის ტალახს და ის ამოთხვრილი წესიერად რომ მიაბიჯებს, იმიტომ გამოიყურება მეორე მშვენივრად და კარგად. მე და შენც ასე ვართ, გერასიმე, მე თუ რამ ხინჯი მემჩნევა, ისევ შენს გამო და თავად რომ გამოიყურები კოხტად, ჩემი და ამ გლეხის წყალობითაა, იცოდე. ჩვენ, ადამიანები, მრავალფეხა არსება ვართ, სხვადასხვა წესით მოარული, და არ ვართ, როგორც შენ ეს გგონია, მარტო, რადგანაც დიდი სიტყვა – ერი გვქვია, და მე, ვისაც მუდამ მახსოვს ეს, შენ, სამშობლოდავიწყებული, მხოლოდ პირადი კეთილდღეობით გატაცებულ-აღტაცებული, წამოგიყვანე აქ, ჩემთვის დროებით რომ აგეწყო ფეხი, ამ წმინდა ღელეშიც კი გაგაბანინე ტანი, გაყოყოჩებულს, ყინული რომ შემოგცლოდა, მაგრამ, აჰ, ნურას უკაცრავად, მაინც ვერ შეგაგნებინე ის სითბო, რითაც მე ვცხოვრობ და რითაც ვსუნთქავ. შენ, შენის ჭკუით, კვლავაც ჩემზე ამაღლებული, გაპრანჭული დარჩი. მაგრამ იცოდე, უსამშობლოდ – კაცი არა ხარ.

სერზე ვიდექი მე.

– ახლა კი, გერასიმე, უაკანსკნელ არჩევანს გთავაზობ. აგერ, გახედე, ავტობუსი მოემართება და, თუ იკადრებ, მოაჯექი და წადი, ხოლო, თუ ისურვებ, ორიოდ დღით აქ, ამ სოფელში დავრჩეთ და იმ ჩვენს მასპინძელს ყანის გათოხნაში მოვეხმაროთ. მიწის სუნი რომ გეცემა, ეგებ კიდევ გამოვიდეს რაიმე შენგან, გერასიმე. ძალას არ გატან, როგორც გინდა, ისე მოიქეცი. ასე აჯობებს… – და დარცხვენილმა დაამატა, – საშობლოსათვის. – მთლად აირია, – რა ვქნა, მიჭირს ხოლმე ამ სიტყვის წარმოთქმა, ეს ხომ ისეთი სიყვარულია, დაფარვა რომ სჭირდება, იმდენად ნაღდი და ნათელია, უხერხულიცაა თქმა… მაგრამ, მაიძულე…”

ბ ი ბ ლ ი ო გ რ ა ფ ი ა

1. დოჩანაშვილი გურამ.
„მთის გადაღმა“. მოთხრობები.
თბ., „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1966. 

2.  დოჩანაშვილი გურამ.
„ნაბიჯი“. მოთხრობები. თბ.,
„საბჭოთა საქართველო“, 1969.

3.  დოჩანაშვილი გურამ.
„ათასი წვრილმანი“. თბ., „ნაკადული“, 1972.

4. დოჩანაშვილი გურამ.
„მხიარული ბორცვი“. მოთხრობები.
თბ., „ნაკადული“, 1971.

5. დოჩანაშვილი გურამ.
„სამოსელი პირველი“. რომანი. წ.1. თბ., „ნაკადული“, 1975.

6. დოჩანაშვილი გურამ.
„სამოსელი პირველი“. რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული“, 1978.

7. დოჩანაშვილი გურამ.
„სამოსელი პირველი“. რომანი. წ. 3. თბ., „მერანი“, 1980.

8. დოჩანაშვილი გურამ.
„საქმე“. მოთხრობები. თბ., „მერანი“, 1974.

9. დოჩანაშვილი გურამ.
მოთხრობები. თბ.,
„საბჭოთა საქართველო“, 1976.

10. დოჩანაშვილი გურამ.
„ყველაზე კარგი პაპა“. ზღაპარი უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვთათვის.
თბ., საქ. კპცკ-ს გამ-ბა, 1976.

11. დოჩანაშვილი გურამ.
„განმსდგომი შუაკაცი“. მოთხრობები. თბ., „ნაკადული“, 1983.

12. დოჩანაშვილი გურამ.
„სამოსელი პირველი“. რომანი. მე-2 გამოც. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1982.

