ხუთი თეთრი

რამდენიმე დღის წინ ცარიელ საფულეში ხუთ თეთრიანი აღმოვაჩინე. ალბათ სადღაც ხურდა არ დავტოვე და კუთვნილი “ფული” პატიოსნად უკან წამოვიღე. თავიდან არასერიოზულად ვუყურებდი,ვერ ვხვდებოდი რაში უნდა დამხმარებოდა ხუთი თეთრი. რას  წარმოვიდგნდი ამდენ საფიქრალს თუ გამიჩენდა.  ხშირად ამბობენ: “მილიონს თუ ხუთი თეთრი  აკლია ის მილიონი აღარააო”, ხოდა სიმართლესაც ღაღადებენ.

უმეტესოსობას ალბათ მოგეხსენებათ რა მძიმეა სტუდენტის ბედი და რა მსუბუქია მისი საფულე. როგორც წესი, ბოლო აღარ უჩანს ქსერო ასლების გაკეთებას, გამუდმებულ შიმშილს და სურვილთა ნაირგვარობას. ჩემი ტანჯვა გაძლიერდა გუშინდელი დღიდან, როცა უპატრონოდ მიგდებულმა ხუთ თეთრიანმა თავისი არსებობა შემახსენა.

დილით მქონდა ქიმია, ჯერ პირველ კორპუსში, მერე მეორეში. თუმცა მე მარტო მეორეში ვიყავი, დამეძინა:( გიჟივით გავვარდი უჭმელი. პრაქტიკულისა და იმ ოხუნჯი ცდის შემდეგ, ბოლოს რომ ჩავატარეთ, ლექტორმა წიგნი მოგვცა გადასაქსეროქსებლად. არ დაგიმალავთ, სულ მქონდა სამი ლარი და ორმაცდაათი თეთრი.   ეს სამი ლარი გამეტებით და გულუხვად დავხარჯე ქსეროქსში, სახატავ და საწერ რვეულებში. ამის შემდეგ შევუდექი განივის გზას. მშიოდა. ძალიან მშიოდა, მაგრამ მქონდა მხოლოდ  ორმაცდაათი თეთრი, ქავთარაძეზე ჩამოვედი იმ იმედად, რომ რამეს ვიპოვიდი აღნიშნულ ფასში, თან გამახსენდა, კიდევ ერთი ხუთ თეთრიანს არსებობა<3 სამწუხაროდ, საკვებ ობიექტებში ფასები სამოცი თეთრიდან იწყება და ვერაფერი ვიყიდე. რამდენიმე საათის შემდეგ, როცა უკან გამოვბუნდი უფრო მეტად მშიოდა. ისევ მეორე კორპუსთან მომიწია ჩამოსვლა, ბევრი ძებნის შემდეგ მხოლოდ  მარიალიან ჩხირებს გადავაწყდი,რომელიც  ოცდაათი თეთრი ღირდა, არაფერი იყო ორმოცდათხუთმეტ თეთრად , საერთოდ არაფერი:| არადა ნახალოვკაში რა პატიოსნად იყიდება პონჩიკი ორმოცდაათ თეთერად:| ერთი რომ გავათავე, არ მეყო, მეორეც მინდოდა, მაგრამ ისევ ხუთი თეთრი მაკლდებოდა. მხოლოდ  ხუთი თეთრი.  საცხობთან, რომ გავიარე, დავინახე, რომ საკმაოდ მოზრდილი კარტოფილის ღვეზელი სამოცი თეთრი ღირდა, წარმოიდგინეთ, მე რომ თავის დროზე არ დამკლებოდა ის ხუთი თეთრი, ვიყიდიდი ამ ღვეზელს, აღარ მომინდებოდაა მეორე და შესაბამისად აღარ ვიფიქრებდი: “მე რომ ახლა 5 თეთრი მქონდეს”.  დღეს, ანუ მეორე დღეს,როცა ფული მომცეს, “ეშმაკის მანქანებით” საფულეში ისევ სამი ლარი და ორმოცდხუთი თეთრი მქონდა, ხოდა როცა კინოს ბილეთი ავიღე და 45 თეთრი დავიტოვე და თან სამგზავროზე არა მქონდა თანხა, ძველი საფიქრალი გამიჩნდა ახალ ამპლუაში, “მე, რომ ახლა 5 თეთრი მქონდეს”

