დედა გეუბნებოდა, კარგად ისწავლეო. შენც იღებდი წიგნს, იზეპირებდი, ყვებოდი, ნიშანს გიწერდნენ. წლის ბოლოს გამოასწორებდი ხოლმე ნიშანს… მთლად ვერა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ლამაზად გამოიყურებოდა შენი გვარის გასწვრივ ჩამწკრივებული ციფრები. სკოლა რომ დაამთავრე, მედალი ვერ აიღე… ბევრი იწუწუნა დედაშენმა. შენ კი იფიქრე, მედალი რა ჯანდაბად უნდაო, მაგრამ ბევრი თავის მტვრევის მერე მოეშვი ფიქრს. ახლა ემზადები უნარებში, ქართულში, ინგლისურში და კიდევ რაღაცაში. მაღალი ქულები უნდა აიღო, რომ გრანტი მოგცენ. ყველაზე იაფფასიანი ინსტიტუტი წელიწადში 2250 ლარი ღირს ე.ი. სულ 9000 ლარი. ამხელა ხარჯი გათხოვებაში? არა, არა. აი, რატომ უნდა გესწავლა კარგად სკოლაში – მომზადებაზეც დაზოგავდი ფულს, გრანტსაც აიღებდი და შენი გათხოვების ამბავიც უფასოდ მოგვარდებოდა. თუ უფასოდ არა, უფრო იაფად მაინც…
მაგრამ ნუ ნერვიულობ! გამოსავალი ჯერ კიდევ არსებობს! გრანტს რომ ვერ აიღებ, გულის სიღრმეში შენც კარგად იცი, მაგრამ თუ პირველივე კურსზე მოიგდებ ვინმეს, გათხოვდები და დაორსულდები, მიანებებ თავს იმ ინსტიტუტს (რაღა აზრი აქვს იქ ყოფნას, მისია შესრულებულია!) და შემდეგი სამი წლის საფასურს მაინც დაზოგავ.
მიუხედავად იმისა რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა, ადამიანებს მაინც დიდ ბარიერად ევლინებათ უცხოეთში წასვლა. ისე წასვლაცაა და წასვლაც, გააჩნია რისთვის გინდა და რას ელი შენი მოგზაურურობიდან.
მე რომ მკითხოთ და ვიცი ბევრიც დამეთახხმება, ყველაზე კარგი განათლების მისაღებად წასვლაა. ჯერ ერთი რომ ეცნობი უცხო ქვეყნის განათლების სისტემას, მერე იღებ იქნებ ბევრად მეტ ცოდნასაც ვიდრე ჩვენს ქვეყანაში და ბოლოს რაც მთავარია გამოცდილებას. გამოცდილებას იმისა, თუ როგორ დაიმკვიდრებ თავს მარტო სრულიად უცხო გარემოში, როცა ყველა პრობლემა უკვე პირადად შენი მოსაგვარებელი ხდება. მოკლედ უცხოეთში წასვლა სტუდენტისთვის თვითრეალიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა და იმედია რომ მეც აუცილებლად წავალ.
განათლების გარდა ახალგაზრდები ხშირად სამუშაოდაც მიდიან. ყურადღება სწორედ ამ საკითხს მინდა დავუთმო და ერთ-ერთი საკმაოდ მარტივი პროგრამა შემოგთავაზოთ, რომელიც იქნებ მართლაც გახდეს ჩვენი ოცნებების ასრულების გარანტი.
ალბათ ბევრს გსმენიათ ე. წ. „ Au Pair”-ს პროგრამაზე, რომლებითაც ახალგაზრდები გერმანიაში ბავშვის მომვლელებად მიდიოდნენ. ახლა ეს პროგრამა გაფართოვდა და სამუშაო ქვეყნებს ამერიკა დაემატა. სიმართლე რომ ვთქვა აქ ბევრად უკეთესი სამუშაო პირობები და ბევრად უკეთესი ანაზღაურებაცაა. ყოველივეს წვრილად მოგახსენებთ.
