გენიალურად უცნაური გენიოსები

ჩვენს საზოგადოებაში უკვე მიღებული და დაჯერებული თეორიაა ის, რომ გენიოსებს ყოველთვის ცალმხრივი განვითარება აქვთ. მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარს ბევრი მწერალი, დიდ პატივს ვცემ ხელოვან ადამიანებს ,  მაინც არ მაქვს სხვა გზა, მეც ამ თეორიას უნდა დავუჯერო, ბოლოს და ბოლოს ფაქტები და სტატისტიკური მაჩვენებელიც ამაზე მეტყველებს. მოკლედ გთავაზობთ დაპირებულ პოსტს:) გენიალურად უცნაური გენიოსები:)

ნიკოლაი პაგანინი, რომელიც ჰაინეს ქვესკნელიდან ამოსულ ჩონჩხად ეჩვენებოდა, კონცერტის შემდეგ დამბლადაცემულს ჰგავდა, მიწისფერი სახე ოფლით ეცვარებოდა, მაჯისცემა უსუსტდებოდა, ნიადაგ ერთ წერტილს აშტერდებოდა. ღამე არ ეძინებოდა.

ვიოლინოზე დაკვრის სპეციფიკამ  მისი სხეულიც შეცვალა, ის ვეღარ უძლებდა ბობოქარ სულს.

წერის დროს შილერი მაგიდის უჯრაში დამპალ ვაშლებს ინახავდა, ბალზაკი მუშაობდა ბერის ანაფორაში; პრუსტი დაწოლილი წერდა; ჰემინგუეი პირდაპირ რემინგტონზე ბეჭდავდა; დოსტოევსკი კარნახობდა; ასევე იქცეოდა ჯოისი, მილტონმა მთელი პოემა „დაკარგული სამოთხე“ მდივანს უკარნახა; კოსტანტინე გამსახურდია გვიან, სანთლის შუქზე წერდა; სალვადორ დალის შთაგონებისათვის ბუზები სჭირდებოდა, ყოველ ბუზს ხუთ ფრანკად ყიდულობდა.

ალექსანდრე მაკედონელი და იულიუს კეისარი სახითა და სახელით ცნობდნენ თავიანთ 30.000 ჯარისკაცს. ასევე სატანური მეხსიერება ჰქონა ნაპოლეონს, ჰიტლერს, და სტალინს.

როგორც მეტყველება არის სტიქიური პროცესი, ისეა წერაც. მაგრამ სიუჟეტის განვითარება, ხასიათის თხზვა, კომპოზიცია, კონცეფციის გაშლა მოითხოვს დიდ ჯაფას.(მაგ. ფლობერმა ათჯერ გადაწერა „მადამ ბოვარი“)

თხზვის დასრულებას ახლავს სიამოვნებისა და კმაყოფილების განცდა, რადგან ხელოვანი ტანჯვისა და აღმოთქმის სურვილისაგან თავისუფლდება.

მოსეს  ქანდაკება რომ დაასრულა, აღფრთოვანებულმა მიქელანჯელომ მუხლზე ჩაქუჩი დაჰკრა ებრაელთა წინამძღოლს და შესძახა: „მოსე, აღსდექი და ამეტყველდი!“…

პუშკინმა „ბორის გოდუნოვი“ რომ დაამთავრა, ტაშს უკრავდა და გახარებული ყვიროდა: „აიდა ტი პუშკინ სუკინ სინ!“ (მე მაპატიეთ, ვერ ვიტან რუსულ შრიფტს, იმიტომ რომ კარგად არ ვიცი:))

„ანა კარენინას“ ბოლო წერტილი რომ დაუსვა, ტოლსტოი ცხენს რამდენიმე საათი დაუზოგავად აჭენებდა…

ბლოკმა „თორმეტნის“ დაწერის შემდეგ უბის წიგნაკშ აღნიშნა:“сегодня-я гений”

„მამა გორიო“ რომ მოკვდა, ბალზაკი თავს ცუდად გრძნობდა; ანდრეი ბალკონსკის სიკვდილზე  ტოლსტოის ცრემლები მოერია და კაბინეტიდან გადიდა; 25 წლის თომას მანი „ბუდენბროკების“ დაწერამ გამოფიტა და დეპრესიას უჩიოდა, „დავით აღმაშენებელის“ დაწერის მერე კოსტანტინე გამსახურსიას ძლიერი დეპრესია და არარობის მტანჯველი გრძნობა დაეუფლა.

გადმოცემით, ტრაგიკოსი სოფოკლე სიცილისაგან მოკვდა.

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი 25 წლის იყო, როცა ტიფი გადაიტანა, ინფექციურმა დაავადებამ დაუტოვა ქრონიკული ენტერიტი, და სმენითი  ნევრიტი, ამ ყველაფერს დაერთო მელანქოლია და ქოშინი. მას შემდეგ სმენა დააკლდა და წლების მანძილზე სულ დაყრუვდა.

მიაჩნდათ, რომ კომპოზიტორის სიყრუეს ჰქონდა ერთი სპეციფიკა, თუმცა გარე სამყაროსთან კონტაქტს ჰკარგავდა, სმენითი ცენტრები მაინც სულ აღგზენებული ჰქონდა.

ჭაბუკ ალექსანდრე ბლოკს აკვიატებული ჰქონდა მარადქალურის იდეა, რომლის ასრულება ცხოვრებაშ სცადა. მასში კლეოპატრას სახე განსახიერდა. როცა ცოლად შეირთო ლიუბოვ მენდელეევა, დიმიტრი მენდელეევის ქალიშვილი, რომელიც თავგამეტებით უყვარდა, მისტიკური იდეებით შეპყრობილმა, სექსზე უარი თქვა და მათი ქორწინება პლატონური გამოდგა.

ბლოკს თავისი გატაცება ჰქონდა, ცოლს თავისი.

და ბოლოს ოსკარ უაილდი: მას ხელოვნური ყვავილები უყვარდა, ცხოვრებას თეატრი ერჩივნა, ქუჩაში სეირნობას–ოთახში ყოფნა, ქალს–მამაკაცი.

ცხოვრება წარმავალად მიაჩნდა, ხელოვნება–მარადიულად.

ამიტომ იცვლება და ბერდება არა პერსონაჟი  დორიან გრეი, არამედ მისს სურათი. ესე იგი ცხოვრობს მოდელის სანაცვლოდ, მაგრამ როცა სურათს დანას ჩასცემს, თვითონ კვდება და არა პორტრეტი, მას უყვარს არა ქალი სიბილა, არამედ ამ ქალის მიერ შესრულებული სახეები.