საბოლოოდ, მოვაღწიე სახლამდე, ისე, რომ ეს ხურდა არ დამიხარჯავს და იმის გამო, რომ ბოტანიკაში ბევრი მაქვს სასწავლი და დღეს დაწოლას არ ვაპირებ კარტერ ნორიეს ერთთჯერადი ყავა ვიყიდე 40 თეთრად,. დამრჩა ისევ 5 თეთრი, რომლითაც ხან საღეჭ რეზინსაც კი ვერ ვიყიდი, და რომელიც ხანდახან  საოცნებო საგნად მაქვს ქცეული. ჩემი  ხუთი თეთრი ახლა ისევ ჩემს საფულეშია და ელოდევბა დროს, როცა კიდევ ერთხელ დამიმტკიცებს თავისი მნიშვნელობის სიდიადეს.

პ.ს. ნერვოზს ავიკიდებ მალე:|

სჭირდება თუ არა ბლოგერს ქართული ენის გრამატიკის ცოდნა?

სჭირდება თუ არა ბლოგერს ქართული ენის გრამატიკის ცოდნა? რა თქმა უნდა, სჭირდება და თან როგორ. ამას უამრავი მიზეზი აქვს, პირველ რიგში კი ისევ მისივე ბლოგისთვის იქნება სასარგებლო. ადრე, როცა პოსტებს ირეპორტიორზეც ვაქვეყნებდი და როცა უფრო კომპეტენტური ხალხი ეცნობოდა ჩემს ნაწერებს, ყოველდღიურად  კრიტიკის ქარ-ცეცხლში მატარებდნენ. რამდენიმე პოსტზე ძალიან ბევრიც ვინერვიულე, ერთი პერიოდი ვფიქრობდი: „საერთოდ დავანებებ წერას თავს“-მეთქი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ გაქცევა გამოსავალი ვერ იქნებოდა. მას მერე რამდენად გავუმჯობესდი არ ვიცი,  ამ მხრივ საკუთარ თავზე დიდად არ მიმუშავია, მხოლოდ ეროვნული გამოცდებისთვის ვსწავლობდი გრამატიკას. თუმცა ერთი რამ ფაქტია, ვერასოდეს ვერ გექნება პრეტენზია პირველობაზე, როცა  შენი დაწერილი პოსტი  გრამატიკულად გაუმართავია, ეს პირადპირ მეტყველებს ავტორის გაუნათლებობაზე.

აი ჩვენ კი ის ელემენტარული მაინც უნდა ვიცოდეთ, რაც უმეტესობას ეშლება. მაგალითად: წამიკითხავს და არა წამიკითხია, იმიტომ, რომ ფუძე არის კითხვა.; ჩემ წინ და არა ჩემს წინ; ჩემ/ჩვენ შესახებ და არა ჩემს/ჩვენს შესახებ (სხვათა შორის არა მარტო ბლოგერებს, არამედ საკმაოდ მსხვილი კომპანიების საიტების “ადმინებსაც“ ხშირად ეპარებათ ეს უკანასკნელი შეცდომა);  აღვიქვამ და არა აღვიქვავ; აღვწერ და არა ავღწერ; რაღაცები და არა რაღაცეები;  რა და არა რაები და რეები;და სხვ. მრავლადაა პუნქტუაციური, სტილისტური შეცდომები, რომლებსაც ხშირად ტექსტის ემოციური ეფექტისათვის  გამოიყენებენ. ხშირად ვხვდებით ტავტოლოგიებსაც, ბრჭყალებში უშინარსოოდ ჩასმულ სიტყვებს და სხვ.. არ დავასახელებ  ბლოგებს (ზუსტად არც მახსოვს), თუმცა ბოლოს რაც წავიკითხე, ისიც სავსე იყო გრამატიკული შეცდომებით. რა თქმა უნდა, ბლოგი ჩვენია და რასაც გვინდა იმას ვუზამთ (ხო, ვუზამ და არა ვუზავ!), თუმცა, მეორეს მხრივ, მე მაინც ვფიქრობ, რომ როცა საჯაროდ წერას ვიწყებთ, გარკვეულ  პასუხისმგებლობას მაინც ვიღებთ საკუთარ თავზე, სხვა თუ არაფერი   ხალხის აზრი  გვაინტერესებს, რომელიც ყოვეთვის კრიტიკულია (თუ არ გაინტერესებთ, წერეთ დღიურში და იყავით თქვენთვის).  ასე რომ, ვიზრუნოთ ბლოგოსფეროს რეპუტაციაზე, ზოგადად ბლოგერის იმიჯზე, წერის სტილზე, აზრის გამართულობაზე, წინადადებების ერთმანეთთან ლოგიკურ დაკავშირებაზე და სხვა.

