იმედები და იმედგაცრუებები

ვცხოვრობთ მალტეპე უნივერსიტეტის სტუდენტურა კამპუსში, იმედი მაქვს ოდესმე ასეთი საქართველოსაც ეღირსება, ყველა სტუდენტისთვის საჭირო ობიექტი ერთ სირცეში, საკმაოდ წყნარ და ეკოლოგიურად სუფთა ადგილასაა მოთავსებული ^^ ბიბლიოთეკა, უნივერსიტეტი, კაფეტერიები, სტუდენტების პატარ-პატარა საცხოვრებლები ^^

და ამ დროს მახსენდება ამას წინათ პრეზენტაციის ასაწყობად თსუ-ში ოთახი რომ ვერ ვიპოვეთ, ბიოლოგებში ბიბლიოთეკა 5 საათზე რომ იკეტება და მხოლოდ დიდი ნდობის გამო თუ გაგიღებენ რომელიმე აუდიტორიას, სადაც ინტერნეტს   საერთოდ ან არ იღებს ან ძალიან დაბალი სიჩქრისაა.

კონფერენცია – კონგრესი სადაც მე გამოვდივარ საკმაოდ დიდი მასშტაბისაა, საერთაშორისო დონეზე მასში 15-მდე ქვეყანაა ჩართული, კონფერენცის ორგანიზატორები კი ჩემი ტოლი, 21 წლის სტუდენტები არიან. საოცრად მიტივირებულები, ძლიერები და ჩამოყალიბებულები. ამ დროს კი მახსენდება ნიშნებზე მორბენალი ჩემი თანაუნივერსიტეტელები, რომლებსაც ცხოვრებაში სხვა ინტერესი არ აქვთ,  რომლებსაც საქართველო იმ მდგომარეობამდე მიჰყავთ რაზეც ქვემოთ ვისაუბრებ..

საღამოს ვახშამზე გავიცანი საბოლოოდ მონაწილეები, ჰოლანდიელების და გერმანელების მაგიდასთან აღმოჩნდი.  ვიცოდი რომ არ ეცოდინებოდათ “”GEORGIA” სად იყო და ამაზე არ გავღიზიანებულვარ, შემდეგ თვითონ მკითხეს, ეს ქვეყანა საერთოდ სად არსებობსო. როგორც შევძელი ისე აღვუწერე, რაც გამახსენდა ყველაფერი მოვუყევი საქართველოზე. აინტერესებდათ კი? არ ვიცი..

მერე მკითხეს ასეთი პატარა რატომ არისო და ჩვენი ოკუპაცია ქრონოლოგიურად მოვუყევი, რა  საოცარია, ჩვენ არც კი გაგვიგია 5 წლის წინ თქვენს რაონში თუ ომი იყოო..

მართლა შეწუხდენენ და აღშოფთდნენ კიდეც, მაგათ ხომ გენებში აქვთ აღშოთება ^^

განა რამდენს შევხვდებით, რამდენს ვეტყვით რომ ვარსებობთ?

განა რამდენს მივაწვდენთ ხმას?

არც ისე ბევრს, არც ისე ბევრს…

იქამდე სანამ მყარად არ დავდგებით, სანამ ჩვენი მეცნიერული პროგრესით, ჩვენი გამოგონებებით არ გავაცნობთ მსოფლიოს თავს, თორემ ისე ამხელა ომი მოხდა მაგრამ არავინ არ იცის რომ არსებობ და თუ იცის, მაგ შემთხვევაშიც რუსეთის ნაწილი ჰგონიხარ ^^

ძლივს შევიკავე თავი რომ გეოგრაფიის უცოდინარობის გამო არ გამოვლანძღე :3

ისღა დამრჩენია, ხვალ ჩემი მოხსენება დასამახსოვრებელი და საუკეთესო იყოს, იქნებ ოდესმე ამან მაინც გაახსენოთ რომ არსებობს სადღაც საქართველო და თევზის თვალებით ყურება არ დაიწყონ.

ერთი რამ კი ფაქტია,  ბებერი ევროპა ჩვენც არც გვიცნობს და არც გვცნობს,და ეს იქამდე გაგრძელდება სანამ არ გავიზდებით.

და არ მივხვდებით რომ ტაშფანდურებით და კონცერტებით კი არა – საქმით, შრომით, მიღწევებით უნდა შვვიდეთ ევროპაში^^

კრიზისი

ძალიან ადვილია ფეხი აგიცდეს. ძალიან ადვილი. ამის მერე ძნელად ინარჩუნებ წონასწორობა, საბოლოოდ კი ყველა ვარიანტში ეცემი.

ერთი იმედგაცრუება, ორი იმედგაცრუება, სამი იმედგაცრუება, ოთხი იმედგაცრუება და უკვე საკმარისი რიცხია იმისთვის რომ დეპრესიულ ადამიანად გადაიქცე, დაჯდე სახლში, უყურო უამრავ ფილმს, “დილის” პირველ საათზე ზლაზვნით ადგე, ამოიცვა ყველაზე პრაქტიკული ჯინსის შარვალი, თავი აარიდო ქუსლიან ფეხსაცმელს და სეართოდ ყველაფერს რამაც კი ოდნავ მაინც შეიძლება შენში შენ მიერვე შექმნილი პასუხისმგებლოლების გაზრდა გამოწივიოს და ასე წახვიდე ალბათ უკვე მესამე ლექციაზე დაგვიანებით, უცოდინარი. რაც მთავარია ამ დროსაც კი გაქვს გასამართლებელი საბუთი – საინტერესო მაინც არაფერი მოხდებოდა, შემდეგისთვის ვისწავლი და ა.შ.

