დამშვიდობების პონტში

 

დასრულდა ჩემი აბიტურიენტობა, დაიწყო შედეგების გამოცხადება, ჩემი უნარების ქულა უკვე იცით და აღარ გაგიმეორებთ. გეგმაში აქ დარჩენა მქონდა, მაგრამ გადავიღალე.. არ,ა ეს გადაღლაზე მეტია.. მთელი წელია თბილისიდან ცხვირი არ გამიყვია და ეხლა  ბედნიერი ვტოვებ აქაურობას. თუმცა ეს ბედნიერებაც არასრულია, როგორც სხვა  ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში. ხვალ მივემგზავრები კახეთში, დიდი ვერაფერი სოფელი მაქვს,  ყველაზე ცუდი ისაა, რომ ხალხს საღამოთი გარეთ გამოსვლა არ უყვარს, ეს პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ მთელი ზაფხული კითხვაში   უნდა გავატარო.  დამეთანხმებით,ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ გველების მეშინია.  მამამ მითხრა მომრავლდნენო.  ამას გარდა ძალიან მომენატრება ჩემი ვირტუალური სამყარო, მენანება ბლოგიც, მაგრამ ჩვენ ყველას გვეკუთვნის შვებულება.

შევებულებაზე გამახსენდა, ამასწინათ, სამსახურის ძებნა დავიწყე. თავისთავდ ყველგან გამოცდილებას ითხოვენ.  იმას კი ვერ ხვდებიან, რომ თუ არსად აიყვანენ, ეს გამოცდილება არასოდეს ექნებათ. მოკლედ დავაგზავნე CV-ები და იმ დღესვე დამიკავშირდნენ. მაგრამ დიდი უაზრობა იყო, ვითომ პიველი ორი კვირა გადამამზადებდნენ პერსონალის მენეჯერად და ამ გადამზადებაში ფულს გადამიხდიდნენ. მარაზმი… არც წავსულვარ.

გადავუხვიე თემას, მოკლედ მე  მივდივარ,  არავის ავტორად არ ვტოვერ აზრი მაინც არ აქვს 😀 თუმცა შეიძლება მალევე მომიწიოს ჩამოსვლა, ქართულის ნაწერის  ნახვა მინდა.

უი მართლა, დღეს და გუშინ აქტიურად ვლაშქრავდი თავისუფლების მოედანს, განსაკუთრებით პუშკინის ქუჩას. აქ ხომ ჩემი საყვარელი ბისერების მაღაზიებია ❤ სამაგიეროდ სრულიად გავღატაკდი, მაგ მაღაზიებში თავს ვერ ვაკონტროლებ. უკვე ავაწყე რაღაცები,  ისეთი ლამაზი სადაფის საყურეები გამომივიდა (ხო მართლა ეს სამე ჩემი ჰობია, უკვე საკმაოდ დიდი ხანია) ❤   ისევ მინდა დავიწყო “ბიზნესი”, ნუ გეცინებათ, საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდი თიხაზე და ჩემი შემოსავალი გამუდმებით მქონდა.

ამ ზაფხულისთვის ბევრი გეგმა მაქვს, პირველ რიგში დავიწყებული რუსული უნდა აღვიდგინო, ამიტომაც მიმაქვს რუსულ-ქართული სასაუბრო. ვერ წარმოიდგენთ,  რა კარგი და პრაქტიკული წიგნია. გოლეთიანია ავტორი, თუ დაგანტერესებთ.  (ძალიან მრცხვენია რუსული კარგად რო არ ვიცი)

წუხელ არ მძინებია, (რა დამაძინებდა დღეს ქულა უნდა გამეგო), ხოდა ეხლა მაგრად მეძინება და წავედი.

            გკოცნით და გეხვევით ყველას :*
P.S 

ხო ვხატავ კიდეც ხოლმე და ამ საქმესაც მივხედავ ეხლა :დ

უკვამლო ცეცხლი ანუ ვამპირები არ არსებობენ(?)!

