პირველი მოგზაურობა პოლონეთში

აი ის შეგძნება, უცხო ქვეყანაში, აბსოლუტურად მარტო, ერთი ჩანთით, უცხო ხალხთან ერთად მატარებელში რომ ზიხარ და იმ წუთას არსად ამ ქვეყნად შენი თავის გარდა არავინ არ გყავს..

თან ტკბილია და თან მწარე.

4 საათი კიდევ გზაში უნდა იყო, რაც ლოძში ჩამოვედი ჩემი პირველი მოგზაურობაა და პირველი გაჩერება გდანსკია. მარტო მივდივარ, არავინ არ წამომყვა,   მარტო მოგზაურობასაც თავისებური მუღამი აქვს, უფრო აკვირდები დეტალებს და უფრო მეტ რამესაც ამჩნევ, მეტ გამოცდილებასაც იღებ.

დღეს მთელი ქართველობის გენები გავაღვიძე ჩემში და ყველა საქმე ბოლო წუთისთვის მოვიტოვე. ჩემი საცხოვრებლიდან სადგგურამდე ოცი წუთი სჭირდება ტრამვაის, ნახევარი საათით ადრე გამოვედი. ტრამვაი გვიან მოვიდა, მერე ყველა შუქნიშანზე გაჩერდა, მერე ყველა გამვლელს დაუთმო გზა და მეც10 წუთი დამაგვიანდა სადგურზე.  უკვე მეგონა რომ მატარებლემა გამასწრო, იმას ვფიქრბდი ნეტა აქ თუ შემიძლია მატარებელს შემდეგ სადრგურზე ტაქსიტ დავეწიო თქო. ჩვენთან თბილისიდან წასულს,მცხეთასთან რომ მიეწევი ხოლმე.

თბილისი, ჩემი ტკბილი თბილისი, როგორ მინდა ეხლა თბილისში.

მაგრამ მატარებელმა ჩემს ბედად დააგვიანა, მეც აღარ დამჭირდა დამატებითი გზების და რაც მთავარია  ტყუილის მოფიქრება. აბა იმას ხომ არ ვეტყოდი მეგობრებს ისეთი სულელი ვარ მატარებელზე დავაგვიანე თქო :v

მე აქ ვარ, სადღაც პოზნანსა და გდანსკს შორის,  ერთი თვის წინ ჩამოვედი და ეს ჩემი პირველი მოგზაურობაა, იაფი, სტუდენტური მოგზაურბა. ისე კი, გდანსკი ძალიან შორს იყო ჩემი ქალქიდან, 6 საათიან გზას ხომ არ ეხუმრებით.

ფანჯარასთან ვზივარ, მაგრამ ვერაფერს ვხედავ,  ღამეა და თან არსად აარფერია განათებული.

*****************************************************************************************************************************************

photo1355ეხლა მაკდონალდსში ვზივარ. რომელიც ერთ-ერთ ულამაზეს შენობაშია, გდანსკის მთავარ სადგურთან ახლოს.  უცნაურია,  პოლონეთის ყველა ქალაქში ჩემი ვიზიტი რატომღაც მაკით იწყება. ალბათ იმიტომ რომ სრულიად უცნობ ქალაქში ეს ერთადერთი ადგილია სადაც საჭმელის ფასები ვიცი და თან ინტერენტის მოძიება შემიძლია.

გდანსკში ვგრძნობ რომ პოლონეთში ვარ. მარტივი მიზეზის გამო, ლოძში, სადაც ჩემი უნივერსიტეტია მუდმივად უცხოელ სტუდენტებთან მაქვს ურთიერთობა და შესაბამისად პოლონელებს, ლექტორების გარდა თითქმის არ ვხვდები.

ჩემთან, მაგიდასთან ორი პოლონელი ბიჭი ჯდება, იწყებენ ჩემთან საუბარს და საშუალება აღარ მაქვს პოსტის წერა გავაგრძელო.

დილა ძალიან ცივია. გდანსკი ბალტიის ზღვის პირასაა და შესაბამისად ცივი, ჩრდილოური ჰაერი  უბერავს, ტემპერატურა  ნულს ქვემოთ არის, სიცივისგან წამოსული ცრემლები თვალებზე მეყინება.

photo1384ერთ ლამაზ კაფეში ვსხედვართ მე და ჩემი მეგობარი, ყავას და ჩიზქეიქს  მივირთმევთ,  და გდანსკის ერთერთი ულამაზესი შენობის ხედით ვტკბები.  ხო, სიცივესაც შევაფარეთ თავი. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ფილმს,  და ჩემი ემოცია იმ ემოციას ფილმებში ყურების დროს საკუთარ თავს რომ წარმოვიდგენდი.

გდანსკთან ახლოს ორი ქალაქია,  სოპოტი და გდინია.  იდეაში მე და ჩემი მეგობარი გდანსკის და სოპოტის მონახულებას ვაპირებთ, მაგრამ იმდენად ცივა შეიძლება გეგმების შეცვლა მოგვიწიოს.

photo1369გდანსკი ულამაზესია, უძველესი, მე პირადად პრაღას მაგონებს.  პრაღაში არ ვყოფილვარ მაგრამ რაც მინახავს სურათებით, მართლა ძალიან ჰგავს.

სოპოტი, როგორც მეგობარმა მითხრა დიდი არაფერია, მხოლოდ ბარების და კლუბების ქალაქი, ნაკლები სიძველეებით, შესაბამისად ამ ქალაქის მონახულებას ცოტა დროს ვუთმებთ, მხოლოდ ცენტრალურ ქუჩას ვნახულობთ და უკან ვბრუნდებით სწრაფად იმ იმედით რომ მაატრებელს მივუსწრებთ და შემდეგი ნახევარი საათი არ გავიყინებით.

აქვეა ქართული რესტორანი ოცნება, რა თქმა უნდა საკმაოდ ძვირი.

***************************************************************************************

ეხლა სახლში ვარ, გვანცას  ღუნღულა სახლში, ცხელ ჩაის ვსვამ და საბოლოოდ ვასრულებ პოსტს რომელსაც ორი დღეა ვწერ, თან რამდენიმე ფოტოს ვტვირთავ ჩემი საცოდავი ტელეფონით რომ გადავიღე,

რა შემიძლია დავწერო იმის გარდა რომ იმოგზაუროთ  მეტი და მეტი, ამაზე  კარგი ცხოვრებაში არც ისე ბევრი რამეა.

მოგზაურობა დიდ ბიუჯეტს არ მოითხოვს, მოიკიდეთ ჩანთები, აიღეთ იაფასიანი  მატარებლის ბილეთები, დაჯავშნეთ იაფი ჰოსტელები, მოკლედ ყველაფერი შესაძლებელია..

და ფილმები რეალობად იქცევა ^^

photo1357 photo1361 photo1362 photo1365 photo1390 photo1389 photo1382 photo1380 photo1379

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s