დაზღვევა

მეგობარმა მითხრა სადაზღვეო კომპანიაში ვაკანსიები გაჩნდაო. ხოდა მეც მაშინვე ჩემი სივი გავგზავნე, წარმოგიდგენია? ჩემი ფეხით მოვედი შენამდე. ხო ჩემი ნებით.

და არც არაფერი მოხდებობა იმ დღეს რომ არ შეგხვედროდი. უკვე დაღლილს ალბათ მეასე ადამიანთან მისვლა და ჩემი სადაზღვეო პაკეტის შეთავაზება, რომ დამზარებოდა.  სასტიკად მომექეცი მაშინ, არაფრად ჩააგდე ჩემი დაღლილიობა და კამათში გამომიწვიე. მე და შენ.. რა უცბად იქცა ეს ორი სიტყვა ერთიანობად.. გახსოვს ლევანს როგორ უყვებოდი ჩემზე?

„მოდის ჩემთან გოგო, დაბალი ქუსლებით,დაღლილი სახით და მთავაზობს დაზღვევას. წარმოგიდგენია ლევან? როცა ცხოვრება ასეთი საოცარი ზუსტად თავისი მოულოდნელობების გამოა, ის მე მთავაზობს დაზღვევას, გარანტიას  და მაბრუებს ათასგვარი, ჩემთვის უცნობი სიტყვით. მე რა თქმა უნდა ვეხუმრებოდი, ვეუბნები:      – გოგო, არ მჭირდება დაზღვევა, ის კიდევ არ ჩერდება, ჯიუტად მიმტიკეცებს, რომ ხვალ შეიძლება მანქანა გამიფუჭდეს და  უკეთესი იქნება, თუ მის გაკეთებაზე სხვა იზრუნებს, მაგრამ ხო იმავე ალბათობით შეიძლება, რომ მანქანა არ გამიფუჭდეს, ოჰ ეს ვინ იყო, საოცრად მტკიცე გამოხედვა ჰქონდა, ჯიუტი. ისე, ბავშვი იყო, ჩემთან შედარებით პატარა, გამოუცდელი ბავშვი, რომელსაც სწამს, რომ შეუძლია ადამიანს მისცეს გარანტია! შეუძლია დაააზღვიოს ბედისწერისგან., ეჰ ლევან ლევან, კი შემაყვარა თავი და…“

შენ არ დაეზღვიე ჩემთან, ცივად გამშორდი და რამდენიმე თვეში ისევ შემხვდი. არ აღიარებ, მაგრამ ვიცი, რომ შენ იყავი, ვერ გიცანიო ეხლაც მაგას ამტიკცებ, არადა თვალებში ჩამხედე. მე კიდე გიცანი, და გიყურებდი იქამდე სანამ ბოლო ვაგონი არ მიეფარა  გვირაბის სიბნელეს..

კიდევ გავიდა ბევრი წელი, უშენოდ მეჩვენებოდა ბევრი, გულში დამიტოვე ფიქრი, თორემ ისე ორი ან სამი.. ყოველდღე გელოდი ქუჩაში, ტრანსპორტში, სახლშიც კი. მე დავწინაურდი და ერთხელ შენივე ხელით შემოაღე ჩემი კაბინეტის კარი. მე გაგიფორმე დაზღვევა, გისურვე წარმატება, მოგიწერე ხელი, დაგირტყი ბეჭედი, მაგრამ ვერ მიცანი, სანამ არ ჩამხედე თვალებში. კარგად მახოვს რაც მაშინ მკითხე, ან რა დაამვიწყებდა, რამდენ ხანს მიტრიალებდა მერე გულში. „დამაზღვევთ თქვენი სიყვარულისგან ქალბატონო?“ მე არ გიპასუხე, მივბრუნდი და გავიღიმე, ყოველთვის შეგეძლო ჩემი დაბნევა, ლოყები ისე შემიწითლდა, როგორც ადრე, პირველად, რომ შეგხვდი მაშინ.

