გამოცდები

ყველა რაღაცას წერდა და მეც მოვედი. თუმცა ვიცი, რომ მაინც ვერაფერზე დავწერ გამოცდების გარდა.იმ გამოცდებისა მე, რომ მთელი წელი გული გაგიწყალეთ..:) მაგრამ რა ვქნა, ამჟამად ესაა ჩემი ცხოვრება.  ახლა ყველა მამშვიდებს, ყველა მეუბნება, რომ მე კარგად დავწერ, რომ გრანტსაც და მაღალ ქულებსაც მივიღებ. სწორედ ეს მაგიჟებს. ჩემგან ყველა რაღაცას მოელის. მე კი მეშინია.. ხანდახან  ვერ ვხვდები რისთვის ვაბარებ ამ გამოცდებს, ხალხის ენისთვის, თუ უბრალოდ ჩემთვის. ახლა ისე  ვარ, რომ მეტირება. მეშინია და რა ვქნა. მე ხომ, უკან გზა აღარ მრჩება. საკუთარ თავს ვტანჯავ, არ ვიცი ამ მაზოხიზმისგან  რა გამოვა. არ მინდა ის დამემართოს რაც საატესტატოზე, მათემატიკის გამოცდაზე მომივიდა. მიუხედავდ იმისა, რომ ტესტი რთული იყო და ქულაც მაღალი მოვიღე, რამდენიმე საკითხის ვარაუდით შემოხაზვა მომიწია( ბოლო გამოცდაზე პირველად:), ისეთ გადაღლილი ვიყავი, ისე დავიბენი, რომ უმარტივეს ამოცანას ვეღარ ვხსნიდი. ვუყურებდი მონიტორს, ვიცოდი როოგორც უნდა ამომეხსნა, ვიცოდი, რომ რიცხვები უნდა ჩამესვა, მაგრამ რიცხვი არ მაფიქრდებოდა. საშინელება იყო, პირი გამიშრა, თავბრუ დამეხვა, მეგონა, რომ სასწრაფოთი გამიყვანდნენ. სულელი ვარ. საკუთარი შრომა წყალში ჩვყარე და ორი თუ სამი ამოცანა უბრალოდ არ ამოვხსენი. ეს ყველაფერი ნერვიულობის ფონზე… და მიუხედავდ ამხელა გამოცდილებისა მე მაინც ვნერვიულობ. როგორ უნდა გავაკონტროლო თავი წარმოდგენა არ მაქვს.. არადა, მხოლოდ სამი დღეღა დარჩა…

ერთი სული მაქვს დამთავრდეს…

“მდევარი” ანუ ჩემი საშინელებათა ფილმი

უკვე ხუთი წუთია უკნიდან ერთი და იმავე ადამიანის ნაბიჯების ხმა მესმის. ძალიან ცხელა. ყურადღებას არ ვაქცევ. არც მაინტერესებს, ვიცი, რომ უამრავი ადამიანი ჩამოდის მეტროში. მაგრამ ჯერ არქივთან ვარ. ნაბიჯების ხმაში გაურკვეველი ბგერეი ირევა. დუდღუნს ან დუდუნს უფრო ჰგავს. კიდევს არ ვაქცევ ყურადღებას, ვიცი, რომ უამრავი გიჟი დადის. მალე მკვეთრად მესმის მისი ხმა. ოდნავ ჩახლეჩილი, მოგუდული. “ცუნ”.. აღარ ვამთავრებინებ, ფეხს ვუჩქარებ. ვხვდები, რომ მანძილი საგრძნობლად გაიზარდა. მეტროში ჩავდივარ. საფეხურებზე ისევ მომესმა ნაბიჯების ხმა. მატარებელი გაჩერებულია, მინდა მივუსწრო, თან ბოლო ვაგონებისკენ გავრბივარ, ვამოწმებ გამომყვება თუ არა. შევედი, ვაგონშიც სულ ბოლოში გავედი.  ჩემს წინ ისევ ის შავი, ოდნავ წვეტიანი ფეხსაცმელებია რამდენჯერმე რომ თვალი მოვკარი. “ნამდვილად მე მომყვება, წერეთელზე ხომ არ ჩავიდე, რა აზრი აქვს, უკან გამომყვება..” ვაგზლის მოედანზე ჩემ წინ მიდის, თან უკან იხედება. მინდა ხიდის მხარეს ავიდე, მაგრამ თუ უკან გამომყვა ქუჩაში მარტო სიარული უარესი იქნება. ჩემს მატარებელს ველოდები, სპეციალურად ვდგავარ იქ, სადაც პირველი ვაგონი ჩერდება. ისიც ჩემ უკან არის. უკვე მეშინია, ეს ყველაფრი აღარ ჰგავს თამაშს. შიგადაშიგ გაურკვეველ ბგერებს ვგრძნობ. ყველაზე უმწეო ვარ ახლა. ვის ვუთხრა, ვის შევჩივლო.. ჰმ.. არავის კი არა, ვერავის.. პატრულსაც ვერ ვეტყვი, მას ჩემთვის არაფერი დაუშავებია, ბრალდებასაც თავისთავად უარყოფს… მე არავინ დამიჯერბს. ვრცლად “მდევარი” ანუ ჩემი საშინელებათა ფილმი