არ შიმიძლია ამ პოსტების სერიას მესამე ნაწილიც არ დავურთო, კერძოდ  სისხლიანი მარსი და შემოქმედი…

თხზვა, როგორც მსხვერპლშეწირვა, ანუ გენიოსები არა გენიალური დაავადებებით

რეალობა ყველასთვის მკაცრია, ამას ახლა ღამის ოთხ საათზე არ მივმხვდარვარ, უკვე დიდიხანია ვიგრძენი და სიმართლე რომ გითხრათ, ეს ბანალური ფრაზა შევიყვარე კიდევაც:) დღევანდელი პოსტი არ მინდა იყოს ჩემზე, ანუ არ მსურს ისევ პირადულით შეგაწყინოთ თავი. დღეს იმ იდეის განხორციელებას ვაპირებ, რაც გონებაში უკვე დიდი ხანია დუღს. მთლად დადუღდა–თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ საერთოდ ჩამოყალიბდა. მოკლედ დღევანდელი ჩემი თემა იქნება”თხზვა, როგორც მსხვერპ შეწირვა.

დიდებული ადამიანები სულაც არც ცხოვრობენ დიდებულ სამყაროში, მათ ხშირად სტანჯავთ დაავადებები რომლებიც ფიზიკურ და სულიერ მხარეს უკავშირდება. ალბათ სტატისტკურად ამ დაავადებებში, ყველასთვის კარგად ნაცნობი დეპრესია ლიდერობს, რის გამოც შემოქმედება არის არა მხოლოდ ფსიქოთერაპია არამედ–მსხვერპლად შეწირვაც.

ცნობილია ასევე ის ფაქტები როდესაც გენიოსები იტანჯებოდნენ ფიზიკური ტკვილებით, მაგალითად

ფრიდრიხ ნიცშე:

იგი ბეცი იყო, წერა უჭირდა და ბოლოს თითქმის დაბრმავსა.

ღამე ცუდად ეძინა, ზარატუსტრას რომ წერდა , სტკიოდა მუცელი, კბილები, თვალები. სტანჯავა თავის ტკივილი, ციებ–ცხელება, ბუასილი, სისხლს ახველებდა.

საავადმყოფოში თხის მსგავსად დახტოდა, იატაკზე იძინებდა, თავი ფრიდრიხ–ვილჰელმ მეოთხე ეგონა.

ბოლოს დამბლა დაეცა, მეტყველების უნარი დაკარგა.

მიცვალებულს ცალი თვალი ვერ დაუხუჭეს.

სიკვდილის პირველი მიზეზი იყო სექსი(ანუ სიფილისის მიკრობი).

ასევე უამრავი ფაქტი იცის ისტორიამ, მაგალითად გიდე მოპასანი, 43 წლის ასაკში სიფილისის გამო მოკვდა  ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მშობლებისგან დავიწყებული.

მაგრამ არა მხოლოდ უცხოელები ტანჯებოდნენ სექსით ანუ ავი საწყისებით, იგივე დიაგნოზი დაუსვეს ალექსანდრე ყაზბეგსაც.

იგი გვიან, 32 წლის ასაკში ჩამოყალიბდა მწერლად.

იყო ბეცი, სიფილისით დაავადებული, ფიცხი, პატივმოყვარე, კლეპტომანი და სიყვარულში ხელმოცარული.

უყვარდა სხვისი წერილების კითხვა და მითვისება, რაც ცნობილი ჭორის მიზეზი გახდა.

დადიოდა ჭუჭყიანი და დაუბანელი.

იტაცებდა სცენა, ცეკვავდა ხანჯლურს თუმცა არ ჰქონდა არტისტის ნიჭი.

არ ჰყავდა მეგობრები, მხოლოდ მაიმუნი ჟაკო ართობდა რომლიც თან დაჰყავდა. ქართველი ყაზბეგი და ფრანგი მოპასანი თანატოლები იყვნენ. დაიხოცნენ ერთნაირად, სიფილისით და პროგრესული დამბლით ერთსა და იმავე წელს, 1893–ში.

თურმე სნეულება, სიკვდილზე ფიქრით აღძრავს შთაგონებას..

ნევროზი და შიზოფრენია ბევრი პოტისათვის და მწერალისათვის იქცა როგორც შთაგონებად, ასევე მომაკვდინებელ ძალად. მაგალითად:

ტერენტი გრანელი, რომელსაც ადრევე დაატყდა შიზოფრენია. წერდა სტიქიურად, თითქმის არა ცნობიერად, ეჩვენებოდა რომ თავში ჰყავდა გველი და ნიცშე იყო მამამისი. ამიტომ შექმნა გლოვისა და სიკვდილის პოეზია, რომელშიც ნაკლებად იგრძნობა პირველსაწყისი. იგი გაუთვითნობიერებლად ახერხებდა ეწერა სევდით სავსე სტრიქონები.

შყვარებული გოეთეც თვითმკვლელობის ზღვარზე იდგა როცა დაწერა  “ვერტერი”, სამ კვირაში დეპრესიისაგან განიტვირთა თავისი სულიერი ვაების გმირზე გადატანით რომელმაც ავტორის ნაცვლად თავი მოიკლა.

ასევე იტანჯებოდა გალაკტიონ ტაბიძეც,  რამდენჯერმე სცადა თავის მოკვლა, აწუხებდა სიკვდილზე ფიქრი. აწვალებდა ჰალუცინაციებიც. თუმცა მან მალე დეპრესი ლექსად აქცია, თუმცა აწეხებდა სიმორცხვე რასაც ალკოჰოლით შველოდა, პირადმა უბედურებამ ჯერ საბოლოოდ არეულ ცხოვრების წესამდე, ბოლოს კი ტრაგიკულ თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

განსხვავებული სენით იტანჯებოდა ნიკოლაი გოგოლი.

ბავშვობიდან მრავალი უცნაურობა სჩვეოდა. ხელ–პირს არ იბანდა, ჭუჭყიან ტანსაცმელს  ატარებდა, განუზომლად უყვარდა ჩაი, ქალები სძულდა. არცერთ ქალთან არ ჰქონია ურთიერთობა. ამ დანაკლისს ონანიზმით, ბილწსიტყვაობით და შემოქმედებით ინაზღაურებდა.