იმისთვის რომ თქვენ მოახერხოთ „აუ პიარის“ პროგრამით სარგებლობა უნდა იცოდეთ ინგლისური ენა სასაუბრო დონეზე, ასევე უნდა გაგაჩნდეთ ბავშთან მუშაობის გამოცდილება, თუმცა არ ქონის შემთხვევაშიც არაა პრობლემა, კომპანია „ფრანი“ რომელიც აღნიშნულ პროგრამას განაგებს, უზრონველყოფს ფსიგოლოგის ტრენინგებს ბავშვებთან ურთიერთობაზე, რაც ანაზრაურებს გამოუცდელობას.
ამის შემდეგ თქვენ ავსებთ აპლიკაციას და “au pairis” ოფიციალურ საიტზე გაიხსნება თქვენი პროფილი. სწორედ ამ პროფილის საშუალებით გეძებენ და გიკავშირდებიან მასპინძელი ოჯახები. რა საკვირველია მედიატორის როლს აქაც “au pairis” სააგენტო ასრულებს, რომელიც აშშ-ში არის განთავსებული.
რაც შეეხება ანაზღაურებას, ის შეადგენს 800 დოლარს თვეში, ამასთანავე ოჯახი უზრუნველყოფს საცხოვრებელს, კვებას და დაზღვევას. დამატებით გიხდით 500$-ს რომელიც შეიძლება რომელიმე ენის კურსის ან საგნის შესასწავლად გამოიყენოთ. ასევე გეკუთვნით ორ კვირიანი ანაზღაურებული შვებულება, რომელსაც სადაც გინდათ იქ გაატარებთ. ერთ-ერთი ყველაზე დადებითი დეტალი ალბათ კიდევ ის არის რომ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ როგორ ბიჭებს ასევე გოგონებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ზოგიერთი ოჯახი სწორედ ბიჭს ითხოვს.
აქედან წასვლა და ზოგადად პროგრამის ღირებულება 1122$ ჯდება, რომელსაც ეტაპობრივად იხდით. საბოლოოდ თქვენი ხელფასის ოდენობა წელიწადშ მიაღწევს 10 000$-ს, რაც დამეთანხმებით და საკმაოდ სოლიდური თანხაა იმ ადამიანისთვის რომელიც ახლა იწყებს ცხოვრებას.
იმის გამო ჩვენი სამყარო, სადაც ცხოვრება გვიწევს ცივი და საკმაო სასტიკია ხშირად გვიპყრობს ეჭვებიც და უნდობლობაც. მაგრმ იქიდან გამომდინარე რომ ეს პროგრამა უკვე მრავალი წელია არსებობს, ვფიქრობ საეჭვო უკვე აღარაფერია. იქ ყოფნის დროს თქვენ ყოველ კვირა გიკავშირდებათ “AU PAIR”-ს აგენტი, რომელიც ამოწმებს თქვენს მდგომარეობას, იმ შემთხვევაში თუ პირველ ოჯახთან რამე პრობლემა წარმოიშობა, იწყება სხვა ოჯახის მოძებნა. პროგრამა 1 წლიანი, თუმცა შესაძლებელია კიდევ 1 წლით გახანგძლივება. საქართველოდან წასვლას J-1 ვიზით ახერხებთ, რომლის მიღებაც საკმაოდ რთულია და მხოლოდ კულტურული და საგანმანათლებო გაცვილითი პროგრამებისას გაიცემა. რა ამ ვიზის მიღებაც რა თქმა უნდა აღნიშნული სააგენტოს საშუალებით ხდება.
