დამოუკიდებლობა

ყველა ახალი პოსტის შემდეგ საკუთარ თავს ვპირდები ხოლმე რომ მეტს დავწერ, მაგრამ სინამდვილეში  ყოველთვის უფრო მეტი დრო მჭირდება მომდევნოს დასაწერად, ვიდრე წინაზე დამჭირდა. ენივეი, ახლა ის დროა კიდევ ერთი პოსტი რომ დავწერო.

ერთ ჩემ ფავორიტ ბლოგერს, მისტერ ჯეკს ძალიან მოსწონს საკუთარი ასაკისთვის ხაზის გასმა.  ჰო ასაკი მართლაც ბევრ რამეს ნიშნავს, ოდესღაც ყველა ვცდილობდით ვყოფილიყავით უფრო დიდები და ოდესმე ყველა ვეცდებით ვიყოთ უფრო ახალგაზრდები.

ხოდა, მეც ჯეკივით მინდა პოსტის დაწყება, იმიტომ რომ მე 21 წლის ვარ. ჯეკიზე 9 წლით უმცროსი.

ჰოდა, როცა 21 წლის ხარ, ეს არც ისე ადვილია.  ამ დროს იღებ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ადამიანი,ამ დროს ყალიბდები, ამ დროს ადგები გარკვეულ გზას, ეხლა დაკარგულმა დრომ შეიძლება მერე გაზღვევინოს და ასე შემდეგ.

მოკლედ როცა 21 წლის ვართ ყველა რაღაცას ვცდილობთ.

მე ვცდილობ გავხდე დამოუკიდებელი, ვმართო ჩემი პატარა ცხოვრება,  ვაგო პასუხი ჩემს შეცდომებზე.

მაგრამ ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის მიღწევა ადვილი არაა, თუ არ გაგიმართლა და რაიონიდან არ ხარ, მაშინ მოგიწევს მთელი სტუდენტობა ისევ ოჯახთან გაატარო. თუ ამ დროს მოინდომებ გადასვლას ცალკე, მაშინ ოჯახი ფრიად გაოცებული იქნება, ხშირ შემთხვევაში უკმაყოფილოც.  თუ ამ უკმაყოფილებას გაარღვევ და შენსას გაიტან, პრინციპული თუ გქვია და ნამდვილი დამოუკიდებლობაც თუ გინდა, მაშინ ბინის ქირა შენ უნდა გადიხადო, კომუნალურებიც, ჯიბის ფულიც. მარტივად რომ ვთქვა მუშაობა უნდა დაიწყოს ოჯახის ნებიერამ. მუშაობას არაფერი უდგას წინ, არ თქვათ სამსახურები არ არისო, არის ძალიან კარგადაც არის, მაგალითად ტურიზმის დეპარტამენტში მობილურ გიდად მოწყობა რთული არაა, მთავარია ინგლისური და რუსული გესმოდეს (ნუ მაგდენიც თუ არ გესმის მაშინ რა გინდა :v ), მაგრამ მაინც რთულია. აი ვთქვათ მოეწყე ტურიზმის დეპარტამნეტში გიდად და დაგენიშნა ეს 1000 ლარი ხელფასი, რაც ბევრ რამეში გეყოფა. სწავლას რას უზამ?  მაგრამ აქვე მეორე კითხვაც ისმის, რა აუცილებელია სწავლობდე? მაგრამ ენივეი, მე უკვე სტუდენტი ვარ, მესამე კურსი დავხურე და გვიანია ამაზე წუწუნი.

ფაქტი ასეთია, ვერ ვმუშაობ, ვსწვალობ და ყველანაირ დამოუკიდებლობაზე საუბარი ზედმეტია.

მაგრამ არსებობს გამოსავალი.  თუ არ გამიმართლა და რაიონიდან არ მომიწია ჩამოსვლა, მაშინ შემიძლია თბილისიდან წავიდე საერთოდ. ხოდა მეც  მივდივარ. სიმართლე რომ ვთქვა ეს ასე მარტივი არაა, ბევრი დრო, ენერგია, რესურსები ვხარჯე, უამრავ გაცვლით პროგრამაზე შევიტანე განაცხადი და მხოლოდ ერთმა მიმიღო.

ამ წუთას ეს ერთიც კარგია. კარგია იმიტომ რომ მე უკვე დამოუკიდებლად ვაგვარებ ფრენის, ვიზის, დაფინანსების საკითხებს.დამოუკდიებლად წავალ, მარტო საქართველოდან, მოვეწყები იქ და შემდეგი 6 თვის განმავლობაში მე ვიქნები ყველაფრის მბრძანებელი.

ამას წინათ ერთმა უცხოელმა ახლობელმა მითხრა, 18 წლის რომ ხდები ბელგიაში, მშობლები თავად გეუბნებიან რომ სახლი უნდა დატოვოო, თუ ამ დროს კიდევ არ გაქვს შენი შემოსავალი, მაშინ თავიდან თვითონ გეხმარებიანო.

საქართველოში კი მშობლები ცდილობენ რაც შეიძლება დიდ ხანს დაგტოვონ თავიანთი კალთის ქვეშ, რაც შეიძლება დიდ ხანს მოგიგვარონ პრობლემები, მოგთხოვონ ახსნა-განმარტება ყველა საეჭვო მოვლენისა და საბოლოოდ ძალიან გამოუცდელები და მფრთხალები დაგვტოვონ ყველაზე რთული გადაწტყვეტილებების წინაშე.

მოკლედ, იმის თქმა მინდა რომ როგორმე უნდა გამოძვრეთ მაგ სახლებიდან, იპოვოთ საკუთარი თავი, საკუთარი ინტერესები, დაუშვათ შეცდომები, წაიტეხოთ კისრები, ოღონდ არ იქცეთ 30 წლის დედიკოს ბიჭებად, რომლებსაც ისევ დედების არჩეული ნაკსები და ტრუსიკები აცვიათ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s