თსუ

რაც სწავლა დაიწყო ერთი სიტყვა არ მითქვამs თსუ-ზე,  თსუ-ს რეალობაზე და იმ ყველაფერზე რაც იქ ხდება, ან არ ხდება, არადა უნდა უნდა მოხდეს. მოგატყუებთ, რომ ვთქვა ჯავახიშვილში ჩაბარებაზე ვოცნებობდი-თქო, მეტიც, სხვა უნივერსიტეტში მინდოდა, მაგრამ  ფინანსების გამო იძულებული აღმოვჩნდი აქ მოვხვედრილიყავი.  ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარს უნივერსიტეტი, ვერ ვიტყვი რომ მისი კრიტიკა სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ  ხომ უნდა ამოვიღოთ ხმა, ხომ უნდა ვთქვათ რაც არ ვარგა, რაც გამოსასწორებელია, ხომ უნდა გაიგოს ხალხმა, რომ ჯავახიშვილი ცარიელი ბუტაფორიარაა, ძველ დიდებას ამოფარებული აჩრდილი.  არ მაინტერესებს გეპეის ან სხვა უნივერსიტეტბს რომ სჯობს,  მე ხომ ვიცი, რომ ის არ აკმაყოფილებს ელემენტარულ სტანდარტებს.  მე ხომ ვიცი, რომ უნივერსიტეტი არ არის პერსპექტივების და იმედების სამყარო,  მეტიც, რაც უფრო ვუახლოვდები და ღრმად ვიხედები, უფრო  მკვეთრად ვგრძნობ ჩამყაყებული სისტემის სუნს.

პირველი კურსის, პირველი სემესტრი დავასრულე და ის დროა საბოლოოდ რომ უნდა განვსაზღვრო მიმართულება. იქიდან გამომდინარე, რომ  ბიოლოგია მომწონს და მაინტერესებს თან ჩავაბარე კიდეც, გადაწყვეტილი მაქვს ავირჩიო ან გამოყენებითი ბიოტექნოლოგიები ან თვითონ წმინდა ბიოლოგია.  მინდა ჩემი არჩევანი სწორი იყოს, ნუ მთლად თუ არ გამიმართლებს არ დამაზარალოს მაინც, მაგრამ არჩევანის გაკეთება ძალიან მიჭირს. მივდივარ ორივე მიმართულების წარმომადგენლებთან და ვთხოვ,  მითხრან რა პერსპექტივა მაქვს რეალურად, რას უნდა უნდა მოველოდე, რას მასწავლიან და საერთოდ რატომ უნდა ავირჩო მათი მიმართულბა. სასაცილოა, ისეთ ოცნების კოშკებს აგიგებენ ინატრებ ნეტა აქ ვაბარებდეო, და იმ შეგრძნებით გახარებული, რომ შენ მართლაც აქ ჩააბარე, ბედნიერად და ამაყად გამოხვალ  ბიოლოგების კორპუსიდან.  ამ დროს უკავშირდები რომელიმე მესამე  ან მეოთხე კურსელს, უსმენ მათ გატეხილ ხმებს, გრძნობ ფარულ ირონიას შენი ოპტიმიზმის მიმართ, რდა ხვდები: არ არსებობს არც დაპირებული სამსახურები და არც დაპირებული გაცვლითი პროგრამები. ეს ყველაფერი კარგად მოფიქრებული რეკლმის ნაყოფია, რომლითაც პირველ კურსელ “პინგვინებს” იზიდავენ.  მესამე კურსზე დასაქმდები კი არა, მაგისტრატურაშიც ისე მშვენივრად გადაბრძანდები, რომ საკუთარი პროფესიით ერთ დღესაც ვერ იმუშავებ ანაზღაურებად სამსახურში.

უპერსპექტივობას რომ თავი დავანებოთ, ვერც სწავლის ხარისხით იამაყებს თსუ.  არავინ არ გთხოვს დიდად სწავლას, მესმის, რომ ეს უკვე “უმაღლესია” და ყველა სტუდენტს თვითონ უნდა ჰქონდეს გაანალიზებული რას აკეთებს, რისთვის დადის ყოველდღე მაღლივში, მაგრამ ზოგადად უნივერსიტეტიც ვალდებულია, მთელი სემესტრის მანძილზე იყოს მკაცრი  და არა მარტო გამოცდების დროს. მეორეს მხრივ,  შეგიძლიათ მითხრათ ვინმემ დასაბუთებით, როგორ ისწავლის სტუდენტი კარგად ფიზიკას, ქიმიას და  კალკულუსს, თუ არ მისცემ სახლში დავალებას, თუ დააკმაყოფილებ მას კვირაში ორსაათიანი პრაქტიკული მეცადინეობით. ვიცი, რომ გარკვეული ლექტორები აძლევდნენ დავალებებს, მაგრამ ამხელა უნივერსიტეტში სწავლის ხარისხი გარკვეულ და ხშირად ერთეულ ლექტორებზე არ უნდა იდგეს.  მე არ ვიცი, როგორ, თუმცა დარწმუნებული ვარ დეკანატმა და სხვებმაც ძალიან კარგადაც იციან როგორ,  უნდა გაუმჯობესდეს სიტუაცია, სავარაუდოდ, ჩემი აზრით, მთელი სისტემა ახლიდანაა შესაქმნელი.

