სტუდენტები წარმატების გზაზე?!

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერ მინდა, მაგრამ ყოვეთვის სხვადასხვა მიზეზების გამო გადამქონდა ხოლმე შემდეგი დროისთის. ისე,  არც ახლა  მცალია,  შუალედურები მაქვს თავსდატეხილი და წესით პოსტებს არ უნდა ვწერდე, მაგრამ მოგეხსენებათ გამოცდების პერიოდი, ოღონდ ამ დროს ცოტა ხანს მაინც სამეცადინოს გამოაღწიო თავის და რას აღარ გააკეთებ, ბლოგი თუ გაქვს პოსტსაც დაწერ.

მინდა ეს პოსტი ჩემს კურსელებს, არაკურსელებს, ზოგადად სრუდენტებს და ახალგაზრდა ადამიანებს მივუძღვნა და გავუზიარო ის გამოცდილება, ის იმედგაცრუებები რაც მე დამიგროვდა.

აგერ უკვე მესამე კურსზე მოვიყარე და დღემდე არ მაქვს ერთი გარკვეული გეგმა, რომელსაც მივყვები, რომლის ერთგულიც ვიქნები და რომელსაც განვახორციელებ. გეგმა არ მაქვს იმიტომ რომ არ მაქვს გამოკვეთილი მიზანი, გამოკვეთილი მიზანი არ მაქვს, იმიტომ რომ არ მაქვს გამოვეთილი სურვილი. კი,  ეს პროცესი ჯაჭვურია.

ყოველდღე ვუყურებ ჩემსავით გზააბნეულ სტუდენტებს, რომლებიც საკუთარ ცხოვრებაში თავს ისე გრძნობენ როგორც ლაბირინთში, თუმცა კი ხშირად იმდენად ინერციულია მათი ქმედებები რომ ნაკლებს ფიქრობენ, ან საერთოდ არ ფიქრობენ.

მე ვიცნობ სტუდენტებს, რომლებსაც არ უყვართ თავიანთი პროფესია, რომლებმაც არც კი იციან საკუთარი პროფესიის დანიშნულება, შესაბამისად არ ესმით როგორ უნდა განვითარდნენ პროფესიულად. სწავლობენ იმიტომ რომ დედას, მამას, მეზობელ ანჩო/მანჩოს გააგებინონ.

მე ვიცნობ სტუდენტებს, რომლებსაც  არ უყვართ საკუთარი პროფესია, მაგრამ მაინც კარგად სწავლობენ, იზეპირებენ საგნებს, აკეთებენ პრეზენტაციებს, მაგრამ არასოდეს სიღრმეში არ იხედებიან, სამაგიეროდ იღებენ სტიპენდიებს, კურსზე პირველები არიან რეიტინგით და იმ 100-ვით გაჭიმულები დადიან, მათ ბაზაში რომ ციმციმებს.

მე ვიცნობ სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ საკუთარი პროფესია, კარგადაც სწავლობენ მაგრამ არ იციან როგორ განვითარდნენ, არ იციან როგორ დაგეგმონ მომავალი, როგორ მოიძიონ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის შესახებ. ამ ადამიანებს მხოლოდ უნდათ, მაგრამ ელემენტარული, შერლოკისეული ინსიქტი არა გააჩნიათ რომ მათთვის საინტერესო ვაკანსიას გადააწყდნენ, მათთვის საინტეერსო სტაჟირება გაირონ ან მათთვის საინტერესეო ტრენინგებს დაესწრონ.

მე ვიცნობ სტუდენტებს, ვისი კომენტატერებიც აბსოლუტურად ყველა პოსტზე მხვდება ფეისბუქზე, რომლებიც საზღვარგარეთ წასვლას უკავშირდება, მათ უბრალოდ უნდათ წასვლა. არ აქვს მნიშვნელობა სასწავლო თუ სამუშაო პროგრამით, არ აქვს მნიშვნელობა გარემოს დაცვის ტრენინგებს დაესწრებიან თუ ადამიანთა უფლელების დაცვის, მთავარია რომ წავლეეენ, მთავარია რომ აეროპორტში დაჩექინდებიან.  ბოლოს, ბევრი ძებნის შმდეგ მართლაც მიდიან, მაგრამ უკან დაბრუნების შემდგომ ათჯერ  უფრო შეუმდგარი ადამიანები არიან ვიდრე წასვლამდე. მერე, ისევ იწყებენ ყველა კატეგორიის სამოტივაციოს დაწერას, ყველგან სივის გაგზავნას, ისევ ახალი იმედით რომ წავლენ.

მე ვიცნობ სტუდენტებს, რომლებიც სწავლის დროს მუშაობენ. მეც ვმუშაობდი პირველი ორი კურსი და მივხვდი რომ უარესს საკუთარ თავს ვერ გავუკეთებდი, რა თქმა უნდა სამუშაოს გააჩნია, მაგრამ ასე სკეპტიკურად იმიტომ დავიწყე ამაზე საუბარი, რომ ძალიან იშვიათად მუშაობენ სტუდენტები იმ სამსახურებში, რომლებმაც შეიძლება მათ ოდესმე პროფესიულ წინსვლაში ხელი შეუწყონ. აი მაგალითად, თუ ხარ ბიოლოგი და მუშაობ კონსულტანტად მაღაზიაში, რა თქმა უნდა არცერთ სამცენიერო ლაბორიაზე არ იმოქმედებს შენი სამუშაო გამოცდილება, როცა შენს სივს წაიკითხვენ.

მოკლედ მე ბევრ ისეთს სტუდენტს ვიცნობ, რომელთა საწვლის მიზანი (მისი არსებობის შემთხვევაში) და მიზეზი ხშირად ძალიან უმნიშვნელო, ძალიან ერთჯერადია.

ვეცდები შემდეგ პოსტში კარიერის დაგგემვაზე ვისაუბრო, დღეს კი ყველას გისურვებთ საკუთარი თავის, საკუთარი სურვილებისა, და საკუთარი სიამოვნებების პოვნას..  თქვით უარი ერთჯერად მიზნებზე, დაანებეთ 200 ლარიან სამსახურს თავი, გაიჭირვეთ, ჩაიცვით მეორადი ტანსაცმელი, მეტი დრო დაუთმეთ ბიბლიოთეკას, ლექციებს და საერთოდაც, ისწავლეთ როგორ უნდა ისწავლოთ..

ბოდიში, თუკი დემაგოგიური ტონი გასდევდა ჩემს პოსტს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s