ისევ დიდი ხნის მერე, არ ვიცი რა ნახე შენ ჩემს თვალებში, მაგრამ  დაბრუნდი. უკვე შენი ნებით და არა ბედისწერის ძალით. უკვე მერამდენედ შემოაღე ჩემი ცხოვრების კარი და მკითხე: „ხედავ ძვირფასო? ჩვენ რომ ვაზღვევდთ ადამიანებს ბედისწერიგან, მე ვერ ვიპოვიდი შენს ნომერს გუშინ, გაცრეცილ ფურცელზე“. გახსოვს რა გიპასუხე? არა, ვიცი, რომ გახსოვს, მაგრამ ამასაც უარყოფ, დღემდე ისეთი ჯიუტი ხარ, დღემდე არ გიყვარს ჩემთვის დათმობა. ხოდა მაშინ გითხარი, „კი მაგრამ ძვირფასო, თავის დროზე შენი მანქანა რომ არ დაგეზღვია, გუშინ შენით ხომ ვერ გააკეთებდი და ვერც დღეს ჩამოხვიდოდი ჩემთან?“ იქნებ შენს ნათქვამზე სუსტი არგუმენტიც იყო, მაგრამ ყველაფერი ხომ მაინც მაშინ დაიწყო, როცა მე – პატარა, შენთვის უჩინარმა არსებამ შენი ცხოვრების დაზღვევა გადავწყვიტე.

ისევ გავიდა წლები. ისევ ისე როგორც არასდროს.. შენ ყოველ დილით კოცნი შენს საყვარელ თვალებს…

გასაოცარი ამბავი

ბნელ სადარბაზოში ვიღაც ბიჭი გოგოს კოცნიდა. არა, არ მიკვირს, უბრალოდ ზიზღი მიპყობს, მე-უნებლიე მოწმეს.

ბიჭს არ ვიცნობ, გოგო კი თითქმის ჩემ თვალწინ გაიზარდა. 14 წლისაა, არც ისე პატარა, მაგრამ მაინც მზარავს მის ზრდადაუსრულებელ მკერდზე ბიჭის მოსრიალე ხელი.

ჩემ თვალწინ გაიზარდა-მეთქი და ვიცი რომ ნახევრად უპატრონოა. ისე ლაპარაკობს, რაღაცნაირად, ან საერთოდ ვერც ლაპარაკობს. ან რას ილაპარაკებს, ხან ბიძა სცემდა და ხან ბებია. სად იყვნენ ამ დროს მშობლები, მართლაც სად იყვნენ, სად!  ალბათ სადმე ფიცრულში. უფრო სწორად ქმარი იყო, თორე ცოლი ბოზობდა. ისე ეგ ზუსტად არ ვიცი, ან საიდან უნდა ვიცოდე, მაგ დროს მეც პატარა ვიყავი, ესეც მეზობლებმა თქვეს, ბევრს ჭორაობენ. ისიც თქვეს, რომ ეს ქალი, ცოლი ანუ ამ ბავშვის დედა, რუსის ქალიაო, მაგათ კიდე ხო იცით, სისხლში აქვთ ეეგთებიო. შვილსაც დედისგან ექნება, ისე ეხვეოდა იმ ბიჭს. ვიღაცისთვის უთქვამს მიყვარსო,. რა ესმის მაგ ლაწირაკს სიყვარულის, რაღაც-რაღაცები ასიამოვნეს ეტყობა, საჭმელსაც აჭმევდა და ეგ ჰგონია სიყვარული.

მე სულ მეცოდებოდა. ისე ბიძამისს იმდენი ქალები მიჰყავდა სახლში, რას აღარ უყურებდა, მგონი ეს პატარა ბავშვი. მერე კიდე დებილი რატოაო. სკოლაშიც უტვინოს ეძახიან თურმე მასწავლებლები.

ვინც უფრო მეტს გადაუგდებს, მაგას ის შეუყვარდება. არ იცის კარგი რა არის, არაფერი უნახავს და პირველივეს ხამდება. ისე, ლამაზი სახე ექნებოდა გამუდმებით ბრიყვული გამომეტყველება და უშინაარსო გამოხედვა რომ არ ჰქონდეს. არა, თან მეზიზღება კიდეც, რამდენი გაზრდილა უარეს დღეში, მაგრამ ყველა არ გაბოზებულა, ზოგს თავისი გზაც უპოვია. ადამიანი რომ იქნები შინაგანად სუსტი მაგის ბრალიცაა.

