“ათეისტები” და ბრმადმმორწმუნეები

ამ ბოლო დროს (რამდენიმე თვეს არ ვგულისხმობ), მოდაში შემოვიდა ათეიზმზე და ბრადმოწმუნეობაზე ლაპარაკი. Facebookis wall-ზე, ხან მამა გაბრიელის “ფანები” აშეარებენ ფოტოებს, ხან “ათეისტები” აქვეყნებენ ქრისტეს მიმართ დამცინავ ფრაზებს, ხან კი რომელიმე სურათზე ან Facebookis ისეთ გვერდებზე როგორებიცაა: „მე მიყვარს პატრიარქი” და “მე არ მიყვარს ჩემი პატრიარქი”, ერთმანეთს ლანღავენ. ვაი ათეისტებზე, რომ არაფერი ვთქვა, ვაი მორწმუნეებიც გინებით ამტკიცებენ თავიაანთ რწმენას. ეს არაჯანსაღი დამოკიდებულება ორივეს რელიგიის უცოდინარობით მოსდის. საერთოდ არ დავწრდი ამ თემაზე პოსტს, ვირტუალური ქსელები საკამოდ ბევრი ადამიანის აზრის გამოსახატ ადგილს, რომ არ წარმოადგენდეს და ეს ვითარება, გულისამრევ კომედიას, რომ არ ემსგავსებოდეს.

ათეიზმი (ბერძნ. άθεος, ღმერთის გარეშე) — მსოფმხედველობა, რომელიც უარყოფს ღმერთის, ღვთაებების და სხვა ზებუნებრივი ძალების არსებობას. ათეისტებს ზოგადად არელიგიურებად მიიჩნევენ, თუმცა ზოგიერთი რელიგია, როგორიცაა ბუდიზმი, ათეისტურად ხასიათდება.

ათეისტის ქართული შესატყვისია ურწმუნო (და არა უღვთო, ვინაიდან ეს უკანასკნელი უფრო ადამიანის ხასიათს გამოხატავს ვიდრე მის შეხედულებებს)”

მატერიალისტური ათეიზმი არ ცნობს ზებუნებრივ მოვლენებს და მათ ამსახველ ნაწერებსა თუ მონათხრობს, ამბებს მათ შესახებ უნდობლობას უცხადებს და უგულებელჰყოფს, შესაბამისად, იგი უარყოფს ნებისმიერი ღვთაებისა თუღმერთის არსებობას. ათეისტური შეხედულება რაციონალიზმს ეყრდნობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თითოეული ათეისტის განათლებასა და კულტურიდან გამომდინარე ათეიზმის განსხვავებული ფორმები არსებობს. აუცილებელია ათეიზმის გამიჯვნა აგნოსტიციზმისაგან, რამეთუ ეს უკანასკნელი არ უარყოფს ზებუნებრივის არსებობას, აგნოსტიციზმის თანახმად, მისი შეცნობა უბრალოდ აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს.

ათეიზმის მკაფიო განსაზღვრება დაბრკოლებულია იმის გამო, რომ ზოგჯერ იგი ერთდროულად აღნიშნავს რწმენისარქონასა და სარწმუნოების გააზრებულ და რეალურ უარყოფას. ამ ხარვეზის შესავსებად მრავალნაირი განსაზღვრება იქნება მოწოდებული, რომელთა უმრავლესობაც ათეიზმს განსაზღვრავს როგორც ამა თუ იმ ღვთაების რწმენის არქონას.

გარდა ამისა, ღვთაებრიობის მრავალგვარ განსაზღვრებას ერთგვარი განუსაზღვრელობა შემოაქვს ათეიზმის ცნებაში. ათეიზმის მიერ უკუგდებული მოვლენები შეიძლება იწყებოდეს ღმერთის გაპიროვნებული გამოსახულების (როგორც მაგალითად ქრისტიანობაში) უარყოფიდან ყოველგვარი სულიერი, ზებუნებრივი და ტრანსცენდენტალური რეალობის (მაგ. ბუდიზმსა და ინდუიზმში) უარყოფამდე”

 