ამ წუთას დავამთვარე “vampire diaries” ყურება და ვამპირების გავლენის ქვეშ ვარ. იმდენად კარგი რეჟისორები და მსახიობები მუშაობენ უკვე წლებია ვამპირიზმის თემაზე, რომ  საბოლოოდ მოახრეხეს მათდამი თბილი გრძნობების გაღვიძება. მაგრამ განა მართლა არსებობდნენ ვამპირები? თუ ეს  ყოფნა არ ყოფნის დილემა მხოლოდ ბრემ სტოკერის მიერ შეთხზული ამბის, “დრაკულას” ბრალია? თუმცა არის ერთი ბრძნული გამონათქვამი:: “ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდებაო”, ვამპირების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ცეცხლზე ბევრად ძლიერია, შესაბამისად რაღაც კვამლი უნდა არსებობდეს. შეიძლება პოსტი ამ მიმართულებით იმიტომ  მიმყვას, რომ მე თვითონ მიყვარს ჩახლართული, საიდუმლოებით მოცული ამბები, მაგრამ ნუთუ ალოგიკურია ყველაფერი? ნუთუ ამდენი ფილმი, ზღაპარი, მითი, ყველაფერი გამოგონილია? ნუთუ არანაირი კვალი არ არსებობს?.. არ ვიცი, თუმცა მე ნამდვილად მჯერა ეგზორცზმის, სულების და სხვა მისტიკური მოვლენების, ამიტომ არ გამიკვირდება,  სადმე ვამპირებიც თუ იქნებოდნენ..:D სამყარო უამრავ საიდუმლოს ინახავს. რასაც ბოლომდე ვერასდროს ჩავწვდებით. ვრცლად უკვამლო ცეცხლი ანუ ვამპირები არ არსებობენ(?)!

ჩემი ყველაზე ცუდი პოსტი

ვერ ვიტან ყველაფერი, რომ აზრს კარგავს..
ვერ ვიტან ყველაფერი რომ ცუდადაა..
ვერ ვიტან როცა მეთამაშებიან…
ვერ ვიტან, როცა ჩემი არ ესმით..
ვერ ვიტან ასე უაზროდ რომ ვერ იქცევიან..
ვერ ვიტან გაურკვევვლობას..
ვერ გიტან..
ვერ ვიტან ეჭვიანობას, მითუმეტეს ყველაზე ახლობელზე..
ვერ ვიტან როცა ცდილობენ, რომ ამ ახლობელზე ვიეჭვიანო..
ვერ ვიტან, როცა  სკაიპიდან ჩემზე ადრე გადის..
ვერ გიტან ასეთი უაზრო, სულელური, შტერული ურთიერთობის გამო..
ვერ ვიტან ლაჩარ ბიჭებს, თუ გაქვს სათმელი თქვი, თუ არადა ნუ შეჭამე ამდენი ხანი ტვინი..
ვერ ვიტან მანიპულაციებს.. ვერ ვიტან სისულელებს..
ვერ ვიტან ჩემს თავს ესეთს..
ვერ ვიტან როცა მეყვირება და არ ვყვირი..
მეტირება და არ ვტირი..
მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემგან ამის ღირსი არ არის..
ვერ ვიტან, ვერა, მეზიზღება ასეთი სულელური პოსტები.. მაგრამ სხვა არავინაა ვისაც ვეტყვი..
ვერ ვიტან ამ ბრაძიაგებს ქუჩას რომ აყრუებენ…
ვერ ვიტან მძიმეების დაწერას..
ვერ ვიტან როცა საკუთარი თავის არ მესმის..
ვერ ვიტა როცა ასე მინდა წასვლა…
ვერ ვიტან როცა მეგობრებიდან მშლიან..
ვერ ვიატნ როცა ამდენი ხანი სახლში ვზივარ…
ვერ ვიტან ამ მოლოდინს, ფიქრს, იმედებს..
ვერ ვიტან..
და მაინც…

ვერ ვიტან უაზროდ ჩართულ facebooks..

ვერ ვიტან როცა მგონია რომ მომწერ.. კაცმა არ იცის ამ დროს რას აკეთებ…

ვერ ვიტან ესეთ გულახდილობას..
ვერ ვიტან სიცივეს.. ვერა..
მეზიზღება გულგრილობა  და მომკალი…

რა უაზროდ იქცევი.. ადექი და წადი.. ნუ სულელობ.. ნუ მაეჭვიანებ, მაინც ფეხებზე მკიდია უკვე..