წერდა ფეხზე მდგარი. ლოგინშ არ წვებოდა, სავარძელშ იძნებდა. შიშ ჰკლავდა რომ, მის მიერ დახატული ნახატები რევოლუციას გამოიწვევდა, რომ თვითონ იქნებოდა  ქვეყნის დაღუპვის მიზეზი.

მისი უცნაური ქცევის საფუძველი იყო როგორც განდიდების მანია, ისე სექსუალური ნევროზი.

საბოლოო სტატისტიკა ასეთია, თავი  მოიკლეს: ჟერად დე ნერვალმა, ჯეკ ლონდონმა, სტეფან ცვაიგმა, ვირჯინია ვულფმა, ტოლერმა, ჰაზენლევერმა, ესენინმა, მაიაკოვსკიმ, ცვეტაევამ, ფადაევმა, ჰემინგუეიმ, გალაკტიონ ტაბიძემ, პაოლო იაშვილმა…

ძლიერი დეპრესია და თვითმკვლელობისკენ მისწრაფება ჰქონდათ: რუსოს, გოეთეს, ბაირონს, შატობრიანს, ჟორჟ სანდის, ბალმონტს, ბლოკს, ანდრეევს, კაფკას, ჰესეს, თომას მანს, კოსტანტინე გამსახურიდას..

შიზოფრენიკები იყვნენ: ტორკვატო, ტასო, ჯონათან სვიფტი, ჰოლდერლინი, ლენაუ, ბოდლერი, მოპასანი, ყაზბეგი, ტერენტი გრანელი.

განდიდების მანია ჰქონდათ:დანტეს, ბალზაკს, გოგოლს, უიტმენს…

ეპილეპტიკები იყვნენ:პეტრარკა, მოლიერი, შილერი, ფლობერი, დოსტოევსკი…

სოდომის ცოდვა სდევდათ:ვერლენს, ყაილდს, პრუსტს,  ჟიდს..

ასე რომ ამჯერად ხელოვნების ღვთაება ნიღბით იმზირება, და “გულის სისხლს” მოითხოვს შემოქმედისაგან…

შემოგთავაზებთ პოსტის მეორე ნაწილსაც, სადაც დავწერ გენიოსების, გენიალურ ჩვევებზე…

მხოლოდ ერთს გთხოვთ, გაიღიმეთ:)

დიდი ხანია ერთი, ფრიად საჭირბოროტო რამ მაწუხებს, და როგორ იქნება რომ ეს ბლოგს არ გავუზიარო:)

თქვენი აზრით რატომ ვერ იცინის ცხოველი? არ თქვათ არ ეცინებაო, იქნება ეხარხარება კიდეც, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარადაა. მას საერთოდ არ აქვს მიმიკის კუნთები, შესაბამისად ის ვერ იღიმის და ვერ იკრჭება ყურებამდე. მაგრამ ადამიანს, როგორც უმაღლესი განნავითარეის ორფეხა ძუძუმწოვარს ეს კუნთები გააჩნია, და სიცილიც შეუძლია…

ხოდა თუ ამდენი დაუმადლებია ღმერთს ჩვენთვის, თუ მოუცია მიმიკის კუნთი, რატომღა ჩამოგტირით  ყველას სახეები. დღეს რამდენჯერმე მომიწია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოცვლა, და იმის მიუხედავად რომ სახლიდან მშვენიერ ხასიათზე გავედი, უკან გამწარებული და”აღრენილი” დავბრუნდი. მიზეზი კი ერთა, თუ არავინ არ იცინის, არც კი იღიმის, მე გიჟი ხომ არ ვარ მარტომ ვიცინო. მეტროში გინდათ, ქუჩაში თუ ავტობუსში ყველაგან ერთი ტირილობანაა გამართული.  ზოგს ისეთი სახე აქვს შენც ატირდები, ზოგი საერთოდ მაშინებს. ერთი ქალი ვნახე, არა ქალი ერქვა თორემ ისე ცხოველს უფრო ჰგავდა “დახვეწილი” ყბების ქნევით, და ბუსავით მომზირალი, ბოროტი თვალებით..  მას გვერდს უმშვენებდა სე ოცი წლის ახლგაზრდა, რომელსაც ერთადერთი სურვილი  ეკითხებოდა სახეზე:) იმედია მიმიხვდებით:)

მოკლედ, რას აღარ ნახავ ხალხის სახეზე…

ცრემლს, სიდუხჭირეს, ბოროტებას, წუხილს, უბედურებას და ვერაფრის დიდებით ღიმილს.. თითქოს პროტესტს აცხადებენ… არ არსებობს ვინმეს სუფთა სახე ჰქონდეს, ჩამოქფრულ ნაოჭებში ასაკოვნ ადამიანებს, რაღაცნაირი სევდა ჩასდგომიათ, მათი სიცილიც , ტირილიც და სიმღერაც სევდიანია, მათში ამ ყველაფერს ასაკს, ან მინიმუმ მწარე ცხოვრებისეულ გამოცდილებას მაინც დააბრალებ, არ ეცინება და რა ქნას. მაგრამ ამ ახალგაზრდებს რა დაგვემართა, ჩვენ რატომღა ვართ ასე უკმაყოფილოები, ჩვენ რაღატომღა გავუუქმეთ მიმიკის კუნთებს ფუნქცია…

ვაგონში გოგო და ბიჭი შემოვიდნენ, ორივეს გიტარა ეკავათ ხელში, მერე ერთმანეთის პირდაპირ დასხდნენ და როგორ იმღერეს, ან როგორ  დაუკრეს ამას უკვე ვეღარ აღვწერ. ცოტა ხანში ვიგრძენი რომ ცრემლები თავისით მომდიოდა, რაც კი ბოლო თვეებში ბოღმა, წუხილი და დეპრესიის ნიშნები დამგროვებია, ყველა ერთნაირად გავაყოლე მათ მუსიკას, ამ წუთას არც არავინ მაინტერესებდა და არც არავის ვუყურებდი, გარდა ამ გოგო–ბიჭისა, უფრო სწორად  მათ თვალებს, ბედნიერებას რომ ასხივებდნენ…,  ის ის იყო დავიჯერე, რომ მათ ხმასა და თვალებს სასწაულის მოხდენა შეეძლოთ, ირგვლივ მიმოვიხედე და ტაშის დასაკრავად “აზიდული” ხელები უკან მოცხვად დავუშვი, იგივე სახეები, არა იგივე მოწყენილი გამომეტყველებები, იგივე ცრემლები, მხოლოდ ერთი–ორს შეცვლოდათ და გაჰბრწყინებოდათ თვალები(არ გეგონოს აღმაფრენით) შურით, და რა თქმა უნდა  ბრტყელ–ბრტყელი სიტყვების ლაპარაკით” რას მეტიჩრობენ, იქნებ სხვას სულ არ ემღერება”, რატომ? რატომ არ გვემღერება ეს მითხარით, ქართველები დაფითა და ნაღარით შუა კრწანისში შეიჭრნენ, სიმღერა დაიწყეს და დაჭრილი მეომრებიც კი ფეხზე დააყენეს, ამიხსენით, ვინმემ გამაგებინეთმ, რატომ არ გვემღერება ან არ გვეღიმება?