საბოლოოდ მგონი არავის არ გვაწყენს ელემენტარული წესების გამეორება,  ჯერჯერობით  ვერავინ ვწერთ ისე, მსგავსი შეცდომები მეათე ხარისხოვანი რომ გახდეს. გრამატიკულად გამართული ტექსტი, კი ყოველთვის იქნება ჩვენი პოსტების ხარისხის ერთ-ერთი მაჩვენებელი.

არ ვიცი სად გაქრა ბლოგის ინტერესი

პირვლად რომ ვნახე რამდენიმე დღე შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. როცა შემთხვევით ვხვდებოდი სუნთქვა მეკვროდა.  ვეღარ მოვითმინე და  გავაქტიურდი. გავიცანი,   მომწონხარ-თქო ვუთხარი, თავს ჯერ შორს იჭერდა, ალბათ ეშინოდა. მერე შემეჩვია. ეს შეჩვევა გრძნობაში  გადაიზარდა. დიდხანს არ მიტყდებოდა,   ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ჰგავდა რბოლას.  როცა შემთხვევით მისი სხეულის სიმხურვალეს ვგრძნობდი სისხლი მეყინებოდა.., მაწვალებდა, ხშირად არ მირეკავდა. ბოლოს კი  გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა. იმ დღეს, მისი გამოხედვა რომ დავინახე, მივხვდი ჩემი იყო. ბრძოლა მოვიგე და რაღაცნაირად იმედი გამიცრუვდა, სადღაც ჩამწყდა, მე აღარ ვიფიქრებდი, როგორ მომეხიბლა ის.  ნელ-ნელა გავცივდი, გავშორდი, ბოლოს საერთოდ მივატოვე. რომ მირეკავდა არ ვპასუხობდი.  მერე დრო გავიდა. ხშირად მხვდებოდა და მხვდება, მაშინ, იმ დღეს, მკერდში თითქოს ქვა ჩამიდო.  ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი ვინ იყო ის. ეხლაც ვუყურებ და არ მახსოვს რა მაკავშირებს მასთან. ძალიან ცივი ვარ. გულგრილი.

სწორედ ამას ვგრძნობ ბლოგის მიმართ. არ ვიცი როდინდელმა ფაქტმა მოახდინა გარდატეხა და გამაცია. აღარც ძველი შემართება, აღარც ღელვა, აღარც ფიქრი… ბლოგი თითქოს არ არსებობდა. შემოვდივარ აქ და თითქოს ჩემი არ არის. რამდენიმე თვეა ჯიუტად ვებრძვი გულგრილობას, მაგრამ უშედეგოდ. უშედეგოდ ვკითხულობ ძველ პოსტებსაც,ისინიც გაუცხოვდნენ.  თითქოს მსგავსი გრძნობები არც მქონია. ხანდახან რაღაც იდეა მომივა ხლმე თავში, მაგრამ ვერ  ვასხამ ხორცს. გამიფუჭდა სტილიც და მანერაც. ეს ყველაფერი უფრო იაფასიან კომედიას ჰგავს.

პესიმიზმით ვუყურებ ახალშექმნილ ბლოგებს, მერე საკუთარ თავს ვუფიქრდები და  ვერ ვხვდები რა მომცა აქაურობამ… ვერ ვხვდები როდის გადავედი ზღვარს, მაგრამ ვგრძნობ, მე აღარ მინდა ბლოგინგი

როგორ დავწეროთ CV?