სახლში დაბრუნებულს თავს გახსენებს გასაგზავნი წერილები, გასაკეთებელი ევენთები, პრეზენტაციები, საკონფერენციო თემები, ეს ყველაფერი ზიზღს გგვირის, “მაინც არაფერი არ გამოვა” და ისევ ახალ ფილმს რთავ იმისთის რომ სხვისი სიუჟეტით დატკბე, ან მოძებნო ნიშა რასაც იქ ჩაეჭიდები.

*****

ამ პოსტის წერა სამი კვირის წინ დავიწყე , მაგრამ დასრულება ვერ გავბედე.  თუ დავასრულებდი, საბოლოოდ დავიჯერებდი რომ ერთ უსაშველო ჭაობში ვცხოვროდი, დეპრესიული ადამიანებით სავსე გარემოცვაში სადაც არავის არაფრის იმედი არ გვაქვს.

მერე მინდოდა პოსტის გაგრძლება მაგრამ დრო არ მქონდა.

უდროობის მიზეზი კი ძალიან სასიამოვნო რამეა ^^

მოკლედ, თურმე იმ დროს როცა მე პოსტს ჩემს იმედგაცრუებებზე ვწერდი, სადღაც სტამბულში, ჩემი ბედი წყდებოდა.

ხო, მე ეს შევძელი.. თურმე შევძელი, და 2 აპრილს მივიღე ინფორმაცია რომ ჩემი თეზისები სტამბულის მალტაპე უნივერსიტეტის მიერ გასამართ კონფერენციაზე მიიღეს..

ამ წუთამდე ვმუშაობდი თემაზე, სად აღარ ვიყავი, ვინ აღარ შევაწუხე, რა აღარ წავიკთხე და ვთარგმნე, საბოლოოდ რაღაცას დაემსგავსა ჩემი პრეზენტაცია და უფრო მიუახლოვდა მთავარ იდეას – ალკოჰოლიზმის გენეტიკურ საფუძვლებს..

არ დამეზარა ღამეების თენება, უამრავი ქიმიური  რეაქციის გაშიფვრა, პოლიმურფული გენების პროდუქტების აქტივობის მოძიება და რაც მთავარია თავდაპირველად თეზისების გაგზავნა, მაგრამ თუ არ დამეზარა ეს არ გულისხმობს რომ მე “კარგი ტიპი” ვარ, არა, ეს გულისხმობს რომ მე ნორმალური ადამიანი ვარ ^^

ხვალ ღამით, უფრო სწორად გამთენიისას გავფრინდები სტამბულში და სამი დღის განმავლობაში დავესწრები, მოხსენებით გამოვალ სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც იმედი მაქვს მომავალ გეგმებს გარკვეულწილად ხელს შეუწყობს.

ამის გარდა ჩემი სხვა პროექტი “pre-selected”  არის და დაფინანსების პირასაა, რამაც კიდევ უფრო გამაძლიერა და გამიათმაგა მუშაობის სურვილი.

მოკლედ მეგობრებო, მკითხველებო, შემთხვევით შემოხეტებულებო, ზოგადად ადამიანებო, ცხოვრება უამრავ საინტერესო შანსს გვთავაზობს,  კი ნამდვილად გვთავაზობს, მეტიც “პოდნოსითაც” კი მოაქვს ეს შანსები თუკი ჩვენ მათი გამოყენების, მათი დანახვის შესაძლებლობა გვაქვს. ასე რომ სანამ ათობით წუთს, საათს, დღეს. წელს დაკარგავთ  უაზროდ დროის გატარებაში, უსარგებლო, არამიზანმიმართული საქმეების კეთებაში, ფეისბუქის კედელის სქროლვაში, სელფშოთ ფოტოების ატვირთვაში თუ უბრალოდ უსარგებლო ფილმების ყურებაში, გახსოვდეთ რომ სადღაც თქვენ გვერდით, ადამიანები ყოველ წამს ვითარდებიან,  ტკბებიან ცხოვრებით, მოგზაურობენ და ყოველ წუთს უფრო საინტერესოდ ატარებენ ვიდრე თქვენ ფეისბუქის კედელის სქროლვაში და მათივე ფოტოების თვალიერებაში^^

ძალიან, ძალიან ცოტა დრო გვაქვს იმისთვის რომ ის  დავკარგოთ ^^

 

 

სიყვარული და სხვა დრამები

არასოდეს არ მომწონდა პოსტები, რომლებიც ბლოგერების სისუსტეს გამოხატავდნენ. როცა ავტორები იმის მაგივრად რომ პირადად დალაპარაკებოდნენ სხვა ადამიანებს, ბლოგებზე მირბოდნენ და იქიდან ეუბნებოდნენ საკუთარ სათქმელს, იმის იმედად რომ რაღაც ეშმაკის მანქანებით მათი სამიზნე ადამიანები ამ პოსტს ოდესმე წაიკითხავდენ, გაიზიარებდენ და საკუთარ თავზე მიიღებდენ.

