რთულია ილაპარაკო საკუთარ თავზე და არ იყო  სუბიექტური. რთულია, ამდენი ბლოგერის ხელში ორიგინალური “ებაუთი” დაწერო. ამიტომ ვიქნები ბანალური და დავწერ იმას, რაც მე პირადად ყველაზე მეტად მაინტერესებს, ხოლმე  ბლოგერზე, როცა მის შესახებ ვეძებ ინფორმაციას(და ძალიან მეშლება ნერვები იქაც უაზრო ლაი-ლუი, რომ მხვდება, ყოველგვარი კონკრეტულის გარეშე:)).

ასე რომ, უკე მერამდენედ, გამარჯობა:)

მე ნათია ვარ, ერთი უჩვეულებრივესი გოგო, რომელსაც ეს უჩვეულებრივესება აღიზიანებს,

ვცხოვრობ თბილისში და ზუსტად ვიცი, არჩევანი რომ მქონოდა აქ არ ვიცხოვრებდი, თუმცა “მშობლიურობიდან” გამომდინარე, მაინც ძალიან მიყვარს ქალაქი, რომელშიც დავიბადე,

ვსწავლობ თსუ-ში, ბიოლოგიურზე(არდა წინა ებაუთში მეწერა სამედიცინოზე ვაბარებ-თქო:დ), თავისთავად უკმაყოფილო ვარ უნივერსიტეტში შექმნილი ვითარებით, თუ რატომ ამაზე არაერთხელ დავწერე მგონი უკვე.

ეხლა, როცა მე ამ პოსტს ვწერ :დ ბლოგი ალბათ წლის და შვიდი თვის მყავს, უკვე ვფიქრობ, რომ მან თავისი თავი ამოწურა, რომ სხვა ეტაპზე გადასვლაა საჭირო, მაგრამ მაინც ვერ ვაუქმებ.

ვერ დავწერ იმას რომელი მუსიკა მიყვარს, რომელია საყვარელი ფილმი, წიგნი, ადამიანი :დ

მიჭირს ცალსახად საუბარი.

ისევე, როგორც სხვებს, მეც მიმაჩნია, რომ ამ მცხოვრებაში იმაზე ბევრად მეტი მეკუთვნის, ვიდრე გამაჩნია. და ზოგს იმაზე მეტი აქვს, ვიდრე იმსახურებს:)

მაქვს მიზანი და ვიბრძვი მის განსახორციელებლად. უბრალოდ მეშინია, კულმანაცირ მომენტში ის ბედნიერება, რომ ვერ ვიგრძნო როგორის მოლოდინიც მაქვს.

ფრაზა, რომლითაც ხშირად გადაწყვეტილებებს ვიღებ და ცხოვრებაში ვიყენებ არის :თუ რეალობას ვერ ცვლი, შეცვალე მისდამი დამუკიდებულება:  ეს რა თქმა უნდა დანებებას არ ნიშნავს, პირიქით, დამატებითი გზების მოძიებაში მეხმარება. განსაკუთრებით იმ დროს, 2 გზა რომ გაქვს და მაინც მესამეს, რომ ვირჩევ.

ხო,  მიყვარს ამერიკა, იმიტომ რომ თავისუფლებასმოწყურებულმა ადამიანებმა შექმნეს, მიყვარს აზია იმიტომ, რომ აქ დაირწა ცივილიზაციის აკვანი (ნუ აფრიკის ჩრდილოეთი თავისთავად) და სულაც არ მაქვს ოცნებად  ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა.  მინდა ვნახო: ჩინეთი, ტიბეტი, ტაილანდი, ინდოეთი..

და ბოლოს, მეც ისევე როგორც თითქმის ყველა “განვითარებულ” და საკაცობრიო საკითხებში ასე თუ ისე ჩაჭყეტილ გოგოს, ოჯახის შექმნა ზედმეტად შორეულ გეგმებში მაქვს, ( ნუ თუ ხვალ  მანქანიან, ბინებიან, სამსახურიან, პერსპექტიულ, განათლებულ და სიმპატიურ ნაშას არ გადავაწყდები, რომელსაც დავაინტერსებ :))

მოკლედ, ვცდილობ, რომ ყველაფერზე ჩემი აზრი გამაჩნდეს, ვცდილობ   ვიპოვო ჭეშმარიტება ვისი ან რისი ჯერ არ ვიცი :დ

