წეღან facebook.ზე შემთხვევით “კვერცხუჯრედის დონაციასა და სუროგატულ დედობაზე” გადავწყდი რეკლამას და დავინტერესდი როგორ აზრი ჰქონათ ამაზე ქართველებს. ჩვენ ხომ ზოგადად ძალიან პრეტენზიული ხალხი ვართ და როგორც წესი რწმენაც სხვაზე მეტი გვაქვს :). ის კომენტარები, რაც ფეიჯზე დამხვდა არ გამკვირვებია, ველოდი კიდეც, რომ ამაშიც პრობლემას დაინახავდნენ, მაგრამ ზოგიერთი ჭეშმარიტად შემაშფოთებლად აზროვნებს. თვითონ რაც უნდა ის უქნია, მაგრამ შეიძლება ბევრი წყვილი უშვილო საზოგადოების აზრის გამო დარჩეს.
პირველ რიგშ გავნვმარტავ ზემოთ აღნიშნულ ტერმინებს
სუროგატი დედა, ეს არის ქალი, რომლის საშვილოსნოშიც ათავსებენ წყვილის განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს. ანუ სუროგატი დედა ბილოგიურად და გენეტიკურად არაა დაკავშირებული ბავშვთან, არანაირად. მას მხოლოდ ორსულობა მიჰყავს 9 თვემდე, აჩენს ბავშვს და აბარებს ბიოლოგიურ მშობლებს. სუროგატი დედა აჰყავთ მაშინ, თუკი ქალს აქვს საშვილოსნოს პრობლემა ან უცნობი გენეზისის უნაყოფობა, ან ჰორმონალური დარღვევაა, ან სომატური დაავადება. მაგალითად, ქალს შაქრიანი დიაბეტის ისეთი ფორმა აქვს, რომ მისთვის ორსულობა არ შეიძლება, ან თირკმლის პათოლოგია აქვს. ამ დროს აქვს ხარისხიანი კვერცხუჯრედები და მას შეუძლია საკუთარი, გენეტიკური შვილი ჰყავდეს.
სუროგატი დედა შეიძლება იყოს 35 წლამდე, აუცილებელია, ჰყავდეს საკუთარი შვილი. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, აქ ფსიქლოგიური მომენტია ჩადებული და თანაც, რაიმე გართულება რომ მოჰყვეს, შეიძლება უშვილოც დარჩეს და საკუთარი შვილიც ხომ უნდაო. სუროგატ დედას ეკრძალება მუშაობა, გულდაგულ უნდა მიხედოს თავს და ბავშვს. ფულს რა თქმა უნდა, ბავშვის ბიოლოგიური მშობლები უხდიან.
კვერცხუჯრედის დონორი კი ასე ვთქვათ, გასცემს უკვე მომწიფებულ კვერცხუჯრედს, რომელსაც გაანაყოფიერებენ და გადააქვთ უკვე მომავალი დედის საშვილოსნოში. კვერცხუჯრედის დონორი მას სჭირდება, ვისაც კვერცხუჯრედი არ აქვს ან საკვერცხეები ამპუტირებული აქვს. ამ შემთხვევაში დონორის კვერცხუჯრედს და მეუღლის სპერმას სინჯარაში ანაყოფიერებენ და გადააქვთ ამ ქალის საშვილოსნოში, ის თავად ხდება ე.წ. სუროგატი. დაბადებული ბავშვი მისი მეუღლის და კვერცხუჯრედის დონორის გენეტიკური შვილი იქნება. კვერცხუჯრედის დონორი უნდა იყოს 33 წლამდე და მასაც აუცილებლად უნდა ჰყავდეს შვილი. საქართველოში კვერცხუჯრედის დონროს 2000 ლარს უხდიანო.
მომავალში შევეცდები უფორ მეცნიერულად ავხსნა ეს ყველაფერი, მაგრამ ამ პოსისთვის პოპულისტური გაგებაც კი საკმარისია იმისთვის რომ გარვეული პოზიცია ჩამოგვიყალიბდეს.
უბრალოდ მე კვერცხუჯრედის დონაციასთან დაკავშირებით იმას ვერ მივხვდი რამდენად უზრუნველყოფენ , რომ მომავალში ეს ბავშვი თავის ბიოლოგიურ ნახევარ ძმას/დას ან ნათესავს არ შეხვდეს და ინცესტის მსხვერპლი არ გახდეს…
მაგრამ იმ ხალხს, ვინ აქ კომენტარებს წერდნენ ამაზე არ უფიქრიათ ისე შერაცხეს ეს ყოველივე ლამის სოდომ-გომორის ცოდვად. არ შემიძლია ზოგიერთი მაგალითად რომ არ მოვიყვანო :
donori iyo xoo da mere visi an rit moxdeba ganayopiereba cadi da ikitxe magalitad beso keso mama da deda xdeba da ese gmertis ar geshiniat? verc xvdebit pulma dagabrmavat daxmarebas kiarucevt mag dros tqvennairebi gupaven samyaros!!!”
“რა ვისით ან რითი” :დ სიბნელეცაა და სიბნელეც, ან კესო და ბესო რა შუაშია:/
“თუ სწორედ მივხვდი შვილი გავყიდო 2000-ად?”
ჯილდო უნდა დავაწესო “ყველაზე ბნელის” ნომინაციისთვის.
“ar sheidzleba es moviwonot radgan gmerti adzlevs shvils da suls shtaberavs.”
ადამიანეს სქესობრივი აქტის დროს ღმერთი სულს უბერავს. ბიბლიის ასეთი პირდაპირი გაგება ჯერ არ მინახავს.
“საშინელებაა ,ღმერთმა უკეთ იცის ვის რა ბედი არგუნოს ბედისწერას ხელოვნურად ვერ შევცვლით.”
მაშინ კიბოთი დაავადებულებს, ავარიაში მოყოლილებს ნუ ვუმკურალებთ, მაგათი ბედი ეგ ყოფილა :დ უნდა დავხოცოთ.
“yvelas vusurveb,bednier dedobas magram,me tu shvils gavachen,imas saxvas vegar mivcem,es sashineli codvaa,sheni sxeulis nacils sxvas rom adzlev”
Nini Sixarulidze meti saqme aramaq an surogati gavxde an kide genetikuri donori gmertis nebas miyevit da ara tqven survilebs.
კარგი შენ არ გაქვს სურვილი ნუ გაქვს, სხვა სუროგატ ქალებს რაღატო აყენებ შეურაცხყოფას?