რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ამბავი…
ბრმა ქალი გულის გამაწვრილებლად აკნავლებს ფანდურს..
„შემდეგი გაჩერება წერეთელი“ ისმის ყრუდ და ჩვეულად…
წითელი სკამები, ყვითელი შუქი, გრძელი რიგები, ადამიანები, ადამიანები..
მე ვზივარ წითელ სკამზე, ის დგას წითელ კარებთან. მე სადღაც გულის კუნჭულში მტკივა, მას? არ ვიცი, მე ვუყურებ მოურიდებლად, ის? არც ეს ვიცი..
„შემდეგი გაჩერება პოლიტექნიკური“
მე კვლავაც ვზივარ, ის კვლავაც დგას..
ისმის მთხოვარას შეძახილი: „დამეხმარეთ, ხუთი თეთრით დამეხმარეთ, ავადმყოფი მყავს სახლში“
ისევ იგივე, უკვე მერამდენედ, ვიცი მე მისი ცბიერების შესახებ…
წითელი სკამები, წითელი რიგები, წითელი კარები, თეთრი ზოლები.. უამრავი სახე, მოყვითალო, მოწითალო, მოშავო, მოთეთრო სახეები, უამრავი ფეხსაცმელი, მე ყოველთვიოს მათ ვაკვირდები პირველად და ვეძებ თითებს, ხელებზე ლამაზად ჩამოქნილ თითებს…აქ უამრავი თითია..
მატარებელი ხმაურით მიდის, ირყევა ვაგონი… ისიც აქეთ–იქით, იქით–აქეთ ირწევა… იმიტომ რომ ფეხზე დგას, მე ვზივარ…მე მომწონს.. მას? არ ვიცი..ვუყურებ, მიყურებს.. მიმიხვდა ნუთუ? შეუძლებელია, კვლავაც მიყურებს,თვალს არც მე ვაშორებ.
„შემდეგი გაჩერება სამედიცინო ინსტიტუტი“
კვლავ დაიძრა მატარებელი… რწევა–რწევით მიუყვება გვირაბს, მე აქ უნდა ჩავიდე.. გრძელი მინდა იყოს გვირაბი.. არა უსასრულოდ მინდა… ის კვლავაც დგას, მე კი მასთან მსურს. მას ალბათ გიორგი ჰქვია…არა ნმადვილად გიორგია, ჩემს ძველ მოგონებას ჰგავს სიყვარული რომ ერქვა ერთდროს…
ვიცი მასაც მოვწონვარ, ვიცი ისიც მიყურებს, ვიცი სადაც ვიცხოვრებთ, ვიცი რასაც ფიქრობს, მე ხომ ის თვალებით გავიცანი..
„გამარჯობა, მე ნათია ვარ, თქვენ ხომ მე გიყვარვართ, ჩვენ ერთმანეთი ოდესღაც თვალებით გავიცანით“..
