sichume..wvima…intimi..

არ წვიმს..

არადა როგორ მსურს წვიმა,

როგორ მსურს ფიქრთა, უსაზღვრო ზვირთთა,

გამოჭენება ცხენის, გამოქროლება, და გაგიჟება

სევდის, ოცნების….

ჩუმად, მარაო გაჰფანტავს სივრცეს,

და მოგონებებს გაუღებს დირეს..

დამესიზმრები და დასიზმრებულს მომენატრები,

ძვირფასო, სიცხით განცდილო წამო,

რაოდენია ერთგულება ჩემი აზრების,

შენ ვინ ხარ,იქნებ გადაშალო გულის ჰანგები..

და მერამდენედ უმუსიკოდ ვზიდავ სიჩუმეს,

და კვლავ ავღმართავ დაკამარებულ

სივრცულ მიმოზებს,

ძვირფასო ისევ,

სიჩუმეა აქ მეგობარი, სუფევს ინტიმი ვარ დედოფალი,

ძვირფასო მოდი არ დამტოვო მარტოდ და მარტო,

გადამიშალე გულის ჰანგი და  საზიდარი…

დიდი ლურჯი მეგობრობა….

  • sofonation.....

ვიყავით მე და ის… ის და მე,, ჩვენ გვქონდა დიდი ლურჯი მეგობრობა.. ჩვენ ლურჯ ქვიშაზე ვხაზავდით ფიგურებს და  ვწნავდით ჩვენს სახელებს მჭკნარი ლურჯი ყვავილებით.. ერთმანეთს ვავსებდით უსაზღვრო მეგობრობით.. საოცრად ვმეგობრობდით…

ჯერ იყო ერთიციდობა. და ამის მერე უკვე დიდობა.. და მაინც ვიყავით ერთად და განუყოფლად.. მე და ის… ის და მე.. მივუყვებოდით გაუდაბნოებულ უბნებს, გადარეულ ფიქრებს, ვხატავდით მომავალს და ვოცნებობდით.., ღმერთო რამდენს ვოცნებობდით.. და იყო ყოველთვის დიდი სივრცე, და ვიყავით ყოველთვს ყველაზე დიდები დიდებთა შორის… გვქონდა ერთი ამოსუნთქვა და ერთი ჩასუნთქვა, ერთი სიმღერა და ერთი თამაში „აბა თუ დამიჭერ“..

და გარბოდა დრო, შეუმჩნევლად ვიზრდებდით, ვეტოლებოდით ერთმანეთს, ვწერდით, უსაზღვროდ ბევრს.. საბოლოოდ ვმეგობრდებოდით.. მან მუდამ იცოდა ჩემი, და მე მუდამ ვიცოდი მისი.. იყო აქ ფანტასტიკა მცირე დოზით.. ერთხელაც როცა მან აანთო სანთელი, მრავალთა შორის ერთი დაიხმარა, და იყო ის ერთი ჩემი.. თქვენი ანგელოზებიც მეგობრობენო გვითხრეს მაშინ…

…და გრძელდებოდა, იზრდებოდა და იხვეწებოდა ეს ანგელოზური მეგობრობა.. იქმნებოდა ახალი ხანა უაზრო და ხანაც აზრიანი.. გვიყავარდებოდა და გვავიწყდებოდა.. დღე ღამდებოდა და ღამე თენდებოდა.. იყო გაოცებაც.. მცირე დოზით გაკვირვება… იყო ჩემი და მისი სახელი ერთად.. იყო საოცარი ერთობა და მცირე დოზით სიგიჟე.. ჩვენ მივუყვებოდით აყვავებულ ქუჩებს,  ჩვენ გვეძახდნენ ერთ სახელს.. ვიყავით ერთნაირნი და საოცრად განსხვავებულნი.. არასოდეს გვიჩხუბია არასოდეს გვიმონია.. ვიყავით ყოველთვის ყველაზე ამაყნი და ყველაზე თავმდაბალნი… ამ ცხოვრებაზე უსულოდ ბევრჯერ გვიტირია.. უსულოდ ბერჯერაც გვიცინია, უსულოდ ბევრჯერ გვყვარებია.. და მაინც ჩვენ ვკრეფდით ფიფიქებს ფილაქანიდან, ჩვენ ვწერდით სივრცეს და ვღვრიდით  რითმებს.. კვლავ დავდიოდით უსაზღვროდ ბევრს და კვლავაც გვსურდა ერთად, ვიყავით ერთიანობა და ვქმნიდით ერთიანობას ყველას სახით.. ჩვენ ვცვლიდით ადგილებს და ვქმნიდით აწმყოს.. ჩვენ განვიცდიდით უსაზღვროდა ბევრს  ყველასას და ყველაფერს.. გამოუცდელები ვიყავით..”ძველი ყაიდის ქალობა გვინდოდა“..