ბებია კი სულ ზრუნავდა, მარტომ გაზარდა ამ ქალმა. ან ამდენის თავი სად ჰქონდა, მაგაზეც ამბობდნენ, შვილი თავში ტაფებს ურახუნებსო.  ბევრს ჭორაობენ მეზობლები, ბევრს, თან მაგათაც ეცოდებათ, მაგრამ რა ქნან. ბებიას ტელეფონიც აქვს სახლში და პოლიციის ნომერიც ეცოდინება. ისე, მაგათ ოჯახს, პოლიციაღა უნდა? ბიძა იმდენჯერ იჯდა ციხეში. ეხლაც მანდაა და ესენი ისვენებენ ცოტა ხანს.

გასაოცარი ამბებია პირდაპირ, მაგრამ აღარც მიკვირს. მახსოვს, ადრე ამ ბავშვმა დაბადების დღეზე დამპატიჟა, ვესალმებოდი ხოლმე და ალბათ მაგიტომ.  მარწყვის ტორტი და მიწის თხილი ჰქონდათ. წასვლა კი დიდად არ მინდოდა, არც ჩემები მიშვებდნენ, მაგრამ მაინც წავედი. გვიანობამდე კი შემოვრჩი, ბებიამისს და ბიძამისის მორიგ საყვარელს ვეჭორავებოდი. რა ვაჩუქე აღარ მახსოვს, ალბათ ისეთი არაფერი.

ამას წინათ თქვეს, მშობლები დაბრუნდნენო, კაი დროსია, გაუზარდეს უკვე შვილი. მაგრამ გაზრდაცაა და გაზრდაც. უჰ, მეცოდება, მაინც მეცოდება ეს უბედური გოგო.  მესალმება ხოლმე, მაგრამ რას ვეტყვი, ან რას ვურჩევ, მაინც არ დამიჯერებს.

გასაოცარი ამბავია პირდაპირ, აქვე, თითქმის ჩემ თვალწინ.

რას ნიშნავს კარგად გათხოვება

ეხლა ჩემ მეგობართაგანი თხოვდება და ჩვენ, მის კეთილმოსურნეებს, მიგვაჩნია, რომ ის არასასურვევლად თხოვდება. რა უფლება გვაქვს მის ცხოვრეაში ასე რომ ვერევით, მაგრამ თავისთავად გაჩუმებაც არ შეგვიძლია. მოკლედ,  ის არ თხოვდება კარგად, ისე, როგორც მშობლებს, დეიდებს, ბიძებს, მამიდებს, მეგობრებს გაუხარდებოდათ, მაგრამ მეორეს მხრივ რას ნიშნავს კარგად გათხოვება? როგორ უნდა იპოვო ასე საყოველთაოდ კარგი საქმრო, რომ მისი ცოლობა ყველა “კეთიმოსურნესთან” ერთად შენც გაგიხარდეს. ო, ეს რთული საკითხია, მეტიც, ფრიად რთული. ამ შემთხვევაში, სიტყვა “კარგიც” მიტისმეტად მრავლისმმთქმელი ხდება, მოიცავს, სიმპატიურს, მდიდარს, პერსპექტიულს, ჭკვიანს, კეთილს,  მეგობრულს და სხვა ათას დადებით ეპითეტს. და იქიდან გამომდინარე, რომ რეალობაში არ არსებობენ “თეთრ რაშზე ამხედრებული” პრინცები, ჩვენც ხშირად იმას ვაპრინცებთ ვინც არ გვიმსახურებს და არ იმსახურებს ჩვენს მთელს საგვარეულოს.

რა მინდა ამ პოსტი ვთქვა, მეც არ ვიცი. უბრალოდ მაინტერესებს, რას ნიშნავს კარგად გათხოვება, ვინ თხოვდება კარგად, ვისაც უყვრს, ვინც მდიდარს მიჰყვება, თუ “ლიჟბი” თხოვდება. სად არის ძაღლის თავი, სად არის ბედნიერება და სად არის ამ ბედნიერების გარანტია.

