სიყვარულის დღეს გილოცავთ ჩემო დაღლილო ადამიანებო…

მინდა რაღაც ლამაზი დავწერო.. არა, იმიტომ კი არა რომ ჩემს გარშემო სადმე მისი კვალი დავინახე… არა, უბრალოდ კარგ მუსიკას ვუსმენ.. მელამაზება და მეშეძლებისდაგვარება ყველაფერი…

სიყვარულის დღეს გილოცავთ ჩემო დაღლილო ადამიანებო…

დაიღალეთ?

მოგწყინდათ?

იხუთებით?

მერე რა…

აბა წარმოიდგინე რა იქნებოდი ყოველდღიურობის გარეშე.. არაფერი…

არარაობა…

უაზრობა…

გულქვა ჭურჭელი…

ახლა კი.. როცა გაწუხებს, როცა გცივა, როცა გტკივა, როცა სულით, ხორცით, მკერდით ატარებ “ადამიანურ სევდას” შენ ბედნიერი ხარ.. ვრცლად სიყვარულის დღეს გილოცავთ ჩემო დაღლილო ადამიანებო…

მოუსმინე, იგრძენი, გაიაზრე და ისიამოვნე…

ვიცი რომ იცი, ვიცი რომ შენც უსმენ, მაგრამ არა ყოველდღე… განა იმიტომ რომ არ გინდა, არა, უბრალოდ გავიწყდება, ხან არც გეხასიათება. აი მე, არასოდეს მავიწყდება არასოდეს მეზარებაა, არასოდეს მღლის, მოუსმინე შენც ეხლა, დატკბი და ჩემსავით გაგიჟდი… იგრძენი პოეზია რომელიც სულის კივილზე მეტია, რომელიც გამოუთქმელად გამოთქმულია, რომელიც შეგძრავს, შეგზარავს, გაგაბრუებს, აგაღელვებს

, რომელიც უბრალოდ დაგაფიქრებს…

მოუსმინე, იგრძენი, გაიაზრე და ისიამოვნე…

უცნაურები ვართ ადამიანები, უცნაურები….

უცნაურები, ძალაიან უცნაურები ვართ ადამიანები. ნუ მე ყოველშემთხვევაში ვარ.

თან ყველაფერი შგვიძლია და თან არაფერი. ხანდახან როცა საკუთარ თავს ვუღრმავდები, ვხვდები რომ საქმე ერთ არაპროგნოზირებად, ემოციურ არსებასთან მაქვს. ასეთები ხართ თქვენც. გგონიათ რომ ყველაფერი იცით, ყველაფერს წვდებით, მაგრამ ერთი „უცნაური“ შემთხვევაც კი საკმარისია რომ ეს ყველაფერი თავზე ჩამოგენგრეთ. ყოვლის მცოდნეობის გარდა მე ჩემი სულელობებიც მაკვირვებს ხოლმე. უფრო სწორად ის ვნებათაღელვა რისი მსხვერპლიც ხშირად ვხდები. აი მაგალითად: მთელი დღეა ვტირი, მიზეზი რომ გაიგოთ გაგეცინებათ(მერე მინდა რომ დამცინოთ?). დიახ ისეთი არაფერია, ჩევეულებრივი თინეიჯერული პრობლემებია. მაგრამ მაინც მეტირება. უზომოდ, უსაზღვროდ, შეუჩერებლად. მეტირება ყველა სიტყვაზე, ყველა ფრაზაზე, რომ გამეხუმროთ ისიც მეწყინება, მეტკინება და ამეტირება. ესეც ჩემებური უცნაურობა. თავი ყველაზე უსარგებლო „ნივთი“ მგონია და ეს მაგიჟებს. არადა იცით როგორი ამაყი ვარ? ნახევარი საქართველო, მეტი თუ არა, ჩემი ტოლი და სწორი არ მგონია ხოლმე. უცნაურები ვართ ადამიანები უცნაურები…

ხან ვიმალებით ხან ვჩნდებით, ხან ვთამაშობთ, ხან ვათამაშებთ ვრცლად უცნაურები ვართ ადამიანები, უცნაურები….

2010 წლის ეროვნული გამოცდების ტესტები

ეხლა საიტები რომ გადააქოთოთ შეიძლება ვერც შეხვდეთ ამ ტესტებს, ხოდა ბარემ მაქვს და ბარემ კიდევ ერთხელ მოგეხმარებით ჩემსავით წამებულებო:) დანარჩენებს მერე ავტვირთავ:)

2010-biologia

2010-inglisuri-ena-1

2010-inglisuri-ena-2

2010-inglisuri-ena-3

2010-istoria-I

2010-istoria-II

2010-Kartuli-Ena-Da-Literatura-I

2010-Kartuli-Ena-Da-Literatura-II

2010-Kartuli-Ena-Da-Literatura-III

2010-Kartuli-Ena-Da-Literatura-IV

2010-Literatura

2010-Math_2010_Version_I

2010-Math_2010_Version_II

2009-zogadi unarebi (IV varianti)

 

მარტო ჩემთვის მინდა, მარტო შენთვის…..

