დამოუკიდებლობა

ყველა ახალი პოსტის შემდეგ საკუთარ თავს ვპირდები ხოლმე რომ მეტს დავწერ, მაგრამ სინამდვილეში  ყოველთვის უფრო მეტი დრო მჭირდება მომდევნოს დასაწერად, ვიდრე წინაზე დამჭირდა. ენივეი, ახლა ის დროა კიდევ ერთი პოსტი რომ დავწერო.

ერთ ჩემ ფავორიტ ბლოგერს, მისტერ ჯეკს ძალიან მოსწონს საკუთარი ასაკისთვის ხაზის გასმა.  ჰო ასაკი მართლაც ბევრ რამეს ნიშნავს, ოდესღაც ყველა ვცდილობდით ვყოფილიყავით უფრო დიდები და ოდესმე ყველა ვეცდებით ვიყოთ უფრო ახალგაზრდები.

ხოდა, მეც ჯეკივით მინდა პოსტის დაწყება, იმიტომ რომ მე 21 წლის ვარ. ჯეკიზე 9 წლით უმცროსი.

ჰოდა, როცა 21 წლის ხარ, ეს არც ისე ადვილია.  ამ დროს იღებ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ადამიანი,ამ დროს ყალიბდები, ამ დროს ადგები გარკვეულ გზას, ეხლა დაკარგულმა დრომ შეიძლება მერე გაზღვევინოს და ასე შემდეგ.

მოკლედ როცა 21 წლის ვართ ყველა რაღაცას ვცდილობთ.

მე ვცდილობ გავხდე დამოუკიდებელი, ვმართო ჩემი პატარა ცხოვრება,  ვაგო პასუხი ჩემს შეცდომებზე.

მაგრამ ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის მიღწევა ადვილი არაა, თუ არ გაგიმართლა და რაიონიდან არ ხარ, მაშინ მოგიწევს მთელი სტუდენტობა ისევ ოჯახთან გაატარო. თუ ამ დროს მოინდომებ გადასვლას ცალკე, მაშინ ოჯახი ფრიად გაოცებული იქნება, ხშირ შემთხვევაში უკმაყოფილოც.  თუ ამ უკმაყოფილებას გაარღვევ და შენსას გაიტან, პრინციპული თუ გქვია და ნამდვილი დამოუკიდებლობაც თუ გინდა, მაშინ ბინის ქირა შენ უნდა გადიხადო, კომუნალურებიც, ჯიბის ფულიც. მარტივად რომ ვთქვა მუშაობა უნდა დაიწყოს ოჯახის ნებიერამ. მუშაობას არაფერი უდგას წინ, არ თქვათ სამსახურები არ არისო, არის ძალიან კარგადაც არის, მაგალითად ტურიზმის დეპარტამენტში მობილურ გიდად მოწყობა რთული არაა, მთავარია ინგლისური და რუსული გესმოდეს (ნუ მაგდენიც თუ არ გესმის მაშინ რა გინდა :v ), მაგრამ მაინც რთულია. აი ვთქვათ მოეწყე ტურიზმის დეპარტამნეტში გიდად და დაგენიშნა ეს 1000 ლარი ხელფასი, რაც ბევრ რამეში გეყოფა. სწავლას რას უზამ?  მაგრამ აქვე მეორე კითხვაც ისმის, რა აუცილებელია სწავლობდე? მაგრამ ენივეი, მე უკვე სტუდენტი ვარ, მესამე კურსი დავხურე და გვიანია ამაზე წუწუნი.

ფაქტი ასეთია, ვერ ვმუშაობ, ვსწვალობ და ყველანაირ დამოუკიდებლობაზე საუბარი ზედმეტია.

მაგრამ არსებობს გამოსავალი.  თუ არ გამიმართლა და რაიონიდან არ მომიწია ჩამოსვლა, მაშინ შემიძლია თბილისიდან წავიდე საერთოდ. ხოდა მეც  მივდივარ. სიმართლე რომ ვთქვა ეს ასე მარტივი არაა, ბევრი დრო, ენერგია, რესურსები ვხარჯე, უამრავ გაცვლით პროგრამაზე შევიტანე განაცხადი და მხოლოდ ერთმა მიმიღო.

ამ წუთას ეს ერთიც კარგია. კარგია იმიტომ რომ მე უკვე დამოუკიდებლად ვაგვარებ ფრენის, ვიზის, დაფინანსების საკითხებს.დამოუკდიებლად წავალ, მარტო საქართველოდან, მოვეწყები იქ და შემდეგი 6 თვის განმავლობაში მე ვიქნები ყველაფრის მბრძანებელი.

ამას წინათ ერთმა უცხოელმა ახლობელმა მითხრა, 18 წლის რომ ხდები ბელგიაში, მშობლები თავად გეუბნებიან რომ სახლი უნდა დატოვოო, თუ ამ დროს კიდევ არ გაქვს შენი შემოსავალი, მაშინ თავიდან თვითონ გეხმარებიანო.

საქართველოში კი მშობლები ცდილობენ რაც შეიძლება დიდ ხანს დაგტოვონ თავიანთი კალთის ქვეშ, რაც შეიძლება დიდ ხანს მოგიგვარონ პრობლემები, მოგთხოვონ ახსნა-განმარტება ყველა საეჭვო მოვლენისა და საბოლოოდ ძალიან გამოუცდელები და მფრთხალები დაგვტოვონ ყველაზე რთული გადაწტყვეტილებების წინაშე.

