გადასახლება

უკვე ოთხი, ან მეტი წელია ეს ბლოგი არსებობს და ნამდვილი უმადურობა იქნება 2014 წელზე პოსტი რომ არ დავწერო.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გასხვავებული წელი იყო, ცვლილებებით სავსე, თუმცა როგორც ყოველთვის ყველა ცვლილებას სხვადასხვა ეტაპზე გადაჰყავხარ ადამიანი.  ამ წელს მე დავიწყე მუშაობა უამრავ ადგილას, ვიარე სხვადასხვა კონფერენციებზე საზღვარგარეთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი პოლონეთში  გადმოსახლებაა.

მე ბავშვობაში დანამდვილებით ვიცოდი რომ 20-21 წლის ასაკში საზღვარგარეთ წავიდოდი სასწავლებლად და წავედი, რამდენად ჭკვიანური გადაწყევტილება იყო, ამას ცხოვრება მიჩვენებს, უბრალოდ დღემდე მივყვები იმ გეგმას რომელიც ბავშვობაში ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად დავსახე.

პოლონეთში გადმოსახლებამ, დამოუკიდებლობად ცხოვრებამ, საკუთარ თავზე ზრუნვამ უამრავ ახალ რამეს მიმახვედრა.

ეს ყოველთვის ასე ხდება, რადიკალური ცვლილები ბევრი რამის გადაფასებას გვპირდება.

ადრე, ყოველთვის, ყოველ წუთს, მინდოდა რომ თავისუფალი ვყოფილიყავი. თავისუფალი სტანდარტებისგან, ოჯახისგან, მეზობლებისგან, სტერეოტიპებისგან. როცა პოლონეთში წამოვედი მარტო, იქ სადაც არვინ მიცნობდა და მომეცა ცხოვრების ახლიდან დაწყების შანსი, როცა ვიგრძენი რომ ცხოვრებაში პირველად თავისუფალი ვიყავი, მივხვდი რომ იყო თავისუფალი, ეს სულაც არ ნიშნავს არ გქონდეს პასუხისმგებლობები.

მეტიც, როცა საქართველოში ვიყავი, უამრავი ადამიანი იყო ვისაც შეეძლო ჩემი დახმარება, გვერდში ამოდგომა, ჩემ მაგივრად პრობლემის გადაწყვეტა, ჩემ მაგივრად პასუხისგება, მაგრამ აქ სულ სხვაა.

მე თავისუფალი ვარ, ანუ მე ვაგებ ყველაფერზე პასუხს, ანუ თავისუფლება ეს პასუხისმგებლობაა.

ამას უცბად არ მივხვდრილვარ, ვიცი ეხლა ფიქრობთ ეს ხომ ნათელია, ეს ხომ მშობლებმა გვასწავლესო, ეს ხომ წიგნებში წერიაო, მაგრამ არაა ასე. ამას დასჭირდა უკანასკნელი თვეები, შეცდომები, პრობლემები, გაუგებრობები, მაგრამ რაც მთავარია დღეს ვიცი.

აქ ყოფნა დამეხმარა სკუთარი თავის უკეთ გაცნობაში, იმის გააზრებაში თუ რა სუსტი წერტილები მაქვს, რა ძლიერი(თუმცა  კიდვე ვფიქრობ მაქვს ეს უკანასკნელი საერთოდ თუ არა ::).

აღარაფერს ვამბობ კულტურულ განსხვავებებზე, სტერეოტიპების მსხვრევაზე. მაგალითად საქართველოში ლექტორებიდან დაწყებული სტუდენტებით დამთავრებული ყველას სჯერა რომ უცხოეთში, უფრო კონკრეტულად ევროპაში და ამერიკაში ადამიანებს ვიწრო მიმართულებით აქვთ განათლება და მხოლოდ საკუთარი სფერო იციან. იქამდე არაფერი გეტკინოთ მეგობრებო სანამ ეგ სიმართლე გახდება, რა ერთი მიმართლებით, რის ერთი მიმართულებით, ძალიან კარგად და რაც მთავარია აზრიანად იციან ჩემმა ახალმა კურსელებემა ბევრი საკითხი.

საერთოდ ერთი ცუდი რამე დამემართა, სანამ წამოვიდოდი ვფიქრობდი რომ პოლონეთიდან ხშირად დავწერდი, მეტი მექნებოდა სათქმელი, მაგრამ რაც უფრო და უფრო მეტი მიგრვდებოდა მით უფრო ვერ ვწერდი, მით უფრო რთულდებოდა რამის დაზუსტებით თქმა, მით უფრო მიჭირდა აზრის ჩამოყალიბება, იმდენად ყველაფერს ერთდროულად გამოეცალა საფუძველი.

კიდევ ერთი რამ და მოგილოცავთ ახალ წელს, როცა ასე ახლა გარემოში დიდი ხნით მიდიხართ, გირჩევთ რომ იყოთ  ძალიან მოქნილები დროში, ადამიანებთან ურთიერთობებში, არ დაელოდოთ არაფერს, აქ ყველაფერი თქვენი გასაკეთებელია და ლოდინმა შეიძლება საქმე გააფუჭოს.

მე ვიცი რომ კიდევ წავალ ასე, ოღონდ სხვა ქვეყანაში სავარაუდოდ, და როცა კიდევ ერთხელ მომეცემა ყველაფრის ახლიდან დაწყების შანსი, ჩემი პრიორიტეტები ნათელი იქნება ყველასთვის და პირველ რიგში, ყველაზე მეტად საკუთარი თავისთვის.

გილოცავთ 2015 წელს!

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s