მაგრამ აღმოვაჩინე რომ ხანდახან დგება მომენტი, როცა აზრი აღარ აქვს. (ერთი რჩევა: თუ თქვენ მიხვდით, რომ ვინმე ადამიანისთვის რამის თქმას აზრი აღარ აქვს, მაშინ ის არაფერს აღარ ნიშნავს თქვენთვის და შეგიძლიათ თავისუფლად ამოისუნთქოთ, ყოველთვის დადებითად ვაფასებ ფაქტს, თუკი ის  ვინმესგან გამონთავისუფლებას გულისხმობს).

იმიტომ რომ მისთვის ამის თქმას აზრი აღარ აქვს,  გადავწყვიტე ბლოგზე დამეწერა, იქნებ ვინმეს გამოადგეს.

ერთხელ მივხვდი რომ მასთან ურთიერთობა მღლიდა, რომ ის არ იყო “ის” ვინც მე მჭირდებოდა, ვინც ჩემს გვერდით იქნებოდა და ვისთანაც ბედნიერი ვიქნებოდი. ეს ბევრისთვის ძალიან ნაცნობი გრძნობაა ალბათ, და ყველა თუ არა უმრავლესობა მაინც  ასეთ ურთიერთობას დასრულებდა.

მე მეგონა და დღესაც მგონია რომ სიყვარულისა და სხვა დრამების უკან დგას პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა შენი პარტნიორის მიმართ. პასუხისმგებლობა მისი გრძნობების მიმართ.  შეიძლება ეს ეპიზოდიც ურთერითობისა ერთ-ერთი დრამაა, არ ვიცი. ხოდა როცა  ჩემი ინდეფერენტულობა და პასუხისმგებლობა ერთმანეთს დაეჯახა, ვიფიქრე რომ ახლა მას ვჭირდებოდი. სხვა არავინ ჰყავდა ისეთი, ვისთანაც ჩემსავით ახლოს იქნებოდა, ვიფიქრე რომ უჩემობა დიდ დარტყმას მიაყენებდა და დავრჩი. ვერ ვიტყვი რომ ეს თავგანწირვა იყო, ჩვეულებივი საქციელია ალბათ,უფრო ზუსტად ადამიანური.

შედეგად როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, როცა ვგრძნობდი რომ ყველა მიმართულებით ვიბრძოდიდ და ერთგვარი გარდატეხის მომენტი იდგა, დაუფიქრებლად მიმატოვა.

რეალურად  ერთი გადმოსახედიდადნ ასე სჯობს, ჩვენი თავმოყვარეობა ხშირად იმის უფლებას არ გვაძლევს რომ ავიტანოთ ჩენს გვერდით “სამადლოდ დარჩენილი” სხვები, გვირჩევნია გავუშვათ, მაგრამ მეორეს მხრივ არაა აუცილებელი გვაგრძნობინონ რომ “სამადლოდ” რჩებიან.

დღეის გამოსახედიდან კი,  ჩემი პარტნიორი შეცდა როცა თავის თავში პასუხისმგებლობა დათრგუნა.  და ყველა მის ადგილას, მეც კი თავის დროზე, შევცდებოდი თუკი ამ პასუხისმგებლობას დავთრგუნავდი.  ადამიანობა მეტი არაფერია თუ არა ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის გათვალისწინება.

თუმცა კი, ეს ხომ ცხოვრებაა 🙂

ერთ ცნობილ ჭეშმარიტებას გისურვებთ მეც, არასოდეს მოექცეთ სხვებს ისე, როგორც არ გინდათ რომ თქვენ მოგექცნენ.

დღეს ჩემთან არც ბრაზია, არც ბოღმა, არც სიყვარული. ერთი დიდი სიცარიელეა და იმედგაცრუება იმისა, რომ არც ისე ღირსეული ყოფილა როგორიც მეგონა.

ბულშით

მეორე წელია ჩემი იანვარი დაძუბულობის ფონზე მიმდინარეობს,  პრობლემების ბუკეტად იქცევა ხოლმე ეს თვე, თან სულ ერთი და იგივე შინაარსის პრობლემები ჩნდება. საბედნიეროდ წინა წლისგან განსხვევბით ორი ტელეფონი ზედიზედ არ დამიკარგავს, არ დავუჯარიმებივარ კონტროლიორს, ჯარიმის გადახდა არ დამვიწყებია და მერე ერთად 55 ლარი ქარისთვის არ გამიტანებია.

მაგრამ პრობლემებს რა დალევს.

მეტად გულწრფელ პოსტს ვწერ და იმედი მაქვს ვინმე მომავალში გულიდან ამოღებულ ნაღველს ჩემს საწინააღმდეგოდ არ გამოიეყენებს.

