როცა რეალობა ყელშია ამოსული…

როცა რეალობა ყელშია ამოსული ყველა და ყველაფერი ერთნაირი გეჩვევენება. კარგავ ადამინების ნდობას და ეჭვის თვალით უყურებ მიმდინარე მოვლენებს.

როცა რეალობა ყელშია ამოსული, გინდა რომ გაიქცე, ან უბრალოდ დაიმალო. ოღონდაც აღარავის მოხვდე თვალში. გინდა გააქრო და დაივიწყო ვალდებულებები. ყველაფერს იმაზე  მარტვად შეხედო ვიდრე ის სინამდვილეში არის, გინდა დაჯდე ხის ძირში, ძველი რვეული ამოიღო და ყველა სიტყვა, ყველა ემოცია, ყველა გრძნობა დაწერო რაც კი გაგიგია ან განგიცდია.

როცა რეალობა ყელშია ამოსული გინდა შეაფურთხო ადამიანებს ყველა წყენისთვის,გინდა თვალები დახუჭო და უბრალოდ მიიღო შენთვის სრულყოფილი სამყარო.

როცა რეალობა ყელშია მოსული გინდა გახდე ისევ ისეთი ამაყი, გინდა აღარავის მოუხარო ქედი, გინდა ყველა იდიოტს ამოაგლიჯო ენა, აღარ დააცადო მეტი სისულელის თქმა, გინდა გახდე  უფრო მეტად დაუნდობელი, ცივი, გულქვა, უგძნობი..

როცა რეალობა ყელშია ამოსული-გინდა იყვირო, იწივლო, ვიღაცას მინც მოსთხოვო პასუხი.. გინდა გაგიჟდე, გადაირიო, ოღოდაც მეორედ აღარ გაიმეორო შეცდომები, ოღონდაც თავი მსოფლიოში  ყველაზე დიდ  იდიოტად აღარ იგრძნო…

როცა რეალობა ყელშია ამოსული, გინდა გათავისუფლედე პირადი ცხოვრებისგან, დიდი ამბიციებისგან და ისევ დ აისე, გამხმარი ხის ძირას მიეგდო ძველ რვეულთან ერთად… გინდა აღარავინ გკითხოს რა ხდება შენთავს..

როცა რეალობა ყელშია ამოსული, გინდა ერთხელ მაინც იცოდე, მართლაც და რა ხდება შენ თავს?,,,

გინდა ერთხელ მაინც იცოდე რა გინდა და ერთხელ მაინც გააკეთო ის რაც სინამდვილეში გინდა…

არისტოტელე და 21-ე საუკუნე

  • სათანადო მორალური საფუძვლების გარეშე ადამიანი ხდება ყოვლად უკაცური და მხეცური,მდაბალი, თავისი სქესობრივი და გემოვნების ინსტინქტების ამყოლი.

  • ყველაზე დიდი რამ რაც მცირეში არის მოთავსებული-საღი გონებაა ადამიანის სხეულში.

როგორც მოგეხსენებათ და შეიძლება ნაწილს არც მოგეხსენებათ, ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. შესაბამისად უფრო მეტად ტექნიკურ საგნებს გავდივარ(კალკულუსს, ფიზიკას, ქიმიას, გეოგრაფიას, ბიოლოგიასა და კომპიუტერულ მეცნიერებებს). სანამ გავსტუდენტდებოდი იქამდეც კარგად ვიცოდი ვინ იყო და რას წარმოადგენდა არისტოტელე, მაგრამ რაც მეცნიერებებში უკეთესად “გავერკვიე” უფრო გამიმყარდა წარმოდგენა მსოფლიო დონის ფილოსოფოსზე.  ლექციები იწყება და მთავრდება არისტოტელეთი, ბავშვები უკვე იმას ვამბობთ, რომ არისტოტელეს საკითხი არ დარჩენია რაზეც ან აზრი არ გამოუთქვამს ან თხზულება არ დაუწერია. გაოგნებული ვარ, როგორ შეიძლება ადამიანს ყველაფერი ერთნაირად შეგეძლოს და ერთნაირად გაინტერესებდეს, არა, ალბათ  რაღაც მომენტში ეგეც შეიძლება:), ვრცლად არისტოტელე და 21-ე საუკუნე

women without men!

