კარგი გოგო ხარ და ჩემზე უკეთესს იმსახურებ

იცით ყველაზე ბევრს როდის ვწერ? მაშინ, როცა ცუდად ვარ. მაგრამ ამაში გასაკვირი არც არფერია, ყველა წერასმოწყურებული ადამიანი ხომ ასე იქცევა.

 

ხოდა, ახლა საშინელ პოსტს ვიწყებ.  უნდა დავწერო და როგორმე  გადავიტანო. რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს, რამდენადაც ბევრი არ უნდა ვიტირო, საბოლოო ჯამში ალბათ ასე სჯობს. რაზე დავწერ თუ არა შეყვარებულთან დაშორებაზე. სამწუხაროდ ეს ყველაფერი ბანალურად მოხდა. ბოლოს იმ სიტყვებითაც კი დაამთავრა, რომ კარგი გოგო ვარ, უკეთესს ვიმსახურებ, რომ თუ დამჭირდება ჩემს სამსახურში  იქნება.. რატომ ხართ ბიჭები ასე ძალიან ბანალურები, რატომ გგონიათ, რომ იმ ტკვილის მერე, რომელსაც თქვენ გოგოებს აყენებთ ისინი ოდესმე კიდევ დაგირეკავენ?

არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ლაპარაკი, არც ახლა მოვდებ ქვეყანას ჩემს სასიყვარულო ამბებს, თუმცა სათქმელი არც არაფერია.. მეც არ ვიცი რატომ წავიდა:) რომ იტყვიან ათასი პარასკევი ჰქონდა,  მომწონხარო, მაგრამ მაინც ვერაო.. ო, როგორ მეცოდებით.. რატომ არასოდეს არ იცით რა გინდათ?  თუმცა რა აზრი აქვს ამ კითხვების დასმას, ყველას საკუთარი თავი ჰგონია მართალი. 🙂

იცით ყველაზე მეტად რა მაწუხებს ახლა? ის რომ ვნანობ. ის რომ ყველა წუთი, ყველა მესიჯი მენანება, რაც კი მისთვს ოდესმე მიმიძღვნია და გამიგზავნია, იმიტომ რომ ლაჩარია.  მე კი ეს მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე. ზოგადად ქალები პარტნიორში გმირებს ვეძებთ და უსაზიზღრესი გრძნობაა, როცა მათში თაგვივით პატარა არსებებს ვპოულობთ.. ხო. ბოლოს,  მითხრა ძველი სიყვარული გამახსენადაო. ეს იმის მერე რაც ჯერ მე მითხრა მომწონხარო. ასე აიხლართა აბლაბუდა. ასე გამხვია ტყუილებში. მე კიდე როგორ ვერ ვიტან ტყუილებს. არც პირველი დავუჯერე და არც მეორე, არადა შეიძლება ორივე სიმართლე იყო:)

არ მიყვარს “არადა” ,  “რა მოხდებოდა თუ…”, სიტყვებით ცხოვრება. მე ყველაფერი გარკვეული მირჩევნია. მე ყველაფერს მაქსიმალურად სწრაფად ვითხოვ, იმიტომ, რომ ცხოვრება იიისეთი მოკლეა.. თვალსა და ხელს შუა გამეპარება..  არ მინდა იმ ადამიანებზე ვკარგო დრო, რომლებსაც ტკივილის მეტი არაფერი მოაქვთ, მაგრამ ვინ მეკითხება მე რა მინდა… ვის აინტერესებს ჩემი სურვილები, ყველაფერი ხომ რაღაც უცნარი და თანაც ცოტა უაზრო კანონზომიერებით ხდება…

ვერ გეტყვით იმ დღეს ვწყევლი ის რომ გავიცანი თქო.. მაგრამ არც ისე კარაგდ მახსენდება, ვერ ვიტყვი სჯობდა სულ არ ყოფილიყო თქო, მაგრამალბათ მაინც  კი.. სჯობდა.. ვერ ვიტყვი გული იმიტომ მტკივა, რომ მიყვარდა თქო… ეჰ,  თქვენზე არა ნაკლებ ეგოისტი ვარ, ზუსტად ვიცი, მისი წასვლა ვერ ამიტანია… მაგრამ, სადღაც, კუნჭულში მაინც ვგრძნობდი რაღაც ძლიერს..  ეხლა ეს კუნჭული დამიცარიელდა.. შენ წახვედი სადღაც სხვაგან, შეიძლება ვიღაცასთან…   მე კიდევ გულის კუნჭულში  სიცარიელე მტკივა.. შენ მითხარი მაკანკალებდა რომ გშორდებოდიო და მე კიდევ.. ოჰ, ევრ წარმოიდგენ მე როგორ მაციებდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამ ყველაფერს..