მე ახლა ვაპირებდი გერმანულის სწავლის დაწყებას, მაგრამ რადგან ინგლისურენოვანიც აღმოვაჩინე, აუცილებლად ამით ვისარგლებ. თქვენც ალბათ ხვდებით, რომ ეს არის შანსი, რომელიც ხშირად არ გვეძლევა, მითუმეტეს ასაკიც შეზღუდულია 18-26 წლამდე. ეს არის შანსი, რომელსაც იქნებ რადიკალურადაც შეუძლია ჩვენი ცხოვრების შეცვლა, მას შემდეგ რაც უცხო ტრადიცებს გავეცნობით და საკუთარი თანხით დავბრუნდებით, რომლითაც მართლაც შეძლებთ ხარისხიანი განათლების მიღებას.
P.S. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანია „ფრანს“ ფეისბუქზე, მის ოფიციალურ გვერდზე.ამასთანავე მეც შემოგთავაზებთ სხვა პოსტებს, რომლებიც მეტად ინფორმაციული იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით^^
მგონი მთელი ჩემი შეგნებული ცხვორებაა ყველგან იმას გავყვირი გარემო არ დააბინძუროთ-მეთქი. გარემოს დაბინძურებას სავალალო შედეგებამდე რომ მივყავრთ ეს კიდევ სხვა საკითხია და ის კიდევ სხვა ქუჩაში ნაგვის დაგდების საშუალებას შიანაგნი კულტურა რომ არ გაძლევს. იმ დღეს ავტობუსში, ჩემ გვერდით 21-ე საუკუნის „დარეჯანი“ იჯდა და ლუარსაბის დარეჯანივით მადიანად იყმურსლებოდა. ჭამის დამთავრების შემდეგ კი ერთ-ერთ გაჩერებაზე უსირცხვილოდ, ვითომც არაფერიაო, წინ გადაიხარა და ნამცებით სავსე პარკი გაჩერებაზე მოისროლა. აი მაშინ გავიფიქრე, „დარეჯანობაცაა და დარეჯანობაც“-მეთქი და გემრიელად გავლანძღე, შინაგანი კულტრის უქონელობის გამო.
და მაინც, სულ სხვაა როცა უყურებ დაბინძურებულ ქუჩას და სულ სხვა როცა ადამიანის ამ უნიათო კვალს ბუნებაში, ხანდახან ედემის წალკოტივით ბუნებაში აწყდები. დაახლოებით ორი კვირის წინ ჯგუფელები კახეთში წავედით ექსკერსურსიაზე, კერძოდ ხორნაბუჯის ციხე და არწივის ხეობა მოვინახულეთ. ჩემგან ამ ბუნების მშვენიერების აღწერა მემგონი რომ ურიგო იქნება, საამისოდ არც წერის მანერა მიწყობს ხელს და არც ფანტაზია. მის დამახინჯებას კიდევ ისევ გაჩუმება სჯობს. ამ ექსკურსიაზე მივხვდი რომ ადამიანის ვანდალიზმს საზღვრები უბრალოდ არ გააჩნია. არ მესმის რა ლოგიკით უნდა დატოვო ბუნებაში შენი ნაგავი. ნაგავი ბოთლების, პარკების და თქვენ წარმოიდგინეთ რომელიღაც კრემის წუპიკების სახითაც.
ამას მაინც რაღა უნდა ამ უკაცრიელ ადგილას:/კარგად კიდევ არ ჩანს აქ ბოთლები, ყუთები, სიგარეტის კოლოფები…ესეც კიდე ერთი ადგილი არწივის ხეობაში.