13.  დოჩანაშვილი გურამ.
ორი მოთხრობა. თბ., „მერანი“, 1984.

14. დოჩანაშვილი გურამ.
„ბაქანი“. მოთხრობები. თბ., „მერანი“, 1988.

15. დოჩანაშვილი გურამ.
„სამოსელი პირველი“. რომანი. მე-2 გამოც. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1990.

16. დოჩანაშვილი გურამ.
ოთხი მოთხრობა. თბ., „მერანი“. 1991.

17. დოჩანაშვილი გურამ.
მოთხრობები. მე-2 გამოც. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1987.

18. დოჩანაშვილი გურამ.
„კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. მოთხრობები. თბ., „საარი“, 2001.

19. დოჩანაშვილი გურამ.
ხუთი მოთხრობა. თბ., „საარი“, 2002.

20. დოჩანაშვილი გურამ.
„ძმისავ“. მოთხრობა. თბ., „მარსი“, 2002.

21. დოჩანაშვილი გურამ.
„ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები“. ფანტასტ. მოთხრობა. თბ., „საარი“, 2002.

22. დოჩანაშვილი გურამ.
„მხოლოდ ერთი კაცი“, მოთხრობები, თბ., „მარსი“, 2002.

23. დოჩანაშვილი გურამ.
„სამოსელი პირველი“. რომანი. თბ., „საარი“, 2002.

24.  დოჩანაშვილი გურამ.
„დაეძებდა: ერთგვარი მოთხრობა, ალაგ დეტექტივიც. თბ., „მარსი“, 2002

25. დოჩანაშვილი გურამ.
„ძნელი“. მოთხრობები. თბ., „მარსი“, 2002.

26. დოჩანაშვილი გურამ.
„ხორუმი ქართული ცეკვაა“. პიესა. თბ., „მარსი“, 2003.

27. დოჩანაშვილი გურამ.
„ლოდი ნასაყდრალი“, რომანი.თბ., „მარსი“.2002.

28. ქართული პროზის მცირე ანთოლოგია, XX საუკუნის მეორე ნახევარი:
გურამ რჩეულიშვილი, გურამ გეგეშიძე, ვლადიმერ სიხარულიძე,
გურამ დოჩანაშვილი, ჯემალ ქარჩხაძე, რეზო ჭეიშვილი,
ნაირა გელაშვილი. კრებული, თბ., „დიოგენე“,                     2003.

29. ათი საუკეთესო მოთხრობა, თბ., „ივერია“, 1991.
(გრ. რობაქიძე, მ. ჯავახიშვილი, ო. ჩხეიძე, რ. ინანიშვილი, რ. ჭეიშვილი.
გ. გეგეშიძე, ა. ბობღიაშვილი, კ. ჯანდიერი, გ. დოჩანაშვილი, ნ. გელაშვილი).

30. დოჩანაშვილი გურამ.
„ისედაც დასავლეთელები ომარა და გივია და პლანეტა ჰოლივუდი.“
ახალი რომანი, „აისი“, 20025.

31. დოჩანაშვილი გურამ.
„იქამდე“. მოთხრობები. თბ., „ნაკადული“, 1991.

32. დოჩანაშვილი გურამ.
„კეჟერაძეები“. ოთხი მოთხრობა. თბ., „ლაშარელა“, 2005.

33. დოჩანაშვილი გურამ.
თხზულებები. ოთხტომეული. ტ. 1. მოთხრობები. თბ., 2003.

34. დოჩანაშვილი გურამ.
თხზულებები. ოთხტომეული, ტ. 2. „სამოსელი პირველი“. რომანი. თბ., 2003.

35. დოჩანაშვილი გურამ.
თხზულებები. ოთხტომეული, ტ. 3. მოთხრობები, თბ., 2003.

36.  დოჩანაშვილი გურამ.
თხზულებები. ოთხტომეული, ტ. 4.
„ლოდი ნასაყდრალი“. რომანი. თბ., 2003.

37. Дочанашвили  Гурам.
„Песня  без слов.“  Рассказы. Тб., „Мерани“. 1983.