ბოლოს ერთი ბიჭიღა შემხვდა, და რა ღიმილზეა ლაპარაკი, ისე საშინლად შემომხედა  რაღაცნაირად ქვევიდან, რომ შეშინებული გამოვიქეცი:)

არადა როგორ ღიმილისს ხასიათზე ვარ მთელი დღეა, როგორ მინდა ჩეს გაშავებულ თბილისს ალისფერმა ნიავმა დაჰბეროს, მერე რა რომ წვიმს, მერე რა რომ თოვს, მერე რა რომ არ გვეცინება, მაინც გაიღიმეთ, მერე სარკეში ჩაიხედეთ და ნახავთ რა ლამაზები ხართ ასე:)

მე არ ვარ იდიალისტი არავითარ შემთხვევაში, მე არ გთხოვთ შეუძლებელს ანდაც საერთოდ ჯერ მოუთხოვნელს, მე გთხოვთ, არა გევედრებით, ბოლოს და ბოლოს მოვითხოვ!!!! გდაიყარეთ სახედან დარდი და მამაცურად მიუშვირეთ გაშლილი მხრები სიცივეს!!!!:)

მენატრება სიცილი, სითბო და გაზაფხული:) დღეებიღა დარჩა:)
ძამუკაშვილის არ იყოს, ღიმილი მაჩუქეთ ხალხნო:)

ბებრები

ძალიან მიყვარს ნიკოლოზ ლორთქიფანიძის მინიატურები,  მთელ მინიატურაში რომ ვერ გამოიტანო აზრი, მაინც არ არსებობს რომ ბოლო წინადადებამ არ გაგაგიჟოს, ეხლა ვათვალიერებდი და შემთხვევით გადავაწყდი ერთ–ერთ ჩემს საყვარელ ნაწარმოებს, რის გამოც კიდევ უფრო დიდ პატივს ვცემ ნიკო ლორთქიფანიძეს:)

ხელის გულივით სწორია აზნაური ბეგლარის ფრჩხილის ოდენა ეზო. ნაშუადღევის სიოს ქინძისა, პიტნისა და ომბალოს სუნი ბოსტნიდან მეორე მხარეზე გაშენებულ ვენახში გადააქვს. წნელის ღობე, კვინძები და ყორე გადახლართულია მაყვლით; დაუღლული ღორი ამაოთ ღრუტუნებს – შემოსვლას ვერ ახერხებს. ყავარაყრილი ორსართულიანი პატარა ოდის პალატში იცოხნება ცალი ხარი და ქალბატონი ეკატერინეს უშობელი. ზედა სართულის აივანზე მოსჩანს კედელზე ჩამოკიდებული სასროლი ბადე და მოძველებული კეხი. ოდის წინ ნიგვზის ძირში გაფენილ ჭილოფზე წევს პერანგის ამარა, წაღებგახდილი ბეგლარი. გრძელ სკამზე გულმკერდს იშმუშნის მძინარე ეკატერინე.

დაცხრა მზე. ჩრდილმა მოიკიდა ფეხი. მეზობლებმა ფანჯრები გააღეს. დახურული ოთახიდან ხალხი ჰაერში გამოეფინა.

ეკატერინემ ძილში მოიგერა ბუზი.
– ქალო! – მთქნარებით და ზმორებით წამოიძახა ბეგლარმა და სკამლოგინზე წამოჯდა, – გეყოფა, ბატონო, ამდენი ძილი, დეიხაშმები… ქე შემოუქროლა პატარეი, გაგრილდა ქვეყანა.
ეკატერინე: შენ რა გიჭირს, მიწაზე იწევი; აქანე კი სული კიღამ წამივიდა… ი სიზმარი რომ არ დამსიზმრებოდა, მგონია, შევიშლებოდი… ბუზებიც, რომ უფრო ეტანებიან…
ბეგლარი: რა დაგესიზმრა, ჩემო ეკატერინე?
ეკატერინე: მიხვდი აბა…
ბეგლარი: რა ვიცი, შე ქალო! ანგელოზი დეგესიზმრებოდა, აბა სხვა რა იქნებოდა?
ეკატერინე: (მაცდურად) ანგელოზი კი არა…
ბეგლარი: აბა?
ეკატერინე: (იცინის)… შენ!.. (სიყვარულით) კი არ დამსიზმრებია… ძილში მომაგონდა, რაც წინეთ ვნახე.
ბეგლარი: მითხარი, ჩემო ეკატერინე… (და დაგლეჯილ ჭილოფს სკამისკენ მისწევს; ეკატერინე წამოჯდება სკამზე, შიშველ ფეხს ჭილოფზე დადგამს; ბეგლარი გვერდში მიუჯდება. შავი შარვალი და თეთრი შალის წინდები აცვია).
ეკატერინე: პირველად რომ გევეცანით ერთმანეთს… შენ ოქროსფერი ბოხოხი გეხურა, ლურჯ ახალუხზე წაბლისფერი ჩოხა გეცვა… შავი წუღამესტი სირმებით გქონდა მოქარგული… თეთრ ცხენზე იჯექი და ჭიშკარში ჩამოაჭენე… გახსოვს?
ბეგლარი: როგორ არა!..
ეკატერინე: აჯირითებდით ცხენებს შენ და – აცხონოს ღმერთმა – საწყალი პეტრე…
ბეგლარი: მახსოვს… მახსოვს, როგორ არა. შენი ეშხით არ ვიზოგავდი თავს… კაბა ჭადრაკული გეცვა და ზედატანი სახელო გამოშვებული წითელი; თავი თეთრი პეპლებიანი ბლონდით წაგეკრა… გიხდებოდა აივნის ბირკვილზე დაყრდნობა… გასაფრენ ჩიტსავით შემკრთალი, ყურადღებით გვათვალიერებდი… გახსოვს?
ეკატერინე: რავა არა?! რავა არა?! მაინც ხის ტოტმა, რომ ქუდი გადაგიგდო და შენ გადმოიხარე ასაღებათ… ხუჭუჭი თმა გადმოიყარა… თვალის დაშორება არ მინდოდა და თან შიშით თვალს ვხუჭავდი, ხეს არ დაეტაკოს-მეთქი. ბესარიონმა მერე რომ ლაგამში ხელი გტაცა, ძალი-ძალით, ძლივს ჩამოგახტუნა… ჩემი ბრალი იყო – მე შევეხვეწე… ზევით რომ ამოდი… ნასვამი, ნაჯირითევი… სახე გაგწითლებოდა… ყვითელი შავარშიანი ცხვირსახოცით იწმენდდი შუბლზე ოფლის წვეთებს… როგორ გშვენოდა კოკობი ულვაში, დაკრაკნილი წვერი… რამხელა თვალებს აბრიალებდი! ხანჯალზე რომ ხელს დაიდებდი, ასე ვფიქრობდი – ამიყვანდეს, წამიყვანდეს-მეთქი. გახსოვს?
ბეგლარი: ჰო, ჰო, და შენ წითელ ტუჩებს რომ ჩავაჩერდი, თეთრ კბილებს და შავ-შავ თვალებს, შენი წასვლა ვერ მოვითმინე და, როცა შებრუნდი, ხელი მინდოდა მეტაცნა ტევრათ კოჭებზე ჩამოყრილ ნაწნავებში… პეტრემ ხელი ამიკრა… სხვებმაც შემამჩნიეს… შეიქნა მიწევ-მოწევა, გახსოვს?
ეკატერინე: როგორ არა? მერე მთელ დღეს დამცინოდენ, მაწვალებდენ…

