ბრძოლა გადარჩენისთვის

რაც უფრო მეტად ვშორდები ბავშვობის ასაკს, და რაც უფრო ვუახლოვდები ცხოვრების ნამდვილ სირთულეებს, მით უფრო ცხადი ხდება ჩემთვის, რომ ის ფასეულობები რაც ადრე მქონდა არაფერს ნიშნავს.

ამ ბოლო პერიოდში, საკმაოდ ბევრ კედელს შევეჯახე იმის მისახვედრად რომ ყველა ადამიანი მარტოა. სულ მარტო თავის იმედებთან და იმედგაცრუებებთან.

რთულია, როცა რაღაც იდეალებით იზრდები, გგონია რომ სულ სამართლიანობისთვის იბრძოლებ, შენით მიაღწევ ყველაფერს მოკლედ როცა თავი პატარა რობინ ჰუდი გგონია, სინამდვილეში კი ყველაფერი ნელ-ნელა თავზე გემსხვრევა.

სინამდვილეში შენ ხედავ რომ შენს მთავრობაში, ყოვლად გაუნათლებელი ადამიანები მოდიან, შენი სკოლელები, მთელი ცხოვრება ორიანებს რომ ვერ სცდებოდნენ, რომლებმაც უნივერსიტეტიც ვერ დაამთავრეს, ახლა შენს ზემოთ არიან და შენი  სამსახურში აყვანის საკითხს წყვეტენ.

ბულშით?

არა, ეს არ არის ბულშითი, ეს არის ცხოვრება, რომელიც მედროვე, ვაზელინამოსმულ ადამიანებს ეკუთვნით.

სადაც მე ორი გზა მავქს, გავხდე მათნაირი  ან არ გავხდე.

ბავშვობიდან მინდოდა კეთილი ვყოფილიყავი და სხვებისთვის ცუდი არ გამეკეთებინა, მაგრამ ასეთ საქციელს ადამიანები სათავისოდ იყენებენ, ასე რომ დასკვნა: ყველას მოვექცეთ ისე როგორც იმსახურებს, არანაირი შეცოდება, არანაირი შებრალება.

ერთხელ შევიბრალე და მეორედ უარესი გააკეთა, ერთხელ გადაგახტება და მეორედაც მოინდომებს.

ჭორაობა. ამაზეც მინდა დავწერო, უკვე უამრავი ადამიანისგან გავიგე რომ ჩემზე ჭორაობენ. ისე რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს ეს მაინც არ არის ცუდი ფაქტი, თუ ჭორაოებენ ესე იგი ხალხს აინტერესებ, თუ ამბობენ რომ თავისუფალი გოგო ვარ და მათი აზრით, უაზროდ ბევრ პროექტში ჩართული ეს მარტო შურია და მეტი არაფერი.

გული იმიტომ მტკივა ხოლმე ასეთი ამბების გაგების დროს, რომ მე ყოველთვის ვცდილობდი სხვისთვის მესწავლებინა რამე თუ არ იცოდა, სხვას დავხმარებოდი, ესენი კიდე თურმე ზურგს უკან ჭორაობენ ^^

ურთიერთობები.

ყოველთვის ვერიდები შეყვარებულ წყვილზე აზრის გამოთქმას,  ეს ძალიან ფაქიზი თემაა და შენმა უაზრო ნათქვამმა შეიძლება სხვას ცხოვრება აურიოს.

სხვები, ადამიანები რომლებიც არ მიცნობდნენ მაინც ჭრაობდნენ და მაინც გამოთქვამდნენ აზრს მე და ჩემი შეყვარებული ერთმანეთს შევეფერობით თუ არა. ახლა კი, ორი დღის წინ, სიამოვნებით შეხვდნენ იმ ფაქტს რომ ჩვენ დიდი ხნის წინ დავშორდით.

დაემალათ მაინც ეს სიამოვნება, იქნება და ვწუხდი მე ამის გამო.