ზოგადად, არასოდეს ვეკიდები წარსულს, ზოგადად ახალ ფურცელს ვშლი და ახლაც ისე მოვიქცევი,  ზოგადად.. იქნებ მოჩვენებითადაც. წაგშლი, გადაგფურცლავ, გაგაქრობ..

ისევ ის ფრაზა მახსენდება..

ძველი აღმოსავლური სიბრზნე..

“თუ რეალობას ვერ ცვლი, მისდამი დამოკიდებულება შეცვალეო”..

ხოდა, მეც სხვა რა გზა დამრჩენია..

მშვიდობით…

ვიცი რომ შენზე უკეთესს ვიმსახურებ, მე ხომ კარგი გოგო ვარ:))

დიდი ხნის მერე…

დიდი ხნის მერე კვლავ ვიწყებ პოსტის წერას.  რაღაცნაირად უხერხულობის შეგრძნება მაქვს. აი ისეთი დიდი ხნის უნახავ მეგობართან შეხვედრისას, რომ გიჩნდება.  ადრე სულ მინდოდა აქ დაბრუნება, ზაფხულში უამრავ საპოსტო მასალას მოვუყარე თავი. მაგრამ ეხლა სიტყვებს ვერ ვპოულობ. უცნაურია, საკუთარ თავთან ლაპარაკი აღარ შემიძლია:) ო, როგორ ვერ ვიტან ნაძალადევ პოსტებს..

ყველაზე საოცარი ის არის, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში, როცა კი ლამაზ ყვავილს ვხედავდი, კარგ ისტორიას ვკითხულობდი, ჩემი ქულების, ჩარიცხვები და მერე გრანტების ამბავს ვიგებდი, სულ მინდებოდა რომ აქ დამეწერა.   თუმცა  კი მხოლოდ საწერად გამზადებულ ცარიელ გვერდს ვუყურებდი.  ამ სიცარიელეს დიდი ხანი ვაბრალებდი  წინა წლიდან გამოყოლილ დაღლილობას, ნერვიულობას, გამოფიტვას, მაგრამ ბოლოს მივხვდი რომ შევიცვალე.  უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა რომ გავიზარდე და ბლოგი ბავშვურ თამაშად მეჩვენება.. ეს ყველაფერი–აზრების გაზიარება, გულწრფელი საუბრები და ასე შემდეგ “ოხუნჯობები” აღარ მიზიდავს..

სხვა განმზომილებაში მინდა გადასვლა და მინდა, რომ ბლოგიც გადავიყოლო, მინდა ძველი პოსტები წავშალო ან საერთოდ ახალი ბლოგი გავაკეთო, თუმცა მეზარება, ძალიან მეზარება… თან ეხლა რაღაცნაირად ისე კარგად ვარ, ისე დავალაგე ურთიერთობები, რომ მინდა ცოტა ხანი ამ სიწყნარით დავტკბე.

ჩემს ცხოვრებაში კიდევ დიდი სიახლეა, ჩემს გვერდით ახლა ერთი კარგი ადაიანია.. რამდენჯერ მიფიქრია როგორ აღვუწერდი მას ჩემს მეგობარ ბლოგერებს, თუმცა ახლა მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოვიფარგლები.. ჩვენ ერთად ბედნიერები ვართ..:) ამის გარდა, მოხდა ისე, რომ მე უკვე სტუდენტი ვარ… კონსპექტებით დავრბივარ და მაღლივში ქსეროქსის რიგში ვდგავარ..  სამსახურს ვეძებ აქტიურად, ვიყავი რაღაც კვირეულზეც, შევხვდი დამსაქმებლებს, ნუ ჯერ არაფერი გამოდის მაგრამ იმედს არ ვკარგავ. ყველა მეუბნება რად გინდა, მოისვენე, პირველ კურსზე გაერთეო, მაგრამ მე მათ უბრალოდ არ ვუსმენ:) (ო, რა თავხედი ვარ!)  . იმიტომ რომ მინდა დამოუკიდებელი გავხდე, მინდა ჩემი თავი ვიპოვო, მინდა რაღაცაში გავერკვე და ამ ცხოვრებაში, როგორც იტყოდნენ “ყველაფერი ვნახო”:)

მოკლედ, ჩემო ბლოგო და ბლოგერებო, თუ კიდევ ვინმე შემოხვალთ აქ, მე ცოცხალი ვარ, ვსუნთქავ და ბედნიერი ვარ.. მე ახალ აპარეზზე გავდივარ, ახალ გამოწვევებს ვიღებ და  დაბნეული დავრბივარ ბიოლოგების კორპუსში, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ დავიმახსოვრე ვერც აუდიტორიები და ვერც პრაქტიკულის კლასები:)