მუსაიფის დროს ბეგლარი ხელს მოხვევს; ეკატერინე თავს გულზე დაადებს: მოგონებათა ბურუსში გახვეულნი ჩუმათ სხედან, და ძნელი გამოსაცნობია, სთვლემენ თუ გაქვავებულან.

1920 წ.

ის მოვიდა და კრწანისის სევდას, კოჯრის სიხლიანი ქარიშხალი დაჰბერა…

მე მახსოვს ის…

სიკდილი–თეთრ ცხენზე ამხედრებული წითელი დროშით…

სიკვდილი სახელით, გვარით და ისტორიით….

მე მახსოვს მისი მოსვლა, ცრემლი, გოდება და თებერვლის სუსხი…

მე მახსოვს სისხლის წვიმა…

მე მახსოვს მარო მაყაშვილი, კოტე მაყაშვილი და თებერვალი რომელმაც დაგვიზამთრა მაისი…

მე მახსოვს 3 წუთიანი თავისუფლება, საათის ისრები, დადუმებული სიონი, ქაშუეთს ზარები…

მე მახსოვს იუნკრების მოცინარი სახეები… თითეული თვალის, თითოეული გულის წინ…

მე მახსოვს,  ვტირი და განვიცდი… იმიტომ რომ ის მოვიდა, ნამცხვრით, მათრახით, ჩექმით, ცხენით და ბოლოს თვითმფრინავით… შემოიარა თბილის ქუჩები… გადაგვახურა თალხი გოდების, თალხი ქვრივების, შვილმკვდარი დედების, თალხი ობლების…

მე მახსოვს სისხლი კოჯორთან, დაუნდობლად ამოხოცილი ახალგაზრდა სულების ბღავილი… მე მახსოვს ამ სისასტიკით შეძრული მეთერთმერტე არმიის ჯარისკაცების, კაცის მკვლელების დახრილი თავები…

დიახ, გოლოვინის პროსპექტზე, როდესაც მიასვენებდნენ ასობით უწვერ–ულვაშოს, მათ მოიხადეს ქუდები და მოიდრიკეს თავები…ბევრი რამ მახსოვს…. ბევრი ცუდი, და ბევრი საშინელი…

მე მახსოვს გაქცეული, შეშინებული მთავრობა, მე მახსოვს კიდევ ერთხელ იმიტომ რომ ის მოვიდა…

მოვიდა ისე როგორც არასდროს… და დატოვა სევდა, სევდა  იმ სამწლინი თავისუფლებისა, სევდა მცირე აღზევებისა, სევდა და ცრემლი რომელიც დღესაც მიჭამს და მიგლეჯავს გულს… ის მოვიდა ათასგვარი ეშმაკების მანქანით, ის მოვიდა სულითხორცამდე ვნებაღრეული, გახრწნილებით გაჟღენთილი, ის მოვიდა ჩვეული სილაჩრით და ჩვენ დავხვდით ჩვეული ბრძოლებით, ჩვეული სიმამაცით და ჩვეული ღალატით.. ის მოვიდა და შემძრა, შემაშინა, გამაგდო, დამაობლა, დამაქვრივა, ის მოვიდა და მომკლა…

ის მოვიდა კივილით, ბღავილით, ისე როგორც შვენით ველურებს….

ის მოვიდა და სულის ერთი შებერვით გააქრო სიზმარი დამოუკიდებლობისა…

მე მახსოვს, უნივერსიტეტის წინ შეკრებილი სტუდენტები, და ივანე ტრიბუნაზე… ის მოუწედაბდა მათ ბრძოლისაკენ, ქვეყნის დაცვისაკენ, ის  მოუწოდებდა სიკვდილაკენ, ისეთზე, “ფარით ან ფარზე” რომ ჰქვია…

ის მოვიდა, და დატოვა მოუშუშებელი ტკვილი, იარა, ჭრილობა, ის მოვიდა და კრწანისის სევდას, კოჯრის სიხლიანი ქარიშხალი დაჰბერა…

ის ყველა კარებთან, ყველა ტაძართან, ყველას სახესთან დაუპატიჟებლად მოვიდა…

ვიზიარებ, ის დღესაც აქ არის…

მაროს

კოტე მაყაშილი

დავიღალე, აღარ მალხენს მნათობთ ლბილი ციალი, 

ჩემს ოცნებას აღარ ძალუძს ცად ნავარდი, სრიალი,

ჯადოსნური წრე მევლება, შიგ მიხდება ტრიალი,

ახ, უშენოდ, ჩემო მარო, დავრჩი ობოლ-ტიალი.