როგორც ჩანს ათეისტობა საკმაოდ რთული რამეა. მას უამრავი განხრა და უამრავი მნიშვნელობა აქვს. თუმცა დილეტანტები, როგორც წესი ერთ განმარტებაზე ჩერდებიან და გაუცნობლად, გაუცნობიერებლადაც კი, იწყებენ საკუთარი ღმერთის გმობას. ამიხსენით, როგორ შეიძლება ნამცხვარზე თქვა ცუდიაო, თუ მას არ გასინჯავ? ალბათ ეს ცუდი და ცოტა უხეში პარალელია, მაგრამ ასე ვთქვათ, ვაი ათეისტების ენაზე ვსაუბრობ. თქვენი სტატუსები, ვითომ “ცინიკური” ფრაზები ყელშია ამოსული, მეცოდებით, მეცოდებით იმის გამო, რომ “განსხვავებული” აზრის ქონა კარგი გგონიათ, მეცოდებით იმის გამო, რომ ეკლესიაში რამდენიმე საათით ფეხზე დგომა არ შეგიძლიათ და ათეიზმის ნიღაბს იფარებთ, მეცოდებით იმის გამო, რომ იმ ბრბოსგან მოკვეთას ცდილობთ, რომლის მთავარი და სამაგალით ნაწილები სწორედ თქვენ ხართ, სასაცილოები და ვაი განდგომილები:)

ხშირად ვაწყდები ტერმინს “ბრმადმორწმუნეები”, თავიდან ვერ ვხვდებოდი, მიკვირდა კიდეც, როგორ შეიძლება იყო “ბრმადმორწმუნე”. მაგრამ ვცდებოდი. მომკალით და არ მწამს დაშეარებული ხატების, დაშეარებული ლოცვების, გამუდმებული “ღმერთო შეგვიწყალეს” ძახილის. მაღიზიანებს მამა თევდორეს და მამა გიორგის მომხრეების დაპირისპირება. მაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც გამუდმებით კლიშეების, ჩარჩები დაჭედებაში არიან.  როცა “შუშანიკის წამება” ვისწავლე, სერიოზული პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. მე და რამდენიმე ადამიანი ვამტკიცებდით, რომ ეს  ნაწარმოები კარგად მოფიქრებული პოლიტიკური გეგმა უფრო იყო, ვიდრე მარტვილის  ცხოვრება. ახლაც, ნებისმიერს შევეკამათები,  ჯერ-ჯერობით ამ აზრზე ვარ და მის შეცვლას, მარტო იმიტომ, რომ ეკლესია მიბრძანებს არ ვაპირებ. მირჩევნია  ღმერთთან გულწრფელი ვიყო, ვიდრე რომელიმე ფარისეველეს დავემსგავსო (თუმცა შიძლება უკვე ვგავარ კიდეც:). რამდენიმე ადგილას გამოვთქვი ჩემი აზრი შუშანიკზე და იცით პასუხად რა მივიღე? გაკაპასებილი წივილი, რამდენიმე შეურაცხმყოფელი ეპითეტი და ჩემზე დაკარგული შთაბეჭდილება. ბევრმა არც მოისმინა ჩემი არგუმენტები, უბრალოდ მითხრა, რომ არის საკითხები რაზეც კამათი არ შეიძლება, რასაც არ უნდა შევეხოთ, რაზეც არ უნდა ვისაუბროთ, უბრალოდ უნდა დავიჯეროთ, ვიწამოთ.. მაპატიეთ, ჩემთვის ასეთი საკითხი არ არსებობს, ყოველთვის დავსვამ კითხვებს და მიღებული პასუხების შესაბამისად ვიწამებ, დავიჯერებ.. აი თქვენ კი, იმიტომ არ კამათობთ, რომ გეშინიათ, საკუთარი უნებისყოფობის, საკუთარი უძლურების გეშინიათ.. ალბათ ეს არის ბრმადმორწმუნეობა, კითხვების დასმის შიში..

რაც შეეხებათ მეცნიერებს, ამას წინათ ერთ-ერთმა სტუდენტმა ლექციაზე ლექტორს ჰკითხა: “თქვენ, მეცნიერებს ღმერთის არ გჯერათო, ხო?” ხოდა, ჩემმა ლექტორმაც ასე უპასუხა, “რამდენადაც ღრმად ვეფლობი მეცნიერებაში, მით უფრო ვრწმუნდები ღმერთის არსებობაშიო”..