რახან გასული წლის იანვარი ვახსენე ბარემ ბოლომდე ამოვწურავ თემას.  ამავე პერიოდში ზუსტად ერთი წლის წინ ჩემს პოსტში მიხსნებია ურთიერთობა უნდა დავამთავრო მეთქი, ისემც მე რა მითხარით. ეს ურთიერთობა მხოლოდ ახლა დამთავრდა. ერთი წლის მერე. მე იქამდე ვერ მოვუღე ბოლო, სანამ სხვამ თვითონ არ მომიღო.

ისე კი,  ასე აუკეთესია, შენ რომ ამთავრებ მერე შენვე გაწუხებს სინანული და იმის ფიქრი “ასე რომ არ გამეკეთებინა” ან “თუ … რა მოხდებოდა…”, მოკლედ მომავალი ვარიანტების ალბათობა მრავალფეროვნად შეიძლება გამოვხატო, ისევ და ისევ იქამდე სანამ თვითონ არ მეტყვიან რომ “აღარაფერი დარჩათ, აღარ ვუყვარვარ და ვსო”.

ჩემდა გასაკვირად არც გაბოროტებული ვარ და არც გაბრაზებული.  ეს უნდა მომხდარიყო და მოხდა, ყოველ წუთში ალაბთ მილიონობით წყვილი შორდება ერთმანეთს, მთავარია ამ დროს ის არ გავიფიქრო, რომ მილიონობით ადამაaნები წყვილდებიან კიდეც და მე ამხელა მსოფლიოში ერთ დღეს მარტო აღმოვჩნდი!

მარტო, ჩემი საქმეების, პრობლემების და ვალდბებულებების ამარა. პრინციპში არ ვყოფილვარ მარტო ^^

ერთხელ რამდენიმე თაბახიანი პოსტი დავწერე ურთიერთობებზე, “მაგარ გოგო ბლოგერებს” მივბაძე, მეგონა მეც ვიცოდი რამე, მეც გამეგებოდა რამე, თან იმდენად  “რამე”, რომ სხვებსაც მივცემდი რჩევას, მაგრამ ბულშით. არაფერიც არ ვიცი, არაფერიც არ გამეგება და მემგონი ყველა კაცი მართლაც ერთნაირია.

არა, ერთი რაღაც მაინც ვისწავლე,   ცუდია, როცა რეალურად გადაყვარების და დაშორების მიზეზები შენ უფრო მეტი გაქვს, უფრო სწორად მთელი სია გაქვს ჩამოწერილი და ამ დროს თვითონ თითიდანგამოწოვილი მიზეზების გამო გადაგიყვარებენ.

სადაა პრობლემა და ამ გაკვეთილით რა უნდა გამოვასწორო??

რა და არასოდეს, არასოდეს, არასოდეს უნდა გავამართლო ვინმე. არასოდეს უნდა დავმალო თუ რამე არ მომწონს და მეტიც, ვისწვალო – “არას” თქმა. რაც ხშირად “კი”-ს თქმაზე რთულია.

და მაინც ბულშით, ჩემთან მაინც მოვა პრინცი, თან ცხენით და მე ვიქნები  ბედნიერი^^

იქამდე კი მივხედავ გამოცდებს, აპლიკაციებს, დედლაინებს, პროექტებს, პროგრამებს და ასე შემდეგ.

გილოცავთ ახალ წელს!

images

(ძალიან გვიან)

 

სოფელი

თითქმის ყოველ ზაფხულს ბავშვობიდან  მოყოლებული სოფელში ვატარებდი.  აქ მქონდა ყველაფერი რაც მტვრიან თბილისში მაკლდა – სივრცე, სიმშვიდე, წიგნები… მაგრამ ეს იყო ბავშვობაში, მაშინ როცა სხვებზე დამოკიდებული ვიყავი, როცა მშობლების გარეშე ვერსად წავიდოდი.

ყოველთვის მინდოდა რომ მწერალი გამოვსულიყვაი. უკვე სასაცილოა ჩემი ფრაზა, მწერალი ვერ გამოხვალ, ასე მგონია – ან წერ, ან არა. სოფელში რომ ჩამოვდიოდი  ყოველთვის ბევრად მეტს ვწერდი. ვწერდი ათასგვარ სისულელეებზე, იმდენად დიდ სისულელეებზე, რომ დღეს არცერთ მათგანს არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, სადღაც შევყარე, ძველ თაროებზე.

იქნებ ეს ნაწერიც ავისროლო ოდესმე სადმე, მივარდნილ ადგილას.

ისე სხვაგვარი პოსტის დაწერას ვაპირებდი, უფრო ზოგადის და ნაკლებ პირადულის…

სოფელი თან მიყვარს და თან არ მიყვარს.

აი რატომ არ მიყვარს ამაზე უამრავი არგუმენტი მომეძევება გონებაში. წლების მანძილზე მაღიზიანებდა ამ პატარა სოფლის უჩვეულო სიწყნარე. გაივლი საღამოს გარეთ და არსად არავინაა. ყველას მაგრად აქვს სახლის კარები დაგმანული, თითქოს საღამოობით სიცოცხლე წყდება.