ჩემი პროტესტი გადაცემას “ვის აირჩევს კახა ბენდუქიძე”

თქვენ ალბათ უკვე შეამჩნიეთ კახა ბენდუქიძის და ღამის შოუს ახალი პროექტი. ალბათ ნახეთ კიდეც და აღშფოთებაც გამოთქვით ზოგიერთი მონაწილის ინტელექტზე. დიახ მე ცნობილ ფრაზებს ვიხსენებ, მაგალითად იმას რომ არ იციან რას უდრის ათი პროცენტის ათი პროცენტი, არ იციან ერთი მესამედი მეტია თუ ორი მეექვსედი და ა.შ  თუ კვირას ამ გადაცემას უყურეთ კიდევ ბევრ უტოპიურ აზრს მოისმენდით, კიდევ ბევრჯერ შეგეპარებოდათ ახალ თაობაში ეჭვი. ვიცი ფიქრობთ რომ ჩემი ტონი  უკვე მონაწილეებისადმი უარყოფით დამოკიდებულებაზე მეტყველებს, მაგრამ მწარედ ცდებით. იცით რა ვიგრძენი გადაცემის დამთავრებისას? საშინელი უმწეობა!მე დავამთავრებ სკოლას უამრავი ღამის გათენების მერე,  დავამთავრებ უნივერსიტეტს, მაგისტრატურას, იქნებ საზღვარგარეთაც წავიდე, მერე ამ მონაწილეების მსგავსად გავივლი ორ ტურს, 2000 ადამიანიდან მოვხვდები 50 საუკეთესოში და მერე ინტერვიუზე, ვიღაც ფულიანი, საკუთარ თავში უაზროდ დარწმუნებული, ცინიკოსი “ბიძია”, რომელსაც სხვა გასართობი აღარ დარჩენია, იმის მიხედვით შემაფასებს თუ რა ხმის ტემბრი მაქვს, რა მაცვია,  როგორ ვიყურები, შეიძლება “მოეპრიანოს” და ეგრევვე გამაგდოს, კიდევ ეს სჯობს იმას რაც მერე მოითხოვა. ბატონმა კახამ სრულიად უცხო, ხუთი ადამიანი დააწყვილა და უბრძანა რომ გაეწირათ ერთი. გთხოვთ, გაიაზრეთ ამ სიტყვის მნიშვნელობა, შეიძლება გამოარჩიო ერთი რომელსაც ნაკლები განათლება, ნაკლები გამოცდილება და შესაძლებლობები აქვს, თუმცა გაწირვა მიუღებელია. ამ ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ იცით როგორ გაუმართლა ზოგიერთს?  ბატონი კახა  კითხვებს უსვამდა იმათ ვინც წინ იდგა და ყრიდა ყველა უაზრო კითხვის, ასევე უაზრო პასუხის გამო, მერე მობეზრდა ეს თამაში და უკან მდგარებსაც გაუმართლათ. რატომ არ დაებადება მას  აზრი რომ იქნებ ისინი მეტად “ჩლუნგები” იყვნენ, ვიდრე წინ მდგომები. გეთანხმებით, ადამიანმა რომელიც ერკვევა ფინანსებში არ უნდა თქვას, რომ ათი პროცენტის ათ პროცენტი სამია, მაგრამ სხვები? ადამიანები რომლებიც უაზროდ გაყარა? არ მინდა ასეთი უფროსი, არ მინდა ასეთი უსამართლობა. არც მაგისი მაღალანაზღაურებადი ხელფასი მინდა, ეს ადამიანები ჩემს თვალში მაშინვე დაეცნენ როცა სრულიად უცნობი “მეგობრის” გასაწირად დარბაზი დატოვეს, რა ვქნა მაგრამ მათ კიდევ ერთხელ,  “გაუსწორეს” კახა ბენდუქიძეს. როცა ასე წირავ, რა იცი რომ გაწირული შენზე რაიმეთი ნაკლებია? სხვების არ ვიცი მაგრამ ეს ჯუნგლის კანონია, შემსრულებელი კი ან ტარზანი, ან დათვი, ან ვეფხვი… ერთადერთა ჯგუფმა თქვა უარი ადამიანის გაწირვაზე, და ამოვისუნთქე… ვიღაც მაინც აზროვნებს…

მოკლედ საქმე მძიმედაა, თვალი მოვკარი დღევანდელ ტურს, დიდი ვერაფერი დავალებები, მაგრამ  ძველზე აზრიანი კი იყო..

თუმცა მაინც ვიბრძოლებ იმისთვის რომ მსგავსი სუბიექტური, ცინიკოსი და უსამართლო უფროსი არ შემხვდეს. მაინტერესებს რას ფიქრობთ თქვენ, იქნებ მხოლოდ მე ვარ ზედმეტად ჰუმანური და იდიალისტი..