არასოდეს არ მომწონდა პოსტები, რომლებიც ბლოგერების სისუსტეს გამოხატავდნენ. როცა ავტორები იმის მაგივრად რომ პირადად დალაპარაკებოდნენ სხვა ადამიანებს, ბლოგებზე მირბოდნენ და იქიდან ეუბნებოდნენ საკუთარ სათქმელს, იმის იმედად რომ რაღაც ეშმაკის მანქანებით მათი სამიზნე ადამიანები ამ პოსტს ოდესმე წაიკითხავდენ, გაიზიარებდენ და საკუთარ თავზე მიიღებდენ.
მაგრამ აღმოვაჩინე რომ ხანდახან დგება მომენტი, როცა აზრი აღარ აქვს. (ერთი რჩევა: თუ თქვენ მიხვდით, რომ ვინმე ადამიანისთვის რამის თქმას აზრი აღარ აქვს, მაშინ ის არაფერს აღარ ნიშნავს თქვენთვის და შეგიძლიათ თავისუფლად ამოისუნთქოთ, ყოველთვის დადებითად ვაფასებ ფაქტს, თუკი ის ვინმესგან გამონთავისუფლებას გულისხმობს).
იმიტომ რომ მისთვის ამის თქმას აზრი აღარ აქვს, გადავწყვიტე ბლოგზე დამეწერა, იქნებ ვინმეს გამოადგეს.
ერთხელ მივხვდი რომ მასთან ურთიერთობა მღლიდა, რომ ის არ იყო “ის” ვინც მე მჭირდებოდა, ვინც ჩემს გვერდით იქნებოდა და ვისთანაც ბედნიერი ვიქნებოდი. ეს ბევრისთვის ძალიან ნაცნობი გრძნობაა ალბათ, და ყველა თუ არა უმრავლესობა მაინც ასეთ ურთიერთობას დასრულებდა.
მე მეგონა და დღესაც მგონია რომ სიყვარულისა და სხვა დრამების უკან დგას პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა შენი პარტნიორის მიმართ. პასუხისმგებლობა მისი გრძნობების მიმართ. შეიძლება ეს ეპიზოდიც ურთერითობისა ერთ-ერთი დრამაა, არ ვიცი. ხოდა როცა ჩემი ინდეფერენტულობა და პასუხისმგებლობა ერთმანეთს დაეჯახა, ვიფიქრე რომ ახლა მას ვჭირდებოდი. სხვა არავინ ჰყავდა ისეთი, ვისთანაც ჩემსავით ახლოს იქნებოდა, ვიფიქრე რომ უჩემობა დიდ დარტყმას მიაყენებდა და დავრჩი. ვერ ვიტყვი რომ ეს თავგანწირვა იყო, ჩვეულებივი საქციელია ალბათ,უფრო ზუსტად ადამიანური.
შედეგად როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, როცა ვგრძნობდი რომ ყველა მიმართულებით ვიბრძოდიდ და ერთგვარი გარდატეხის მომენტი იდგა, დაუფიქრებლად მიმატოვა.
რეალურად ერთი გადმოსახედიდადნ ასე სჯობს, ჩვენი თავმოყვარეობა ხშირად იმის უფლებას არ გვაძლევს რომ ავიტანოთ ჩენს გვერდით “სამადლოდ დარჩენილი” სხვები, გვირჩევნია გავუშვათ, მაგრამ მეორეს მხრივ არაა აუცილებელი გვაგრძნობინონ რომ “სამადლოდ” რჩებიან.
დღეის გამოსახედიდან კი, ჩემი პარტნიორი შეცდა როცა თავის თავში პასუხისმგებლობა დათრგუნა. და ყველა მის ადგილას, მეც კი თავის დროზე, შევცდებოდი თუკი ამ პასუხისმგებლობას დავთრგუნავდი. ადამიანობა მეტი არაფერია თუ არა ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის გათვალისწინება.
თუმცა კი, ეს ხომ ცხოვრებაა 🙂
ერთ ცნობილ ჭეშმარიტებას გისურვებთ მეც, არასოდეს მოექცეთ სხვებს ისე, როგორც არ გინდათ რომ თქვენ მოგექცნენ.
დღეს ჩემთან არც ბრაზია, არც ბოღმა, არც სიყვარული. ერთი დიდი სიცარიელეა და იმედგაცრუება იმისა, რომ არც ისე ღირსეული ყოფილა როგორიც მეგონა.