ჩემთვის მინდა, მარტო ჩემთვის..

ძალიან, ძალიიან მინდა, იქნებ მერე მაინც…

იქნებ შევეშვა ძველ ფოტოებს..

იქნებ საბოლოდ გამოვხურო კარები, ხელი  გაგაშვებინო და საბოლოოდ დავამთავრო..

იქნებ მართლაც წარმავალია ამ ქვეყნად ყველაფერი..

დავიღალე..

მარტო ჩემთვის მინდა, მარტო ჩემთვის…

მიყვარს?

არ ვიცი..

ნარკოდამოკიდებულივით ვარ, რაღაც მჭირს, რაღაც მახჩობს, გულის გაგლეჯამდე მტკივა…

მინდა?

არც ეს ვიცი..

ეფრო მწყურია, დავშრი და იმიტომ…

თუმცა არც ნაკადული ვყოფილვარ ოდესმე, მხოლოდ დაგუბებული გუბე ვარ ხოლმე..

ხადახნ ვფიქრობ..

მინდა დავიჯერო რომ არსებობს შანსი..

მინდა,. მინდა შენთან ვიყო…

ვიცით ორივემ, კარგად ვიცით..

წარმავალია ამ ქვეყნად ყველაფერი..

დავიღალე…

მარტო ჩემთვის მინდა, მარტო შენთვის…

არ მომენატრო ხოლმე მაინც..

მენატრები…

ქართველი ჰომოსექსუალები ქართულ საზოგადოებაში

მამაჩემი განათლებული კაცია. ბევრი წაუკითვას, ბევრი იცის და ბევრი გაუგია. ახლა ლექტორად მუშაობს. რომ გითხრათ 21–ე საიკუნესთან ხელჩაჭდებული დადის–თქო, ნამდვილად მოგატყუებთ.  ბევრი ახლანდელი ტენდენცია მისთვის მიუღებელია, ბევრი რამე არც აინტერესებს, მაგრამ არ ვფიქრობ რომ ის „ბნელია“. დიახ, არიან „თავისუფლად მოაზროვნე“ ბლოგერები, რომლებიც ქართულ საზოგადოებას „ბნელს“ უწოდებენ იმის გამო რომ  ჰომესექსუალებს ოჯახის წევრებად არ იღებენ. მე მაპატით მაგრამ მამაჩემს ვერასოდეს შევკადრებ მსგავს რამეს.

მეორეს მხრივ ჰომოსექსულაებთან თანაცხოვრება ვფიქრობ პრობლემა საერთოდ არ არის, რომ იტყვიან ყველას ჩვენი არჩევანი გვავქს და სხვის საქმეშიც არ უნდა ჩავერიოთ. მაგრამ მათ მიღებას მე მგონი რომ ვერავის ვაიძულებთ. ნათელია, დღეს ბევრ ბევრ რამეში ჩამოვრჩებით ცივილიზაციას, მაგრამ საქართველომ 21–ე საუკუნეს ფეხი თუ ვერ აუწყო ეს ქართველების ბრალი არაა, უბრალოდ ასე მოხდა… ეხლა დგანან და ქართულ საზოგადოებეს ლანძღავენ, ბნელებს, გაუნათლებებს, „გოიმებს“ ეძახიან, და ვინ? ცხვირმოუხოცავი ადამიანები ვისაც ჯერ არაფერი გაუკეთებია არც საქართველოსთვის და არც საზოგადოებისთვის. ნუთუ ჰომესუქსუალიზმზე დიდი პრობლემა არ არსებობს?  ნუთუ ესღაა ჩვენი სალაპარაკო თემა? იცით რა მაინტერესებს, ვინმე ხედავთ ხსნის გზას? ვინმემ იცით როგორ უნდა შეაჩვიოთ ქართველები ერთ სქესიან წყვილებს? მე არა. დროის გარდა ამას ვერაფერი იზამს.