ზაფხულის სიცხეში…

სიყვითლის მზეში,

.. ლიანდაგებზე მიდიან დები….

მე და ის.. ის და მე.. ორი ლურჯი ხელჩაკიდებული მეგობარი მიუყვება სივრცეს…

უცნაური…

უცნაური რითმაა, და უცნაური ფიქრები….
ღამეს, ღამეს ისევ უდის სუნი ლურჯი იების,
უცნაური წამია და  მოგონება სიტყვების,
სიგიჟეში დაღვრილ საათს არ სჭირდება რითმები,
უცნაური აზრია, და მდუმარების გუშაგი,
ღამით, ღამით, ისევ ჰყვავის ყვავილები სიზმრებში,
უცნაური ქალია და უცნაურად იღიმის,
მარმარილოს შეშურდება მისი კბილის ციმციმი,
უცნაური წამია და უცნაური ფიქრები,
ალბათ კვლავაც შენთან მოვალ,
არ დაგტოვებ გიშველი…

***

გადახრუკული ყვითელი მიწები,

ყვითელი ფიქრები ყვითელი სიტყვები,

გადაწვენილი, გადახლართული. ხმელი ბალახი

და თაკარა მზე…..

ირგვლივ სიჩუმე და  გველი გიურზა,

მოშხამულ სიზმრებს სუნი აუვა,

სიგიჯის  წამი, სიყვითლის აზრი,

იმპრესიონიზმს ეკუთვნის ტაში,

ვან გოგი ქარში, ნოტები ცაში. ~

და როიალი გრგვინავს გაჰკივის…

თეთრი მუსიკა, თეთრი ფრაზები,

ჩემი აზრები და სარკაზმები,

წყალი ლივლივა თითქოს ციმციმა,

ცაზე კაშკაშა ბრილიანტები,

„ოქროცურვილლი“ სვეტიცხოველი.,

სვეტი ჟმიდან ჟმსღა მოელის,

სვეტი ციური, არ ამ სილურჯით,

სვეტი მგრგვინავი და აზიური,

თეთრი აზრები თითქოს ვაზნები,

ყვითელი მიწა და ალაზნები…

…და დაჰბერავს ქარი ,მინდვრებს,

და წალეკავს აზრი სიტყვებს,

და ურითმო ლექსით მოვა

მგოსანი და მგოსნის მონა..

ზედმეტად მგრძნობიარე გაპოსტებული ჩანაწერი…

მეტისმეტად დიდი ხანია რაც აღარეფერი დამიწერია. ალბათ ხანდახან ასეც ჯობს.. მაგრამ დიდხნიან ლოდინს, ყოველთვის მოჰყვება ვულკანის საოცარი ამოხეთქვა, გახურებულ ლავაშ, სიცხე და გოდება.. ღამესაც ყოველთვის მოჰყვება გამონათება.. რა კარგია მზე, ლურჯი ცა… რა კარგია ცაზე ნაზ ამბორებად დარჩენილი ქათქათა ღრუბლები… და სიგიჟე.. აი ისეთი სიგიჟე თავს რომ დაგაკარგინებს, ღამეს გაგათნებინებს, კალამს აგაღებინებს და მთელ შენს სიზმრებს თავიდან დაგაწერინებს.. რა ლამაზია სიგიჟე… მუზად წოდებული სიფითრე… და სევდა.. ჩემი ძველი მეგობარი, ჩემი განუშორებელი სევდა.. რამდენი რამ გვინახავს ერთად.. არასოდეს არევია ჩემი გზაკვალი, არასოდეს მიცრემლია და დამიწერია მის გარეშე… და სიყვარული… არ შემიძლია არ ვახსენო და არ მოვიგონო…. ოჰ, ჩვენი ბანალური სიყვარული, ჩვენი ირონიული და მარად დამწვარი, ბრმა და ყრუ სიყვარული… და რა თქმა უნდა წერა კვლავაც და კვლავაც… აი ისევ მოვიდა აზრი, ფიქრი, რითმა, მუზა.. ჩაიძირა ნავსი.. გატყდა და გაცვდა გრძნობა.. ავდგები და გავუყვეები გზობას.. კვლავ ვემთხვევი ჩემს გაცრეცილ ფურცლებს, გადავიტან საფიქრალს და მგოსანს, ოსანს…გაცუყვები ოცნებებს და მოგიხსენებ შენც, კვლავაც დაღარულს და კვლააც აბსტრაქტულს….