პ.ს. ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ვსწავლობ:)

ერთ-ერთი მათგანი

შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ. შენ თავიდანვე იცოდი სად ჩააბარებდი, შეიძლება არც იცოდი, მაგრამ ის მაინც იცოდი რომ სადმე, რამეზე ჩააბარებდი. შენ ყოველ დილით, არა, ყოველ საღამოს ფიქრობ იმაზე რა ჩაიცვა მეორე დღეს, შენ, ხშირად გირეკავენ თაყვანისმცემლები, ან სულ არ გირეკავენ. შეხვედრასაც ან გთხოვენ ან არ გთხოვენ. შენი ცხოვრებაც სხვების მსგავსად ერთი მიმართულებით მიედინება, მაგრამ ხშირად გგონია, რომ უჩვეულო ხარ, მეტიც, ორიგინალური. თუ ეს არ გგონია დეპრესია გტანჯავს, იმიტომ რომ არ გაქვს ის, რაც გინდა, ან გგონია, რომ გინდა. შენ ეხლავე იცი რას გააკეთებ მომავალში. შენ ირჩევ პროფესიას და გგონია, რომ დაამთავრებ ბაკალავრიატს, მერე მაგისტრატურას, შუალედში გათხოვდეbი, ან მოიყვან ცოლს, თუ გაგიმართლა დოქტორანტურით სრულყოფ განათლებას, დაიწყებ მუშაობასა.  გაზრდი შვილებს,  შაბათ-კვირას მოხუც მშობლებს მოინახულებ (ნუ, იმ შემთხვევაში თუკი გაგიმართლა და შენი ოჯახით ცალკე სახლში იცხოვრე:)) დილით შვილებს სკოლაში გაუშვებ და თუ კიდევ ერთხელ გაგიმართლა, გულში იმის იმედი მაინც გექნება, რომ შენი შვილები მაინც არ იცხოვრებენ, შენი და შენი მშობლების მათი მშბლების შაბლონური ცხოვრებით. შენ ერთერთი მათგანი ხარ მათ შორის, ვინც იქნება ბედნიერი, ან არ იქნება ბედნიერი. შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ, ვისაც ნებითა ჩემითა, თუ უნებურად ვემსგავსები, ან დავემსგავსები. შენ ჩემი ჯგუფელების, კურსელების, სხვა ნაცნობების მსგავსი ხარ, მატერიალისტების და კარიერისტების სული ხარ. შენ და შენნაირები წამლავთ ხალხს. შენ და შენნაირები ავიწროებთ ფიქრებს და საერთოდაც..  არც მოჰიპო ტიპი ვარ და არც კარდონებში ცხოვრება მინდა, არც დახეული ჯინსები, მაგრამ მაინც..  ყველა დღე, და არა მარტო ჩემი, საკმაოდ ბევრის, ერთმანეთის მსგავსია… უფ, როგორ გადავეჩვიე გულიდან, არა,  გულის მახლობლად მყოფი კუნჭულებიდან ამოსული პოსტების წერას :დ

დამახინჯებული მენტალის ნაყოფი თუ ტიპიური ღალატი

ამ საღამოს ქუჩაში არასასიამოვნო საუბრის/ჩხუბის მომსწრე გავხდი. ბიჭი ჯერ ტელეფონზე გაცხარებით ლაპარაკობდა მეგრულად (სამწუხაროდ ერთი სიტყვაც ვერ გავიგე) შემდგეგ კი, იქვე მყოფ გოგოს ეჩხუბებოდა. მოკლედ აღმოჩნდა, რომ ეს გოგო და ბიჭი შეყვარებულები ყოფილან, მაგრამ ერთ-ერთ საღამოს, ღამის თორმეტ საათზე ბიჭი კიდევ სხაგოგოსთან ასულა და მოკლედ რომ ვთქვათ (ეშმაკის მანქანებით :0)დაუორსულებია. ახლა კი ის გოგო სთხოვდა, რომ (რაც არ უნდა მარაზმულად ჟღერდეს) , თუ სიკვდილამდე არა, ერთი დღით მაინც მოეყვანა ცოლად.

სატირალი რომ არ იყოს(გარკვეული პიროვნებებისთვის), მართლაც ძალიან სასაცილო იქნებოდა ეს ამბავი. ქალს, რომელმაც იმდენი იკადრა, რომ იმ ბიჭთან დაწვა, რომელსაც შეყვარებული ჰყავდა, ახლა იმის კომპლექსი აქვს, რომ გაცვეთილ ფურცელზე ხელის მოწერის გარეშე გაუჩნდება შვილი. გაუცნობლად მეცოდება ეს გოგო, რაში სჭირდება ამდენი ტყუილი, ნიღაბი და იმ საზოგადოებასთან თამაში, რომელის პრინცებსაც გადაუარა. მაგრამ რას ვიზამთ მაშინ, როცა განათლების, განვითარების და აზროვნების დაბალი დონე ერთნაირად ხელს უწყობს მსგავსი გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღებას.