რაც შეგეხებათ თავად ჩვენს გამონაკლისებს, მითხარით რა ვალდებული ვარ იმაზე ვიზრუნო ნაჭუჭში ჩაიკეტები თუ არა? რომელი საზოგადოების დასახურებული პირი თქვენ ბრძანდებით რომ ახლა თქვენს ადაპტაციაზე ვიზრუნო? შეიძლება ზედმეტად მკაცრიც ვარ, მაგრამ ნამდვილად ვერანაირ ვალდებულებას ვერ ვგრძნობ საზოგადოების ამ ნაწილის მიმართ, სანამ მსგავს არჩევანს გააკეთებდნენ იქამდე უნდა სცოდნოდათ რაც მოელოდათ. თუმცა დიდი დიდი მამამ აღარ შეგიშვათ  სახლში, დაანარჩენი დედებიც და მეგობრებიც ეგუებიან უკვე ამ საკითხს. ვრცლად ქართველი ჰომოსექსუალები ქართულ საზოგადოებაში

****

ყველაფერი ისეთია როგორიც მინდოდა, წიგნები, წიგნები და კიდევ წიგნები, ღმერთო რა მაგარია!! თავი ბიბლიოთეკაში მგონია!

მეეზოვეობიდან აბიტურიენტობამდე(ნატანჯი ცხოვრების ერთი დღე:) )

დილას პირველი რაც გავიგე მაღვიძარას ზარი იყო. დაუფიქრებლად გადავაგდე და ძილი გავაგრძელე, მალეინსტიქტურად გამომეღვიძა, საათს დავხედე და… „ათ წუთში მასწავლებელი მოდის! ოთახი დასალაგებელია, მე ასადგომი! „ და ამ წუთიდან დაიწყო მთელი დღის საშინელება, ათი წუთის განმავლობაში რა სად დავმალე და შევჩურთე მეც აღარ მახსოვს, გავიქაფე იმდენი ვირბინე, მაგრამ მოვასწარი! მოკლედ ბიოლოგიამ მშიდობით ჩაიარა, რა ვიცოდი წინ რა მელოდა…

ბიოლოგიის მერე უნარების მეცადინეობა დავიწყე, ოოპს! ჩამეძინა! როცა გამეღვიძა ორს ათი აკლდა, ორზე მათემატიკა!! წამოვხტი, ჩავიცვი, გადავრეკე, გადმოვრეკე,, შევკრიბეთ ჯგუფი, უკვე მაგვიანდება და სადაა ამ დროს ფიზიკის წიგნი? მე ხომ მათემატიკის მერე ჯერ ფიზიკა და  უნარები მაქვს.. ვყრი წიგნებს თაროებიდან, მაგიდიდან, უჯრებიდან, ვეძებ იმ ადგილებში სადაც ზუსატად ვიცი რომ არ იქნება.. ღმერთო მაგვიანდება. ვერ ვასწერბ.. და რა თქმა უნდა წიგნი გიორგის შეუნახავს.. მაგრამ რვეული? „უნარებისაში დავწერ“ ჩავიცვი პლაში, მაგრამ თმისსამაგრი?  სადაა ახლა ის? ვბრუნდები უკან, ვეძებ, ვეძებ, და რა თქმა უნდა ვერ ვპოულობ.. გავდივარ თმა გაწეწილი, და უკან ჩემი ძმის ხმა მომყვება– „პლაშ სველია“, სულ დამავიწყდა წუხელ რომ გარეცხა დედამ, ჯიბესთან და მხართან ვერ გამშრალა.. ვბრუნდები უკან, ვიხდი პლაშს, ვიცვამ მეორეს რომელიც მოკლეა, მაგრამ კიდევ ერთი ოოპს! კაბაც მოკლე მაცვია, მოსაცმელიც მოკლე, ჩექმა მაღალყელიანი, კოლგოტი თხელი და ჩემი კომპლექსები! სამწუხაროდ არაა გამოცვლის დროს, გავრბივარ, ქარია, კააბა ეკრობა კოლგოტს და უფრო ზევით ადის,თან ამას ვისწორებ, თან წიგნებს მივათრევ… რა თქმა უნდა დამაგვიანდა….  მათემატიკაზე დღეს ტრიგონომეტრია გვქონდა, თავში ტრიალებს უამრავი პი, პი მეორედი, პი მესამედი, სინუსი, კოსინუსი, ღმერთო ფიზიკა! მაგვიანდება! ისევ გავრბივარ, შეუძლებელია! ამ კაბით ვერ ვივლი, მგონია რომ მთელი ქუჩა მე მიყურებს, ყველა ჩემზე იცინის, სოფო მეუბნება არც შემოუხედავსო, მაგრამ არ მჯერააა… ავრიბივარ სახლში, ვიცვლი მთლიანად, გავრბივარ ფიზიკაზე.. ვაწვალებ ნერვიულად ტელეფონს… ზარი გამეშვა ისეთ ადამიანებთან რომლის ნომერი საერთოდ რატომ მიწერია არ ვიცი… მეტროში ვიმეორებ ფიზიკას, წნევა, პასკალი, არქიმედე, ევრიკა, ვითიშები, „შემდეგი სადგური დელისი“, რა დელისი, მე ხომ სამედიცინოზე ჩავდიოდი, არაფერს ვიმჩნევ, ჩავდივარ დელისზე, ვბრუნდები უკან, ამოვდივარ, გავრბივარ, ჩემს ბედად არსად არ ანთია წითელი, გადავრბივარ ქუჩებზე, მესმის მანქანების სიგნალი, რეკავს მასწავლებელი, და ვხედავ… ვრცლად მეეზოვეობიდან აბიტურიენტობამდე(ნატანჯი ცხოვრების ერთი დღე:) )