სოფლებში არ მიყვარს ის, რომ უამრავი პრობლემაა. ეს პრობლემები წლების განმავლობაში რჩება მოუგვარებლად, არ ვიცი ხალხი ვის ელოდება, არ ვიცი რატომ დუმან ყოველთვის. აი მაგალითად, თუ 2001 წელს წყალი არ იყო ჩემს უბანში, არც 2013 წელსაა. ადამიანები არ ცვლიან არაფერს.

სოფელში ყველას აქვს თავისი აზრი პოლიტიკაზე, იმაზე რა ხდება სკოლაში, რა ხდება სოფლის გამგეობაში და რა ხდება ქვემო უბნის მესამე მაცხოვრებლის მეორე სართულის მეხუთე ოთახში. ამ აზრს ყველა თამამად გამოთქვამს…

არ მიყვარს სოფელი იმიტომ, რომ ადამიანები ფანატიზმს არიან ამოფარებული, ისინი აბალახებენ ეკლესიის გზას, დარბიან შაბათ-კვირას მამაოსთან, იცავენ წესებს, კანონებს და ამ ყველაფერს ზოგჯერ მხოლოდ კარის მეზობლის დასანახად.

სოფლის ქალები თვლიან, რომ აუცილებლად ცუდად უნდა გამოიყურებოდნენ, არ უნდა ჰქონდეთ გრძელი ფრჩხილები, არ უნდა ესვათ წითელი ლაქი, არ უნდა ჰყავდეთ მანქანა, უნდა ხეხავდნენ, რეცხავდნენ, მუშაობდნენ, ხარშავდნენ მურაბებს, კომპოტებს, კონსერვებს – ყოველ წუთას, ყოველ დღე, ყოველ კვირას და საერთოდაც მთელი ცხოვრება. თავს უფლებას არ აძლევენ მიიღონ პატარ-პატარა სიამოვნებები.  ჩართონ მუსიკა, იცეკვონ მაშინ, როცა მოუნდებათ,  წავიდნენ დასასვენებლად ქმართან ერთად, შვილების გარეშე. ისინი ზოგავენ, ყოველთვს ზოგავენ ფულს – ამ მიზეზის გამოც არ მიყვარს სოფელი.

არ მიყვარს სოფელი იმიტომ, რომ ახალგაზრდები ხშირად კითხულობენ წიგნებს, ისინი ცხოვრობენ წიგნის გმირების ცხოვრებით და ძირითადად არაფერს აკეთებენ იმისთვის რომ თავადაც ჰქონდეთ თავგადასავლები, თავადაც შეიგრძნონ ის, რაც ასე მოსწონთ წიგნებში.

არ მიყვარს სოფელი იმიტომ, რომ არ უყვართ ის თვითონ სოფლის მაცხოვრებლებსაც. არ მიყვარს სოფელი იმიტომ რომ ის ყველაზე ადვილად შეიძლება დაემსგავსოს ჭაობს. არ მიყვარს სოფელი იმიტომ რომ მასაც ისეთივე მანკიერებები აქვს შეყრილი, როგორიც ქალაქს. უბრალოდ ქალაქი ამას აღიარებს. არ მიყვარს ქართული სოფლების ჩაკეტილი სივრცეები, ჩაკეტილი ცხოვრების წესი.

არ მიყვარს სოფელი.

და თან მაინც მიყვარს, იმიტომ რომ აქ მაქვს სახლი,სახლში ლეღვის ხე დგას. მიყვარს იმიტომ რომ ჩემი სახლი, ჩემი ეზო მამშვიდებს, მაწყნარებს და ენერგიით მავსებს. იმიტომ რომ ჩემი ეზო მწვანეა.

ტკივილი

რამდენჯერ გავბრაზებულვარ და შენზე არაფერი დამიწერია. ძალიან პირადი იყავი და არ გასაჯაროებდი. მაგრამ ხომ არის მომენტი როცა ტკივილს სხეული ვეღარ იტევს და გინდა ხმამაღლა გაჰკიოდე ყველას გასაგონად.

არ ვიცი რა მოხდა, არ ვიცი რა ხდება. ყველაფერი კი ნამდვილად იცვლება. მეტიც ყველა იცვლება.

სიყვარულიც და სხვა ათასი ბლა ბლა ბლაც…

როგორ არ მეთმობი…

მაგრამ სიყვარული ყველაფერს არ ჰყოფნის…

ბავშვობაში ვფიქრობდი რომ მე მაგარი გოგო ვარ ^_^ აი ფილმებში, სუპერ გოგონები რომ არიან ისეთი… მეგონა რომ მეც ძლიერი ვიქნებოდი და შენნაირებს კისერს მოვუგრეხდი :დ

ჰმმ.. მეტი არაა ჩემი მტერი.

მეც სენტიმენტალური შტერი გოგო ვარ, მეც მიყვარს რომანტიკული თავსატეხები, მეც შემიძლია ამის გამო ცრემლის ღვრა. მეც არ ვარ მაგარი.

არ უნდა მტკიოდეს, მაგრამ მტკივა და გულსაც ბაგა-ბუგი გააქვს. ისე თითქოს ყელში იყოს ამომჯდარი და ამოხტომას ლამობდეს.