მეორეს მხრივ, ეს ნამდვილი შეყვარებული ბიჭს ხან არჩევანის გაკეთებას სთხოვდა, ხან კიდევ აიძულებდა პირდაპირ ის გოგო მოეყვანა ცოლად. მერე გამწარებული ყვიროდა და ეკითხებოდა რატომ მოექცა ასე. ჩემი აზრით ამ გოგოს ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მომავალში მაინც იყოს ბედნიერი ახლა დაშორებაა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ბიჭის მსგავსი ადამიანი ცხოვრებაში არასოდეს გამოგადგება. და იცით რა იყო ბიჭის პასუხი ყველა მის კითხვაზე? „თავადამანებე“ და მერე ისტერიკულად კივილი. ესეც მეცოდება, მეცოდება იმიტომ, რომ თავი არ აქვს ღირსეულად აგოს პასუხი თავის შეცდომებზე, აღიაროს დანაშაული და საჭიროების შემთხვევაში დაკისრებული მოვალეობები შეასრულოს, ის კი იგინებოდა და ამ „მამაკაცური ხერხით“ ამტკიცებდა თავის სიძლიერეს.

საბოლოოდ ყველაზე მეტად ის ბავშვი მეცოდება, რომელიც ალბათ გაჩნდება და მშობლებისთვის მხოლოდ შეცდომის ნაყოფი იქნება. რომელიც დაუბადებლად ქმნის დიდ პრობლემებს და დაუბადებლად აზიზღებს თავს გარკვეულ ადამიანებს.

ის რაც აღვწერე თითქოს მინი სერიალია, მაგრამ სინამდვილეში ქართული რეალობის და დამახინჯებული მენტალის ნაყოფია. რატომ მიდის ბიჭი სხვა გოგოსთან ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მაშინ, როცა ჰყავს შეყვარებული? ეს ამ ბიჭის პრობლემაა, რომ ბოზი კარგად ვერ აარჩიე, მაგრამ ზოგადად ხომ უმეტესობა ასე იქცევა? ზოგადად ეს ხომ უკვე აპრობირებული და მიღებული მეთოდია? მისი უარყოფითი შემთხვევბი კი იშვიათად იმიტომ ჩანს, რომ კარგად მალავენ, ფუთავენ და ამ სულელი გოგო-ბიჭივით ასეთ პირადულ თემებზე ქუჩაში არ ყვირიან. სასაცილოები და ამაზრზენები ვართ იმ დროს როცა თავს ვიტყუებთ უფრო მეტიც სხვასაც ხელს ვუწყობთ ჩვენს მოტყუებაში. იმ შემთხვევაში, რომელიც მე მოვყევი, ბიჭს რომ თავისი ნამდვილი შეყვარებულისთვის სქესობრივი კონტაქტი შეეთავაზებინა(და ალბათ შესთავაზა კიდეც) გოგო უარს ეტყოდა, გამოდის რომ ბიჭმა წლები უნდა უცადოს ქორწილს და თვითონაც ვაჟიშვილი ჩაბარდეს ცოლს.

არავის მოვუწოდებ ქორწინებამდე სექსს, არავის არც რჩევას ვაძლევ და არც მესიჯს ვუგზავნი, უბრალოდ ალბათ უკეთესი იქნება ძალიან ნუ „გავიჭაჭებით“ და პასუხისმგებლობას ისეთ საკითხებზე ნუ ავიღებთ რომლის შესრულების თავიც არ გაქვს, ასეთ შემთხვევაში არავის დაცინვის ობიექტებად არ ვიქვევითდა არც არავინ დაწერს ჩვენგან მალულად ჩვენზე პოსტს.

გაბღენძილი და თვითდარწმუნებული ერი

დიდ ხნიანი ყოყმანის მერე, მაინც გადავწყვიტე “Add New Post”-ში შემოვსულიყავი.  წინა პოსტში დავწერე სამსახურში საინტერესო ამბები ხდება და იმასაც მოვყვები თქო, ალბათ ეს პოსტიც დადებული პირობის შესრულებაა, იმ განსხვავებით, რომ საინტერესო ამბებზე კი არა, დასკვნმებზე მინდა ვილაპარაკო, რომლებიც მოკლე დროში გამოვიტანე.