და ბოლოს, უნივერსიტეტში არის “თვითმმართველობა”,  სტუდენტების 80%-თვის, რომლებიც არ არიან ზემოთხსენებულ  ორგანიზაციაში გაწევრიანებულნი, ის სამართლიანად, ან არასამართლიანად მხოლოდ დაცინვის საგანს წარმოადგენს. რა თქმა უნდა არიან ისეთებიც, რომლებიც ზოგადად ეჭვექვეშ აყენებენ  თვირთმართველობის მიერ ბიუჯეტის სწორად ხარჯვას და კორუმპირებულ კოორდინატორებსა თუ თვაჯდომარეებზე იწყებენ საუბარს. შეიძლება თვითმართველობა მართლაც აკეთებს რაღაცს, არ ვიცი, (ნუ მე ახალი ვარ და ჯერ ახლო შეხება არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ გაწევრიანებულიც ვარ), შეიძლება ეს ხალხი ცდება და ჭორებიც ბოროტი და შურიანი ენების დამსახურებაა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, როცა ამხელა უნივერსიტეტის თვითმმართველობის უფროსი, ან  უბრალოდ წევრი ხარ, ვალდებული ხარ დაიბრუნო ნდობა, პატივისცემა და ნორმალური ოპოზიცა, რომელიც ფაქტებით დაგიწყებს კამათს, სხვებს კი ვისაც არ დაეზარებათ და უბრალოდ ჭორაობა მოუნდებათ, არ უნდა შეეძლოთ შენი ლანძღვა.

არც თუ ისე სასიამოვნო პოსტი გამომივიდა, მაგრამ ვიცი, რომ სიმართლე დავწერე, ისიც ვიცი, რომ მოქმედებაა საჭირო და მარტო ლაპარაკი არაფერს შველის, თუმცა რაც ახლა შემეძლო ეს იყო.   ამ საკითხზე უნივერსიტეტშიც ვისაუბრე რამდენიმე ადამიანთან და მცირე დაინტერესება ვნახე მხოლოდ,  უმეტესობას უბრალოდ “კიდია”, ალბათ, სწორედ ამ “ფეხებზე დაკიდების პოლიტიკის” გამოა, რომ ქვეყანა გაუთვითცნოიერებული, საკუთარ თავში ჩამოუყალიბებელი და რაც მთავარია, უცოდინარი კადრებით არის სავსე,

და მაინც, მიუხედავდ ამ ყველაფრისა, მიუხედავდ ამდენი კრიტიკული აზრისა, მაინც ძალიან მიყვარს თსუ, და რაც მთავარია ვამაყობ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლემწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ.

ფოტოს ავტორი: ლევან მელიქიშვილი

პირობები

აღარ მახსოვს რამდენი ხანი გავიდა მას მერე რაც პირობების დადება დავიწყე, სხვასთან  რასაც ვდებ იმას კიდე ვასრულებ, მაგრამ საკუთარ თავს  ხშირად ვატყუებ. მათი შესრულება ხან  მეზარება, ხან მავიწყდება, ხან კი იმდენად აღარ მაინტერესებს რამდენადაც ადრე. დრო კი გადის და ზუსტად ვიცი, დადებულ პირობებს რომ ვასრულებდე ყველაფერი უკეთესად იქნებოდა, მეც უკეთესი ვიქნებოდი, მაგრამ ნებისყოფის ამბავია. ყველაზე მთავარი და ყველაზე გრძელვადიანი პირობებიდან რადენიმეს გეტყვით:

1) საღამოს საათებში დავივიწყო მაცივრისკენ მიმავალი გზა.

2)არ დავიძინო ღამის 3-ზე, 4-ზე, 5ზე, 6-ზე, 7-ზეც  კი:(

3)არ ვხარჯო ესეოდენ ბევრი დრო, ესოდენ უმნიშვნელო საიტებზე.

4)მივხედო ბლოგს.

5)წავიკითხო ის წიგნები, რომლებიც ამდენხნიანი დებისგან დამტევრილი და ყდა გაყვითლებულია.

6)როგორმე, როგორღაც მოვეშვა ილუზიების შექმნას იმ ადამიანზე, რომელსაც მხოლოდ მეგობრუილი ინტერესი თუ ექნება, ნუ ესეც მაქსიმუმ.

7)არ მივიყვანო სამეცადინო ბოლო, გამოცდის წინადღემდე! არა, არა, არა!

8 )დავასრულო დაწყებული საქმეები.

აღარ მხსენდება მეტი, რაც გავიხსენე იმათაც ვერ ვასრულებ და რა აზრი აქვს. თითქოს რთული შესასრულებელი არცერთი არ უნდა იყოს, მაგრამ როგორც ჩანს იმაზე მეტად რთულიც კია ვიდრე ეს სხვას წარმოუდგენია.

დავიღალე, გამუდმებით საკუთარ თავთან ბრძოლით, დაუკმაყოფილებლობით და არასასურველი შედეგებითგამოვიფიტე.

ერთ, არა ორი პირობა მაინც რომ შევასრულო, ალბათ ყველაფერი კარგად თუ არა უკეთესად მაინც იქნება.

ისე

სულაც არ ვაპირებდი დღეს რამის დაწერას.. ისე შემოვიხედე და რაღაცნაირად დიზაინის შეცვლა მომინდა.  ხო,  იმ დიზაინის ჩემს დილემად, რომ არი ქცეული.  ყველაფერში ასე ვარ და ნერვები მეშლება, გააწყვეტილების სწრაფად მიღება მიჭირს:( რამდენი ხანია რაღაცის ყიდვა მინდა და ვერ მოვახერხე, ფული კიდე მეხარჯება. მოკლედ, ბევრი დრო არ მაქვს, უბრალოდ გახარებული ვიყავი ჩემი ქულებით და მინდოდა სადღაც კიდევ გამომეხატა:)

ისე ძალიან დავიღალე.. რაღაცნაირად გადავიტვირთე.. ხან იმდენი პრობლემაა ხოლმე ერთდროულად:(

და ერთი სული მაქვს როდის მორჩება ეს ჯოჯოხეთი გამოცდები. პრინციპში ერთიღა დარჩა<3