„დიახ, მართალი ხართ, ჩვენ მართაც შეგვიყვარდა ერთმანეთი, უსაზღვროდ და უღონოდ“
„და თქვენ გიორგი ხომ?“
„დიახ, საიდან იცით?“
„ჩემს ძველ მოგონებას გავხართ“
„მერე, ლამაზია თქვენი მოგონება?“
„საოცრად“
„მაშ, მეც ლამაზი ვარ?“
„ვგონებ სულიერადაც“
„და თქვენ ვინ მოგასწავლათ ჩემი მისიამართი?“
თქვენმა თვალებმა“
ბევრი გისაუბრიათ ჩემს თვალებთან“
„ძალიან“…
„რა ლამაზია ეს ცხოვრება ხომ?“
“გეთანხმებით“
„გინდათ გავიართ მეტი?“
„სიამოვნებით“
„და ჩვენ დაგვრჩა რაიმე გასაგები?“
„ვგონებ არაფერი“
„ალბათ ასეა“
ქუჩები, ქუჩები, შუკები, შუკები, ფიქრები, ფიქრები, ყვითელი ფოთლები…
„მე არ მიყვარს ძეგლები“
„რატომ?“
„რაღაცნაირად უსულოა“
„და უღამური, ცივი და უსუსური ხომ?“
“დიახ, არ მესმის ქვაში მოოჭვილი გრძნობების.. თქვენგიყვართ ილია და აკაკი?“
„დიახ, მე საერთოდ ძალიან მიყვარს ლიტერატურა“
„და განსაკუთრებით რომელი წიგნი?“
““წყურვილი სიცოცხლისა“ გაქვთ წაკითხული?“ „და თან რამდნჯერ“ „გასაოცარია“ „დიახ, ვანგოგისეულად გასაოცარია“ „გწამთ სასწაულების?“ „თქვენთან ერთად კი. გასაღიმარია, მაინც რა ლამაზია ეს ცხოვრება ამ შემთხვევითობებითა და სასწაულებით..“ „ულამაზესი“ „განსაკუთრებით როცა ერთად ვართ..“ „განსაკუთრებით მაშინ..“ ……………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………… „სამედიცინო ინსტიტუტი“ ჩერდება მატარებელი.. ის იქ დგას.. უკვე მეც ვდგავარ, დროა ჩავიდე.. შვიდი წუთი, ორმოცდაცხრა წამი, სამი გაჩერება,,,, მილიონი შემოხედვა, უსასოო აზრი,დახრილი თვალები და მრწამსი…. ყოველივე საოცრად საკმარისია.. მხოლოდ შვიდი წუთი, თითქოს შვიდი წელი, არც ერთი ბგერა.. არც ერთი ყური..და მე ის შემიყვარდა, უსაზღვროდ და ულმობლად… იცით რა ლამაზად შემიყვარდა??? მას? არ ვიცი…. „კარები იკეტება“ „შემდეგი გაჩერება დელისი“ გადამოვედი, გავჩერდი.. ვდგავარ.. თვალს ვაყოლებ ვაგონებს.. როგორ ირწევიან და მიუყვებიან ჩაბნელებულ გვირაბს.. შთანთქა ისიც უსასრულობამ.. ნეტავ როგორ შემომხედა ბოლოს…. ნეტავ რა გაიფიქრა,, ნეტავ მართლა წაიკითხა „წყურვილი სიცოცხლისა“? ყვითელი მზე, ლურჯი ცა. ნაზი ღიმილი ბაგეზე, მსოფლიო, შენ ერთი ყვითელი ამ მსოფლიოში, და ოცნებაც ახდენილია….. „რა ლამაზია ცხოვრება…“ ჩავილაპარაკე ჩემთვის და თანაც ჩუმად.. „გეთანხმები“ მომესმა შიგნიდან……..

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში
მე მოვალე ვარ თქვენი, თქვენი მეუღლის, თქვენი შვილიშვილის და ასევე საკუთარი თავისაც: მე უნდა ვილაპარაკო იმაზე, რაც მაფიქრებს და მაწუხებს და არა იმაზე, რისი გაგონებაც სურთ ჩემგან. ზოგი წიგნი ოცნებას გვაიძულებს, ზოგი რეალობასთან გვაახლოებს, მაგრამ ყოველი მათგანი ავტორისათვის უმთავრესი გრძნობით — გულწრფელობით — არის განმსჭვალული.
რამეთუ მე ვარ პირველი და მევე უკანსკნელი,
მე ვარ პატივცემული და მოძულებული,
მე ვარ ცოლი და ქალწული,
მე ვარ დედა და შვილი.
მე ჩემი დედის ხელები ვარ,
მე ბერწი ვარ მაგრამ უთვალავი შვილი მყავს,
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი,
მე ის ვარ ვინც შვილეს აჩენს და
ის ვინც, ვერასოდეს მოგვცემს შთამომავლობას,
მე ვამსუბუქებ მსჰობიარობის ტკივილებს,
მე ვარ ქმარი და ვარ ცოლი,
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი,
მე მამაჩემის დედა ვარ,
მე ჩემი ქმრის და ვარ,
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი….