იმედები და იმედგაცრუებები

ვცხოვრობთ მალტეპე უნივერსიტეტის სტუდენტურა კამპუსში, იმედი მაქვს ოდესმე ასეთი საქართველოსაც ეღირსება, ყველა სტუდენტისთვის საჭირო ობიექტი ერთ სირცეში, საკმაოდ წყნარ და ეკოლოგიურად სუფთა ადგილასაა მოთავსებული ^^ ბიბლიოთეკა, უნივერსიტეტი, კაფეტერიები, სტუდენტების პატარ-პატარა საცხოვრებლები ^^

და ამ დროს მახსენდება ამას წინათ პრეზენტაციის ასაწყობად თსუ-ში ოთახი რომ ვერ ვიპოვეთ, ბიოლოგებში ბიბლიოთეკა 5 საათზე რომ იკეტება და მხოლოდ დიდი ნდობის გამო თუ გაგიღებენ რომელიმე აუდიტორიას, სადაც ინტერნეტს   საერთოდ ან არ იღებს ან ძალიან დაბალი სიჩქრისაა.

კონფერენცია – კონგრესი სადაც მე გამოვდივარ საკმაოდ დიდი მასშტაბისაა, საერთაშორისო დონეზე მასში 15-მდე ქვეყანაა ჩართული, კონფერენცის ორგანიზატორები კი ჩემი ტოლი, 21 წლის სტუდენტები არიან. საოცრად მიტივირებულები, ძლიერები და ჩამოყალიბებულები. ამ დროს კი მახსენდება ნიშნებზე მორბენალი ჩემი თანაუნივერსიტეტელები, რომლებსაც ცხოვრებაში სხვა ინტერესი არ აქვთ,  რომლებსაც საქართველო იმ მდგომარეობამდე მიჰყავთ რაზეც ქვემოთ ვისაუბრებ..

საღამოს ვახშამზე გავიცანი საბოლოოდ მონაწილეები, ჰოლანდიელების და გერმანელების მაგიდასთან აღმოჩნდი.  ვიცოდი რომ არ ეცოდინებოდათ “”GEORGIA” სად იყო და ამაზე არ გავღიზიანებულვარ, შემდეგ თვითონ მკითხეს, ეს ქვეყანა საერთოდ სად არსებობსო. როგორც შევძელი ისე აღვუწერე, რაც გამახსენდა ყველაფერი მოვუყევი საქართველოზე. აინტერესებდათ კი? არ ვიცი..

მერე მკითხეს ასეთი პატარა რატომ არისო და ჩვენი ოკუპაცია ქრონოლოგიურად მოვუყევი, რა  საოცარია, ჩვენ არც კი გაგვიგია 5 წლის წინ თქვენს რაონში თუ ომი იყოო..

მართლა შეწუხდენენ და აღშოფთდნენ კიდეც, მაგათ ხომ გენებში აქვთ აღშოთება ^^

განა რამდენს შევხვდებით, რამდენს ვეტყვით რომ ვარსებობთ?

განა რამდენს მივაწვდენთ ხმას?

არც ისე ბევრს, არც ისე ბევრს…

იქამდე სანამ მყარად არ დავდგებით, სანამ ჩვენი მეცნიერული პროგრესით, ჩვენი გამოგონებებით არ გავაცნობთ მსოფლიოს თავს, თორემ ისე ამხელა ომი მოხდა მაგრამ არავინ არ იცის რომ არსებობ და თუ იცის, მაგ შემთხვევაშიც რუსეთის ნაწილი ჰგონიხარ ^^

ძლივს შევიკავე თავი რომ გეოგრაფიის უცოდინარობის გამო არ გამოვლანძღე :3

ისღა დამრჩენია, ხვალ ჩემი მოხსენება დასამახსოვრებელი და საუკეთესო იყოს, იქნებ ოდესმე ამან მაინც გაახსენოთ რომ არსებობს სადღაც საქართველო და თევზის თვალებით ყურება არ დაიწყონ.

ერთი რამ კი ფაქტია,  ბებერი ევროპა ჩვენც არც გვიცნობს და არც გვცნობს,და ეს იქამდე გაგრძელდება სანამ არ გავიზდებით.

და არ მივხვდებით რომ ტაშფანდურებით და კონცერტებით კი არა – საქმით, შრომით, მიღწევებით უნდა შვვიდეთ ევროპაში^^

კრიზისი

ძალიან ადვილია ფეხი აგიცდეს. ძალიან ადვილი. ამის მერე ძნელად ინარჩუნებ წონასწორობა, საბოლოოდ კი ყველა ვარიანტში ეცემი.