გამოცდები იწყება

როგორც მავანნი და მავანნი იტყოდნენ, დასასრულის დასაწყისი იწყება.ზუსტად 9 დღე დამრჩა ეროვნულ გამოცდებამდე. ძნელია ახლა სხვა რამეზე ფიქრი, საერთოდ რამის გაანალიზება.  ერთადერთი რასაც ვხვდები  ის არის, რომ ეს გამოცდები ჩემი მომავალი ცხოვრების 90%-ს წყვეტს. ახლა უნდა დამიფასდეს და გამოვავლინო ის, რაც წლების განმავლობაში მისწავლია, მიშრომია. რაზეც მინერვიულია და მიფიქრია.  ეროვნული გამოცდები (რა საშინლად ჟღერს) შეიძლება სულაც არ არის ყველაზე რთული.. შეიძლება წინ უარესები მელოდება, მაგრამ ეს პირველია..აი როგორ გითხრათ, თითქოს პირველი აბზაცის ბოლოს დასმული წერტილია.  დღეს უკვე ავიღე საგამოცდო ბარათი. გამოცდებს ვაბარებ აგრალურ უნივერსიტეტში, ყველა მეუბნება, რომ ეს ყველაზე კარგია.. და გამოცდები მაქვს ასეთი განრიგით:

1 ივლისი, 8 საათი-ქართულის გამოცდა

4 ივლისი, 8 საათი(სუუულ პირველ ნაკადში ვარ აქ და რა საშნელებაა:)-უნარების გამოცდა

7 ივლისი 2 საათი-ინგლისური

18 ივლისი, 2 საათი-ბიოლოგია. ვრცლად გამოცდები იწყება

წკაპ…1,2,3…

დრო დროზე სწრაფად მიიჰქროდა..

1, 2 , 3…წავედი..

იწყება წინა საგამოცდო ორომტრიალი..

დიდი ეროვნულებისთვის ვეზადები.. ისე სწრაფად გადის დრო, რომ უკვე კალენდარში ჩახედვის მეშინია…

დროო..

ის მაიძულებს რომ ავყვე მის რითმს.. საქმე იმაშია, რომ კარგი სმენა არ მაქვს და დროსაც ვერ დავუჭირე ტაქტი.. წკაპ, წკაპ.. აი ეს არის ცხოვრება…

1, 2, 3..და ყველაფერი მთავრდება.. ერთადერთ წამს შეუძლია ცხოვრების დასრულება…

დრო.. საშინელი სიტყვაა, ადრე სულ სიბერესთან ასოცირდებოდა..

დრო გადის..