მხოლოდ ადამიანის მახვილ გონებას შეუძლია ალბათ მსგავსი საზიზღრობის გაკეთება. ამიტომაც არ მიყვარს მე ეს სუფრები და ქართული ჩახუტებები, ადამიანებმა არ ვიცით როგორ უნდა მივხედოთ ჩვენს ბუნებას, ნუ თუ არ მივხედოთ არ დავაზიანოთ მაინც. მწვანეთა ორგანიზაცია ახლა შესანიშნავ ტრენინგებს მართავს გარემოს დაცვის მიმართულებით, „გარემოს დამცველ ლიდერთა სკოლის ეგიდით“ და ეს ალბათ ის ერთ-ერთი სწორი, წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც ამ წუთას თუნდაც მინიმალურის შეცვლა შეუძლია. და აი ამ ტრენინგებზე ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ გარემოს დაცვის გადასახადებზე რომელიც ოდესღაც არსებულა საქართველოში და გაუქმებულა, თუმცა ეჭვი მეპარება ახლა მის შემოღებას საერთოდ რამე აზრი ჰქონდეს, მაშინ როცა საზოგადოების, ხო იმ ნაქები და „ყველაზე მაგარი“ საზოგადოების ცნობიერება ძალიან დაბალ დოენეზეა. ზემოთ აღნიშნული „დარეჯანი“ ხომ ნამდვილად არ გადაიხდის მსგავს გადასახადს.
მოკლედ რამდენადაც დიდი სიამოვნება მივიღე ხორნაბუჯისა და არწივის ხეობის ხილვით, იმდენად შოკირებულ ჩამოვედი ქართული უკულტურობის შეგრძნებით. რა თქმა უნდა, ყველას ვერ მოვხარშავ ამ ქვაბში, მაგრამ ფაქტი ფაქტია, მცირე ორგანიზაციები, ცალკეული ადამიანები ვიბრძვით ბუნებისთვის თავდაპირველი სახის დასაბრუნებლად, თუმცა ეს ბრძოლა ან სწორად არ მიდის ან ძალიან მიზერულია იმ დაბინძურებასთან შედარებით რაც ჩევნს ქვეყანაშია ახლა.
არიან ადამიანები ვისთან საუბარიც მაბნევს. ისინი მაკომპლექსებენ და მეც ყოველნაირად ვცდილობ გავექცე.
ასეთი ხარ შენც, ჩემო პატარა მეგობარო. მე მიჭირს შენთან კომუნიკაცია, არადა უნარშეზღუდული საზოგადოებამ სწორედ შენ დაგარქვა. შენ ხარ ყველაზე თბილი და მგრძნობიარე არსება მათ შორის, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. ალბათ სწორედ ამიტომ ვიბნევი, მე ხომ შენსავით ვერ გამოვხატავ ვერც სითბოს და ვერც გრძნობებს. მე შენ გამო მრცხვენია ჩემი თავის . მრცხვენია და ამიტომაც გავრბივარ. მე ხან ვისი მშურს, ხან ვისი, ხან ვისზე ვამბობ აუგს, ხან ვისზე. ხან შენ წარმოიდგინე და სხვისი ბედნიერებაც შეიძლება არ გამიხარდეს, მაშინ, როცა შენ უსაზღვროდ კეთილი ხარ. ალბათ სწორედ ამ უსაზღვროობის გამო შეგარქვეს უნარშეზღუდულიც.
მრცხვენია, მრცხვენია და ათასჯერ გაგიმეორებ ამას. მრცხვენია იმისაც კი რომ ვერ ვიცვლები. ვერ ვხვდები სათანადოდ კარგი იმისთვის, რომ შენნაირ ადამიანებთან მქონდეს ურთიერთობა. შეამჩნევდი, ხანდახან ფეისბუქზეც არ გპასუხობ, ან რომ მწერ მაშინვე გავდივარ. არ ვიცი რაზე გელაპარაკო, არ ვიცი რა მაქვს შენთან საერთო. უფრო სწორად შენ რა გაქვს ჩემთან საერთო. ყოველთვის ხვდები თუკი ცუდად და ვარ და მზად ხარ დამეხმარო. მერე რა, თუ არ შეგიძლია, მთავარია რომ გინდა. მე კი შემიძლია, მაგრამ არ გეხმარები, მაშინ, როცა შენ ის ყოველ წამს გჭირდება.
მაპატიე, თუ შეგიძლია მაპატიო. და იცოდე, თუკი ჩვენ ორს შორის, რომელიმე ცხოვრებისგან დადაღულია ეს მე ვარ. მე ვარ შეზღუდული და არა შენ, ყველაზე კეთილო, ლამაზო და გონიერო არსებავ.