არც სიცოცხლის, არც სიკვდილის აღარა მაქვს ხალისი,

თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი!

გულზე სევდა შემომაწვა თავის მძიმე ლოდებით;

საქართველო გაიჟღინთა მაყაშვილთა გოდებით!

დავიღალე… დავიჩაგრე… და შენი ვარ მხმობელი,

ჩემო გმირო და წმინდანო, გამამხნევე მშობელი,

სამშობლო თუ შენ რომელი, ახ, ვიტირო რომელი?..

დავდნი ცრემლად ორივესთვის, სხვათა ცრემლის მშრობელი!

მაგრამ არა! წუთიერი სისუსტეა! შემინდე!

მაროს მამა – ლაჩარივით როგორ უნდა შევშინდე?

როს იღვიძებ, შვილო ჩემში, მფეთქავ ალად ვიგზნები!

შენ ღირსი ხარ ჩემი და მეც შენი ღირსი ვიქნები!

შემომხედე, მუხასავით ვდგევარ მაგრად, წყნარადა,

სადარაჯოს არა ვსტოვებ, ავდარს ვაგდებ არადა,

და თუ ბედმა წამაქცია მეხით ცეცხლის მკვესავით,

წავიქცევი უდრეკელი, რაინდულად, შენსავით!

1921 წ.

კარგი იქნება ამ ვიდეოებსაც თუ უყურებთ:)

განსაკუთრებული გაზაფხულია მართლაც, ნიღბიანებს ვემშვიდობები…:)

რაღაცნაირად მებლოგპოსტება და რატომ ვერ ვხვდები, რაღაცნაირად მესიხარულება  და რა ვერ ვხვდები…

მაგრამ ალბათ მიზეზებს მნიშვნელობა არ აქვს, მთვარი ხომ ჩვენი სურვილებია… მარად დაუკმაყოფილებელი და მარად ჯიუტი სურვილები….

ალაბათ ჩემს სულშიც ნელ–ნელ შემოიპარა ის განცდა რომ მალე გაზაფხულდება… გაზაფხულდება მარტის ამინდებით, აპრილის მცხუნვარებით და მაისის ჟუჟუნა წვიმებით… გაზაფხულდება სულითხორცამდე, ფიქრებში, ცხოვრებაში, ბლოგებზე, ყველგან სადაც მზის პაწაწინა სხივი მაინც შეიჭვრიტება… გაზაფხულდება და ალბათ გამიხარდება, ალბათ ახლად ამწვანებულ  ბაღებს, გამოცოცხლებულ ხეებს ჩვეული სიგიჟით დავხვდები…

მაგრამ ეს იქნება განსაკუთრებული გაზაფხული, რომელსაც დაემატება სიტყვა უკანასკნელი… არა, არ ვკვდები, უბრალოდ ბოლოჯერ შევხედავ გაზაფულს სკოლის ფანჯრებიდან… დიახ იმ ფანჯრებიდან რომლებიც ასე შიცვალნენ, რომლებიც აღრა მგვრიან სიხარულს, აღარ მიტაცებენ… გაზაფხული ბოლო  იქნება კლასელებთან რომლებსაც მის დასანახად ძალა არ ექნებათ… წელს განსაკუთრებით ჩაგვითრია მატერიალიზმმა…ნოსტალგია მომწვა სკოლის, არა უფრო მეტად სინანული იმისა რომ შევიცვალეთ(გაზრდას ვინღა ჩივის)… რომ არ ვყოფილვართ ისეთები როგორც ერთმანეთი გვეგონა, სუსტები აღმოვჩნდით… ჩვენ ყველამ ერთად გავფანტეთ ბავშვობის გრძნობები, მოგონებები და დღეს ერთმანეთს ვეღარ ვცნობთ, ერთმანეთ ვალდებულების გამო ვესალმებით, და ხშირ შემთხვვეაში ზიზღსაც ვავლენთ… რატომ, მითხარით? რატომ აგიყოლიათ ასე ამბიციებმა, რატომ აღარ გგონიათ თქვენი ტოლი და სწორი აღარავინ, რატომ გინდათ ყოველთვის ერთმანეთის დამცირება… არა თქვენ შეიცვალეთ, საშინლად და უაზროდ… მე კი ძველები მენატრებით, ყოველდღე რომ შატალო გვქონდა, ჩვენი კლასი რომ ყველაზე მხიარული იყო ისეთები… მაშინ უფრო ჭკვიანები ვიყავით, მაშინ უფრო შეგვეძლო თანაგრძნობა.. ერთხელ მატირეთ ბიჭებმა, მაგრამ მერე იმდენი ბოდიშები მიხადეთ:) ერთხელ ფიზიკამ რომ  არ დამიწერა ათიანი მაშინ ვიტირე და თქვენც ჩემთან იყავით, თქვენც განიცდიდით… მაგრამ იმ  სიტბოსა და სიყვარულის ნასახიც აღარ გვაქვს თვალებში.. ასაკმა შური და ამბიციები მოგვიმატა მარტო…, ბევრში ცხოველი უფრო ცოცხლობს ვიდრე ადამიანი, ვიცი მეც შევიცვალე თქვენთან ერთად… ხშირად სამწუხაროდ უკვე მეც აღარ მადარდებთ…. რა საოცარია, რამდენი გეგმები გვქონდა მაშინ როცა ჯერ კიდევ კლასიდან მოპარულ პარკეტებს ვწვავდით ღუმელში, როცა ჩვენი გვარები არ შორდებოდა დასჯილთა დაფას, რა საოცარია როგორ გვიყვარდა ერთმანეთი და როგორ გადავსხვაფერდით, მენატრებით, ძალიან მენატრებით, და გთხოვთ თავი დავანებოთ “კაი ბიჭებზე” ზღაპრებს და მოვყვეთ ჩვენზე, იმ უცნაორობაზე რაც თავს გადაგვხვდა, და როგორ ან როდის ვერავინ რომ ვერ გავიგეთ, უბრალოდ ერთ დღეს, კლასში შემოსულმა შევამჩნიე რომ ყველას ნიღაბი გეკეთათ, იქვე ჩემიც იდო და მეც გავიკეთე ის ნიღაბი, მას მერე გავუცხოვდით საოცრად….