პეპელა სახელად – კამპა

 ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს საუკეთესო ისტორიის კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“
 

ჩვენ სამივეს გვიყვრდა პეპლები. ეს გვაერთიანებდა და  ჰარმონიას გვმატებდა. დედა და მამა გამუდმებით მასწავილიდნენ, რომ პეპელა ყველაზე საოცარი  არსებაა რაც კი ღმერთს შეუქმნია. მათ მიაჩნადათ რომ სწორედ  პეპლებში იყო სიცოცხლის წყარო. რომ მათი  ხანმოკლე ცხოვრება უფრო შედეგიანია, ვიდრე ზოგიერთი ადამიანისა. თავდიპირველად მიჭირდა ამ დასკვნების გაკეთება, ბავშვი ვიყავი და მე მხოლოდ ლამაზფრთებიან, ათასფერად მოლივლივე არსებებს აღვიქვამდი. დედა ხშირად მიხატავდა პეპლებს, უამრავი ესკიზი ჰქონდა, თუმცა მე დაჟინებით მეტს მოვითხოვდი.  ადრე მეუბნებოდნენ უცნაური ბავშვი იყავიო, ალბათ ამიტომაც დავარქვი ყველა პეპელას კამპა, განურჩევლად მათი ფერისა და ფორმისა.

ჩვენ სამნი ხშირად დავდიოდით ბაღებში, პარკებში, მთელი წელი გაზაფხულის დადგომასა და ბუნების აყვავებას ველოდით. ვიცოდით, რომ პეპლები  გამოჩნდებოდნენ. დედა გამუდმებით რაღაც ლექსს მასწავლიდა, იქიდან მხოლოდ “სულის პეპლა” მახსოვს. ერთხელ, როცა, ერთმა ახლობელმა ჩემი მშობლები გალანძღა, უსაქმურები და უაზრო რომანტიკოსები უწოდა მათ, დედამ ასე ამიხსნა ცუდი სტუმრის  საქციელი. “მას სულის პეპელა არ ჰყავს, შესაბამისად არ ესმის ჩვენიო”.

დრო გადიოდა. მეტი და მეტი კამპა მოდიოდა ჩვენთან… თუმცა ერთმა შემთხვევამ ყველაფერი საბედისწეროდ შეცვალა. ჩვენ ავტოკატასტროფაში მოვყევით. დღემდე მაქვს გაზეთის ამონაჭერი, სადაც, ჟურნალისტი დრამატულად აღწერს ავარიას. “ორი ადამიანი გარდაიცვალა, პატარა გოგონა კი სასწაულებრივად გადარჩა”,

მე არ გადავრჩენილვარ.

თავდაპირველად მეც გარდავიცვალე.

შემდეგ კი ჩემში გაცოცხლდა კამპა..

ავტოკატასტროფამ ჩემი ცხოვრება კადრებად დაშალა. მახსოვს ბაღი, მზე, ბევრი კამპა, დედა იცინის, მამას ხელში აყვანილი ვყავარ, მერე შუქი.. მანქანის მუხრუჭების ხმას, დედას კივილი “ნიკა ფრთხილად!”, უამრავი პეპელა, მერე პროცესია.. პროცესია რომლის გლოვის ფერი თავად პეპლებმა დახატეს.. და ისევ მათი თეთრი გუნდი.. ისევ ბევრი კამპა….

ჩემი მეგობრები ვერაფერს ამჩნევდნენ, ძველებურად მექცეოდნენ, მხოლოდ მე ვხვდებოდი, როგორ შემიყვარდა ცეცხლთან თამაში..

დრო კი გადიოდა,  ვიზრდებოდი, ნელ-ნელა ვკარგავდი ჩემში კამპას… ბავშვურმა სილაღემ თან წაიღო პეპლის ხასიათი. ჩემი ცხოვრება დაემსაგვსა ყველასას.. შემერყა რწმენა, რომ ოდესმე, რომელიმე კამპაში ვიპოვიდი დედას და მამას.. ამ დროს დაიწყო გაუცხოვება, ყოველდღიური პრობლებემები, ჩვეულებრივი სასიყვარულო ამბები, ჩემი სხეული თქვენმა ამაოებამ მოიცვა..

