ჩეულებრივი პირადი პოსტი

…მე ვაპირებდი რაღაცნაირად შემეცვალა ჩემი ბლოგის თემატიკა და პირადიდან მეტად ინფორმაციულ ბლოგად გადამექცია, მაგრამ.. არ გამომდის, იმიტომ რომ ეს არ გაკეთდება ჩემთვის, ეს გაკეთდება მკითხველისთვის, მე კი ბლოგი ჭეშმარიტად  პირველ რიგში მხოლოდ ჩემი თავისთვის შევქმენი..

რატომ ამხელა შესავალი.. იმიტომ რომ, მიჭირს დავიწყო ერთი ჩეულებრივი, პირადი პოსტი…

წინა პოსტები ჩემი ცხოვრების იმ გზაზე შეჩერდა როცა მე პირველი კურსის დახურვას აღვნიშნავდი, უამრავ გეგმას ვაწყობდი და საერთოდაც უფრო ოპტომისტი ვიყავი ვიდრე ეხლა ვარ.

რა მოხდა მას მერე, რაც მეგონა რომ ამოვისუნთქე…

ჩაირა მეტად დამქანცველმა სამერ ჯობმა…

მართალია მისი ჩავლის მერე დიდი დრო არ გასულა, მაგრამ უამრავ ვნებათაღელვას მაინც გადავაწყდი… მოკლედ, ვგრძნობ რომ მემსხვრევა ზაფხულის გეგმები და ხელიდან მეცლება ნანატრი დასვენებაც…

რამდენიმე დღეა ვზივარ ჩემს ოთახში… თბილსში საოცრად აგრილდა და იმასაც ვეღარ ვწუწუნებ რომ დავისიცხე. ჩავიხუთე და ამოვიხრჩე…

…სავსე მაქვს ოთახი ათსგვარი წიგნით, მათ შორისაა მომვალ სემესტრში გასავლელი რამდენიმე საგნის წიგნიც, გადაშლილი მაქვს რამდენიმე რვეულიც. ბლოკნოტი, რაც გინდათ ის დაარქვით… მაგიდა სავსეა ძაფებით, ნაჭრებით, საქსოვებით, ქაღალდის წებოებით, სკოჩებით, კალმებით, ფანქრებით…

და მეც ვწერ და ვჭრი… ვჭრი და ვკერავ… ვსქოვ და ვარღვევ.. და ძალიან ბევრ რამეს ვასკოჩებ..

რა  გამოყენებადი ნივთი ყოფილა სკოჩი! სკოჩით ვაწებებ მე ძალიან ბევრ რამეს, მაგალითად ეხლახანს გატეხილი „ნაჩნიკი“ მივაწებე და შემდეგ ჩამოვკიდე კედელზე, სადაც იქამდე მისთვის ლურსმანი მივაჭედე…

…და მე საოცრად მსიამოვნებს ამ ყველაფრის კეთება, მაშინ როცა ჩემი მშბოლბები გამუდმებით ცდილობენ შემოიხედონ აქ, ხან ნებლიედ, ხან უნებლიედ მირღვევენ შექმნილ მყუდროებას.. მათ ჰგონიათ რომ მე ვერ ვისვენებ, ხან სად წასვლას შემომაპარებენ, ხან სად, ნუ რა თქა უნდა, მხოლოდ იქ სადაც თვითონ უნდათ რომ წავიდე და არა იქ,  სადაც მე მინდა.. და ვერ ვხვდებიან, რომ მე ასე უფრო ვიღლები…

ვფიქრობ, რომ ტკივილი მაწერინებს ყველაფერს. ახლაც იმიტომ ვწერ რომ მტკივა, თორემ არ დავწერდი. ან ვერ დავწერდი. მტკივა ყელში,  იმიტომ რომ მგონია იქ ბურთია გაჩხერილი. მტკივა თვალის უპეებში, იმიტომ რომ სადაცაა წამომსკდება ცრემლები და მერე მოდი და აუხსენი მშობლებს რატომ გეტირება.. მაშინ, როცა შენც არ იცი. ან იცი და საკუთარ თავსაც უმალავ.

…მე ვგრძნობ რომ სადღაც მივექანები და მგონი ეს „სადღაც“ არც ისე რეალური ადგილია… თუმცა რა აზრი აქვს, მთავარია ამას სჯობდეს.. ხო, მთვარი სწორედ  ეს არის..

როგორ მაკომპლექსებენ ადამიანები ხანდახან.

მე ალბათ მაინც წავალ სადმე, ან აქ დავრჩები და საბოლოოდ მოვიშორებ ყალბ ღიმილს.

აქ კი რა მოსატანია, მაგრამ მაინც ძალიან მიკვირს, როგორ ყველაფერს ეჩვევა ადამიანი. ეს იმიტომ ალბათ, რომ უმაღლესი განვითარების არსებაა და ადაპტაცის უნარიც უმაღლესი აქვს.