განსაკუთრებული გაზაფხულია მართლაც, ნიღბიანებს ვემშვიდობები, იმისთვის რომ როცა ერთმანეთს ვნახავთ მომავალში უფრო დიდი ნიღაბი გავიკეთოთ, არ დაგენანოთ ფული, შრომა და ემოცია, აბა თქვენ იცი სადაც უფრო დიდი ნიღაბი გაიყიდება მეც გამაგებინეთ…:)

გიჟი ხარ


ღმერთი, ასე – უშენოდ, არ მოიწყენს ნამდვილად,
თუ დაგკარგავს, სიმართლე, არის – არ მოაკლდები,
ზოგჯერ ხდება ანგელოზს არ პატიობს შეცდომას,
გინდაც ბევრი ეხვეწოს, დაახიოს კალთები…

შენ გიჟი ხარ (ანგელოზის თვალებით)
ხმები ისე იცვლიან ტემბრებს ქართან ნამსგავსებს
და სამყაროს ფანჯრებზე (შენი სუნთქვით დაორთქლილს)
თითით ხატავ მტვრიან გზას, შემდეგ ეგ გზა გაწვალებს…
გინდა წასვლა – გადადგმა ციდან ერთი ნაბიჯის,
კედლებს შემოლეწილი თოლიების აფრენა,
თუ კაპიტნად არადა… მაგის დედაც ვატირე…
იუნგადაც გაყვები,  ამ გზას, ორსულ აფრებით.
შენ გიჟი ხარ, მაგრამ ღირს, უფრო მეტად გაგიჟდე!
გამოუთქმელ გრძნობებით, ცამდე სავსე სამყაროს –
ჩააფურთხო შიგ სულში, შემდეგ გული გამოჭრა,
რომ თვალებში ჩახედვაც ვეღარავინ გაკადროს…
შემდეგ უნდა მოეშვა სავარძელში ამავე,
ქვეყნის ცოდვით აღსავსე, ღმერთსაც აღარ ჭირდები
და მოკვდავის სხეულში, სანამ ყოფნა მოგიწევს,
ან ყველაფრის დამალვა – იგრძნობ და ატირდები.
შენ გიჟი ხარ (ანგელოზის თვალებით)
ცასაც ისე უყურებ – თითქოს მხოლოდ ჭერია,
ვეღარავის ვეღარ ცნობ, ვერც საკუთარ ანარეკლს,
მისდევ დაღლილ ოცნებებს და ვერ დაგიჭერია.
შემდეგ ისევ შეიგრძნობ გაზაფხულის არომატს,
ცამდე ასულ მაღალ მთებს, ბეციანი მთვრალები –
როგორ ეხეთქებიან, ღმერთის ღრუბლად ნასუნთქი.
რომ უბრალოდ გიჟი ხარ (ანგელოზის თვალებით)

 

“ფურთხის ღირსი ხარ” თუ ვარ?

აბიტურიენტისათვის ჯერ არ დაწერილი მაგრამ ყვლასათვის ნაცნობი კანონით მეტყვით რომ ამ დროს ჩემი აქ ყოფნა გაუმართლებელია, გამართლებული რა არის თქვენ ეგ  მითხარით თორემ, გაუმართლებლობა კაი ხანია ცხოვრების წესად მექცა…არ ვიცი საიდან დავიწყო, ან თუ მაქვს რამე დასაწერი საერთოდ უბრალოდ შემოვბოდიალდი… ვინმეს მინდა გავუზიარო და ისევ ჩემი ბლოგი შემრჩა ხელში… მოკლედ დღეს ერთმა გოგომ მითხრა რომ დეპრესიაშია:) რა მაგარია, ჩვენ ახალგაზრდები, მაშინ ვვარდებით და მაშინ გამოვდივართ დეპრესიიდან როცა ეს ჩვენ მოგვეპრიანება:) თუმცა ასე არაა, დეპრესიასაც არ აცვია სახუმარო ქურქი,  მაგრამ ამ ცოდნის მიუხედავდ როცა ამ გოგოს წუხილის მიზეზი გავიგე, მეც მივხვდი რომ ეგრეთ წოდებულ “დეპრესიამდე” ბევრი არაფერი მაკლია. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ დარჩა ორი თვე და ორი კვირა, არ ვთვლი გამოცდების წინა დღეებს, და როცა დღეს გაზრდილ პროგრამას თვალი გადავავლე მსუბუქად რომ ვთქვა პანიკას ავყევი… ეს იმიტომ რომ მუდამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მტანჯავს, ზოგჯერ ძალიან გამართლებულადაც… ხოდა ეს გრძნობა მკარნახობს რომ  თითოეული ათიანი რაც კი მიმიღია ტყუილზეა დაფუძნებული და რომ არც არაფერი არ ვიცი… მოკლედ მთლიანად ეს წელი ჩემთვის გორდიას კვანძად გადაიქცა..  დასაწყისიდან ალბათ თითქმის ბოლომდე, არაფერი გამიკეთებია და არაფერი მითქვამს ისე რომ საკუთარ თავში სრულად დარწმუნებული ვყოფილიყავი, ამან გამოიწვია ის რომ მეოთხე საგნად ჯერ მათემატიკას ვაბარებდი, მერე ლიტერატურას, მერე ქართულს, მერე ისტორიას, და ბოლოს  მივედი ბიოლოგიამდე. ამას რომ თავი დავანებო მთელი წელი ერთ დიდ უსამართლობად გდამექცა, ჯერ იყო მიტინგები, მერე მუქარები, მერე სხვა სკოლაში გადასვლა, იქ საშინელების ნახვა, მერე უკან დაბრუნება, ბევრის გამარჯვებულ ღიმილთან შეხვედრა, მერე გამოცდები რომლებიც ცირკს უფრო ჰგავდა, მერე დაპირისპირება შიგნითაც და გარეთაც, და ბოლოს დღევანდელი დღე…. და ახალი დასკვნა, იცით რა დავასკვენი ჩემი ესოდენ სიმართლეთ გაჯერებული ცხოვრებიდან? ის რომ თუ მთელი ცხოვრება წიგნებს ვურტყამდი თავს არა უშავს, თუ მეგონა რომ ზოგიერთ კლასელთან და მასწალებელთან კარგი ურთიერთობა მქონდა ესეც არაუშავს, თუ მთელი წელი მათემატიკის გაკვეთილს არ ვაცდენდი და სხვები ერთობოდნენ ესეც არა უშავს, იმიტომ რომ “კარგი ბიჭობა” ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ მე საკონტროლოში ძალით დამაკლებ ქულას და სხვას იმისთვის რომ ათიანი დაუწერო  ამ საცოდავ საკონტროლოს სამჯერ აწერინებ ესეც არაუშვას, იცით რატომ? იმიტომ  რომ ქვეყანა უსამრთლობის სუნითაა გაჟღენთლი, იმიტომ რომ თუ შენ პირველმა არ გადაუარე, თუ არ დაივიწყე შენი აღზრდა და მასწავლებელს თავხედურად, არ ელაპარაკე თვითონ გადაგივლიან. ყველამ იცოდა რომ მედალზე აღარ მქონდა პრეტენზია, განა იმიტომ რომ არ ვიმსახურებ? არა უბრალოდ აღარ შემიძლია გამუდმებული დაყვედრებების ატანა, მაგრამ თურმე ესეც უნდა შეძლო, თურმე ესეც უნდა აიტანო თორემ ყველაზე “დებილი” გამოხვალ, ამას რომ თავი დავანებო, თუ სამართლიან და დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ,  თუ ხედავ რომ ბავშვმა ფიზიკა არ იცის რატომ უნიშნავ მას საატესტატო გამოცდებს, მას ხომ არასოდეს უსწავლია და არც ეხლა ისწავლის, დასჯით კი ისევ ის აისჯება ვინც მართლა ისწავლა, ვისაც ჩემნაირი უკმაყოფილებლობა სტანჯავს, და ვინც ჩემსავით ღამეს გაათენებს იმიტომ რომ უპასუხისმგებლო არ არის.. მითხარით, ვინმემ გამაგონეთ არსებობს სადმე სამართალი? თუ ესეც ჩვეული ტყუილია ადამიანების ცხოვრების გასამაზებლად გამოგონილი, მითხარით სად, რომელ წიაღში ვეძებო იმის ძალა რომ სწავლა განვაგრძო უდიდეი ტკივილის, იმედგაცრუების, მოტყუების მიუხედავად…