ვის უნდა უსმინო გათხოვებისას, მშობლებს თუ გულს. არა, მშობლების პოზიციაც გასაგებია, მათ საკუთარი შვილი საუჯეთესო ჰგონიათ და თავიანთი გაგებით “საუკეთესოსაც” ეძებენ მისთვის, მაგრამ ხომ არის შემთხვევებიც, როცა სჯობს მშობლებს მოვუსმინოთ.  მითუმეტეს, რომ ძლიან რთულია აწმყოში გრძნობებით გულაძგერებულმა  იფიქრო,  როგორ იქნებით ათი წლის მერე, გაამაართლებს თუ არა შენი სიყვარული. მემგონი საქართველოში არ ამართლებს, ან იშვიათად მართლებს, ან ხშირად და ამას მალავენ.  40 წლის ასაკის ცოლ-ქმარშიც კი უკვე დაღლილ, საყვედურებით სავსე, ყოფითისგან გატანჯულ მზერას ვხედავ. ადამიანები ისე ერთვებიან  ცხოვრების ჭაპანის წევაში, რომ სულ ავიწყდებათ ყველაზე მარტივი რაღაცები. ისინი ერთგვარად ერიდებიან კიდეც შვილების წინ ერთმანეთის სიყვარულის  გამოხატვას. ასე რომ საბოლოოდ ყველაფერი ხდება რუტინა. ხოდა ისე უნდა გათხოვდე, რომ შენი ცხოვრება არ იქცეს რუტინად, ამას ერქმევა თავისთავად “კარგად გათხოვებაც”.

და კიდევ ერთს სიამოვნებით შევახსენებდი მშობლებს, ასეთი ასაკისები, ჩემს ბლოგს რომ კითხულობდნენ, “კარგად გათხოვდა” თუ არა მათი შვილი, ეს ჩნდება წლების შემდეგ და არა ქორწილში, ან ქორწილამდე.  შეცდომები ყველას მოსდის და მათ შორის სიძეებსაც, წინასწარ ბოდიში ჩემს მშობლებს, თუ მათთვის “სრულყოფილს” ვერ ავარჩევ, საბოლოოდ გავბნალურდები და იმასაც ვიტყვი, რომ მთავარია ადამიანი იყოს ბედნიერი, სად, როდის და როგორ ეს უკვე მისი საქმეა. ამ ქვეყნად ხომ ყველაფრი ინდივიდუალურია, მათ შორის ბედნიერების აღქმაც:)

 

harry potter

ჰარი პოტერზე ეხლა პოსტის დაწერა  ერთი შეხედვით დაგვიანებულია, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ დაახლოებით ერთი წლის წინ ბლოგოსფეროში ატეხილ ჟრიამულს, როცა ფილმის ბოლო ნაწილი-“სიკვდილის საჩუქრები” ტელეეკრანებზე გამოჩნდა. სამწუხაროდ მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ მე ეხლა მომეცა საშუალება  წამეკითხა ყველა ნაწილი (აქამდე მხოლოდ სამ ნაწილს ვატრიალებდი :დ). ხოდა რაღა დავმალო და ისევ ისე ჩამითრია, როგორც ძველებურად ხდებოდა ხოლმე, ორი დღეა  ამ წიგნების გარეშე არც ვჭამ, არც ვსვამ და თითქმის არც ვიძინებ, ერთადერთი რამაც მოახერხა და ინტერნეტს მომწყვიტა ესეც ჰარი პოტერია. მერე რა თუ აქ არც ფილოსოფიური აზრებია და პროფესიული რჩევები^^ უბრალოდ  ძალიან მსიამოვნებს მისი წაკითხვა და სულაც არ მექმნეა  დისკომფორტი, როცა მაგიდაზე ერთდროულად ჰესეს, ფამუქს, ჯოისს და “ჰარი პოტერს” ვდებ(ყველაფერს თავისი ადგლი აქვს, ნუ დროც:)).

მეოთხე ნაწილს რომ მოვრჩი ფილმსაც ვუყურე, მაგრამ არ მომეწონა.  ისეთივე შეგრძნება დამიტოვა რაც ადრე ფილმმა “ნათლიამ” წიგნის წაკითხვის შემდეგ. წიგნი სულ სხვაა და ეს უდაოა, წიგნში ყველა სიტყვა აყალიბებს პერსონაჟს, ფილმში კი მსახიობი ან ჯეკ ნიკოლსონი უნდა იყო, რომ წიგნია არ “გააბნძოს”, ან მივიღებთ ასეთ არასრულფასოვან პროდუქტს. თუმცა რეჟისორის და სცენარისტის გამტყუნებაც უაზრობაა, ფილმები კარგად და უფრო ძვირად იყიდება, საბოლოოდ კიდევ ყველაფერი კომერციაზე დადის. მითუმეტესრომ ბევრს, რომელსაც წიგნი წაკითხული არ აქვს შეიძლება ძალიანაც მოეწონოს ფილმი.