ასაკობრივი ზღვარი სიყვარულში, ანუ ამორალური ურთიერთობები

გარყვნილება თუ წმინდა სიყვარული? რატომ არ შეიძლება გიყვარდეს შენზე ათი, თხუთმეტი, თუნდაც ოცი წლით პატარა ბიჭი (გოგო)?. მე ბიბლიში არ წამიკითხავს, რომ ცოლ–ქმარს შორის განსაკუთრებული ასაკობრივი სხვაობაა საჭირო. მთავარია ერთმანეთი უყვარდეთ და ქორწინების წმინდა საიდუმლო არ გატეხონ.

მეორეს მხრივ, საზოგადოებისათვის ძალიან რთულია მსგავსი წყვილების მიღება. როგორც წესი, ასაკით დიდს გარყვნილებაში ვდებთ ბრალს და უბრალოდ ვრიცხავთ ჩვენი წრიდან. თუკი მისნაირები ვართ მხარს ვუჭერთ. მართლაც, რა არის ცუდი ამ ყველაფერში? რა არის ცუდი, მითუმეტეს ამორალური, რომ ცოლი ოცი წლით უფროსი იყოს  ქმარზე.

დღევანდელობაში ასეთმა ადამიანებმა, ოჯახებმა და შეყვარებულებმა ნამდვილად იმატეს. ნაკლებობა არც წინა საუკუნეებში ყოფილა, მაგრამ ახლა ჟარგონულად, რომ ვთქვა აღარ „ტეხავს“.. პირიქითაც კიი.. ბევრჯერ გამიგონია სიტყვები „ეს ჩემი ქალია“, ქალს თექვსმეტი წლის მოზარდს, რა თქმა უნდა ვერ უწოდებ…

სხვების არ იყოს, მსგავსი ურთიერთბები ჩემთვისაც ამორალური და მიუღებელია… მენტალი, აღზრდა თუ რაღაც შინაგანი მკარნახობს რომ ჩემი მეორე ნახევარი ჩემზე გამოცდილი, ძლიერი და რაც მთავარია უფროსი უნდა იყოს… ბოლოს და ბოლოს ღმერთს თუ არა, ბუნებას მაინც ხომ დაუწესებია ახალგაზრდა, ერთმანეთს შესაფერისი წყვილების ხალასი და სილამაზე.. აბა გამაგებინეთ როგორ შეიძლება, დანაოჭებულ, დაჭკვიანებულ, დადინჯებულ ქალს, ქორფა, ახლად გამოჯეჯილებული და სიგიჟეს მოწყურებული  ჭაბუკი მოუხდეს? ვრცლად ასაკობრივი ზღვარი სიყვარულში, ანუ ამორალური ურთიერთობები

ვის ჰყავს თევზი?(თუ პასუხი იცით მითხარით)

ხუთი ადამიანი ცხოვრობს ხუთ სხვადასხვა ფერის სახლში, ეწევა ხუთ სხვადასხვა მარკის სიგარეტს, ჰყავს ხუთი სხვადასხვა ცხოველი და სვამს ხუთ, ერთმანეთისაგან განსხვავებულ სასმელს.

ინგლისელი ცხოვრობს თეთრ სახლში
შვედს ჰყავს ძაღლი
დანიელი სვამს ჩაის
მწვანე სახლი წითელი სახლის მარცხნივაა
მწვანე სახლის ბინადარი სვამს ყავას
“Pall Mall” -ის მწეველს ჰყავს ჩიტი
შუა სახლის მეპატრონე სვამს რძეს
ყვითელი სახლის მეპატრონე ეწევა “Dunhill” – ს
ნორვეგიელი ცხოვრობს პირველ სახლში
“Marlboro” – ს მწეველის მეზობელს ჰყავს კატა
ცხენის პატრონის მეზობელი ეწევა “Dunhill” – ს
“Winston” -ის მწეველი სვამს ლუდს
ნორვეგიელი ცხოვრობს ლურჯი სახლის გვერდით
გერმანელი ეწევა “Rothmans” – ს
“Marlboro” – ს მწეველის მეზობელი სვამს ღვინოს

ვის ჰყავს თევზი?

შუა ღამეა, მეძინება, სამეცადინოც მომრჩა, მე კიდევ ვზივარ და ამას ვხსნი:)

გადამიყოლებს აინშტაინი:)