***

ისევ ვიგრძენი…..  თბილი მზერა… ნათელი თვალებში.. სისოვლე შეხებაში… სიცოცხლე ღიმილში…
ისევ…. ვიფიქრე.. ვაითუ… იქნებ… ვცადო…. ისევ დავწერე, გაგიზიარე, შენ წაგაკითხე გრძნობათა სივრცე… ისევ ველი, ჩუმად, სხვა რა გზაა.. ისეც დუმს და დამჭკნარი ყვავილებით ივსებს სულს… ერთხელ ფიფქი დავინახეთ და ამ ფიფქზე პეპელა… დაიჭირა პეპელა და მოწყვიტა ფიფქი… თეთრი, ცისფერი, წითელი ფიფქი… მოვიდა და თმაში ჩამაბნია..
ვიგრძენი, უსასრულოდ იკარგებოდნენ მისი ხელები ჩემს თმაში, სიამოვნებდა სიო და სინაზე…
იყო ლურჯი ცა… მხოლოდ ცა და მე ისევ ვიკითხე, რატომ არ არის ცა ვარდისფერი….. ისიც უყურებდა  ცას…ისიც ჩემთან ერთად გრძნობდა ცვილებას…
იკარგებოდა ყოველივე არსებული… იქმნებოდა ნაირსახოვანი აბსტრაქცია.. მისი ხელები განაგრძობდნენ მოძრაობას.. თმიდან სახეზე ლივლივებედნენ… ჟრუანტელს ვგრძნობდი.. აუტანელ კანკალს ტანისას, კივილი მსურდა დახშული და დადაღული… ცა ვარდისფერდებოდა.. ცა იღებებოდა ჩვენი თვალების ვარდისფერი სხივებით..
ერთად ვიყავით მე და ის… ისევ ისე..
თეთრი პეპელა მიფარფატებდა ღრუბლებში…..

ტრამალ და ტრამალ…….

მაინც……. მაინც დარჩები ჩემთან… მაინც…

აუტანელია განშორება, წყლულები, გოდება, მონატრება…

აუტანელია შენზე სევდა.. მაგრამ მაინც.. მე მარიენი, მადლობელი ვარ..

. მადლობელი ვარ თითოეული გაღიმებისათვის, ცრემლისათვის შენთან განცდილი წამისათვის, სიყვარულისათვის…

მე მარიენი, კვლავ შემოგწირავ სულს.. ბნელში აგინთებ სანთლებს და გაგიცისკროვნებ წუთს.

მაინც… მე მარიენი… სიტყვები  არაა საკმარისი.. სიტყვები არაა შესაფერი, ანაც თავად მე არ ვარ შენთვის შესაფერი……ტრამალებს გდაუვლით ქარი.. წვიმაში სიმორცხვით ქალწულებს შეუვარდისფრდებათ ღაწვები და აუელვარდებათ ალუბლისფერი ტუჩები.. ასაკისაგან და სიბილწისაგან დაბერილი… თბილისის ქუჩებსაც გადაუვლის უდაბნოს ქარი.. გავერანებულ ქუჩებს დააკლდებათ სიწმინდის წამი.. და მე მარიენი… თეთრი ხალათით… და მე მარიენი შავი თვალებით შემოვივლი ქალაქს.. „პირისაგან მიწისა ავღგვი ბორტებას“ და გაკურთხებ შენ კვლავ მიჯნურად.. მე კი უშენოდაც ხომ … კვლავაც და კვლავაც „მიჯნური მქვია“.. უდაბნოს ქარი გაავერანებს თბილისის ტრამალებს..“ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე“.. ტრამალ და ტრამალ.. გამოგედევნე… მე მაინც. მე მარიენი ვარ.. თეთრი ხალათით და კვლავაც მიჯნური მქვია…