CV (ავტობიოგრაფიის სპეციფიკური ვარიანტი) განკუთვნილია იმ პირისათვის თქვენს შესახებ მოკლე, საბაზისო ინფორმაციის გასაცნობად, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს გარკვეულ სასწავლო ან/და საგრანტო-სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ თქვენს მიერ წარდგენილი მიმართვა.

შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თქვენი CV იყოს მაქსიმალურად ნათელი, ლაკონური, არათხრობითი სტილის მქონე, სტრუქტურულად გამართული დოკუმენტი.

აღსანიშნავია, რომ CV-ის შედგენის შესახებ არ არსებობს უნივერსალურად დადგენილი, დეტალებზე შეთანხმებული წესი. შეუძლებელია, ვინმემ, მათ შორის მე, გირჩიოთ ყველანაირი კომისიისათვის თანაბრად მოსაწონი ვარიანტი. თუმცა, მეტ-ნაკლებად დამკვიდრებული ძირითადი წესების გამოკვეთა, რაც გაადვილებს სტუდენტის ამოცანას, მაინც შესაძლებელია და სწორედ ეს არის ამ დამხმარე სტატიის მთავარი მიზანი.

სტრატეგიის უმთავრესი ერთეულები:

პირველ რიგში: იყავით კეთილსინდისიერები! ნუ გადააჭარბებთ და გააზვიადებთ თქვენს მიღწევებს. “საკუთარი მონაცემის ცოტათი გაზვიადება”, “მაჩვენებლის ცოტათი მომატება” და მისთანანი, თუნდაც, ერთი შეხედვით, უბოროტო და შეუმჩნეველი “გაძლიერება” ნიშნავს საბუთების გაყალბებას, რასაც დასავლური საგანმანათლებლო სისტემა არ პატიობს! ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, არის თუნდაც მნიშვნელოვანი, მაგრამ აშკარად წამგებიანი და “სუსტი” მხარეებისთვის თავის არიდება, თუკი მათი მითითება ცალსახად მოთხოვნილი არ არის.

კომპაქტურობა: სასურველია, CV არ იყოს ორ გვერდზე მეტი მოცულობის. ბუნებრივია, ის შეიძლება ოთხ ან მეტ გვერდსაც შეადგენდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონფერენციაში მონაწილეობასთან, სამეცნიერო-კვლევითი/ანალიტიკური სტატიების გამოქვეყნებასა და სხვა სახის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოცდილება და შესაბამისი, მისაწოდებელი აუცილებელი ინფორმაცია უხვად გაქვთ. შეეცადეთ, შეხედოთ დოკუმენტს იმ მკითხველის თვალით, რომელსაც დროის უაღრესად მოკლე დროში უწევს მასთან გაცნობა. ვრცლად როგორ დავწეროთ CV?

Add New Category-სტუდენტებისთვის

არ ვიცი მეჩვენაბა თუ რა ხდება, მაგრამ  ვფიქრობ, რომ სტუდენტების დიდი რაოდენაბა ინფორმაციულ ვაკუუმს განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ ხელი მიუწვდებათ ინტერნეტზე, ხშირად საკმაოდ მნიშვნელოვან ფაქტებზე წარმოდგენა არ აქვთ . როცა უნივერსიტეტში მივედი,   თავიდანვე ვიცოდი, რომ სხვადასხვა ინფორმაციის მიღებაში (პროექტებზე, ტურებზე, კონფერენციებზე)  დეკანატის იმედი დიდად არ უნდა მქონოდა,  ამიტომაც “დავძვრები” სხვდასხვა საგანამანათლებო, დასაქმების და ზოგადად სასარგებლო საიტებზე.

