
მარათონი ძალადობის წინააღმდეგ
2012 წლის 1 ივლისს, კვირას, 17:00 საათიდან – 19:00 სთ.ზე,თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, თემქის მხრიდან,”საქართველოს მატიანეს” მონუმენტიდან, გაიმართება გარბენი ”თუ ძალადობის მსხვერპლი ხარ! ნუ გაჩუმდები! ”.
2012 წლის 1 ივლისს, კვირას, 17:00 საათიდან – 19:00 სთ.ზე,თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, თემქის მხრიდან,”საქართველოს მატიანეს” მონუმენტიდან, გაიმართება გარბენი ”თუ ძალადობის მსხვერპლი ხარ! ნუ გაჩუმდები! ”.
ისე მხუთავს ეს სიცხე, რომ ხან სუნთქვაც შეუძლებად მეჩვენება. ვიცი რომ უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ ვერაფრის გაკეთებას ვერ ვახერხებ. სადმე მინდა წსვლა. იქ, სადაც არავინ მიცნობს და მეც არავის ვიცნობ. ოღონდ, მაინც არავის გავიცნობ. იქ მინდა წასვლა სადაც ზღვაა, სადაც არ დადიან მანქანები, სადაც პატარა კაფეებია ცივი ყავით სავსე. სადაც შეგიძლია შეხვიდე, შეიტანო შენი პატარა რვეული და წერო რაც გაგიხრდება. უცხო პირების მეთვალყურეობის გარეშე.
მარტო მინდა.
ფიქრი მინდა.
გადახარშვა მინდა.
დავიღალე.
გამუდმებული სემნტიმენტებისგან, პათეტიზმისგან დავიღალე.
სხვაგან მინდა.
უცხო ქალაქში.
იქ, სადაც გადაფასებაც და შეფასებცა ერთდროულად შესაძლებელი იქნება. იქ, სადაც არავინ შემზღუდავს თავისი თავით.
იქ, სადაც მხოლოდ მინდვრის ყვავილები ფასობენ და არა ცელოფანში გამომხრჩვალი თაიგულები.
იქ მინდა, სადაც უყვართ და თუ არ უყვართ არც ესაა დიდი პრობლემა.
იქ მინდ,ა სადაც არ არსებობს მოდა, რადგან დეტალები არ მეორდება და თუ არ მეორდება, მაშინ ყველა ჰგავს თავის თავს.
იქ მინდა, სადაც მიმიღებენ და წამოსვლის ჟამს ტკბილად დამემშვიდობებიან.
პატარა კაფეების ქალაქში მინდა.
თითქმის დასრულდა პირველი სემესტრი და ერთადეთი რაც მთელი წლიდან დარჩა საშნელი უკმაყოფილობის გრძნობაა. ერთხელ დავწერე და კიდევ ვიმეორებ თსუ-ში სწავლის ხარისხი საკმაოდ დაბალია. მავანმა და მავანმა მითხრეს, რომ ვცდებოდი და თუნდაც გამოცდების სამართლიანი სისტემა ერთ-ერთი კომპონენტი იყო სწავლის მაღალი ხარისხისა, მაგრამ მაინც ვერ დავეთანხმები.
არ მომწონს არც სწავლის სისტემა, არც ლექტორების მოტივაცია და არც მუდმივად არაინფორმირებული ადმინისტრაცია. თითოეულზე უკვე საკმაოდ გამყარებული არგუმენტი მაქვს. მაგრამ ამ ყველაფერსაც, რომ გავანებო თავი, მაინც მრჩება ერთი, ერთობ მნიშვნელოვანი პრობლემა. “მიზანმიმართული დაჩლუნგება”, “ზუბრიაჩკობა” რაც გინდათ ის დაარქვით ამ პრობლემას. სად რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ბიოლოგიის მიმართულებაზე სტუდენტები რომ არ აზროვნებენ ამაში დარწმუნებული ვარ. ხოდა წარმოიდგინეთ ეხლა მეცნიერი, რომელიც ვერ აზროვნებს და ფაქტობრივი ცოდნის ინტეგრაციას ვერ ახდენს.
