ერთდაერთი კითხვა, რაც ამ ბოლო დროს თავში მიტრიალებს, არის: „რა მჭირს“. გარეგნულად ყველაფერი ძველებურადაა, აი შინაგანდ კი მღრნის რაღაც. ვერ ვხვდები რა არის, რა უნდა, რას მოითხოვს. გზააბნეული და უთავბოლო გავხდი. თითქოს ლიბრი მაქვს თვალებზე აკრული და ისე ვუყურებ ცხოვრებას. არ ვიცი ეს საშინელი ცვლილება თუ ძიება რას დავაბრალო. როგორც წესი ადამიანები უფრო მარტივად ცხოვრობენ და ბედნიერდებიან დღევანდელობით. მე კი..
შეიძლება ეს არეულობა ახალმა გარემოებებმა, ახალმა ადამიანებმა, იმედგაცრუებულმა სტუდენტობამა, მართლაც, სახლით, ლექციებით და კონსპექტებით, რომ შემოიფარგლა.. უამრავმა საზრუნავმა, ათასმა კოლოქვიუმმა, კრებამ, ფიქრმა, ნაცნობმა, პრეზენტაცია-კონფერენციიამ.. მოკლედ უამრავმა „ციამ“ გამოიწვია, ერთდროულად რომ შემოიჭრა…
მაგრამ, მხოლოდ მე რატომ ვარ ცუდად, მარტო მე რატომ ვფიქრობ ამდენს? სადაცაა თავი გამისკდება, დიდი ხანია ყვირილი მინდა უმისამართოდ.. დიდი ხანია ვფიქრობ, რომ მარტო ვარ.. დიდი ხანია მაგიჟებს სხვების საზრუნავი, მაგიჟებს ის თემები, რომელზეც ყველა ახალგაცნობილ კურსელს ველაპარკები.. იცით რა აახლოებს გოგოებს ყველაზე მეტად? კაცებზე ლაპარაკი, ჩახლართული პირადი ურთიერთობებ, ინტრიგები ახლო მასშტაბებში და სხვა ათასგვარი სისულელეები.. ხოდა მეც დავიღალე.. ხანდახან მგონია რომ ვიყინები, ხო, სულით და სხეულით ვიყინები.. უამრავ ნაცნობსა და მეგობარს შორის არავინაა ისეთი ვისაც ამ ყველაფერზე, საშინელ სულიერ განწყობაზე, შორს გაქცეულ მუზაზე დაველაპარაკები..
ხოდა მეც ვლაპარაკობ კაცებზე, უფრო ხშირად გათახსირებულ კაცებზე..
ხვდები, რომ მთლიანად ვკარგავ საკუთარ თავს, საკუთარ საფიქრალს, ვხვდები, როგორ პრაგმატულად ვუყურებ ადამიანებს, მოვლენებს, ნივთებს.. ვხვდები, რომ აღარც თოვლი მიყვარს ძალიან, აღარც წიგნები, აღარც ძველი საქმეები, თითქოს ყველაფერი გაცვდა..
„წაიღე“ „წამოიღე“, გადააქსეროქსე?“ „დაშორდი?“ „დიდი ხანია?“,“უკვე მოასწარიი?“, „წეერ?, ვა, რა მაგარია“, „რას ამბობ, მაგასთან როგორ იყავი?“, „ბილეთები მოგვცეს?“, „რად გინდა ჯერ სამსახური?“ „მოვიფიქრებთ და დაგიკავშირდებით“, „მიყვარხარ!“, „მეც ეგრე მომივიდა“, „მე ვფიქრობა“, „ნათ, მტკივნეული სიმართლეა“,, „რა მაგრად წერ“. „იცი რა, გშორდები!“. „ანაზღაურება გამომუშავებით“,“next station”, „წარმოადგინეთ თქვენი ბილეთი!“..“რა სიმპათიური ბიჭია!“..”fuck yeah”……
ხანდახან ვგრძნობ, რომ უბრალოდ გავრიბარ.. ვიმალები.. ვამბობ „ფეხებზე მკიდია-თქო“, სინამდვილეში ზედმეტ საფიქრალს ვარიდებ თავს”.. გამუდმებით რაღაც მაკლია.. ვცდილობ სხვას ვესაუბრო, მაგრამ ყველა მაშინვე საკუთარ თავზე იწყებს ლაპარაკს, „მე ასე მომივიდა, მე ეს დამეხმარა, აი იცი მე,მასე არ ვიფიქრებდი.“.შენ, შენ, შენ… გავიგე რომ სრულყოფილი ხარ, მომისმინე მეც!
******************************
ყველზე ცუდი, კი ის არის რომ არ ვიცი, როდის დასრულდება.. ხვალ დილთ ისევ ისე ავდგები, როგორც დღეს დილით, ისევ ისე წავალ და წამოვალ.. ისევ ისე მოვიქცევი- გვიღიმებ, გაბრაზდები, ავღელდები.. მერე კი, ისევ ასეთი უკმაყოფილობის შეგრძნებით დავიძინებ..