მოკლედ მას მერე, რაც ერთმა მეგობარმა მომაწოდა თავისი სივი, ერთ-ერთ ვაკანსიაზე გასაგზავნად და სივში  აღმოვაჩინე ინფორმაცია  “მუსიკალურ შვიდწლედში”-სწავლისა და რომელიღაც ანსამბლში ცეკვის შესახებ, მივხვდი, რომ მდგომარეობა ზედმეტად რთული იყო. ბევრმა უბრალოდ არ იცის, როგორ იწერება სივი. მე მიმაჩნია, რომ თუ გინდა გამოცდილ კადრად ჩამოყალიბდე, გახდე პუნქტუალური, კომუნიკაბელური, ერუდირებული, მარტო ოთხი წელი წიგნებისთვის ყურება არ არის საკმარისი. ტურიზმის კვირეულზე ლექცია წაიკითხა, საქართველოში ცნობილმა HR-მა, მაია წერეთელმა( KMS georgia-ს ერთ-ერთმა  დამფუძნებულმა) და მან იქ გვითხრა, რომ არცერთ სერიოზულ კომპანიას არ სჭირდება კადრი, თუნდაც ოქსფორდდამთავრებული, რომელსაც არ აქვს სამუშაო გამოცდილება. უცხოეთში “თან სწავლის და თან მუშაობის” საკმაოდ კარგი კულტურა აქვთ, ერთ-ერთმა ლექტორმა მოგვიწოდა კიდეც მუშაობისკენ, თუმცა მეორეს მხრივ საქართველოში ძალიან რთულია ორივეს ერთად ხარისხიანად კეთება, იმიტომ რომ დათმობაზე არც უნივერსიტეტი მიდის არც დამსაქმებლი.  მოკლედ ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ.

დიდი ხანია ვფიქრობ ბლოგის გამოცოცხლებაზე, იმის გამო რომ ვერანაირად ვეღარ ვწერ პოსტებს ადრინდელი სიხშირით და სტილითაც კი, გადავწყვიტე “ახალი სუნთქვა” მეპოვნა.  რისთვისაც მშვენიერი იქნები ახალი კატეგორიის დამატება-“სტუდენტებისთვის”. სადაც დავდებ ინფორმაციას სივის გაკეთების, დასაქმების საიტების,  საზღვარგარეთ სწავლის და ასე შემდეგ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. როცა აბიტურიენტი ვიყავი, მაშინ დავამატე ახალი გვერდი, სადაც თითქმის ყველა წლის ტესტი განვათავსე, მათი დამსახურებაა, რომ მაშინ კი, როცა თვეობით ვასვენებდი  ბლოგს, სტატები 500-მდე იყო, თანაც  ამხელა ინტერნეტ სივრცეში  ზოგიერთი ტესტი მარტო მე მიდევს,  ხოდა თუ სულ სხვა არაფრად, ამ პატარა დახმარებად მაინც ღირდა ჩემი ბლოგის არსებობა.

მინდა რომ  პროექტმა, რომელსაც ვიწყებ უფრო დიდი მასშტაბები მიიღოს, ყველას ვისაც ექნება  კარგი საპოსტო მასალა, აუცილებლად დავაპოსტინებ (რა საკვირველია საავტორო უფლებების დაცვით).

მოკლედ ბედნიერი ვიქნები თუ ეს იდიაც ისევე გაამართლებს, როგორც ეროვნული გამოცდების ტესტების დადების იდეამ გაამართლა.

პ.ს. იქნებ ახალი, თემატური ბლოგიც გავაკეთო:)

დამცინეთ!

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერას ვაპირებ და ალბათ კიდევ დიდი ხანი არ დავწერდი ერთ შემთხვვას რომ  აღვეშფოთებინე.

ვაღიარებ,  ბევრი ადამიანისთვის დამიცინია.

დამიცინია გემოვნების, გაუნათლებლობის, საუბრის, სიარულის მანერის, და სხვა ამგავრი რამეების გამო. მეტიც, ხანდახან სხვისი აზრისთვის პატივიც არ მიცია, მაგარამ უცოდველობა ალბათ ზედმეტი ტვირთიც კია. თუმცა ის რაც  სოციალურ ქსელებში ხდება უბრალოდ “დაცინცვა” და სხვისი აზრის აბუჩად აგდება არ არის.  ამორალური, და ჩემთვის ყოვლად მიუღებელი საქციელია.