მოკლედ, იმის თქმა მინდა რომ როგორმე უნდა გამოძვრეთ მაგ სახლებიდან, იპოვოთ საკუთარი თავი, საკუთარი ინტერესები, დაუშვათ შეცდომები, წაიტეხოთ კისრები, ოღონდ არ იქცეთ 30 წლის დედიკოს ბიჭებად, რომლებსაც ისევ დედების არჩეული ნაკსები და ტრუსიკები აცვიათ.

ბრძოლა გადარჩენისთვის

რაც უფრო მეტად ვშორდები ბავშვობის ასაკს, და რაც უფრო ვუახლოვდები ცხოვრების ნამდვილ სირთულეებს, მით უფრო ცხადი ხდება ჩემთვის, რომ ის ფასეულობები რაც ადრე მქონდა არაფერს ნიშნავს.

ამ ბოლო პერიოდში, საკმაოდ ბევრ კედელს შევეჯახე იმის მისახვედრად რომ ყველა ადამიანი მარტოა. სულ მარტო თავის იმედებთან და იმედგაცრუებებთან.

რთულია, როცა რაღაც იდეალებით იზრდები, გგონია რომ სულ სამართლიანობისთვის იბრძოლებ, შენით მიაღწევ ყველაფერს მოკლედ როცა თავი პატარა რობინ ჰუდი გგონია, სინამდვილეში კი ყველაფერი ნელ-ნელა თავზე გემსხვრევა.

სინამდვილეში შენ ხედავ რომ შენს მთავრობაში, ყოვლად გაუნათლებელი ადამიანები მოდიან, შენი სკოლელები, მთელი ცხოვრება ორიანებს რომ ვერ სცდებოდნენ, რომლებმაც უნივერსიტეტიც ვერ დაამთავრეს, ახლა შენს ზემოთ არიან და შენი  სამსახურში აყვანის საკითხს წყვეტენ.

ბულშით?

არა, ეს არ არის ბულშითი, ეს არის ცხოვრება, რომელიც მედროვე, ვაზელინამოსმულ ადამიანებს ეკუთვნით.

სადაც მე ორი გზა მავქს, გავხდე მათნაირი  ან არ გავხდე.

ბავშვობიდან მინდოდა კეთილი ვყოფილიყავი და სხვებისთვის ცუდი არ გამეკეთებინა, მაგრამ ასეთ საქციელს ადამიანები სათავისოდ იყენებენ, ასე რომ დასკვნა: ყველას მოვექცეთ ისე როგორც იმსახურებს, არანაირი შეცოდება, არანაირი შებრალება.

ერთხელ შევიბრალე და მეორედ უარესი გააკეთა, ერთხელ გადაგახტება და მეორედაც მოინდომებს.

ჭორაობა. ამაზეც მინდა დავწერო, უკვე უამრავი ადამიანისგან გავიგე რომ ჩემზე ჭორაობენ. ისე რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს ეს მაინც არ არის ცუდი ფაქტი, თუ ჭორაოებენ ესე იგი ხალხს აინტერესებ, თუ ამბობენ რომ თავისუფალი გოგო ვარ და მათი აზრით, უაზროდ ბევრ პროექტში ჩართული ეს მარტო შურია და მეტი არაფერი.

გული იმიტომ მტკივა ხოლმე ასეთი ამბების გაგების დროს, რომ მე ყოველთვის ვცდილობდი სხვისთვის მესწავლებინა რამე თუ არ იცოდა, სხვას დავხმარებოდი, ესენი კიდე თურმე ზურგს უკან ჭორაობენ ^^

ურთიერთობები.

ყოველთვის ვერიდები შეყვარებულ წყვილზე აზრის გამოთქმას,  ეს ძალიან ფაქიზი თემაა და შენმა უაზრო ნათქვამმა შეიძლება სხვას ცხოვრება აურიოს.

სხვები, ადამიანები რომლებიც არ მიცნობდნენ მაინც ჭრაობდნენ და მაინც გამოთქვამდნენ აზრს მე და ჩემი შეყვარებული ერთმანეთს შევეფერობით თუ არა. ახლა კი, ორი დღის წინ, სიამოვნებით შეხვდნენ იმ ფაქტს რომ ჩვენ დიდი ხნის წინ დავშორდით.

დაემალათ მაინც ეს სიამოვნება, იქნება და ვწუხდი მე ამის გამო.

ენივეი, ცხოვრება იმაზე მეტად შავთეთრია ვიდრე ის წიგნებშია აღწერილი, შავთეთრი იმიტომ არა, რომ იქ ბოროტი ადამიანები ცხოვრობენ,  ცუდი ის არის, რომ ხანდახან გვიწვეს ჩვენთვის არასასურველი გადაწყვეტილებბეის მიღება, სხვისი გალანძღვა, სხვისი მოთოკვა, ისევ იმიტომ რომ  თავი დავიცვათ.

აბა, მართლა ხომ არ არსებობენ რობინ ჰუდები და სხვები..