ცოდნა რომელიც წელს მივიღე მიზერულია, მიუხედავად იმისა, რომ საკამოდ მაღალი ქულები მყავს. პრობლემა მარტო იმაში არ მდგომარებს, რომ სტდენტთა უმეტსობა გამოცდების წინ სწავლობს. ეს უფრო ღრმად განსახილველი საკითხია. თამამად შემიძლა ვთქვა, რომ ყველაფერს ვიზეპირებ, ზოგიერთები მეუბნებიან, აბა როგორ გინდა, ანატომია და ბოტანიკა უნდა იზეპიროო, ნაწილობრივ მეც ვეთანხმებოდი, სანამ ჩემი ახლობელი, რომელიც თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლობს (იქაური სისტემიდან გამოდინარე ბიოლოგიის შესავლის მსგავს საგანს უბრალოდ გადის) თავის დავალებას არ გამომიგზავნიდა. დავალება 5 საკითხისგან შედგება და ხუთივე აზროვნებას, მსჯელობას, ფიქრს, ზოგად და ფაქტობრივ ცოდნას მოთხოვს. სიმართლე რომ ვთქვა საკმაოდ მარტივი საკითხებია, მაგრამ გაკეთება მიჭირს უკვე, იმიტომ რომ არ ვარ შეჩვეული მსგავსი ტიპის დავალებებს. კი არადა, ჩვენ საერთოდ არ გვაძლეევენ დავალებებს (რამდენიმე საგანს თუ არ ჩავთვლი).
რა არის ადამიანი? ზოგადად ცოცხალი ორგანიზმი? როგორ მუშაობენ მისი ორგანოები, ცალ-ცალკე? რა თქმა უნდა არა. მაგრამ ჩვენ ყველაფერს ცალ-ცალკე ვსწავლობთ, ჩვენ უბრალოდ ვიზეპირებთ, არ ვახდენთ ანატომიური სტრუქტურების ერთმანეთთან დაკავშირებას, ზედმეტად არ ვფიქრობთ, ამიტომცაა, რომ სტუდენტთა სიის რეიტინგში მოზეპირეთა პლიადაა.
ვიღაც შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ არაფერს ისე არ ვნანობ, როგორც აქ ჩაბარებას, უნივერსიტეტმა თავისი მშრალი ლექციებით, მშრალი გამოცდებით და გამოთაყვანებისკენ მიდრეკილი სისტემით მთლიანად ჩამიკლა სწავლის სურვილი.
ამ სემესტრში გავდივარ ძალიან საინტერესო საგანს-ბიოსოციოლოგიას, ფაქტობრივად ფსიქოლოგიის მსგავსია. აქ თავისუფლად შეგიძლია გამოთქვა და დაასაბუთო შენი აზრი, იკამათო მეცნიერთა დასკვნებზე, მაგრამ ერთადერთი რაც ორსაათიანი ლექციის განმავლობაში ხდებოდა, ეს იყო ერთი და იმავე ამბებს გამეორება, over and over again…
ოთხშაბათს გიგი თაევზაძესთან და ალექსანდრე კვიტაშვილთან “ცხელმა შოკოლადმა” შეხვედრა მოაწყო, რომელსაც დისკუსიის სახე ჰქონდე. შეძლებისდაგვარად ითქვა იმ უამრავი უარყოფითი მხარის შესახებ, რომლებიც ჩვენს უნივერსიტეტებს გააჩიათ, გაიჟღერა “დაზეპირების” პრობლემამაც, თუმცა, როგორც მივხვდი ჩვენს რექტორს დიდად არ აინტერესებს ეს პრობლემა.
საქართველოში დღეს მეცნიერება მკვდარია, უმეტესობა ამას მთავრობას აბრალებს, ხშირად საფუძვლიანადაც, მაგრამ მთავარი პრობლემა ძირშია. უფრო სწორად ჯერ სკოლაში და შემდგე ბაკალავრიატში, სკოლამ რაც შეძლო მომცა, ამ ერთმა ინერტულმა წელმა კი ესეც წამართვა. მე თუ მხოლოდ ასეთი ცოტა შევმატე ჩემს თავს ყოველ წელს, ეჭვი მეპარება 4 წლის შემდეგ არათუ დიდ მეცნიერებაში, არამედ უბრალო სკოლაში მუშაობა შევძლო.
2 წელია დღეებს საკუთარ თავთან ბრძოლაში ვატარებ. ყოველდრიურად ვფიქრობ, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, თუმცა ფიქრი ფიქრად რჩება, მოქმედება კი მოქმედებად.
ორი წელია თავს ვეღრ ვცნობ, უნებისყოფობა, ღამეები გათენება, ამოღამებული თვალები, გამუდმებული რეგრესი და სხვა ნიშნები გახდა სიმპტომები ჩემი ახალი სენისა.