ერთხელ კი , როცა ძველ წიგნებს ვალაგებდი, სიფრიფანა ფურცელი გადმოვარდა. უკან დედას ნახატი იყო, ერთ-ერთი კამპა, წინ  ის ლექსი, მე რომ მასწავლიდნენ..

 ნეტავი, სულის პეპელა
ჩემს კარზედ ჩამოივლიდეს,
ღვთის საიდუმლოს მეტყოდეს,
მერე სულ ჩემთან ივლიდეს.
თავის ჭრელ ფრთებზე
შემსვამდეს,
ქვეყანას შემოივლიდეს…
მერე თუ მოვწყინდებოდი,
ცის კიდეს გადაივლიდეს.

მაშინ ჩავწვდი სამდღიანი სიცოცხლის იდუმალებას.. მაშინ მივხვდი რომ მშობლებმა ჩემი სულის პეპლის საპოვნელად დამტოვეს, რომ ისინი არ გარდცვლილან.. უბრალოდ ძველ სხეულებს დაუბრუნდნენ.. იმ ღამეს ღმერთს მეც პეპლად ქცევა შევთხოვე…
……დილით ალისფერ, ნამიან ყვავილზე ბუნდოვნოდ მოჩანდა ალისფერი პეპელა კამპა..

მკითხველო, თუ კი შენ კვლავაც ვერ გაიგე, რატომ ვარჩიე შენს ხანრძლივ ცხოვრებას კამპად ქცევა, გეტყვი, რომ კამპა ძველი ბერძნული სიტყვაა და თანამედროვე თარგმანით სრულყოფილებისკენ სწრაფვას ნიშნავს…

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს საუკეთესო ისტორიის კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“

ჭკვიანი გოგო

ჭკვიან გოგოდ ყოფნა ძალიან ცუდია. არ მკითხოთ რატომ, ეს ხომ ყოველთვის ნათელია. არა, მე იმას არ ვამბობ რომ ჭვკვიანი ვარ, თუმცა ჩემს გარშემომყოფებს ასე მიაჩნიათ. ეს დაიწყო ბავშვობიდან. კარგად მახსოვს, სანამ სკოლაში შევიდოდი იქამადე მაფრთხილებდნენ ყველაზე კარგი უნდა იყოო. (არ ვიქნებოდი და ვისი აჯობებდა:D.) ჩემი მშობლები ჩემგან ყოველთვის პირველობას მოითხოვდნენ,  არ მპატიობდნენ არცერთ ოთხიანს და ნუ უფრო დაბალი არც მიმიღია. დიახ, მე არასოდეს მიმიღია ორიანი :დ მარტო მშობლები რომ ყოფილყვნენ რაღა მიჭირდა, ჩემს გარშემო მყოფი მამიდები დეიდები, ბიძები, პაპები ბებიები მე და ჩემს ბიძაშვილისბს ყოველთვის “წარჩინებულ სწავლას” გვთხოვდნენ. ზარმაცი არ ვყოფილვარ, ისეც ვისწავლიდი ამდენ ადამიანს რომ არ მოეთხოვა. მერე ნელ-ნელა ჩამოყალიბდა სტერეოტიპები ჩემზე. მე ნელ-ნელა შემეზღუდა უფლებები, იმიტომ რომ ოჯახის სახე ვიყავი. ხომ უნდა ეამაყათ  ჩემით. მოკლედ ეს გრძელდებოდა წლები, საქმე კი იცით სადამდე მივიდა? მე რომ ეხლა ქართულის გამოცდიდან უკმაყოფილო გამოვედი და ვამბობდი, რომ ჩემი მაქსიმუმი ვერ გავაკეთე, რომ თემა არ გამომივიდა ნორმალური, რომ რაღაცები ამერია,  ამაზე ყველანი ერთსა და იმავე ფრაზებს მპასუხობდნენ. ვრცლად ჭკვიანი გოგო