დრო ისარივით სწრაფად მიექანება, ცხოვრება კი წყალივით მიდნება.. კორეული სიბრძნეა, ადრე წავიკითხე… დღეს ძველ აღმოსავლურ სიბრძნეს მოვკარი ყური, “თუ რეალობას ვერ ცვლი, მისდამი დამოკიდებულება შეცვალეო”… შეცვლასაც ხომ გააჩნია, მაგასაც ხომ უნდა მიხვდე რა მიმართულებით შეცვალო…

საშინელი წელია…

1, 2, 3, და წკაპ..წვიმის წვეთებივით იხოცებიან ადამიანები.. მერე მე ვტირი მათ გამო, მაგრამ მაინც ვაგრძელებ ცხოვრებას… ხანდახან ვფიქრობ, წკაპ და… მეც რომ ასე მომივიდეს ვიღაცა იტირებს და გაგრძელდება ცხოვრება?,,, რა თქმა უნდა… გარდაცვალებით ხომ არაფერი სრულდება..

წკაპ და გავქრები…

იქნებ გაქრობა სჯობდეს ხანდახან…

ისე წვიიიმს, ისე, სიამოვნებისგან რომ მაკანკალებს…

ქართული რეალობა -“ელგუჯა”

 

ეს პირი ჯერ წინააღმდეგი იყო რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლისა, მაგრამ უკანასკ-

ნელს რჩევაზედ, რომელიც მეფის სასახლეში იყო გამართული, შეიტყო მეფის გარდაწყვეტილი

სურვილი და, როგორც მეფის ერთგულთაგანი, რომელსაც მეფის წადილის წინააღმდეგობა მო-

მაკვდავ ცოდვად მიაჩნდა, დამორჩილდა ბრძანებას და მიემხრო შეერთების მსურველთა.

რჩევის შემდეგ ისევ თავის მთებში დაბრუნდა და, მეფის ბრძანებისამებრ, თავის თავზედ

მიიღო ზრუნვა მომავალს რუსებზედ.

ის გულმოდგინედ ასრულებდა ამ სამსახურს და ცდილობდა მეფე გიორგის აღსრულებოდა

ის წადილი და ის სარგებლობა, რომელსაც მეფე და მისი მომხრენი ამ მფარველობისაგან მო-

ელოდნენ. რუსებმაც ჩქარა შენიშნეს სვიმონ,  რადგანაც დაინახეს იმისი გავლენა მთაში და

თავის მხრითაც ჯარების შესახებ მიანდეს სხვადასხვა განკარგულება. რასაკვირველია, ეს

იმათთვის სასარგებლო პირი კიდეც დააჯილდოვეს და პირდაპირ მაიორის მუნდირით და ეპო-

ლეტებით მხარბეჭი აუყვავეს.

სვიმონის ამგვარმა მდგომარეობამ შური აღუძრა გაგის, რომელსაც სამუდამო ზრუნვად შე-

ექმნა სვიმონის დამცირება, რომ იმისი ადგილი თითონ დაეჭირა. ამისათვის გაგი შეუჩნდა ალ-

ექსანდრე ბატონიშვილს, დაარწმუნა, რომ რუსების შემოსვლის მიზეზი მხოლოდ სვიმონ იყო,

და ეს რომ არ ერეოდეს საქმეში და არ უშლიდეს, რუსების განდევნა ადვილი იქმნებოდაო. ბა-

ტონიშვილი წინადვე იცნობდა სვიმონს, როგორც ერთ სასარგებლო და ჭკვიან კაცს და ამი-

სათვის იმის დაცემა იქამდის არ უნდოდა, სანამ იმის მომხრობას არ სცდიდა.

ალექსანდრემ, რომელსაც ხევსურეთში თავის მომხრე ჯარები შეეყარა, გამოუგზავნა კაცი

სვიმონს და ითხოვდა მისგან სრულს მორჩილებას, ხევიდგან რუსების გარეკას და ამ უკანას-

კნელებისათვის შემოსასვლელ გზების შეკვრას. ამ ბრძანების აღსრულებისათვის  ალექსან-

დრე ბატონიშვილი პირდებოდა დიდ პატივს და  წყალობას, მაგრამ უკეთუ სვიმონ არ და-

მორჩილდებოდა, მაშინ ემუქრებოდა სარჩო-საბადებლის გადაწვას და ცოლ-შვილით ამოწყვეტას.