სწორედ იმ სენის, რომელსაც მოცემულ მომენტში თუნდაც facebookომანიას დავარქმევდი.
მთელ საღამოს ვატარებ აქ, ღამე ვწვები თვალებამომშრალი , გაღიზიანებული და საკუთარი თავისადმი ზიზღის გრძნობით გაჟღენთილი.
იმ დროს, რომელიც ყველაზე ძვირფასია, როცა ყველა მეტის სწავლის, გაკეთების უნარი მაქვს ვახარჯავ ხშირად აrაფრის მომცემ საიტს. ჩემთვის და ბევრისთვის ფეისბუქმა და ინტერნეტმა თითქმის ერთი და იგივე სახე მიიღო. დიდი ხანია ვფიქრობ ჩემი პროფილის გაუქმებას, მაგრამ ვერ ველევი ზღვა ინფორმაციას სხვადასხვა ღონისძიებებზე, ვერ ველევი ადამიანებს რომლებიც აქ გავიცანი, ვერ ველევი ჯგუფების სიტუაცია, მაგრამ ვერ ვხვდები, გონებით, გულით, სულით, ვერ ვიაზრებ იმას, რომ შეველიე საკუთარ ინტელექტს, შეველიე საკუთარ ინტერესებს და ერთ, ყველაზე მთავaრ ინტერესედ ფეისბუქზე სტატუსების წერა, სურათების “დალაიქება”, ადამიანებთან საუბარი ვარჩიე.
მე ავად ვარ. ავად ყოველგვარი ფიზიკური ტკივილის, ავად ყოველგავრი დასკვნის ფურცლის გარეშე.
არ მჭირდეაბ ექიმი ამის მისახვედრად, დიაგნოზი ისედაც ნათელია.
ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მარტო ჩემი უნებისყოფობის ბრალი არაა, თითქოს ფეისბუქი მივსებს იმას, რაც რეალურ ცხოვრებაში მაკლია(თუმცა ესეც რეალობაა). და თუ მე მართლა ამდენი მაქვს შესავსები მაშინ კიდევ უფრო მეცოდება თავი.
ვერ ვიქნები ცალსახა და ვერ ვიტყვი რომ ჩვენს პირწიგნაკს მხოლოდ უარყფითი თვისებები აქვს, მაგრამ ყველაფერი ფარდობითია და მეც იმდენად დიდი ზიანი მომიტანა, რომ დადებითის დანახვას ხშირად ვერ ვახერხებ, თუ ვახერხებ მაშინ ის მეტად უმნიშვნელო მეჩვენება.
დაფაქ, ეხლა მაინც შევალ ფეისბუქზე, იმიტომ, რომ ეს პოსტი უნდა “დავაშეარო”, შევალ და შეიძლება დამხვდეს “ნოთიფიქეიშენი”, შეტყობინება, ან სულაც მეგობრობის თხოვნა, ყველა ვარიანტში მე შევყვები მიმდინარე მოვლენებს და ფეისბუქისთვის გათვლილ 5 წუთს 30 წუთად ვაქცევ.
ამაზრზენია როცა ხედავ როგორ ლპები.
.
ფეისბუქი პირდაპირ აჩლუნგებს ადამიანს, უბლაგვებს აზროვნებს და აჩვევს მას სხვადასხვა სლენგს, ათასგვარ უკბილო “ღადაობას” და სხვა “სიკეთეებს”. თქვენი არ ვიცi, მაგრამ მე უბედნიერესი ვიქნები თუ ეს პანდორას ყუთი გაუქმდება და ჩვენს დაჩლუნგებასაც ბოლო მოეღება.
ხანდახან განსაკუთრებით მეშლება ნერვები იმაზე, რომ ჩემი ბლოგი სათანადოდ პოპულარული არ არის. ეს “ხანდახან” კი მაშინ დგება, როცა გარკვეული სახის ინფორმაცია მაქსიმალურად დიდი რაოდენობის მკითხველს მინდა მივაწოდო. მას მერე რაც არსად ყვირილმა შედეგი არ გამოიღო ისღა დამრჩენია აქ მაინც დავპოსტო იმ იმედით, რომ მომავალში ყველაფერი სხვანაირად იქნება.