ერთი იმედგაცრუება, ორი იმედგაცრუება, სამი იმედგაცრუება, ოთხი იმედგაცრუება და უკვე საკმარისი რიცხია იმისთვის რომ დეპრესიულ ადამიანად გადაიქცე, დაჯდე სახლში, უყურო უამრავ ფილმს, “დილის” პირველ საათზე ზლაზვნით ადგე, ამოიცვა ყველაზე პრაქტიკული ჯინსის შარვალი, თავი აარიდო ქუსლიან ფეხსაცმელს და სეართოდ ყველაფერს რამაც კი ოდნავ მაინც შეიძლება შენში შენ მიერვე შექმნილი პასუხისმგებლოლების გაზრდა გამოწივიოს და ასე წახვიდე ალბათ უკვე მესამე ლექციაზე დაგვიანებით, უცოდინარი. რაც მთავარია ამ დროსაც კი გაქვს გასამართლებელი საბუთი – საინტერესო მაინც არაფერი მოხდებოდა, შემდეგისთვის ვისწავლი და ა.შ.

სახლში დაბრუნებულს თავს გახსენებს გასაგზავნი წერილები, გასაკეთებელი ევენთები, პრეზენტაციები, საკონფერენციო თემები, ეს ყველაფერი ზიზღს გგვირის, “მაინც არაფერი არ გამოვა” და ისევ ახალ ფილმს რთავ იმისთის რომ სხვისი სიუჟეტით დატკბე, ან მოძებნო ნიშა რასაც იქ ჩაეჭიდები.

*****

ამ პოსტის წერა სამი კვირის წინ დავიწყე , მაგრამ დასრულება ვერ გავბედე.  თუ დავასრულებდი, საბოლოოდ დავიჯერებდი რომ ერთ უსაშველო ჭაობში ვცხოვროდი, დეპრესიული ადამიანებით სავსე გარემოცვაში სადაც არავის არაფრის იმედი არ გვაქვს.

მერე მინდოდა პოსტის გაგრძლება მაგრამ დრო არ მქონდა.

უდროობის მიზეზი კი ძალიან სასიამოვნო რამეა ^^

მოკლედ, თურმე იმ დროს როცა მე პოსტს ჩემს იმედგაცრუებებზე ვწერდი, სადღაც სტამბულში, ჩემი ბედი წყდებოდა.

ხო, მე ეს შევძელი.. თურმე შევძელი, და 2 აპრილს მივიღე ინფორმაცია რომ ჩემი თეზისები სტამბულის მალტაპე უნივერსიტეტის მიერ გასამართ კონფერენციაზე მიიღეს..

ამ წუთამდე ვმუშაობდი თემაზე, სად აღარ ვიყავი, ვინ აღარ შევაწუხე, რა აღარ წავიკთხე და ვთარგმნე, საბოლოოდ რაღაცას დაემსგავსა ჩემი პრეზენტაცია და უფრო მიუახლოვდა მთავარ იდეას – ალკოჰოლიზმის გენეტიკურ საფუძვლებს..

არ დამეზარა ღამეების თენება, უამრავი ქიმიური  რეაქციის გაშიფვრა, პოლიმურფული გენების პროდუქტების აქტივობის მოძიება და რაც მთავარია თავდაპირველად თეზისების გაგზავნა, მაგრამ თუ არ დამეზარა ეს არ გულისხმობს რომ მე “კარგი ტიპი” ვარ, არა, ეს გულისხმობს რომ მე ნორმალური ადამიანი ვარ ^^

ხვალ ღამით, უფრო სწორად გამთენიისას გავფრინდები სტამბულში და სამი დღის განმავლობაში დავესწრები, მოხსენებით გამოვალ სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც იმედი მაქვს მომავალ გეგმებს გარკვეულწილად ხელს შეუწყობს.

ამის გარდა ჩემი სხვა პროექტი “pre-selected”  არის და დაფინანსების პირასაა, რამაც კიდევ უფრო გამაძლიერა და გამიათმაგა მუშაობის სურვილი.

მოკლედ მეგობრებო, მკითხველებო, შემთხვევით შემოხეტებულებო, ზოგადად ადამიანებო, ცხოვრება უამრავ საინტერესო შანსს გვთავაზობს,  კი ნამდვილად გვთავაზობს, მეტიც “პოდნოსითაც” კი მოაქვს ეს შანსები თუკი ჩვენ მათი გამოყენების, მათი დანახვის შესაძლებლობა გვაქვს. ასე რომ სანამ ათობით წუთს, საათს, დღეს. წელს დაკარგავთ  უაზროდ დროის გატარებაში, უსარგებლო, არამიზანმიმართული საქმეების კეთებაში, ფეისბუქის კედელის სქროლვაში, სელფშოთ ფოტოების ატვირთვაში თუ უბრალოდ უსარგებლო ფილმების ყურებაში, გახსოვდეთ რომ სადღაც თქვენ გვერდით, ადამიანები ყოველ წამს ვითარდებიან,  ტკბებიან ცხოვრებით, მოგზაურობენ და ყოველ წუთს უფრო საინტერესოდ ატარებენ ვიდრე თქვენ ფეისბუქის კედელის სქროლვაში და მათივე ფოტოების თვალიერებაში^^

ძალიან, ძალიან ცოტა დრო გვაქვს იმისთვის რომ ის  დავკარგოთ ^^