„ჩვენ არ დავემორჩილებით კანონებს, რომელთა მიღებაშიც არანაირი წვლილი არ მიგვიძღვის და რომლებიც სრულიად არ წარმოადგენს ჩვენს ინტერესესს“

აბიგეილ სმიტ ადამსი, პირველი საყოველთაოდ აღიარებული ფემინისტი ქალი.

1848 წელს შტატ ნიუ-იორკში პირველად დაიწყო გამოსვლები ლოზუნგით „ქალები და მამაკაცები თანასწორები არიან“.

მიღებული იქნა ეგრეთ წოდებული „გრძნობათა დეკლარაცია“ რომელიც ითვალისწინებდა გენდერულ თანასწორობას საკუთრების, ქონების, ხმის მიცემის, პროფესიის არჩევისა და სხვა საკითხებში. ამ დეკლარაციამ სათავე მეოცე საუკუნის ერთ-ერთ მიმდინარეობას, ფემინიზმს დაუდო. მოძრაობას მიმდევრები მამაკაცთა შორისაც გამოუჩნდენენ. მაგალითად ისეთი მოაზროვნეები როგორებიც არიან: თეოდოდრ ადორნო, ჰერბერტ  მაკკუზი, ლოკი, მილი და სხვები.

შეიქმნა ფემინიზმის ისტორია. სოციოლოგებმა ქვეყნების ფემინისტურ და მასკულინურ საზოგადოებებად დაყოფა დაიწყეს. ვრცლად women without men!

გურამ რჩეულიშვილი

ერთხელ მოედანზე ლენინის ძეგლისთვის ორი ტყვია უსვრია….

….ამდენი შთაბეჭდილება ერთ დღეში.. ერთი ადგილი ვერ ვნახე, რომ თავისი ისტორია არ ჰქონდეს, რომ ქვა არ იყოს ქვაზე დადებული. და ეს მონაკვეთი რაც მე დღეს ვნახე, ნაწილია ერის. ვცდილობ აღარ ვიფიქრო, ჭიანჭველასავით დაუზარელი ყოფილა ჩემი ხალხი-ისევ ვფიქრობ… საშინელ წყურვილს განვიცდი; მათარა თან მაქვს, მაინც არა ვსვამ, რატომღაც მინდა უფრო მომწყურდეს. შევდივარ დიდ ტალანში, აქ ქვის სკამებლია და ქვის მაგიდები. ვჯდები ქვის სკამზე, ვინ იცის ვინ იჯდა აქ? შეიძლება დიდი მთავარი ვამეხიც. ვფიქრობ, ვიწყებ წერას, არ შემიძია ამდენი ვნახო და არაფერი დავწერო. ფურცლებს ვუზიარებ ჩემს განცდას. რაღაც მაწუხებს, ვერაფერით ვერ მოვახერხე ჩამყუდროება. ქვის სკამიც კარგია; მაინც ვერ მოვეწყე, აქ ყველაფერი ძველია და საიდუმლო…

ვრცლად გურამ რჩეულიშვილი

არეული ფიქრები

მტრულად გამომხედა და გაიარა. არ ვიცი რა გაიფიქრა. პრინციპში არც მაინტერესებს. ქარმა დაუბერა. საყელო უფრო მაგრად შევიკარი. შემოდგომაა. ამინდი არაჩვეულებრივია-ჩამავალი მზის ფერი. მიყვარს ასე სიარული. მივაბიჯებ ფოთლებში და ვფიქრობ, ვოცნებობ.

****

ოთახში ვზივარ.  ადამიანები  ამბობენ გაწვიმდებაო. მე ფარდის გაწევაც მეზარება. მეხუთე ჩაის ვსვამ. ყელი საშინლად მტკივა. მაციებს. ვფიქრობ, რომ სიცხეს მაძლევს. ალბათ გუშინ გავცივდი.