_ როცა დრო იყო, მეც ვიძახოდი: რად გვინდა რუსები-მეთქი! მაგრამ მეფემა ბრძანა, შემოუშ-

ვიო, და მეც მეფის ბრძანებას საით გადაუვლიდი? _ წარმოსთქვა სვიმონმა და ჩაჰკიდა თავი.

_ მაშ ეხლა, ეხლა რას აპირებ?

_ ახლა გვიან-ღაა, გვიან!..

_ მაშ რას პასუხს აძლევ ბატონიშვილს, იმის მხარეს არ იჭერ?

_ არა.

_ რას ამბობ? ხომ სულ ამოგწყვეტავს, სახლ-კარს ამოგიწვავს!

_ რაი უყო?.. თუ რუსების შემოშვება არ გინდოდათ, მაშინ წინადვე უნდა გეფიქრათ, თუ

არა და ეხლა, როცა ყველა სიმაგრეები ხელში ჩაიგდეს, მე რით-ღა განვდევნო?!

_ გაიგე კარგა, რომ რუსებს მეფე მფარველობასა სთხოვს და…

_ მეც ეგრე მგონია!.. აბა, რაი უყო? მეფეს ეგრე უნდა… _ რაღაც მწუხარებით წარმოსთქვა

სვიმონმა და დაეტყო, რომ ის მოქმედებდა თავის სურვილის წინააღმდეგ.

გაკვირვებული მოციქულები ყურს უგდებდნენ სვიმონის გადაწყვეტილებას, ისინი იცნობდ-

ნენ სვიმონს მთის კაცად, რომლისთვისაც თავისუფლება ყველაზედ უმაღლესი ჯილდო არის,

და ეს კი თავის თავს და თავის ქვეყანას სხვა გვარტომობის ხალხს მონად აძლევდა! მონად

აძლევდა ამისთვის, რომ თვითონაც დარწმუნებული იყო, რომ საქართველო რუსების ბატონო-

ბას ვერ გადარჩებოდა.

_ მაშ ბატონიშვილს რა პასუხს უთვლი?

_ ბატონიშვილსა? ჩემგან ხვეწნა და მუდარა  მოახსენე: მეფეს ნუ ეწინააღმდეგება და სა-

ქართველოს ძალას შუაზე ნუ ჰყოფს… თუ ერთად ვიქნებით, რუსები კიდევ ვერას გვიზამენ,

მაგრამ, თუ შუა გავიყავით, მაშინ ჩვენი საქმე წასულია!.. ჩავიდეს მეფესთან, მოუდგეს გვერდ-

სა და რაიცა რუსებთან პირობები გვაქვს, ისინი აასრულებინოს! თორემ თუ ეგრე მოვიქეცით,

ჩვენ ერთმანეთთან ბრძოლაში დავიქანცებით, დავსუსტდებით, და რუსები კი თავიანთ წადილს

აასრულებენ… ჩავიდეს მეფესთან, ჩა! მეფე ღვთისაგან არის დანიშნული. იმის გულის პასუხს

კაცი ვერ მისწვდების, _ მეფეს ყველა უნდა ემორჩილებოდეს.

_ უფრთხილდი, სვიმონ, ბატონიშვილი განრისხდება მაგ პასუხით და მაშინ ვეღარავინ გიხ-

სნის.   11

_ რა უყო!.. მეფის ბრძანებას და სურვილს ვერ გადავალ და თუ ბრძანებს, მარტო მე შე-

ვებმი რუსებს.

ამ პასუხით გაისტუმრა იმან შუაკაცები, რომელთაც ბატონიშვილს ამ სიტყვების აზრი

სრულებით სხვარიგად გადასცეს. იმათ ჩააგონეს, რომ სვიმონ ღალატობს სამშობლოსაც და

თვითონ მეფესაც, რომ სვიმონს ხალხის მოსვენება და თავისუფლება ბრჭყვიალა ტანისამოს-

ზედ გაუცვლია.

ბატონიშვილმა გამოისტუმრა ჯარები სვიმონის დასასჯელად და გაგის ჩააბარა იმათზედ

უფროსობა. ეს ამბავი სვიმონს შეატყობინეს და ის თავის ცოლ-შვილით გაიხიზნა ჩერქეზეთ-

ში, თავის ცოლის სამშობლოში, სადაც რამოდენიმე ხანს დარჩა.