რაღაც-რაღაც იდეები მიტრიალებს თვავში მომავალ წელთან დაკავშირებით, იქნებ ავასრულო კიდეც, ჯერ არ ვამხელ, მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე…

როგორ მინდა ხანდახან ჩემს სახურავზე ასვლა და ყვირილი. ისედაც კარგია სახურავზე,სულ რომ არ იყვირო მაშინაც.. ხედავ შენს ქვეშ ჭიაჭველებით პატარა ადამიანებს და გიკვირს ამათ გამო როგორ ვბრაზდებიოო..

ოო, ერთ დეპრესიულ გოგოდ გადავიქეცი მგონი, გამუდმებით ყავასა და სიგარეტს რომ ითხოვს, ლოგინთან კი ყოველი შემთხვევისთვის არყის ბოთლი აქვს მიმალული.

და მაინც, რა კარგი რამე ყოფილა სკოჩი.. რამდენი რამე დამაწებებინა…

“დაბადებულები საქართველოში”

  

 

ჟანრი:დრამა

სიუჟეტი:   ფილმის ოთხი გმირი: უცხო ენების სპეციალისტი თინა, სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელი თამრი, ემოციური და წინააღმდეგობის მოყვარული ადამიანი ნიკა და  ბანკის ყოფილი თანამშრომელი გიორგი, აგვისტოს ომის შემდეგ ცდილობენ შეინარჩუნონ ადამიანობა, მეგობრობის უნარი და თავი გაართვან იმ არსებულ შტამპს, რომელსაც ”დაბადებული საქართველოში” ჰქვია.

დამდგმელი რეჟისორი: თამარ შავგულიძე

სცენარისტი: თამარ შავგულიძე

დამდგმელი ოპერატორი: გიორგი შველიძე

დამდგმელი მხატვარი: სალომე სხირტლაძე

კომპოზიტორი: გიო ცინცაძე

 როლები:  ნუცა კუხიანიძე (თინა), თამარ  ბზიავა (თამრი), ვანო თარხნიშვილი  (ნიკა), გიორგი გიორგანაშვილი (გიორგი)

ხანგრძლივობა:  81 წთ

ფერი: ფერადი

    კინოსტუდია “სანგუკო”,  “კონტროლსტუდიო” , კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი

წყარო:http://www.geocinema.org.ge/index.php?pg_id=6&id=13163637263806&lang=1

მთელი კვირა აანონსებდა „რუსთავი 2“ ამ ფილმს. და მეც მთელი კვირა ვგგემავდი მის ნახვას.  საბოლოოდ  მოვკალათდი, მოვეწყე საყურებლად, ფილმიც დაიწყო, მაგრამ რად გინდა, არაფერი არ მესმის. ავუწიე ხმას, მერე კიდევ ავუწი და ბოლოს მივხვდი რომ პრობლემა ხმამაღალობაში კი არა, მსახიობების მეტყველებაში იყო.  გადავირიე, ბურტყუნებდნენ, შეიძლება ითქვას ყუყუნებდნენ თავისთვის რაღაცას. ღმერთი, რჯული, ფილმში ხარ, ამდენა ხალხმა უნდა გნახოს და მეტყველებაც გიჭირს? ხოდა, სიმართლე რომ ვთქვა, ნახევრამდე არც იყო მისული ტელევიზორი რომ გამოვრთე. სულაც არ გახდა ბოლომდე ნახვა საჭირო იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავი რა უსიცოცხლო, უშინაარსო, უემოციო და უნიჭო ფილმია. სამწუხაროა, სამწუხარო, ნამდვილად ვფიქრობდი, რომ ქართულმა კინომ ამოისუნთქა.  არ შემიძლია არ გამოვყო ერთ-ერთი მსახიობი: – თამარ ბზიავა, საერთოდ რა უნდა ამ სფეროში://

სამწუხაროა ისიც, რომ კინოკრიტიკა და ზოგადად კრიტიკა არ არსებობს საქართველოში, მე კი „ვაკრიტიკებსავით“ მაგრამ პროფესიული თვალი სულ სხვაა. მე  შეიძლება,  ერთი უგემოვნო მომხმარებელიც ვიყო, რომელსაც ამ ფილმის ღირსეულად და შესაფერისად აღქმის უნარი არც მქონდეს. ამ პოსტის ავტორს კი, ქება-დიდების ნაცვლად, ერჩივნა უარყოფით მხარეებზე ესაუბურა. თუ ყველა ერთმანეთს ავუბამთ მხარს, დავხუჭავთ თვალს და იმაზე რაც ცუდია, ვიტყვით რომ კარგია კარგ ჩიტსაც დავიჭერთ^^

აგვისტოს ომი

ომზე სიტყვის ამოღებას არ ვაპირებდი, მითუმეტეს პოსტი დაწერას, მაგრამ ვერ მოვითმინე.  ჩემი უსურვილობა ზედმეტად „ბანალური“ თემატიკის შიშით არ იყო გამოწვეული, უბრალოდ არ მგონია, რომ შემიძლია  დახოცილ მეომრებზე, ან ზოგადად ომზე რამე ახლის და ფასეულის თქმა.