დიდი ხანია მოდაში შემოვიდა ე.წ.  “ოდნოებიდან”  ფოტოების ამოღება და შემდეგ “პირწიგნაკზე” მათი “დაშეარება”, რასაც როგორც წესი  დამცინავი, მეტიც, სალანძღავი კომენტარები მოსდევს.  იურიდიულად რამდენად გამართლებულია გარკვეული პიროვნებისგან დაუკითხავად  მისი ფოტოს მოპარვა არ ვიცი, თუმცა მორალურად ჭეშმარიტად მიუღებელია.

აბა ჩვენ ვიცით, დავცინოთ ერთმანეთს, ვაგინოთ,  პირში თუ სულში ვაფურთხოთ, გული ავირიოთ და გაამაყებულებმა, “ყველაზე ლამაზებმა”, სხვისი “სიმახინჯით” “გაყოყლოჩინებულებმა” ამაყად ავწიოთ თავები!

ვაღიარებ, მეც გამცინებია ზოგიერთ ფოტოზე, ვაღიარებ უნივერსიტეტში რამდენიმე გოგოს “ბეტი”-ც კი დავარქვი და ასე შემდეგ, ვაღიარებ, შეიძლება არც მე ვარ  მეტი იმ ადამიანებზე, რომლსებსაც ახლა ვაკრიტიკებ…

ვაღიარებ!

და მაინც არ მესმის, რატომ უნდა ჰქონდეს ამ ფოტოს ასეთი კომენტარები:

უმეტესობა არ  ამომიჭრია. ვერ ვხვდები, რატომ უნდა აგინო ასე ადამიანს, რომლესაც არ იცნობ?

რეალობის შეგრძნება და ჭეშმარიტების აღქმა დავკარგეთ.

ყველა, ვინც კომენტარს წერს ასეთ ფოტოებზე პირველ რიგში “სნობი” და ბევრად უარესი “გომია”,  თუმცა ამას ვერ ხვდება:)

შეიქმნა ჯგუფი:

,,Facebook”-ი ,,Odnoklassniki”-დან გადმოტანილი სურათების გარეშე!!!

ყველა პრობლემა მოვაგვარეთ ალაბათ და უკვე ის დროა პირწიგნაკის გასუფთავებაზე ვიზრუნოთ.

ისე  პირწიგნაკზეც საკმაოდ ბევრია მსგავსი ფოტო, ასე რომ  მძიმე იქნება ფილტრაციის შედეგები:)

ამ ფოტოზე დადებულმა კომენტარებმა კი საერთოდ მოლოდინს გადაჭარბა:

:

ამათ გარდა  სხვა მრავალი ფოტო, მრავალი გვერდი და უფრო მრავალი კომენტარია, შიგადაშიგ საბედნიეროდ წერენ ისინიც ვინც აპროტესტებენ უცნობი ადამიანების დაცინვას. ისე კი   ვერ ვხვდები, რა განვითარებაზე გაქვთ პრეტენზია, როცა უკანასკნელი ნაძირალებივით იგინებით?

როცა ცარიელ სიტყვებში ხედავთ საკუთარ კაცობას?

ნუთუ იმ დონემდე დავეშვით, რომ ადამიანს „ოდნოებზე“ თუ  „ადნოებზე“ მისი აქტივობით ვაფასებთ?

ნუთუ საზომ-სასწორად მხოლოდ ყბადაღებული სოციალური ქსელები უნდა ვქციოთ

ბოდიშით, მაგრამ ნუთუ საერთოდ გამოვთაყვანდით?

მე არ მიყვარს ასეთი ქართველები.

მე მრცხვენია, როცა მათ ვხვდები ქუჩაში, უნივერსიტეტში, კინოში, კაფეში, სოციალურ ქსელებზე,

მე მრცხვენი, რომ ჩვენ გვიყვარს დაცინვა, საკუთარი კომპლექსების დასაფარად.

მე მრცხვენია, რომ ჩვენ მორალურად, კულტურულად გვშია.

ისე, ბოლო დრო გინების თემა საკამოდ აქტუალური გახდა,  ეჭვი მაქვს, რომ ბევრი სწორედ აქ, სიბინძურეში ხედავს თავისუფლებას:)