საკუთარი ხალხის ლანძღვა ბევრისგან განსხვავებით, ჩემი სტიქია ნამდვილად არ არის, მაგრამ თავისთავად თვალებსაც არ დავხუჭავ, მაშინ, როცა მის უამრავ მანკიერებას ვაწყდები. ალბათ ყველამ იცით  რასაც ნიშნავს მომსახურების სისტემაში მუშაობა, ეს არის გაუსაძლისი და ხშირად თავის დამამცირებელი სამსახური. იმიტომ რომ შენ ვერასოდეს გასცემ კლიენტს სათანადო პასუხს, შენ არ გაქვს უფლება დაიცვა საკუთარი “უფლებები”(ისინი უბრალოდ არ გაგაჩნია), არ გაქვს უფლება გამოთქვა საკუთარი აზრი, იმიტომ, რომ ხარ დაქირავებული, იმიტომ, რომ ნებისმიერი  მაღაზიისთვის, სასტუმროსთვის, რესტორნისთვის ის კლიენტი უფრო მნიშვნელოვანია, რომელიც მას ასაზრდოებს, ვიდრე რიგითი თანამშრომელი.

პოპულის მთელ მაღაზიაში, მინდოდა თუ არ მინდოდა ყველაზე ახლო კონტაქტი მომხმარებელთან მე მქონდა, იმ მარტივი მიზეზით, რომ მოლარე ვიყავი.   ხოდა, ეტყობა ჩვენმა ქართველებმა, კარგად იციან მომსახურების სისტემის კანონები, რის გამოც, მე პირადად საკმაოდ ბევრჯერ აღმოვჩნდი ცუდ მდგომარეობაში. რის გამოც, უამრავჯერ უბრალოდ საკუთარი  ნერვების მოთოკვა მომიწია.

არ მესმის:

1)მაშინ, როცა რა ასაკისაც არ უნდა იყო, მოგმართავ თქვენობით, შენ რა ღმერთი გაგიწყრა საპასუხოდ უხეშ ფორმას რომ მთავაზობ.

2)როდესაც მე გიღიმი, გესალმები, არ გიბღვერ, შენ რატომ გაქვს მოთხოვნილება ასე ვთქვათ “დამამცირო”.

3) როდესაც მეც, ისევე, როგორც შენ ერთდროს, პირველად ვიწყებ, ახალი ვარ და ჯერ მეშინია, რატომ არ შეგიძლია, უბრალოდ მითხრა “არაუშავს”, “მე დაგეხმარე”, ან უბრალოდ მოთმინებით დაელოდე შენს რიგს, არ გადმოასწრო ყველას, არ მოიგონო ტყუილი, არ გალანძღო მოლარე იმისთვის რომ საკმარისად სწრაფი არ არის.

ბოდიშით, თუ სრულყოფილები არ ვართ!

მაგრამ თქვენ რა მოგივიდათ, საიდან ეს მუდამ უკმაყოფილო სახეები, მუდამ სლაანძღავი სიტყვები, მუდამ მომტხოვნი გამოხედვები, მუდამ დამამცირებელი, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის ტონი?

საიდან, თუკი რამე ადამიანური შეგრჩენიათ?

თუმცა, საბედნიეროდ, ხანდახან მაინც გამოჩნდებოდნენ ხოლმე ისეთი ადამიანები, რომლებისთვის მუშაობაც გამხარებია, საუბარიც გამიბამს და ოჯახითაც მომიკითხავს.:)

ამ მუდამ უკმაყოფილო ერის ფონზე, ძალიან ბევრი უცხოელი ძალიან კარგად ჩანს. არ ვიცი, მე მხვდებოდნენ ასეთი უპრობლემოები და ზრდილობეიანები, არ ვიცი,  სხვა ქვეყანაში შეიძლება ჩვენი “გარეთ მხდალი, შინ ძლიერი” ერიც ზრდილობიანი გახდეს, მაგარმ ფაქტი ერთია, ნებისმიერი ასაკის უცხოელის დანახვა მიხაროდა.

1)იმიტომ, რომ ჩემს ინგლისურს უფრო გავტეხდი :დ

2)არ არსებობს ღიმილით და დაბნეული იერით არ შემოგხედონ.

3)ძალიან  უხარიათ მათ ნათქვამს რომ იგებ და სხვა საკითხებზე საუბრის სურვილი უჩნდებათ.