ენივეი, ცხოვრება იმაზე მეტად შავთეთრია ვიდრე ის წიგნებშია აღწერილი, შავთეთრი იმიტომ არა, რომ იქ ბოროტი ადამიანები ცხოვრობენ,  ცუდი ის არის, რომ ხანდახან გვიწვეს ჩვენთვის არასასურველი გადაწყვეტილებბეის მიღება, სხვისი გალანძღვა, სხვისი მოთოკვა, ისევ იმიტომ რომ  თავი დავიცვათ.

აბა, მართლა ხომ არ არსებობენ რობინ ჰუდები და სხვები..

One thought on “ბრძოლა გადარჩენისთვის

  1. ყველა განსხვავებულად მცხოვრები ადამიანი ჭორის და ადამიანების (ბრბოს) ქილიკის მსხვერპლნი ხდებიან. აგერ უკვე მერამდენე წელია ისე არ ვცხოვრობ როგორც “ჭეშმარიტ ბიჭს” (მათი გადმოსახედიდან) შეჰფერის. ეს ჩემთვისაც მტკივნეული თემაა მაგრამ მე არ ვაპირებ ამ განსხვავებულობის დამალვას. უკვე რამდენი წელია უბანში “ბირჟაზე” არ დავმჯდარვარ და რაღაც სისულელეების ლაპარაკში და ლოთობაში არ გამიყვანია დრო. 3? ან შეიძლება 4 წელიც, მას შემდეგ რაც გავაცნობიერე, რომ ეს მე ბევრს არაფერს მომიტანდა და უბრალოდ დროს დამაკარგვინებდა. დღესაც სიამოვნებით ვესალმები/ მესალმებიან, მაგრამ ისე აღარ ვკონტაქტობთ როგორც ადრე. ეს სამსახურიდან წამოსვლასავითაა, რომელშიც ხვდები რომ არაფერი დაგრჩენია მაგრამ თანამშრომლებთან მიუხედავად იმისა რომ ძველი ურთიერთობა ვეღარ გექნება მაინც გახსოვს და ხანდახან გამოელაპარაკები კიდეც. მე სამი წელი ვსწავლობდი და ამიტომ გავეცალე ქუჩას. ამ სწავლის შედეგია ახლა ვინც ვარ და რაც შემიძლია. ისიც რომ ამხელა ამბიციები და მიზნები მაქვს. წელს გავაცნობიერე რისი გაკეთება მინდა ასე ძალიან… ძალიან მიყვარს წერა (შენიშნავდით კიდეც ამხელა კომენტარში :დ) და ვფიქრობ არც ისე ცუდად გამომდის. ვწერ ლექსებს, მოთხრობებს ჩანახატებს და სერიოზული კარიერის დაწყებას ვაპირებ. იდეები მრავლად მაქვს რომ ათობით წიგნი გამოვცე მაგრამ ამას ისღა უნდა რომ დაწერო. ასევე ფულის გარეშე წიგნს რომ არ დაგიბეჭდავენ ეგეც პრობლემაა, მაგრამ ეს უმნიშვნელო პრობლემებია და მე არ ვაპირებ შეფერხებას. რომ არ მყავდეს მკითხველი და რომ არ მოსწონდეთ ის რასაც ვწერ გეფიცებით ალბათ თავსაც დავანებებდი და ვიტყოდი, რომ ეს ჩემი საქმე არაა- მეთქი. მაგრამ როცა ხალხისგან ამხელა სიყვარული მოდის (ყველაზე მაგას ვერ ვიტყვი) ამდენი თბილი ემოცია და ამდენი კარგი დამოკიდებულება მათდამი არ მინდა რომ თავი დავანებო (არაფრის დიდებით). ამასთანავე ვგრძნობ რომ ეს არის ჩემი დანიშნულება და ისღა დამრჩენია უბრალოდ გავიწაფო ამ საქმეში და ვწერო მეტი. ყოველდღე აზრების კორიანტელია ჩემს თავში, ყოველდღე ვკითხულობ წიგნს და