აგერ 19 წელი შემისრლდა,  ბევრი წიგნიც მაქვს წაკითხული, ჰარი პოტერი ჩემთვის ანაბანა სულაც არაა, მაგრამ მაინც აღფრთოვანებული ვარ ქალბატონი როულინგის წერის მანერით და ზოგადად ფანტაზიით.  თავისთავად ისიც დიდი ნიჭიერებაა, რომ ყოფითისგან სრუილად დამოუიდებლად შექმნა ახალი სამყარო, ახალი პროფესიები, სიტყვები, ქცევები, იდეები და ყველაფერი მართლაც ჯადოსნური გახადო.

როულინგმა არა მარტო ჩემი, არამედ ყველა ბავშვის ბავშვობა მოაჯადოვა. ალბათ საბოლოოდ შემოაღწია ჩვენს  გულებშიც და ჰარი პოტერიც ჩვენი ცხოვრების ჯადოქრად აქცია.  გავრცელებული ხმები, რომ ეს წიგნი  მავნეა ბავშვისთვის, ეშმაკეულისაა და ასე შემდეგ, ფანატიკოსების ბოდვაა და მეტი არაფერი. წიგნს არაფერი აქვს სიკეთის, უსაზღვრო ინტრიგის და მეგობრობის გარდა ^^

პ.ს. ძალიან მომეწონა რიტა სკიტერთან ( “კვრისი მისანის” ჟურნალისტთან) დაკავშირებული ეპიზოდი, ინტერვიუს მოჯადუებული კალამი თვითონ რომ იწერდა, და ჰარის “კი” და “არა” პასუხებს თვითონ რომ აგრძელებდა და გულის ამრევ სენტიმენტალობად აქცევდა. ფრიად კარგად მოარგო ავტორმა რიტას ბევრი ჟურნალისტი, ქართველიც კი :დ

ესეც ცოტა რამ თავად ავტორზე, უნდა მეთარგმნა, მაგარ დამეზარა ბოლოს :/

J.K.Rowling photo

J. K. (Jo) Rowling was born in 1965 and moved house twice when she was growing up. The first move was from Yate (just outside Bristol) to Winterbourne. The second move was when Jo was nine and she moved to Tutshill near Chepstow in the Forest of Dean.

Jo went to Tutshill Primary School, and then on to Wyedean Comprehensive. She was quiet, freckly, short-sighted and not very good at sports. She even broke her arm playing netball. Her favourite subject by far was English, but she also liked languages . . .
Jo always loved writing more than anything. ‘The first story that I ever wrote down, when I was five or six, was about a rabbit called Rabbit. He got the measles and was visited by his friends, including a giant bee called Miss Bee. And ever since Rabbit and Miss Bee, I have wanted to be a writer, though I rarely told anyone so. I was afraid they’d tell me I didn’t have a hope.’ At school she would entertain her friends at lunchtime with stories.

After school, Jo attended the University of Exeter in Devon where she studied French. Her parents hoped that by studying languages she would enjoy a great career as a bilingual secretary. But Jo recalls that she never paid much attention in meetings because she was too busy scribbling down ideas.

When she was 25, Jo was delayed on a train from Manchester to London. On the train Jo says that the idea for Harry Potter simply ‘strolled into her head fully formed’. But she didn’t have a pen so couldn’t write all her thoughts down! But the idea had taken hold and during the next five years she started writing and outlining the plots for each book.
Jo went to Portugal to teach English. There she married and her daughter Jessica was born. And she kept writing. When she returned to the UK, Jo had a suitcase full of stories about Harry Potter. She moved to Edinburgh with her young daughter and worked as a French teacher. In 1996 Bloomsbury offered to publish Jo’s first novel, Harry Potter and the Philosopher’s Stone.
‘The moment I found out that Harry would be published was one of the best of my life,’ says Jo.
Jo married Dr Neil Murray in 2001, and a brother for Jessica, David, was born in 2003. A sister, Mackenzie, followed in January 2005. She lives with her family in Edinburgh.
The Harry Potter novels have now sold approximately 450 million copies worldwide and been translated into 72 languages. Jo was the first children’s author to be voted the BA Author of the Year, and also to win the British Book Awards Author of the Year.