სვიმონს ისე საჩქაროდ მოუხდა თავის სახლიდგან გაქცევა, ისე მოულოდნელად, რომ

ძლივს მოასწრო ცოცხალი თავის გახწევა და საქონელი, სიმდიდრე თუ სხვა ბარგი, ყველაფე-

რი იქ დარჩა და შეიქმნა განადგურებული შემოსეულის ჯარისაგან.

სვიმონის სახლი გაცარცვეს, შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს, და, რისაც წაღება ვერ შეძლეს,

მთლად ჩაბუგეს…

სინათლის წელიწადი

 

მე ათი წლის ვარ.
ომია ყველგან. არეულია მთელი ქვეყა-
ნა, ჩვენს ოჯახს უჭირს, ხოლო ქალაქში
ჩვენი დარჩენა დაღუპვას ნიშნავს.
ჩავარდნილია მამა ლოგინად და, ავად-
მყოფი მეუღლის გარდა, სამი შვილი
ჰყავს სარჩენი დედას.
`უნდა წავიდეთ, უნდა წავიდეთ, აქედან
უნდა წავიდეთ ჩქარა~, _ აღარ გვშორ-
დება ეს ორი სიტყვა. თითქოს ეს ორი
სიტყვაღა დარჩა და თითქოს მხოლოდ
ამ სიტყვებს ძალუძთ ჩვენი უსაზღვრო
ტანჯვის დატევა, ან თითქოს ძალუძთ,
რომ აგვარიდონ: შიმშილს, სიცივეს და
უმწეობას… და ყოველდღიურ შიშსა
და ხიფათს.

და ჩვენც მივდივართ.
ხალხის მდინარეს ჩვენი ოჯახიც ბაქან-
ზე გაჰყავს.
მე ათი წლის ვარ და ჩემ გარშემო გა-
მოლენჩებულ სახეებს ვხედავ, გამო-
ლენჩებულს სიძულვილისგან, სიჩქარი-
საგან და შიშისაგან…
მე ათი წლის ვარ და ჩემს სხეულზე
ვგრძნობ უხეშ ხელებს და ის ხელები
ჩემს გადაგდებას ცდილობენ გზიდან.
და მეუფლება ისეთი გრძნობა, თითქოს
ფორთოხლის პატარა ხე ვარ და თით-
ქოს ძალით მგლეჯენ მიწიდან.
მომგლიჯეს კიდეც. ხოლო ფესვებზე
მაბიჯებს ხალხი და მე პირველად
ვგრძნობ ამგვარ ტკივილს და გაოცება
ძრავს ჩემს არსებას… ხოლო ტკივილი
სულში იბუდებს საფუძვლიანად, რო-
გორც გამძღარი მხეცი ბუნაგში.

მე საყვედურით ვუყურებ დედას. დე-
და მიღიმის და თან უაზროდ ხელს მის-
ვამს თავზე და მეუბნება: არაფერია,
არაფერია, არაფერია, საცაა წავალთ.

მამა ვაგონში საკაცით შეჰყავთ და იქ
ირკვევა, რომ მოუპარავთ ჩვენი საგზა-
ლი. მე ათი წლის ვარ და უკვე ბრაზით
მეკვრება სუნთქვა. ბრაზით და კიდევ
იმ ცუდი გრძნობით, რომელსაც ჰქვია
შეურაცხყოფა… და დამცირება.

და აი, მიდის მატარებელიც. და ყვე-
ლაფერი თავს იყრის ერთად, რაც გან-
ვიცადე ათი წლის ბავშვმა. ის მალე
ცრემლის ბურთად იქცევა და მომაწვე-
ბა ყელში მტანჯველად.
ტლანქი საგნებით და სხეულებით სავ-
სეა კუპე. მე კი სუსტი ვარ და ვერ
ვახერხებ მისვლას სარკმელთან, რომ
ერთხელ კიდევ შევავლო თვალი საყ-
ვარელ ქალაქს, რომელიც ბევრჯერ
მომენატრება და ჩემს არსებას შეაჩ-
ვევს სევდას.

