ახალი წელი და ახალი მიზნები

ახალ წელს ძირითადად ყოველთვის ოპტიმიზმით ვეგებებით, ერთმანეთს ვუსურვებთ წარმატებას, ყოველივე კარგს, ბედნიერებას, ვსახავთ ახალ მიზნებს, ვიღებთ ახალ გადაწყვეტილებებს და იმედი გვაქვს რომ ისინი წელს მაინც იმუშავებენ. მაგრამ თან წინა წლების ჩავარდნებიც კარგად გვახსოვს.

მაშ რა შეიცვლება ამ წელს?

მე მგონია რომ ხანდახან პრობლემა არც მიზნებშია და არც ჩვენში, ეს უფრო მიზნების დასახვას უკავშირდიდება. ხანდახან ჩვენი მიზნები ექსპრომტად, გაუზარებლად არის დასახული, ამიტომაც კარგი იქნება თუ ახალი წლის, სუფრების, ინდაურებისა და საცივების გადაგორების შემდეგ მიზნებს რამდენიმე წესის მიხედვით დავსახავთ.

დასახე მნიშვნელოვანი მიზნები და არა მარტივად შესასრულებები.

ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი რომ უყვარს ჯიდლოები, ამიტომაც შეიძლება დავსახოთ ისეთი მიზანი როგორიცაა სპორტდარბაზში წასვლა, ან სხვა მსგავსი. მნიშვნელოვანი მიზანი არის ის, რომელიც შთაგვაგონებს სერიოზულ ცვლილებებს, მოითხოვს მეტ ფიქრს და ჩაძიებას. მიეცი საკუთარ თავს უფლება და დრო, რომ მოიფიქრო რა გამოცდილების მიღება გინდა და რას მოგცემს ეს გამოცდილება. იფიქრე რა გინდა მიიღო მომავალი წლისგან და შემდეგ იფიქრე რატომ გინდა ეს. მაგალითად, თუ გინდა რომ მოწევას თავი დაანებოთ, ჰკითხე საკუთარ თავს რატომ, თუ პასუხია ჯანმრთელობა, მაშინ დაფიქრდი რაში გჭირდება კარგი ჯანმრთელობა, თუ პასუხია რომ გინდა დიდ ხანს იცხოვრო და მოესწრო შვილიშვილებს, მაშინ დასვი კითხვა თუ რატომ გინდა შეხვდე შენს შვილიშვილებს? საბოლოოდ  მიიღებ პასუხს, მიზეზს, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება  და მოგცემს მოტივაციას რომ დასახო  მიზანი და შემდეგ განახორციელო ის. ჩემთვის ისიც საკმარისი იქნებოდა, რომ პოლონეთში სიგარეტი ძვირია და თანხის დაზოგვას უკავშირდება თავის დანებება.

ფოკუსირდი პროცესზე და არა შედეგზე

როდესაც ვსახავთ მიზნებს. ადვილია წარმოვიდგინოთ მაგიური დასარული, როდესაც მიზანს მივაღწიეთ და ყველაფერი უკეთესი გახდა. მაგრამ რეალურად ჩვენ არ შეგვიძლია ვაკონტროლოთ შედეგი. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს რომ მათ ყველაფერი ერთდროულად უნდა შეცვალონ, სინამდვილეში კი სჯობს მცირე ცვლილებებით გავკვალოთ გზა დიდი ცვლილებებისკენ.  ჰკითხე საკუთარ თავს, რა გინდა რომ შეცვალო, მაგალითად თუ ხარ მორცხვი და გინდა  უფრო თამამი გახდე, მიიღე ამ დღეს ვინმეს მიწვევა. ყოველდღიურად, მცირე ცვლილებებით გახვალ თამაშის დასარულში

ჩამოაყალიბე მიზნები პოზიტურად

მიზნის დასახვის დროს  იფიქრე იმაზე თუ რა დადებითს მოუტანს ის შენს ცხოვრებას და არა რა უარყოფითს აგარიდებს თავიდან.  საერთოდაც ეს ისევ ტვინის ქიმიაა, პოზიტიური აზროვნება ტვინის დაჯილდოვების სისტემას აქტიურებს და მოტივაციას გვიზრდის.

მაგალითად თუ დიეტაზე ყოფნას აპირებ არ თქვა რომ აღარ გინდა იყო მსუქანი, უბრალოდ თქვი, რომ გინდა იყო ლამაზი.

მოემზადე მარცხისთვის (სწორი გაგებით)

მიზნების განხორციელბის დროს, განსაკუთრებით თუკი პროცესი ხანგრძლივია, ხშირად ჩავარდნებისთვის თავის არიდება რთულია. ამიტომაც როცა ერთხელ ვერ მივდივართ სპორტდარბაზში, შემდეგ თავს ვანებებთ მას, ან ერთ ღამეს ბურგერების და ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ  წონის დაკლებაზე აღარ  ვფიქრობთ.  ნამდვილად არაკომფორტული მდგომარეობაა თვითკრიტიკა, დანაშაულის გრძნობა და საკუთარ თავში ეჭვის შეტანა.

ამიტომაც ჩვენი დავალება უბრალოდ თავის არიდებაა ჩავარდნებისთვის, თუ ვიცით რომ იმ  დღეს ვერ მოვიცლით ჯანსაღი საჭმლის საყიდლად, მაშინ შგვიძლია სახლში მოვიმზადოთ და თან წავიღოთ, შესაბამისად თავი ავარიდოთ შემთხვევითი ბურგერების ჭამას.

როდესაც ნებისმიერ დაბრკოლებას გადააწყდები, უბრალოდ გაიხსენე რატომ იყო ეს მიზანი შენთვის მნიშნელოვანი და განაგრძე სვლა მისკენ. შეიძლება წინათ სწორედ ეს არ გაითვალისწინე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს!

One thought on “ახალი წელი და ახალი მიზნები

  1. სანამ დაბრუნდები აქაც გაძვირდება სიგარეტი და იქნებ მაგ მიზეზით სხვებიც შემოგიერთდნენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s