ორი წელი ბლოგინგში და დავიწყებული დაბადების დღე

ეხლა ილიასავით  მამა-პაპურად ტახტზე უნდა გავიჭიმო, ხელები თავქვეშ ამოვიკეცო და  მრავლის მომცემი ორი წელიწადის შესახებ დავიწყო ლაპარაკი.. ო,  დიდო ორო წელიწადო… მაგრამ ვგონებ  კადნიერება იქნება ჩემი ორი წელიწადის მსგავს პოზაში განხილვა, როცა არც სათქმელი და მითუმეტეს არც საფიქრალია ბევრი

.

ორი წელი ერთი შეხედვით არც ისე დიდი დროა, მაგრამ მთავარია რას გააკეთებ ამ დროში. ხან ერთ დღეს უფრო სარგებლიანად ვატარებ, ვიდრე მომდევნო მთელ თვეს. ასე რომ ვიღაცისთვისეს ორი წლიწადი, ვიღაცისთვის კი პატარაა  რამის გასაკეთებლად. ჩემს შემთხვევას უკანასკნელი ესაბამება.  სამწუხაროდ არ გავაკეთე იმდენი რისი  შესაძლებლობაც მქონდა,  არც კარგი ბლოგერი ვყოფილვარ როდესმე. კარგი ბლოგერობა ხომ ბევრად მეტ პასუხსმგებლობას ითხოვს საკუთარი ბლოგის წინაშე და ამ დროის მანძილზე ბევრად მეტის მიღწევასაც.

თუმცა, ყველაფერი მოტივაციაზეა დამოკიდებული, რომელიც ხან მქონდა და ხან არა. თავიდან მინდოდა, მერე აღარ, მერე ისევ მიდოდა და ბოლოს ჭეშმარიტად აღარც მინდოდა და მეზარებოდა კიდეც  ბლოგინგი. ესეც ჩემი მერყევი ბუნების დამსახურებაა, მერყეობაზე მეტად კი შეიძლება ის გამოიკვეთოს, რომ საკუთარი თავის რწმენა ნაკლებად მქონდა. ხან ვფიქრობდი, რომ ჩემი  მართლაც ნაჯღაბნები ვინმეს აინტერესებდა, რამეში ადგებოდა, ხან პირიქით, არავის ადგება და ასეთს დღიურშიც კი დავწერ-მეთქი. მაგრამ რაღაც მაინც სულ მაკავებდა,ის მომენტი ალბათ , მსახიობებს რომ ემართებათ სცენის მტვერის ჩასუნთქვისასJ(მტვერი  ბლოგის დიზაინის არჩევაში და ახალი კომენატრების წაკითხვაში ამოღამებული თვალებია:))).

რაც არ უნდა იყოს მაინც გავძელი  და აგერ 2 წელიც შემისრულდა 5 ივნისს. სამწუხაროდ გამომეპარა, მაგრამ ტორტს მაშინაც ვერ ვუყიდიდი და რა აზრი აქვს როდის გამახსენდებოდაJ

მოტივაცია ვახსენე და ერთს დავამატებ, მოტივაცია ჩემთვის ხშირად ვინმე უცნობის მიერ დატოვებული კომენტარი ყოფილა, სადაც კი არ მაქებდნენ  (ნუ ასეთებიც მიხარია :დ), არამედ იმ სათქმელს ამობობდნენ, რომელიც,  სადღაც, კუნჭულში მეც ვიცოდი, მოკლედ გზაზე მაყენებდნენ<3

ყოფილა ისეთი შემთხვევიბიც, როცა უცნობ მკითხველს უფრო  უთანაგრძნია და უფრო გაუგია ჩემთვის, ვიდრე „ტრუსიკის ახლობელს“.  ყოფილა შემთხვევებიც, როცა ისეთი ადამიანები აღმოჩენილან ჩემი მუდმივი მკითხველები, ვერასოდეს რომ ვერ წარმოვიდგენდი, ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემს ქიმიის მასწავლებელსაც კი წაუკითხავს ჩემი ბლოგი. ნუ ეს შემთხვევაზე მეტად შოკი უფრო იყო:დ