****

კონიაკს ვსვამთ და სიგარეტს ვაბოლებთ. ზოგადად არცერთი არ ვეწევით, არცერთი არ ვსვამთ, მაგარმ ახლა ასეა საჭირო. სიტუაციას უხდება. საუბარი უფრო საინტერესო ხდება. ნიავი ისევ უბერავს, ალაბათ სწორედ ახლა ვცივდები.

****

ლიმონიანი ჩაი და ისევ ფიქრები. მიზეზებს ვეძებ. რატომ ვეღარ ვწერ?

არც პასუხია და არც მინიშნება.  ამიტომ რაღაცას მაინც ვწერ. გაუაზრებლად, ალბათ ეტყობა კიდევაც ნაწერს.

****

ცილები, ცხიმeბი, ნახშირწყლები და ნუკლეინის მჟავები. უჯრედები და ქსოვილები.. რეაქციები, მილიონოობით რექაციები.. მოწესრიგებული, დალაგებული, მართვადი ორგანოები… და სულელი სხეულები.. არანორმალური, დაულაგებელი პატრონები..

არეული ფიქრები….

****

მიყვარხარ!

შენზე ვგიჟდები!(ყველაზე ყალბი)

****

ადამიანები.. ყოვლის მცოდნე და ყოვლის შემძლე ადამიანები.. იციან, არ იციან, ფიქრობენ, არ ფიქრობენ-მაინც იჯერებენ.. მაინც-სწამთ გაუზრებლად თუ გააზრებულად.. მაინც ასრულებენ, მისდევენ რწმენას, ლოცულობენ- მუხლმოდრეკილნი, თავადხრილნი, შთაგონებულნი, გაოგნებულნი.. ღმერთო, მოგვიტევე ჩვენ ჩვენი უმეცრება…

****

ისევ ჩაი.. ისევ ლიმონიანი ჩაი… ისევ სიგარეტი.. იაფასიანი, ყელს რომ გწვავს ისეთი..

თავს იკლავ ნათია?

******

There are nine million bicycles in Beijing
That’s a Fact!

თავისუფლება(?)!

ამ ბოლო დროს ხშირად მინდება პოსტის დაწერა, მაგრამ როცა კლავიატურასთან ვჯდები, მაშინვე ყველა აზრი მეფანტება. საქმე იმაშია, რომ ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივია. მე სტუდენტი ვარ, ყოველდღე ლექციებზე დავდივარ, ყოველდღე ერთი და იგივე ტრანსპორტით ვმგზავრობ, თუმცა კი ვერ ვიტყვი რომ ერთსა და იმავე ადამიანებს ვხვდები, ჯავახიშჰვილის არც ისე დახვეწილი სისტემის წყალობით ხან ვინ არის ჩემი ჯგუფელი და ხან ვინ. ამას, რომ თავი დავანებო მყავს ეგრეთ წოდებული მეგობარი ბიჭი, მასთანაც თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მაინც.. არ მასვნებს სიცარიელის გრძნობა. რაღაც მაკლია და ვერ ვხვდები რა. ჩემი აზრით მეტი ლიტერატურა, მაგრამ რაღაცნაირად წიგნებსაც ვეღარ ვკითხულობ.. ბალზაკიდან ჯემალ ქარჩხაძეზე გადავდივარ და ორივეს გაზაში ვტოვებ. ალბათ არცერთი არ შემესაბამება ეხლა მე. ამასწინათ, უნივერსიტეტმა შეხვედრა მოაწყო რატი ამაღლობელთან და მე რა თქმა უნდა ყველა საქმე გადავდე და მის მოსასმენად წავედი. რას წარმოვიდგენდი, რომ ის ამდენ საფიქრალს გამიჩენდა. რატი გვესაუბრა თავისუფლებაზე. არა, ის თავისუფლება არ გეგონოთ ხალხი რომ ეწირებოდა, ან ის ახლანდელი ქალიშვილ-ვაჟიშვილები გრაყვნილებაში რომ ხედავენ. არა,ეს კიდევ რაღაც სხვაა, ვრცლად თავისუფლება(?)!