და საერთოდაც, როგორც ბევრს უწერია, მეც გეტყვით, რომ ერთი, გულიდან ამოხეთქილ-ამოგლეჯილი პოსტი მეტს გეტყვით ჩემზე, ვიდრე მშრალი ებაუთი:)

გმადლობ, რომ მკითხულობ:)

პ.ს  ვერ წარმოიდგენთ, რა ამაყად დავარქმევ ამ გვერდს “ჩემ შესახებ”-ს და არა ჩემს შესახებ”-ს, როგორც ეს ძალიან ბევრს უწერია :დ თუ რამე კითხვა გაქვთ, მომწერეთ ან აქ კომენტარებში, ან  facebook-ზე, ყველაზე სიამოვნებით გიპასუხებთ, ნუა კითხვასაც გააჩნია:)

27 thoughts on “ჩემ შესახებ

  1. wow, შენც ბრუტუს???🙂🙂 ერთნაირი თემები გვაქვს??😀😀😀 ხო, და ბლოგს რაც შეეხება, good luck🙂 ძალიან კარგი ბლოგი გაქვს, საინტერესო მართლაც რომ🙂 , ჩემს ბლოგროლშიც ჩაგამატე🙂

  2. ხო მესმის, მეც მასე შეცვებში ვიყავი, სანამ ამ თემით არ ჩამოყვალიბდი ამ ეტაპზე🙂 ძველიც კარგი თემა იყო, მომწონდა.. :*

  3. rogorc vxedav, ipove🙂 შუა კომენტარის წერისას შეიცვალა და დამაბნია ცოტა.. საყვარელი თემაა🙂🙂

  4. ისეთივე კარგი ბლოგი გაქვს, როგორიც თავად ხარ.
    რამდენიმე პოსტი წავიკითხე და კარგი შთაბეჭდილება დატოვე. :*

      1. Tu kargia, maSin vwer.. Tu ara, maSin vcdilob Tavi Sevikavo.
        vinc kargia, imas bevjer unda uTxra, rom sul aseTi kargi iyos, vinc ara kide, ara.. ara, banaluria, magram marTla asea. c(:
        ai, me momwonxar..❤
        mec giTvalTvaleb.. c(:

    1. მეც მომწონს შენი ბლოგი:) დროს რომ მექნება, კარგად წავიკითხავ:დდ

  5. ჩვევად მქვს ქცეული… შენ თამამად დააწერ “ჩემ შესახებ” მე კი “ჩემს შესახებ” მომწონს… :დ :დ კაია )) მომეწონა.. საინტერესოა…. ^_^ წარმატებები…

  6. ,,მიყვარს ამერიკა, იმიტომ რომ თავისუფლებასმოწყურებულმა ადამიანებმა შექმნეს, მიყვარს აზია იმიტომ, რომ აქ დაირწა ცივილიზაციის აკვანი (ნუ აფრიკის ჩრდილოეთი თავისთავად) და სულაც არ მაქვს ოცნებად ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა. მინდა ვნახო: ჩინეთი, ტიბეტი, ტაილანდი, ინდოეთი..” ეს პირდაპირ ჩემი გონებიდან ამოღებული მეგონა🙂 ოღონდ თუ იაპონიასაც მივამატებთ სიას🙂

    1. ჰო ჰო იაპონიაც კარგია❤ თან ეხლა რამდენიმე იაპონელ მწერალს დავუმუღამე და ისე მომინდა მეც ^^

    1. მთლად ჭიქა ყავას ვერ დაგპირდები, მაგრამ ისე ვეცდები მსუყე პოსტები დაგახვედრო:)

    1. რატომ უნდა დაგამატო🙂 ფეისბუქის ლინკი მიდევს ბლოგზე და შეგიძლია იქ დამეკონტაქტო🙂

  7. “ისევე, როგორც სხვებს, მეც მიმაჩნია, რომ ამ მცხოვრებაში იმაზე ბევრად მეტი მეკუთვნის, ვიდრე გამაჩნია. და ზოგს იმაზე მეტი აქვს, ვიდრე იმსახურებს:)”

    თუ ღმერთის გწამს ეს არასწორია რადგან ღმერთი სამართლიანია და ვისაც რა აქვს სამართლიანად აქვს.
    რაც შეეხება ამ აზრს ის ყველა შემთხვევაში არასწორია, ვინ რას იმსახურებს ამას ჩვენ არ ვწყვეტთ, არ გვაქვს ამის უფლება იმიტომ რომ ისინიც ჩვენნაირი ადამიანები არიან ჩვენზე არც არაფრით მეტი და არც არაფრით ნაკლები… :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s