ჩემი პატრიოტული პოსტი

წეღან ვუყურე KBN-ის ფინალს. ძალიან მომეწონა, დასაწყისთან შედარებით მართლა კარგი, დახვეწილი და რაც მთავარია სასაცილო იყო. სიმართლე გითხრათ, კოზანოსტრას ვგულშემატკივრობდი, თუმცა არანაკლები იყო “ქუთეისელებიც”.  ვინც ამ თამაშს თვალს ადევნებდით, ყველას გეცოდებინებათ, რომ ის საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება და მონაწილეებმა ბევრი დრო და ენერგია დახარჯეს ფინალში მოსახვედრად. რის გამოც, მიმაჩნია რომ იმ პატარა სათამაშოსნაირი  ვითომ პრიზის გარდა, გამარჯვებული  სხვა რამესაც იმსახურებდა. არა, შეიძლება, მისცეს კიდეც, მაგრამ ეჭვი მეპარება ვინმემ მსგავს გადაცემაში სიკეთე სააშკარაოზე გამოტანის გარეშე გააკეთოს. არაფერს ვიტყოდი და ამ საკითხს საერთოდ არ შევეხებოდი, ჩვენი ცხოვრება ნელ-ნელა მარაზმს, რომ არ ემსგავსებოდეს. თუკი იმის მილიონები გვაქვს, რომ სტინგის დონის ვარსკვლავებს ვმასპინძლობთ და აგერ ენრიკესაც ველოდებით, ხომ შეიძლება ამ ჩვენს მართლა ნიჭიერ ქართველებს რაღაც კარგი გავუკეთოთ,

სასაცილოა.. სასაცილოა ის ყველაფერი რაც საქართველოში ხდება. სასაცილოა ის ადამიანი, რომელსაც ერთი სული აქვს როდის შემოაღებს პატარა  საქართველოს კარს დიიდი ენრიკე, აბა ერეკლეები ჩვენ აღარ გვყავს. ვრცლად ჩემი პატრიოტული პოსტი

უბილეთო მგზავრი

რატომღაც პოსტის დაწერა მომინდა. სხვა ბლოგებს ვათვალიერებდი, მომეწონა მათი დალაგებული, დაწყობილი ნაწერები, რაღაცნაირად ჩახუჭუჭებული ბლოგები. აი შედიხარ და გგონია კარებს გაგიღებენ, ყავას მოგართმევენ,  თუ პირველად ხარ ამ ბლოგზე მორიდებულად ათამაშებ შენს ისარს, არ გინდა ზედმეტად იხმაურო. მაგრამ თუკი უკვე მეგობრულად ხარ განწყობილი თავს ისე გრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. თქვენი არ ვიცი, მე კი ყოველთვის ასეთი შეგრძნებები მაქვს. მეცოდება ჩემი ბლოგიც, რომელიც მვატოვე, არაფრად აღარ ვაგდებ.  მხოლოდ იმისთვის შევდივარ, რომ ან თემა, ან დიზაინი შევუცვალო. ვერ წარმოიდგენთ რამდენი რამ დევს ამ ცვლილებაში. ნაწყენი ვარ ყველაზე და ყველაფერზე.  ამიტომაც გავურბივარ ბლოგს. ის ხომ ჩემი თავის, ოცნებების, აზრების, ფიქრების სარკეა.  მასზეც ვბრაზობ და არ ვიცი რატომ.   ბოდიშს ველოდები მომხდარისათვის და ვიცი რომ ეს ბოდიში არ მეღირსება. განა იმიტომ რომ ბლოგი ბოდიშს ვერ მოგიხდის, არა, უბრალოდ მას საბოდიშო არაფერი აქვს. ალბათ კიდევ დიდხანს ვერ შევძლებ წერას.  როცა რაღაც  აზრს გამოხატავ ამის უფლებ უნდა გქონდეს, როცა ვიღაცას აკრიტიებ შენ მასზე უკეთესი უნდა იყო, მე კი.. ახლა თავი ხან მრავალგანზომილებიან სივრცეში გამოკიდული წერტილი მგონია, ხან კიდევ მატარებლის უბილეთო მგზავრი, რომელსაც კონდუქტორისა და მატარებლიდან გადმოგდების ეშინია.  ჩემი მატარებელი ჩემი ცხოვრებაა. ცხოვრება სადაც არაფერი არ ხდება ისე, როგორც მე მეგონა. როგორც იმედი მქონდა.. არადა კიდევ მაქვს ეს იმედები..:) ვცდილობ ცოტაც კი ვიმყოფინო ბედნიერებისთვის, მაგრამ შეუძლებელია.. ყველაფერი იმაზე ცუდად და უარესადაა ვიდრე ერთი  შეხევდით გვეჩვენება…

