რამდენჯერ გავბრაზებულვარ და შენზე არაფერი დამიწერია. ძალიან პირადი იყავი და არ გასაჯაროებდი. მაგრამ ხომ არის მომენტი როცა ტკივილს სხეული ვეღარ იტევს და გინდა ხმამაღლა გაჰკიოდე ყველას გასაგონად.
არ ვიცი რა მოხდა, არ ვიცი რა ხდება. ყველაფერი კი ნამდვილად იცვლება. მეტიც ყველა იცვლება.
სიყვარულიც და სხვა ათასი ბლა ბლა ბლაც…
როგორ არ მეთმობი…
მაგრამ სიყვარული ყველაფერს არ ჰყოფნის…
ბავშვობაში ვფიქრობდი რომ მე მაგარი გოგო ვარ ^_^ აი ფილმებში, სუპერ გოგონები რომ არიან ისეთი… მეგონა რომ მეც ძლიერი ვიქნებოდი და შენნაირებს კისერს მოვუგრეხდი :დ
ჰმმ.. მეტი არაა ჩემი მტერი.
მეც სენტიმენტალური შტერი გოგო ვარ, მეც მიყვარს რომანტიკული თავსატეხები, მეც შემიძლია ამის გამო ცრემლის ღვრა. მეც არ ვარ მაგარი.
არ უნდა მტკიოდეს, მაგრამ მტკივა და გულსაც ბაგა-ბუგი გააქვს. ისე თითქოს ყელში იყოს ამომჯდარი და ამოხტომას ლამობდეს.
ბრაზი მახრჩობს რომ შენთან ვარ.
დავიღალე. აი ყველაფრით რომ იღლებიან ისე დავიღალე.
არა, მე მაინც მაგარი გოგო ვარ. მე მაინც მექნება ყველაფერი ჩემი და ჩემი ფილმიც ისე დამთავრდება როგორც ყველა რომანტიკული დრამა..
ან კარგად, ან ცუდად…
ეს ტკივილიც ხომ ჩემია, მარტო ჩემი.