ბრაზი მახრჩობს რომ შენთან ვარ.

დავიღალე. აი ყველაფრით რომ იღლებიან ისე დავიღალე.

არა, მე მაინც მაგარი გოგო ვარ. მე მაინც მექნება ყველაფერი ჩემი და ჩემი ფილმიც ისე დამთავრდება როგორც ყველა რომანტიკული დრამა..

ან კარგად, ან ცუდად…

ეს ტკივილიც ხომ ჩემია, მარტო ჩემი.

როგორ წავედი ბულგარეთში, როგორ ჩავედი და რა დამხვდა აქ

ბოლო პერიდში რობოტად ვიქეცი, ყოველდღე მიწევდა გარკვეული გამოცდის, საკონტროლოს ან უბრალოდ აქტივობის ჩაბარება. არ მეძინა, არ ვჭამდი და საერთოდ არ ვფიქრობდი იმაზე, რომ 3 დღეში მივფრინავდი…

არასოდეს ვმჯდარვარ თვითმფრინავში, არ ვიცი როგორია, არ ვიცი შემეშინდება თუ არა, არაფერი არ ვიცი… ეგ კი არა აეროპორტშიც არ ვყოფილვარ, გაკვირვებული ვუყურებ  უზარმაზარ ბიუროკრატიულ მანქანას, გაკვირვებული ვიხსნი ქამარს, ვიხდი ფეხსაცმელს და ვთავისუფლდები ყოველგვარი მეტალისგან…

ჩავფრინდით სტამბულში, არაფერია სხვანაირი გარდა  მასშტაბებისა. გამოსასვლელში უამრავი ადამიანი დგას  ფურცლებით, ყველა ვიღაცას ელოდება, ჩვენც ვეძებთ მას და უცბად ვხედათ წარწერას ფურცელზე „EVS VOLUNTEER”

სტამბულიდან ბულგარეთში ავტობუსით მივდივართ, წინ 10 საათიანი მგზავრობა გვაქვს, მაგრამ მაინც არ გვეზარება, პირიქით მხიარულად  ვატარებთ დროს. სტამბულში  ჩვენ პროექტის სხვა მონაწილეები შემოგვიერთდნენ ლატვიიდან, თავიდან გაკვირვებულები ვყურებთ ერთმანეთს, არავინ დგამს პირველ ნაბიჯს გასაცნობად, უცბად ერთი მაღალი, არა, ძალიან მაღალი ბიჭი მოდის ჩემთან და მეკითხება რომელი ქალაქიდან ვარ. არ ვიცი რა ხდება უცხოეთში, მაგრამ საკუთარი ერის კრიტიკით დათრგუნულმა პატრიოტიზმმა ერთბაშად გამოიღვიძა და უდიდესი სიამაყით მათქმევინა „თბილისი“. მაღალ ბიჭს თვალები გაუნათდ ა:„Oh,  yeah, I know this city, I spent here crazy night”..

ავტობუსში ჩვენმა მენტორმა გაგვაფრთხილა, რომ ქართველები ბევრ სირთულეს შეიძლებოდა გადავყროდით საზღვარზე, იმიტომ რომ ჩვენ ბულგარეთში შესასვლელად გვჭირდებოდა ვიზა.

4 საათზე, ძილში უცნაური ხმები ჩამესმის „პასპორტი, პასპორტი“ – ყველა ამას იმეორებს, ავტომატურად ვიღებ პასპორტს და ჩვრბივართ ავტობუსიდან. საზღვარზე ვართ. კოკისპირული წვიმაა, შეიძლება ჩვენი ბარგი მთლიანად გაჩხრიკონ,  შენობა სადღაც შორს დგას, ჩვენ კი გავრბივართ და შენობაში უკვე მთლიანად გალუმპულები შევდივართ..

დილის 8 საათზე ჩავედით ბალჩიკში, ეს ბულგარეთის ულამაზესი ქალაქია, შავი ზღვის სანაპიროზე გაშენებული. ბალჩიკი არაფერი იქნებოდა რომ არა ბალჩიკის ბოტანიკური ბაღი. ბაღში პატარა, თეთრი, საკმაოდ კომფორტული სახლებია აშენებული, სადაც მოხალისეები დაგვაბინავეს. ბარი ოდნავ მაღალზეა გაშენებული და სანაიროს გადაჰყურებს. ენით აღუწერელია ბაღის სილამაზეც და ზღვაც.

ბალჩიკში შეხვდებით უამრავ სასუვენირო მაღაზიას, უამრავ რესტორანს, უამრავ კაფე-ბარს.

ბალჩიკი შთამბეჭდავია…

ლატვიელების გარდა დაგვხვდნენ პროექტის ესპანელი მონაწილეები. ამ სამ ნაციას შორის განსხვავება თვალშისაცემია, ლატვილებში რამდნეიმე ეროვნებით რუსია. რუსები  ჩენგან დისტანციას იჭერენ, ლატვიელები კონტაქტში გვიან შემოვიდნენ, აი ესპანელები კი გაცნობის მომენტიდან დაგვიმეგობრდნენ.