რატომღაც ამოვიჩემე ეს სიმღერა…

ბიოლოგიის ტესტები აბიტურიენტებისათვის

B          ბიოლოგიის ტესტი

1)      ბაქტერიების ერთმანეთთან დაკავშირებასა და ამ გზით კოლონიების წარმოქმნას უზრუნველყოფს:

1)      ლორწოვანი შრე, 2)ბაქტერიის მორჩები, 3)ლორწოვანი კაპსიდი, 4) სპორა

ა)1,3,4.           ბ)1,2.           გ)3,4.       დ)1.2.3.4.

2)      როგორც წესი ვირუსის უჯრედში შეღწევა ძალზედ რთული პროცესია და მას რამდენიმე ეტაპად ყოფენ. რამდენ ეტაპს მოიცავს ის?

ა) 3.              ბ) 4.          გ) 5.        დ) 6.

3)      ჩამოთვალეთ პლაზმური მემბრანის ფუნქციები:

1)      სატრანსპორტო, 2) დამცველობითი, 3) საკონტაქტო, 4) რეცეპტორული, 5) სტრუქტურული, 6) ბარიერული.

ა) 1,5,6.     ბ) 2,3,4,6.   გ) 1,3,4,6.        დ) ყველა.

4)      ლიზოსომა არის ცხოველური უჯრედის დამშლელი (მომნელებელი) ორგანოიდი, რომელიც შედგება მემბრანისა და ფერმენტისაგან. სად სინთეზირდება მისი ფერმენტი?

ა)      გოლჯის აპარატში, ბ) ციტოპლაზმაში, გ) ენდოპლაზმურ ბადეზე,  დ) რიბოსომაში.

5)      უჯრედის არამემბრანული ნაწილებია მიკრომილაკები, რომლებიც შედგება:

ა)      დნმ და ცილისაგან,  ბ) რნმ და ცილისაგან, გ) ცილა ტუბულინისაგან,  დ) პოლისაქარიდებისაგან.

6)      რიბოსომის დიდი და მცირე სუბერთეულების ციტოპლაზმაში დაკავშირებაში მონაწილეობ(ენ)ს :

ა) ინფორმაციული რნმ და Mგ ბ) ტრანსპორტული რნმ და Mგ,  გ) ტრანსპორტული რნმ და ჩა,  დ) ინფორმაციული რნმ და Fე.

7)      ცენტროსომა Aმონაწილეობს:

ა)      ქრომატიდების წარმოქმნაში,  ბ) გაყოფის თითისტარას წარმოქმნაში,  გ) ბირთვაკის გაქრობაში,  დ) ქრომატინის ჩამოყალიბებაში.

8)      რომელ უჯრედულ კომპონენტებს ახასიათებთ ერთმანეთში გადასვლის უნარი?

ა)      გოლჯის აპარატი,  ბ) მიტოქონდრია, გ) პლასტიდები, დ) მიკრომილაკები.

9)      ადამიანის სომატური უჯრედი 46 ქრომოსომას შეიცავს. მან გაიარა ინტერფაზა,  რამდენი ქრომატიდი და დნმ-ს მოლეკულა ექნება მიტოზის ანაფაზის დასაწყისში?

ა)      46 დნმ და 92 ქრომატიდი,  ბ) 92 დნმ და 46 ქრომატიდი,

გ) 46 დნმ და 46 ქრომატიდი,  დ) 92 დნმ და 92 ქრომატიდი.

10)    პლაზმურ მემბრანაში შემავალი ლიპიდების ბიშრე შედგება თავებისა და კუდებისაგან, როგორ არიან ერთმანეთის მიმართ განლაგებულნი ეს კუდები?

ა)      პერპენდიკულარულად,  ბ) სინაფსურად, გ) ასიმეტრიულად,  დ) სიმეტრიულად.

ვრცლად ბიოლოგიის ტესტები აბიტურიენტებისათვის