ოთარ ჭილაძე (ნაწყვეტი)

ჩემი მესიჯი ვირტუალურ მეგობრებს

არც ისე პატარა ვარ და რაღაც-რაღაცები  უკვე კარგად მესმის. თუმცა, ბევრ რამეს კვლავაც დიდი კითხვის ნიშანი აქვს თავზე. ერთი რამ ვერ გამირკვევია: რატომ გვიყვარს ადამიანებს უაზრო ურთიერთობები, უაზროდ ახალი ნაცნობების შეძენა და საერთოდ ადამიანის ემოციებზე თამაში. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი უაზრო ურთიერთობების მსხვერპლი  ასე ვთქვათ ე.წ. “ნამდვილ ცხოვრებაშიც” გავმხდარვარ, ახლა ყურადღებას მაინც ვირტუალურზე გავამახვილებ. ძველ პოსტებს ვათვალიერებდი და ძალიან საყვარელ კომენტარებს წავაწყდი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რომ ბლოგმა უამრავი რამ შემძინა, შეიძლება ითქვს რომ უამრავი ვინმეც. სწორედ ამ პირველი “ვინმეს”  კომენტარი შემომხვდა, რომელსაც ძალიან მოსწონდა ჩემი ახლანდელი სურათი, რომელიც header-ად მიყენია. მან მითხრა, რომ სწორედ ამ თემამ შემოიყვანა ჩემთან. იმ დროს აღფრთოვანებული ვიყავი. ის იყო (და რა თქმა უნდა არის) უზომოდ თბილი, უზომოდ ღრმა და საინტერესო ადამიანი. ისე მოხდა რომ, ერთნაირი ფიქრი გვაწუხებდა და ჩვენ უბრალოდ დავახლოვდით. ის ხშირად მიმეორებდა, რომ ჩემით აღტაცებული იყო.  ჩვენ გვქონდა მცირე მაგრამ  ძალიან კარგი ურთიერთობა. მან მე ბევრი რამ შემძინა. ჩვენ მხოლოდ ვმეგობრობდით და სწორედ ეს მეგობრობა იყო ყველაზე ლამაზი. მე ზედმეტად ვენდე, ზედმეტად ემოციურად ავყევი მის აღტაცებას, თუმცა სულ ტყუილად. ის გაქრა.. არ ვიცი რა ვუწოდო ამ ყველაფერს, არ ვიცი რამდენად სწორი იყო ჩემი მხრიდან მასთან ურთიერთობა, თუმცა ცუდიც არაფერი ყოფილა. მე მას არ ვავალდებულებ, არ ვთხოვ არაფერს, უბრალოდ მაინტერესებს რატომ ხდება ასე? თუკი შენ ენდობი ამ ადამიანს, თუკი ფიქრობ, რომ მასთან კარგი ურთიერთბა გაქვს, რატომღა გინდება ასე უსიტყვოდ წასვლა. ჩემთვის გადამწყვეტი არც მისი მოსვლა და არც მისი წასვლა ყოფილა. ერთიც ავიტანე და მეორეც გადავიტანე. უბრალოდ ვერ ვხვდები რა შეიცვალა, ვერ ვხვდები რა საჭირო იყო ჩვენი ურთიერთობა? რომელსაც ალბათ ურთიეთობაც ნაკლებად ჰქვია, გამომდინარე მისი ხანგრძლივობიდან. სიმართლე გითხრათ ასეთ დროს თავს გამოყენებულად ვგრძნობ. მას ჰქონდა დეპრესია, ჩემთან საუბრისას გულს იოხებდა და მეც მეგონა, რომ სულით ლამაზ ადამიანს, ძალიან კარგ მეგობარს შევხვდი… უკვე ვიცი, რომ სულელურად მოვიქეცი და მსგავს შემთხვევებში თავი შორს უნდა დავიჭირო, მაგრამ რატომ? ვერ შევკადრებ და ვერ ვიტყვი რომ ბოროტი იყო, ანაც ცუდი განზრახვით დამიახლოვდა, მაგრამ ფაქტია გამოიყენა ჩემი გამოუცდელბა, ან არაფრად ჩააგდო ჩემი მართლაც ძალიან თბილი გრძნობები.. მე არ ვწუწუნებ, უბრალოდ ვამბობ… ეს არც პირველი ყოფილა და არც უკანასკნელი, მსგავსი რამ ძალიან ახლო მეგობართანაც შემემთხვა და მაინტერესებს, როგორ შეუძლიათ ასე მარტივად გადაახტნენ ურთიერთობებს, დაივიწყონ და თავიდან მოიშორონ ისე თითქოც არც ყოფილიყოს.. მე არასოდეს გამიკეთებია მსგავსი ამ, თუკი მდგომარეობა უკიდურესობას არ მოითხოვდა, არასოდეს წავსულვარ უსიტყვოდ…არასოდეს მითამაშია სხვისი გრძნობებით.. და მაინც, ახლა კიდევ ასეთ მდგომარეობაში ვარ, ვერ ვხვდები მიდის თუ მეთამაშება, ვერ ვბედავ ვკითხო “რატომ”, იმიტომ რომ ეს ურთიერთობა მეგობრულზე ბევრად მეტია…(თუმცა არა ვირტუალური..:)