4) გიხდიან მადლობას, პარკში თვითონ იწყობენ პროდუქტებს(ანუ არ გელოდებიან როდის გაატარებ და მერე ჩააწყობ ამ პროდუქტებს, დააყენებ დიდი რიგს და კიდევ ერთხელ გამოიწვევ უკმაყოფილებას) და ზოგადად ემსახურებიან თავის თავს. ეს მაშინ, როცა თითქმეს ყველა ქართველი, თითქმის ყველა ქალი, კაცზე რომ არაფერი ვთქვა, დადგება და ერთი საათი ჯიუტად ელოდება სანამ მის რამდენიმე კალათას პარკებში არ მოვათვსებ, მაშინაც კი, როცა პიკის საათია.

ერთი თურქი კაცი გავიცანი, საშინელი ინგლისურით ლაპარაკობდა და მე რომ სამსახურის პირველი დღე მქონდა, ისეც პირველად შემოვიდა პოპულში. რაღაც მკითხა  და ძალიან გაუხარდა მისი ნათქვამი რომ გავიგე, იმის მერე ყოველდღე შემოდიოდა და კარგა ხანს მებაასებოდა :დ, ბოლოს შვილიშვილიც მომიყვანა :დ კიდევ ერთი კაცი დადის გამუდმებით, ამერიკელია და იქაურ წესებსაც გვასწავლიდა დაა რა მარტო ესენი. კიდევ ბევრნი შემოდიოდნენ და კიდევ ბევრს ვესაუბრებოდი სიამოვნებით.

ნამდვილად არ ვარ მოწოდებული იმისთვის, რომ ქართველები ვლანძღო, მაგრამ როცა ასეთ კონტრასტს ხედავ, სულ მინიმუმ უნდა აღნიშნო ადამიანმა. ის დავწერე რასაც მე შევესწარი, არავის ნათქვამი არ გადმომიცია და არც ჩემი ინტერპრეტაციით დამიწერია რამე, მემგონი იქამდე სანამ ევროპაში შევალთ, “ნატოს კარს გავაღებთ”, საკუთარ თავს უფრო მეტად დავიტვირთავტ იმ ამბიციით, რომ “ყველაზე მაგერბი ვართ”, სჯობს ერთმანეთის, თუნდაც სულ უცნობი ადამიანების პატივისცემა ვისწავლოთ და მოვეშვათ საკუთარი თავის სხვაზე მაღლა დაყენებას.

პ.ს. ბეიჯზე მარტო სახელი და თანამდებობა მეწერა, ბოდიშით, რომ ვერ დავიწერ გვარი, სასწავლებელი, გრანტი და ასე შემდეგ რაღაცები რითაც თქვენს თვალში უფრო მაგარი გამოვჩნდებოდი, ვიდრე მოლარის სკამზე ვიყავი.  სასაცილოა, რომ კიდევ ასეთ რაღაცებზე გვიწევს ფიქრი და ელემნტარული შენიშვნის მიცემა, ისწავლონ ზრდილობა:)

ჩემი სამსახური

ბოლო პერიოდში ყველა დილა ერთნაირად იწყება: ადრე ვდგები, ვიცვამ  და სამსახურში მივდივარ. სამსახურში მივდივარ მაშინაც, როცა მცივა,  ან სიცხე მაქვს, ან მახველებს, ან უბრალოდ მეზარება და მეძინება, იმიტომ რომ ის ჩემი სამსახურია, ანუ ვალდებული ვარ.  ძალიან, რომ  არ დაგაინტრიგოთ, 18 წლის გამოუცდელი გოგო მარტო პოპულში მიმიღეს მოლარედ. თუმცა პოპულში მუშაობა ნიშნავს იმას, რომ ხარ მოლარეც, კონსულტანტიც, ადმინისტრატორიც და ხან მენეჯერიც კი, ნუ დამლაგებბლობაზე აღარაფერს ვამბობ. პოპულში მუშაობა ნიშნავს, რომ ყოველთვის იცი როდის უნდა წახვიდე სამსახურში, მაგრამ არასოდეს იცი, როდის უნდა წამოხვიდე. ყოველთვის იცი, რომ ყველა წესი თუ კანონი მომხმარებლის მხარესაა, შენ არაფერი გიცავს, და მხოლოდ კეთილ მომხმარებელზე ხარ დამოკიდებული. (აბა ერთმა კაცმა ლამის მაგინა 5 თეთრიანები რომ ჩავუთვალე:))