ესპანელები თბილები, გულწრფერლები, მხიარულები და ძალიან უშუალოები არიან..

ჩასვლიდან 3 დღის განმავლობაში ჩვენ ვეცნობით იმ კინო-ფესტივალის სტრუქტურას რომელზეც ვიმუშავებთ, ასევე ვეცნობით თვითონ ბულგარეთის კულტურას, სამზარეულოს, ცეკვებს…

გუშინ საღამოს ბულგარელი ხალხის  ტრადიციული ცეკვა ვისწავლეთ. ბულგარულ სიმღერებს მოვუსმინეთ. კინო ფესტივალის დამფუძნებელი გავიცანით. საოცრად უცნაური ადამიანია, უსიტყვო, ჩუმი, არაკომუნიკაბელური  და რაც მთავარია ირონიული… მან ამაყად აღნიშნა რომ რუსეთიდან, ლატვიიდან და ესპანეთიდან ყოველთვის საუკეთესო ფილმებს უგზავნიან, ბოლოს კი  დაამატა რომ არასოდეს საქართველოდან. ხო, რაღაც ყველას შეგვეკუმშა შიგნით.  საღამოს ბოლოს, ჩვენმა მენტორმა სიურპრიზი გაგვიკეთა და „ჩიტო-გვრიტო“ ჩაგვირთო, თავიდან ყველა გავშტერდით, უცბად ყველამ “this is Georgian” ყვირილი დავიწყეთ, არ ვიცი რა დაგვემართა, ცრემლები მოგვდიოდა, უბედნიერესები ვიყავით, ვმღეროდით ბოლო ხმაზე, დავრბოდით აქეთ-იქით, თავიდან ძალიან გაკვირვებულები იყვნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები, მერე ალბათ გაგვიგეს, ან ვერ გაგვიგეს…

ბალჩიკში, მიმდება ტერიტოიაზე უკვე ყველა გვცნობს, მოხდა ისეთი შემთხვევაც როცა ქართველები ჩვენი ტემპერამენტიანი საუბრით ამოგვიცნეს, დღეს სანაპიროზე ჩემს მეგობრებს შემთხვევით ქართველი მეზღვაური შეხვდათ. თურმე დიდი მონატრება ჰქონია ამ მეზღვაურს საქართველოსი…

აშკარაა მენტალური განხვავებები, ქართული და უცხოური საზოგადოებისაც.

ვეცდები ამაზე უფრო მეტი  დავწერო მომავალში.

ხვალ ქალაქ ვარნაში და ოქროს ქვიშებზე ვგეგმავთ წასვლას.

 

ნატურალი, ჯიგრიანი ქართველები ^_^

მერე რა თუ გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი საქართველში დღითიდღე იზრდება და ამაზე რეაქცია საზოგადოებას ნული აქვს. მერე რა, თუ   ვინმე ჯიგრიანი, ღიპიანი (ან უღიპო) ქართველი ნაგავს პირდაპირ ავტობუსის ფანჯრიდან ყრის?! ან “წმინდა ქართველი დედა” ნახევრადნაჭამ კარტოფილის ღვეზელს პირდაპირ  ავტობუსის კარებიდან აგდებს?!

მერე რა, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიებზე, სადაც ტყეა, ლამაზი ბუნებაა, კარგია ჰაერია ჩვენი ჯიგრიანი ქართველები თავიან ჯიგრულ კვალს ტონობით ნაგვის სახით ტოვებენ?

მერე რა,  ქმარს თუ აღდგენილ ქალიშვილობას შეაპარებ?! არც არაფერი, შენი “ნატურალი” ქმარი იამაყებს და შენც  მიიკერებ “წმინდა ქართველი დედის ნიღაბს”.

ან, მაშინ რა მოხდა ქმარს თუ საყვარელი ჰყავს? – კაცია ბოლო ბოლო.

მერე რა, თუ სადმე ოჯახში “ნატურალი” ქმარი ცოლს ურტყამს?

მერე რა, სადმე შიმშილისგან ბავშვები რომ იხოცებიან და აქციაზე ასეული ადამიანიც რომ არ მოდის?!

მერე რა ? მერე რა?

მერე ის რომ არაც არაფერი.

მერე ის, რომ ბრბოს უბრალოდ სანახაობა სჭირდება!

მერე ის, რომ საქართველო **აკშია!

დაჭამეთ კარგმა ჯიგრიანმა, “ნატურალმა” ქართველებმა ჰომოსექსუალები, ლეზბოსელები! თქვენ მაინც ყველაფერი გეპატიებათ ^_^

რატომ არის კარგი პირადი ბლოგი

სადაცააა სამი წლის გახდება ჩემი ბლოგი. ბოლო სამი წელი მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში ყველაზე გადატვირთული იყო ემოციურად და შესაბამისად  ბლოგიც ყვლაზე საინტერესო ისტორიას აღწერს.  რა თქმა უნდა ჩემთვის საინტერესოს. ჩემმა ბლოგმა და მეც, როგორც ბლოგერმა ბლოგინგის უამრავი ეტაპი გავიარეთ. უამრავჯერ შევიცვალე აღნიშნულთან დაკავშირებით აზრი : ხან ვფიქრობდი რომ  ლამის საშვილიშვილო საქმეს ვაკეთებდი :D,  ხან კიდევ იმდენად დიდ უაზრობად მეჩვენებოდა ჩემი აზრების ასე გასაჯაროება, რომ ბლოგის გაუქმების  ზღვრამდე მივდიოდი. ხან თვეობით არ ვწერდი, ხან დღეში რამდენჯერმე ვწერდი, ხან ვცდილობდი რომ საგანამანათლებლო ხასიათი მიმეცა, ხანაც კი,  ჩეულებრივი თბილისელი გოგოს დღიურად ვტოვებდი. მოკლედ ბლოგის ცხოვრებაში მრავალმა წყალმა ჩაიარა..