თუმცა, მაინც გადავწყვიტე დუმილის დარღვევა. და ვეჭვობ ბევრი „არა პატრიოტის“ იარლიყსაც მომაკერებს.

სიმართლე რომ ვთქვა, მაღიზიანებს  ამდენი ყაყაჩო, უამრავი მსვლელობა, რეპორტაჟი, იმიტომ რომ ვიცი ყალბია.  საინტერესოა ისიც, რომ ყველა დაღუპულ ჯარისკაცს გმირის სახელი მიაწებეს. ხშირად მოისმენთ ფრაზას: „ქვეყნის თავისუფლებას თავი შესწირა!“, რომელ თავისუფლებაზე ვსაუბრობთ იქნებ განვმარტოთ? ეჭვი მაქვს რომ თავისუფლების გაგები და ზოგადად პატრიოტიზმის კოეფიციენტი 21-ე საუკუნეში ფრიად დაქვეითებულია.

რაოდენ  ლამაზადაც არ უნდა შევფუთოთ დახოცილი ჯარიკაცების ამბავი, რა სევდიანი და სენტიმენტალური ამბებიც არ უნდა მივაკეროთ, ფაქტი ერთია, ისინი „საზარბაზნე ხორცად იქცნენ“ და ბევრი ჭეშმარიტი პატრიოტიზმის გამო კი არა, უბრალოდ მოვალეობის გამო იბრძოდა. სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთი პროფესიის ადამიანების მოვალეობა სწორედ სიკვდილია. გულით მებრალებიან ამის გამო.

სამწუხაროა, რომ დღემდე არსებობს ე.წ. „ძალადობის ენა“ და ადამიანებს ხშირად ძალების გადანაწილება ისევ მხოლოდ საბრძოლო ველზე შეუძლიათ.

ყველა დაღუპულს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ უფრო მეტად მეცოდებიან. მეცოდებიან იმიტომ, რომ მათი სიკვდილი უაზრო იყო. იმიტომ რომ  ბინძურ პოლიტიკას შეეწირნენ და იმიტომ რომ ვერაფერი შეცვალეს.  ოკუპანტ ქვეყანას საქართველოს განადგურება მაშინვე რომ სდომოდა, ამაში ხელს ნამდვილად ვერ შეუშლიდნენ ჩვენი გულმკერდგადაღეღილი ბიჭები,  დიდი დიდი „ევროპულ აღშფოთება-შეშფოთებას“ მოეხდინა მასზე გავლენა.

სამწუხაროდ საქართველომ 100 წელსაც ვერ გაძლო ომის გარეშე. მშვიდობა მეტად ძვირფასი ხილია. ჩვენთვის მითუმეტეს. (არადა ყველასთვის ძვირფასია, მაგრამ ქართულმა სუბიექტურობამ დამაწერინა ეს ფარაზა).

მოკლედ, ომი  საშინელი რამეა. ომი ყველას გვტკივა. ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს უფრო მეტად. ომის დროს ბევრი ვიტირე. შემდეგ გადაცემები რომ გაკეთდა, მაშინაც ვიტირე, ვიცი, ბევრმა ჩემზე მეტი იტირა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა, ვინც დაიღუპა გმირია.

უფრო მარტივია დროულად ჩავხედოთ რეალობას თვალებში და ვთქვათ, რომ ბევრი მსხვერპლია.

გავიდა ერთი წელი

ამ ერთმა წელმაც გაიარა. როგორ და რანაირად ეს სხვა საქმეა. ჩაიარა პირველმა კურსმა თავისი დაბნეულობებით, პრობლემებით და გამოცდებით, რა დატოვა ესეც სხვა საკითხია.

ერთს რასაც ეხლა ვგრძნობ ესაა დაღლილობა. ისეთი დაღლილობა ბევრჯერ ამოსუნთქვაც, რომ ვერაფერს უშველის. ეხლა მინდა არაფერი. ხო არაფერი, ყველაზე გენიალური მდგომარეობა- ჩაით ხელში, ანაც ყავით, ვზივარ და არ ვფიქრობ სწავლაზე, უნივერსიტეტზე, ადამიანებზე, პირად და ფრიად არეულ უერთიერთობებზე. ვფიქრობ ან წიგნზე, ან იმაზე რატომ იწვის შეშა ტკაცუნით.