ალბათ გგონიათ, რომ რაიმე გარკვეული მიზნით  ვმუშაობ, სიმართლე გითხრათ მეც ასე მეგონა, მაგრამ ვხვდები, რომ ზოგადად არაფერი ისე არ ხდება, როგორც ადრე ადრე. მაგალითად უკვე აღარ ვიცი რაში უნდა დავხარჯო ჯერ აუღებელი ხელფასი:) არ ვიცი, საერთოდ რა მინდა, რატომ ვიტანჯავ თავს. იგივე კითხვას სხვები რომ მისვამენ,  ვეუბნები, რომ ხელფასზე მეტად გამოცდილება მჭირდება, მაგრამ სინამდვილეში, ამ წუთას ან ერთი რად მინდა, ან მეორე ვერ ვხვდები :)) სექტემბრიდან მაქვს აკვიატებული სამსახური უნდა ვიშოვო-თქო,  უამრავ უაზრო გასაუბრებაზე დავკარგე დრო სანამ აქ არ მოვედი. მოკლედ, სწავლა+სამსახური, არც ისე მარტივი რამე ყოფილა, მიტუმეთეს თუ ორივეგან ფეხებზე კიდიათ შენი მეორე ცხოვრება:))

ამ ეტაპზე კი მოლარე ვარ, ვუძლებ დიდ რიგებს, უკმაყოფილო სახეებს, იმიტომ რომ ვცდილობ დაკვირვებით ვაკეთო საქმე, რის გამოც ვერ ვჩქარობ, “დავამუღამე” რამდენიმე ფრაზა “სხვა ფული ხომ არ გექნებათ? “გამარჯობა”, “მადლობა”, “კარგად ბრძანდებოდეთ” და ასე შემდეგ. ხანდახან განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებია, სალაროსთან მზე აჭერს,  კომპიუტერზე გამოსახული რიცხვები ირეკლება, შენ დიდ ფულს გაწვდიან, გრძნობ, რომ იძაბები, ცდილობ კონცენტრირდე, გვერდით იყურები და ხედავ, რომ შენი რიგი მათემატიკურად უსასრულობისკენ მიისწრაფვის, გინდა იყვირო, ყველაფერი აიღო და სახეში მიაყარო კლიენტს, უთხრა, რომ მასზე არაფრით ნაკლები არ ხარ, მაგრამ რაღაც გაკავებს.. არა, ზრდილობა არაფერ შუაშია,  ეს ალბათ უფრო შეგნებაა, იმიტომ რომ უკანსკნელ მომენტშიც კი  გესმის, რომ ვალდებული ხარ, რომ ეს შენი სამსახურია, შენი საქმეა, რომ აქ შენი ნებით მოხვედი, შენ აიკვიატე სამსახური მინდაო და ცხოვრებაში პირველად, უკვე სერიოზულად მზად ხარ პასუხი აგო საკუთარ მოქმედებებზე.  ადექი, დაყარე, იწივლე, იკივლე 8 საათიანი მუშაობის მერე, ამით საკუთარ თავს მხოლოდ იმას დაუმტკიცებ, რომ მხდალი ხარ, ნებისყოფა არ გაგაჩნია, და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩერდები,  მშვიდად ახურდავებ და მიუხედავად იმისა, რომ არ გემეტება, მაინც ეუბნები ” დიდი მადლობა, კიდევ შემოგვიარეთ”.

საბოლოდდ კი ასეთ რამეს ვიღებ, გაჭირვება(ნუ, არა მატერიალური რა თქმა უნდა)+მოთმინება=გამძლეოაბს :))))ჩემს სამსახურს უამრავი დადებითი და უამრავი უარყოფითი თვისება აღმოაჩნდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავდ, მაინც ვიცი რომ ეს სამსახურიც, ეს უკმაყოფილებაც თუ ეს წარმატებაც მე მეკუთვნის, მე მაქვს ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრება, რომლებსაც  სხვებს მხოლოდ ვუზიარებ, ალბათ საბოლოოდ სწორედ ეს მხიბლავს.

პ.ს. ყოველი დღე რაღაცით საინტერესოა ხოლმე, ამიტონაც, თუ კიდევ გამოვწოვე საკუთარ თავს პოსტი, აუცილებლად მოვყვები სხვა ამბებსაც 🙂