დაახლოებით ორი თვის წინ ჩავები პროექტში “ასწავლე მოსწავლე”-ს, რომელიც ჯავახიშვილის უნივერსიტეტის თვითმართველობამ გაავრცელა. ეს იყო განათლების სამინისტროსა და საქართველოს სტუდენტთა დასაქმების ორგანიზაციის-Sec-georgias, ერთობლივი საგრანტო პროექტი, რომელიც გულისხმობდა სტუდენტების პროფესიული თემატიკიდან გამომდინარე ოთხი პრეზენტაციის გაკეთებას სხვადასხვა საჯარო სკოლებში. მოკლედ გადავიხადეთ ამ ორგანიზაციაში არსებული საწევრო-5 ლარის ოდენობით და ათკაციანმა ჯგუფმა დავიწყეთ გარკვეულ პრეზენტაციებზე მუშაობა. ყველა ჯგუფში არიან ადამიანები რომლებიც მუშაობენ და ადამიანები რომლებიც არ მუშაობენ. გუნდის პირველი შეცდომა ალბათ ის იყო, რომ არმომუშავე ადამიანების არსებობა დავუშვით, თუმცა პრინციპში სხვა გზა არც გვქონდე მემგონი. მოკლედ აღდგომის წინა კვირაში გადავდეთ ყველა საქმე და დილიდან საღამომდე ჩართულები ვიყავით აღნიშნულ საქმეში. ხო, ხელმძღვანელი და ზოგადად ამ პროექტის “დიდი პასუხისმგებლობის” მქონე ადამინაი აღმოჩნდა, მუდმივად უკმაყოფილო იყო ჩვენი ნამუშევარით და ხშირად გვამკობდა სხვადასხვა ეპითეტით. საბოლოოდ, რამდენიმე ღამის გათენების შემდეგ, მთელი წითელი პარასკევი თავის ოთახში დაგვტოვა და გვამუშავა (ნუ იქაც გარკვეული რაოდენობის ბავშვები ვმუშაობდით). კარაგდ მახსოვს სახლში ბოლო მატარებელს გავყევი და და შაბათ დილით ისევ ისევ ოფისში დავბრუნდით, ჩვენი მუდმივად უკმაყოფილო უფროსის გული, რომ მოგვეგო. რატომღაც მაშინ კარგად ახსოვდა დრო, რომელზეც ჩვენთან შეხვედრა ჰქონდა დანიშნული(ეხლანდელისგან განსხვავებით). ამის გარდა აღდგომის შემდეგაც მივედით, ჩვენ ყველა პრეზენტაცია მზად გვქონდა, ჯერი უკვე ხელმზღვანელზე იდგა. რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, სკოლაში გავიდა მხოლოდ 2 წყვილი, 5 წყვილიდან და ისინიც ყოვლად უყურადღებოდ, დაპირებული მეთვალყურეების გარეშე.
“ეპიკი” ამ ფარსის ის იყო, რომ ე.წ. დაპირებული საჩუქარი უფასო საგზურები ლიტვაში განაწილდა იქამდე სანამ პროექტი დასრულდებოდა ანუ ე.წ. “ლიდერები” გამოცხადდებოდნენ:) ღმერთმანი, ან ჩვენი ხელმძღვანელი ფლობდა ზებუნებრივ ძალებს და ყოველგვარი პრეზენტაციის გარეშე მიხვდა, რომ “ის ამას იმსახურებდა” ან ჩვეუელბრივი ქართული ასპექტები ამუშავდა.
ერთ კვირაზე მეტია დავრბივართ სექ ჯორჯიაში, მივმართეთ თვითმმართველოBასაც, თუმცა არავის სურს დაიცვას ჩვენი უფლებები, თუკი საერთოდ გაგვაჩნია ისინი აღნიშნულ შემთხვევაში.
პ.ს. პოსტში არავის ვდებ ბრალს, გამოვთქვამ ვარაუდებს და აღვწერ პროცესს, პირველად ვნანობ რომ არ ვარ იურისტი და არ ვიცი ამ წუთას რა გზით შემიძლია ბრძოლა. თავს უმწეოდ ვგრძნობ, იმიტომ რომ ვიცი, ეს არც პირველად ხდება, არც მეორედ და არც უკანასკნელად. მშივიდობით მოხმარეთ ყველამ თქვენი “სამართალი”:) ხუმრობის გარეშე კი გეტყვით, რომ სადაც არსებობს უსამართლობა იქ სამართალიც იარსებებს, ხოდა მაგ სამართლის გეშინოდეთ ჩემო ტკბილებო:)