უკაცრავად, თავი მოგაწყინეთ ყბედობით, უკაცრავად, ზედმეტი მომივიდა, ბევრი წამოვროშე, უკაცრავდ რომ სამართლიანობის სახელი რამდენჯერმე გავიმეორე, უკაცრავად რომ უსამართლოები გწოდეთ, უბრალოდ მეზიზღებით… უბრალოდ მახსენდება სიტყვები “ფურთხის ღირსი ხარ”, და ვერ გამიგია რომელი ვართ ფურთხის ღირსი, მე იმიტომ რომ შენ გდებ ბრალს , თუ შენ იმიტომ რომ ჩემნაირებს დაუნდობლად წირავ… ხალხო, შეგიძლიათ ყოველგვარი მოღალატეობის დაბრალების გარეშე გაიგოთ რომ აქ გაჩერე აღარ მინდა?, რომ რაც კი ახლა ყველაზე მეტად მეზიზღება ეს თბილისია, გარყვნილების, ულმობლობის, უნამუსობის დედაქალაქი, შეგიძლიათ გაიგოთ რომ პირველივე შანსის დროს გავიქცევი იმიტომ რომ აქაურობაზე უკვე გული მერევა? არ ვიცი, იქნებ არც თქვენ გესმით, იქნებ ახლა თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა და მსგავსი უსამართლობა არც არასოდეს განგიცდიათ, არ ვიცი, ამ ქვეყნად უკვე აღარაფერი არ ვიცი…ერთი რამის გარდა, აი ამხელა ნაბიჯს ჩემს თავზე არავის ვაპატიებ, 18 წელი ის ასაკი არ არის რომ პირშიჩალაგამოვლებულ ცხოვრებას გემო გავუსინჯო, და ზოგიერთს თავი მოვუდრიკო, რა თქმა უნდა თუ მართალი ვარ….

თითქოს დასასრულია და მაინც მზე!

გასაოცარი მხატვარი აღმოვაჩინე, მრცხვენია აქამდე რომ არ ვიცნობდი, გავოგნდი, ისეთი საოცარი, მაგნიტური შტრიხებია… როცა მის ნახატებს ვუყურებ საოცრად ვმშვიდდები,  სულში მწვდება პირდაპირ ეს მკრთალი და თან შინაგანდ ძლიერი ფერები…. მათი ავტორია ედვარდ ჰოფერი, ამერიკელი რეალისტი მხატვარი…

პირველ რიგში, რაც მის ნახატებში მომწონს შუქ-ჩრდილია, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს განწყობის შექმნაში. მეორე რაც ასე ვთქვათ ჰოფერისეულია და პრინციპში შეიძლება მის კოზირადაც ჩაითვალოს, ეს ხატვის განსაკუთრებული სტილია. არჩეული აქვს ყოველთვის ხედვის საინტერესო წერტილი, ეს წერტილი შეიძლება ძალიან მაღლა, ან პირიქით-ძალიან დაბლა იყოს. ჰოფერი ხატავს იმას რაც ხდება შიგნით, ინტერიერში და ასევე იმას რაც ხდება გარეთ. თავადაც ამბობდა რომ ძალიან რთულია, ერთდროულად დახატო შიგნითაც და გარეთაც.
მომწონს ასევე მისი შექმნილი სამყარო, მშვიდი, წყნარი, მყუდრო და მზიანი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნახატები რეალისტურია, ამავდროულად მეჩვენება რომ აბსტრაქტიულიცაა, არა გამომსხველობითი თვალსაზრისით, უბრალოდ თვითონ იდეაა აბსტრაქტული. ერთხელ ლოიდ გუდრიხს, ჰოფერის ერთ-ერთი ნახატი “განთიადი”, მონდრიანის ნახატისთვის შეუდარებია, როდესაც ეს ჰოფერმა შეიტყო უთქვამს “შენ მე მომკალი”-ო. თვითონ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა იმ აზრს, რომ მისი ნახატები აბსტრაქტული იყო.
საუბარი აი ამ ნამუშევარზეა..

ჰოფერის ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარი გახლავთ “მზე ცარიელ ოთახში”, როგორც ცნობილია მას დაგეგმილი ჰქონდა ინტერიერში ფიგურის დახატვა, თუმცა ხატვის პროცესში გადაიფიქრა და ჩემი აზრით სწორადაც მოიქცა, რადგან ფიგურა ამ მყუდროებას ნამდვილად დაარღვევდა.
სიცარიელე,თითქოს დასასრულია და მაინც მზე!
მიყვარს ეს კაცი.