როცა აზრები იმდენად მომაწვება რომ მათი დატევა შეუძლებელია ის ფურცელზე გადამაქვს. ბევრი ლაპარაკობს ჩემზე უცნაურ რამეებს და დაცინვითაც კი ზოგჯერ ამის გამო ჩხუბი რამდენჯერმე მომსვლია მაგრამ მერე მივხვდი რომ არ ღირდა (სხვამ რაც უნდა ის იფიქროს მე მე ვარ და ვიცი რაც მინდა). მივხვდი რომ ჯობია გაეცალო ვიდრე მათ უმტკიცო შენი სიმართლე, ისინი მაინც სრ დაგიჯერებენ. მე ის მინდა ერთ დღეს დიდი მწერალი გავხდე და ვიცი რომ ეს შემიძლია. ასე რომ ხალხის აზრი “მკიდია” (ყველასი არა) ზოგს ვუსმენ იმ შემთხვევაში თუ შური ბოღმა დაცინვა ან მარაზმი არ ალაპარაკებს. ყველა გიჟს მეძახის როცა ამას ვეუბნები ან გიჟპოეტას, როცა იგებენ რომ წიგნს ვკითხულობ ვწერ და მათგან განსხვავებული ვარ. ბევრისთვის მითქვამს რომ ეს ჩემთვის კომპლიმენტია და არა პირიქით. მსიამოვნებს გიჟს და გადარეულს რომ მეძახიან ჩემი აზრების გამო, რადგან ამით ის მტკიცდება რომ არ ვგავარ მათ და ეს მიხარია კიდეც და არ მწყინს. მე ხომ ასე ძალიან მიყვარს კითხვა და წერა უფრო მეტადაც კი მაგრამ სტივენ კინგის რომანების კითხვისას იმას განვიცდი ზუსტად რასაც წერის დროს ^_^. მე დიდი მიზნები მაქვს მე ძალიან კარგი მიზნები მაქვს და “მინდა დავიპყრო ხალხის გონება და სამუდამოდ გსრდავქმნა ის” სტივენ კინგის ციტირება მომყავს თუმცა ეს ჩემი სურვილიცაა. ვიცი რომ გამომივა, ამას უბრალოდ ვგრზხნობ, გულით ვგრძნობ. ეს იმდენად უცნაური რამაა ზუსტად ვერ აღგიწერთ. ეს არამარტო მეოცნებე კაცის ახირება და სურვილია, ვიცი რისთვისაც ვარ ამქვეყნად მოვლენილი და მთავარი ხომ სწორედ მონდომებაა. აი ამიტომ არ მინდა დრო დავკარგო ზემოთ თქმულით, ამიტომ არ ვარ ისეთი ადამიანი როგორიც ყველა. ჩემი სისუსტე ისაა, რომ ყველასთვის კარგი მინდა და ვეხმარები, ყველას მიუხეფავად იმისა ის როგორ მეპყრობა და ხშირად მინანია კიდეც მერე, რადგან ამას ბევრი მაინც ვერ ხედავს. ვისგანაც სიყვარულს და სითბოს ვგრძნობ მეც იმავეთი ვპასუხობ. აი სიყვარული კი ძალიან დიდი ვიცი, მაგრამ შეძულება მაინც არ შემიძლია ხოლმე (მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. მეც ადამიანი ვარ)… მე მჯერა რომ შევძლებ ნათლად მჯერა.
    P.S. მაპატიეთ ამხელა კომენტარისთვის😀 ამ თემამ დამაწერინა, საოცრად წერთ და ამიტომ ალბათ. ამით ერთი პოსტი კი გამოვიდოდა ისე😀❤ .
    P.P.S. ჯობს ის აკეთო რაც გსურს ჭორიკნები სულ არიან და მუდამ იქნებიან ისინი ვერ უნდა გიშლიდნენ ჩანაფიქრების განხორციელებაში….❤ მე მოვრჩი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s