ჰელოუ ნოვემბერ^^ ჰელოუ, ნეტავ როგორი ნოემბერი იქნება.. ტკბილი თუ ძალიან ტკბილი..
რა მალე გავიდა ეს შემოდგომაც. საერთოდ ვერ ვიგრძენი, ისე ვარ ჩაფლული მშრალ ქაღალდებში და ყოფით უაზრობებში. ვერ ვიგრძენი როგორ ჩამირბინა შემოდგომამ. არადა მთელი წელი მენატრებოდა.
გადავიღალე.
ვიცი ეს ცუდი სიტყვაა და არ უნდა დავწერო, ვიცი ამით მკითხველს დავაფრთხობ მაგრამ გადავიღალე და რა ვქნა. რა მშრალი და უსუსურია ყველაფერი და რა პათეტიკური ვარ ეხლა მე. ხანდახან მინდება ავდგე და არსებულ რეალობას ვუყვირო, ვაგინო, ხელის ერთი მოძრაობით როგორც ეს კომპიუტერში ხდება ჩავკეცო ან საერთდ გამოვრთო. გადავიდე იქ სადაც სულ შემოდგომაა და სულ მუსიკაა. თუნდაც ძველი ფრანგული მუსიკა.
გადავიღალე მაშინ როცა პრეზენტაცია, კონფერენცია, მერე ისევ პრეზენტაცია და ზოგადად ბევრია “ცია” არის დატეხილი ჩემს თავს. ნუ ისინი რა საკვირველი მე თვითონ დავიტახე, ალბათ იმიტომ რომ მათ გარეშე უფრო უბედური ვიქნებოდი ვიდრე ახლა ვარ მათთან ერთად.
წინა ნოებერში ერთი ბიჭი გავიცანი. სხვათაშორის ძალიან ლამაზი ამბავია, ოღონდ ერთ დღე გაგრძელდა. დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე. უკვა თოვდა თბილისში და იმ დროს, როცა მე ქიმიის ლექციაზე უნდა ვყოფილიყავი, უცნობ ბიჭთან ერთად ვიჯექი რომელიღაც კაფის მეორე სართულზე და მრგვალი ფანჯრიდან ვაკვირდებოდი თოვას. ხომ ხდება ხოლმე ასეც. რატომ დასრულდა ეს ამბავი ასე მალე? იმიტომ რომ რეალურად არც დაწყებულა და ჭეშმარიტად ასე სჯობდა. ის დღე იყო და მეტად აღარ შევხვედრილვარ, ალბათ სწორედ ამიტომაც დარჩა კარგ მოგონებად.
ეს ამბავი ისე მოვყევი, განწყობისთვის, იმიტომ კი არა რომ წლევანდელი ნოემრისგანაც იგივეს ველი 🙂 უბრალოდ კარგი იქნება აქაც ერთი-ორი ტკბილი ურთიერთობა.
და მაინც, ისევ ძალიან მინდა გავშორდე ამ რეალობას. ამ ადამიანებს, რომლებიც მღლიან. ძალიან მღლიან. მღლიან იმით რომ არ ესმით ჩემი უსიტყვოდ, აბა ისე, სიტყვიერად გაგებინებას არც ვცდილობ, აზრი არ ექნება. არ ესმით ჩემი იმიტომ რომ ამ მოკლე ხანში მეც მათნაირი გავხდი, შესაბამისად არ ჩანს სხვაობა. არც ის, რომ მე სხვა რამ მინდა. და ასე. ვერ ვიტყვი რომ ვიტანჯები. იქნებ ყველაზე უკეთესად ახლა ვარ, მაგრამ მაინც. გადავიღალე.
ამ შაბათს ვაშლოვანში მივდივარ და ცოტა მეშველება მგონი. რაღაც მაინც შეიცვლება. ნუ, ცოტათი უფრო მეტი მაინც ხომ მექნება ნანახი.