მაგრამ მაინც, რატომ არის პირადი ბლოგის ქონა კარგი? თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ არაპირადი, გარკვეული თემატიკის ბლოგის გაკეთება ცუდია.  ახლა, იმ დროს როცა უამრავი სამცადინო მაქვს კოლოკვიუმებისათვის, როცა უამრავი სასწავლი მაქვს სემინარებისთვის, საკონფერენციო თემა დასაწერი და ტრენინგის დიზაინი მოსამზადებელი, გადავწყვიტე, რომ საუკეთესო დრო იყო ძველი პოსტების წასაკითხად.  სწორედ ამი მერე გამიჩნდა სურვილი დამეწერა პირადი ბლოგის დადებით თვისებებზე:

პირადი ბლოგი ანუ შენი  მინი ისტორია, გეხმარება გაიხსენო შენი წარსული, მაგრამ არა მხოლოდ ფაქტები, არამედ ფიქრებიც, აზრებიც, ემოციები, შეხედულობები, ფასეულობები. ამ დროს კარგად ხედავ საკუთარ ცვლილებას, კარგად აღიქვამ საკუთარ დადებითსა და უარყოფითს.ძველი პოსტების კითხვისას ისეთი შთაბჭდილება მრჩება თითქოს ეს ჩემი  კი არა, სხვისი ისტორიაა და შესაბამისად ობიექტურადაც ვუდგები საკუთარ ნააზრევს.

ისტორიასა და წარსულს რომ თავი დავანებო, პირადი ბლოგის საშუალებით ერთ დროს ნამდვილად კარგი ნაცნობ-მეგობრები შევიძინე. ადამიანები, რომლებიც იზიარებდნენ ჩემს მწუხარებას  ან უბრალოდ ჩემს თითოეულ, უაზროდ დაწერილ სიტყვასაც კი და ახლაც ვფიქრობ, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ისინი უფრო კარგად მიცნობდნენ, ვიდრე ადამიანები ვისთან ერთადაც ვცხოვრობ.

შეიძლება სასაცილობდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ნამდვილად არის  გარკვეული ინტიმი იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებისაც მხოლოდ “ნიკი” იცი და ხანდახან სქესზეც კი არ გაქვს წარმოდგენა. ამ დროს, თითქოს უფრო მეტი სიმართლე და გულწრფელობაა ურთიერთობებში, მაგრამ ანონიმურობის დრომაც ასე ვთქვათ გაიარა, ფეისბუქის გადამკიდე ძნელად თუ დარჩები  ნიღაბს მიღმა.

ადრე, როცა ბევრს ბლოგი ჯერ კიდევ  საჭმელი ან საშენი მასალა ეგონა, საზოგადეობის მცირე ნაწილმა, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ინტერნეტზე და გარკვეული ინფორმაციაც ჰქონდა ქართველ ბლოგერებზე, გაამართლა თავისი ქართველობა და ამ სიახლესაც (როგორც ყველა დანარჩენს სხვას) თავიდან  არც ისე დადებითად შეხვდა, ხშირად ამბობდნენ, რომ ბლოგერები ჩამოუყალიბები, “ნამდვილ” ცხოვრებაში არარეალიზებული ადამიანები იყვნენ, რომელთაც კომუნიკაცია მხოლოდ ვირტუალურ გარემოში შეეძლოთ. არ ვიცი, შეიძლებ მართლაც იყვნენ ასეთი ბლოგერები, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია  ვთქვა, რომ ბლოგინგი მართლაც დამეხმარა გარკვეული კომპლექსების გადალახვაში,  დამეხმარა რომ გავმხდარიყავი უფრო გულწრფელი, დამეხმარა გამეცნო ადამიანები, რომლებიც ხანდახან თურმე ჩემსავით ფიქრობენ, რომლესაც ასევე აწუხებთ დეპრესია, რომლებსაც ასევე აქვთ პრობლემები ან არიან მარტოსულები. ეს აღმოჩენები კი გეხმარება იმის გაგებაში რომ შენ არ ხარ მარტო ამ დედამიწზე და  შენც შეგიძლია რაღაცის შეცვლა ^^

მოკლედ კარგია, როცა გაქვს პირადი ბლოგი, ჩემთვის ყოველშემთხვევაში  მის პირადულ ხაიათს არასოდეს არ შეუქმნია პრობლემა, პირიქითაც კი ^^.