გავიდა ერთი წელი, უფრო მეტიც კი და ისევ ვწუწუნებ, იმიტომ რომ ჯერ ყველა გამოცდის ქულა არ ვიცი, იმიტომ რომ მაინც ყოველდღე მაღლივში (უფრო სწორად განივში) დავრბივარ, იმიტომ რომ დღეს ერთ-ერთმა საგნის ქულამ იმდენად გამამწარა ლამის მეექვსედან ფრიალით გადავუშვი კომპიუტერი, იმიტომ რომ ამ ერთმა ქულამ მთელი სემესტრის შრომა წყალში ჩამიყარა და საერთოდაც ფაქ:/ დავიღალე.

გავიდა ერთი წელი და წესით უნდა დავფიქრდე, მაგრამ როცა ვფიქრობ, მხოლოდ იმას აღმოვაჩენ ხოლმე რომ რაზეც წინა წელს, ამავე  დროს ვთქვი: „გამოვასწორებ მომავალ წელს“, „შეცდომა იყო“ და ა. შ, აი იგივე რამეებზე ზუსტად იგივეს ვამბობ ეხლაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერაფერიც ვერ გამოვასწორე და შესაბამისად ჩემი თვითდაჯერებულობის კოეფიციენტი ქვევით და ქვევით ეშვება.

გავიდა  ერთი წელი და მე მიმხვდი, რომ ცხოვრება კიდევ უფრო „ნაბოზარი“ რამეა ვიდრე იქამდე მეგონა.. რომ „სამართლიანობის ზეიმი“ და ასე შემდეგ „ტანტრაბუცობები“ (როგორც ბოლო დროს მოვიხსენიებდი) დრომოჭმული აზრების ნაყოფია და მეტი არაფერი. ხო, კიდევ მივხვდი რომ ინტრიგები, ინტრიგები და მხოლოდ ინტრიგებია გარკვეული ადამიანების, საზრდოც, ჩასაცამელიც, მოსაცმელიც და საერთოდ არსებობის აუცილებებლი პირობა. მე ისევ არ ვიცი რა მინდა იქ სადაც ვარ. ანუ ჩემი აზრით ისევ მრავალმხრივი პიროვნება ვარ და მართლაც სამართლიანობა რომ არსებობდეს  მინიმუმ სამ პროფესიას უნდა ვეუფლებოდე. ახლა კი მხოლოდ ვასილ ივანიჩად გახდომის პერსპექტივა მაქვს, რომელიც „იცვლის პროფესიას“, გავიდა ერთი წელი და ჩემ გარშემო ისევ ის ბიჭები ტრიალებენ, ვინც არ მომწონს და ვინც  მომწონს ისევ ცაში გამოკიდებულ მიუწვდომელ ვარსკვლავად მესახება (ნუ არც ისე მიუწდომელ, ერთხელ პასტა მთხოვა და ერთხელ „პირწიგნაკზეც“ მომწერა დავალება რა გვაქვსო^^).

მოკლედ გავიდა ერთი წელი და არ მინდა, რომ მომავალი წელიც ასე გავიდეს, იმედს ვიქონიებ, რომ ბევრად მეტს მივხვდები, მეტს ვისწავლი, მეტად ვიაქტიურებ და მეტად  მოვახერხებ გარკვეული ფაქტებისთვის თვალის არიდებას.

ისე, კარგი რამეებიც მოხდა ამ ერთ წელში, ბევრი ძალიან კარგი მეგობარი შევიძნე, ვისთან ერთადაც  წესით ფრიად საინტერესო დასასრული უნდა ჰქონდეს ზაფხულს^^.  ასევე ჩემი პროფესიული წინსვლისთვის გარკვეულ საკითხებში კარგად გავერკვიე, ბოლოს და ბოლოს ამდენი პრობლემით გამოცდილება ხომ მაინც მივიღე. კიდევ… კიდევ მოხდევბოდა რამე კარგი, რამე საინტერესო, რამე ამაღელვებელი, უბრალოდ თავში ისევ იმ საგნის ქულა მიტრიალებს. სავარაუდოდ, სტიპენიას ვერ ვეღირსები არადა მქომდა შანსი, სამაგიეროდ ამ 400 ლარით, რომელსაც ავიღებ (თუ ბეჭვდისგან დაბრმავებულმა ბანკის გზას მივაგენი J)  შევიძენ საოცნებო ქინდლს^^ იმას, 139 დოლარი რომ ღირს, არა საოცნებო ეგ მოდელი არ არის, მაგრამ მეტის გადახდა არ მინდა :/

ასე რომ ავად თუ კარგად, ეს წელიც, ეს ეტაპიც დასრულდა, ველი მომავალ გამოწვევებს^^.