ყოფილა შემთხვევა როცა გავულანძღივარ, როცა ვუქივარ,  არ დავმალავ და მქონია რომანული ეპიზოდებიც 🙂 მოკლედ ბევრი შემთხვევა მქონია, ბევრი რამ გამიგია, იმედი მაქვს მისწავლია კიდეც^^ და დღეს ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ ბლოგი არც ისე ცუდი რამეა, რომ ღირდა მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში, თუნდაც იმისთვის, რომ საკუთარი თავის, აზრების, ფიქრების მობილიზაცია მომეხდინა. მერე რა თუ ამ ბოლო ფრაზით იმ ადამიანების აზრს გავამართლებ ვინ ბლოგერებს კომპლექსიან ადამაიანებად თვლის, რომლებსაც ვირტუალურის გარდა სხვა ცხოვრება არ აქვთ:დ ძალიანაც მაქვს, მაგრამ  ამ სამყარომ ისეთ ადამიანებს შემახვედრა ვის გაცნობადაც ჭეშმარიტად ღირდა ორწლიანი ბლოგინგი. და თუ ეხლა იშვიათად ვწერ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბლოგმა თავისი თავი ამოწურე. პერიოდი მაქვს უბრალოდ ასეთი.

მოკლედ, ჰეფი თუ მი!

გამოცდა, გამოცდამდე, გამოცდაზე…

მოვიდა ფინალური გამოცდების წინა დღეები და ჩემს სისხლში საგრძნობლად გაიზარდა კოფეინის დონე.  ერთი ყავა არ მაქვს დალეული მეორეს რომ ვიდუღებ. რატომღაც მგონია ეს მაფხიზლებს, სინამდვილეში კი მოქმედებას მხოლოდ მაშინ იწყებს დაღლილი ძლივს რომ გადავწყვეტ დაძინებას.  ბალიშზე თავს დავდებ და თვალებს დავხუჭავ თუ არა მაშინვე ვფიხიზლდები, უაზროდ ვწრიალებ და ვფიქრობ როდის დამეძინება..

ხვალ დილით გამოცდა მაქვს და ყველაფერი ისევ ისეა, როგორც წინა გამოცდებზე იყო// დღესაც გამომიჩნდა სხვა საქმე და დღესაც მთელი დღეა იმას ვუმტკიცებ თავს, რომ აღარასოდეს მოვიტოვებ სასწავლს გამოცდის წინა დღისთვის, რომ მეყოფა ძალა და დავიწყებ მეცადინეობას ადრე, რომ დავიძინებ გამოცდის ღამეს, მაშინ როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდება და დილით ორმაგად გამოშტერებული არ მივუჯდები ესოდენ არასასურველ საქმეს..

ყველაფერი ისევ ისეა და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვიცი, ყველაფერი ისევ ასე ინება..

ისე, არ ვნერვიულობ, თუ საკითხები არ მომეწონა, არ დავწერ მაღალი ქულა მინდა.

არც სხვა დროს ვნერვიულობ ხოლმე,  უფრო სწორად ვნერვიულობ იმ მომენტში, როცა დამკვირვებელი საკითხებს არიგებს და ჩემ წინ მყოფებმა  ჩემზე ადრე რომ იციან რას დაწერენ..  ამ დროს მგონია, რომ საერთოდ არაფერი მახსოვს, საერთოდ არაფერი ვიცი, პანიკურად ვიმეორებ  კონსპექტებს, უფრო სწორად გაუაზრებლად, შეიძლება ათჯერ წვაიკითხო და ვერ მივხვდე რას ვაკეთებ..

საკითხებს რომ ვიღებ ვწყნარდები, გასაქცევი აღარსად მაქვს და  “რაც არის არის” პრინციპით ვიხსენებ ყველაფერს რაც კი შეიძლება ამ საკითხზე გაგონილი მქონდეს..

გამოვდივარ გამოცდიდან და მგონია, რომ ყველაზე საშინლად, ტრაგიკულად დავწერე :დ

ხვალაც ტრაგიკულად დავწერ თუ დღეს არ ვიმეცადინე<3

დღეს გამოცდის წინა საღამოა, მაშასადამე უკვე პანიკაში ვარ და მგონია, რომ ვერაფერს მოვასწრებ…

არა, შემდეგი გამოცდისთვის აღარ მოვიტოვებ წინა დღეს სასწავლს..