ყველაზე, ყველაზე კარგი ბანკეტი

დადგა ჟამი, როცა ჩემს ბანკეტზეც უნდა დავწერო. ვინც მკითხულობთ გეცოდინებათ, რომ უამრავი პრობლემა მქონდა, რომ ზალიან ბევრი ვირბინე კაბაზე და რაც მთავარია დიდა არ მსურდა  ეს ტრადიციული საღამო. თუმცა, როგორც საერთოდ ხდება, ჩემი მოლოდინი 1000%-ით არ გამართლდა და მქონდა ძალიან, ძააალიან მაგარი ბანკეტი. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორი ნასიამოვნები ვარ, როგორი მუხტი გამომყვა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ლამაზი იყო ყველაფერი… ყველა წამი, ყველა წუთი (ნუ რმდენიმეს არ ჩავთვლი)..

მზადება დავიწყე დილიდან, ყველაფერს ნელა ვაკეთებდი, დავიბანე, წავისვი ფრჩხილების ლაქი, უუსაზღვროდ ბევრი ვიბოდიალე, და როოგრც იქნა გავიყვანე დრო. სალონში ზუსტად ოთხის ნახევარზე ვიყავი საშინელი გაწყობით. სახეზე დამაყარა რაღაცებმა. ვერ ვიტყვი რომ ამის გამო ვიტირე, თუმცა ბანკეტზე წასვლის სურვილი ნამდვილად გამიქრა. შეიძლება ითქვას, რომ აცრემლებული ვიჯექი კოსმეტოლოგთან. იქამდე გავიკეთე თმა, ბოლო მომენტამდე არ მქონდა გადაწყვეტილი როგორ მექნებოდა, მაგრამ თვითონ მოიფიქრა და შედეგიც არ იყო ცუდი. ამის მერე ჩემზე აშკარად გაჭრა კოსმეტოლოგის ხელოვნებამ, რომელაცდ ამიფარა ყველა ლაქა. მოკლედ ჩავიცვი, გამოვეწყე, მეზობლებს დავენახე და ჩავედი სკოლაში, ჯერ აქ ვიკრიბებოდით. რა თქმა უნდა შეგვექმნა რამდენიმე პრობლემა, რომელთა დაწერაც არ ღირს, თუმცა ყველაზე მთვარი იყო ის, რომ ბეწვზე გადავრჩი. ლამის ჩემი კლასელის კაბის მსგავსი კაბა ვიყიდე(მსგავსი კი არა ზუუსტად ისეთი). ამის მერე წავედით რესტორან “გაგრაში”, რომლის მიმართაც სრული ანტიპატიით ვიყავი განწყობილი. და რა თქმა უნდა აქაც პირიქით მოხდა. რესტორნამდე ყველა ჩვენით მივედით, ანუ არანაირი გოგო-ბიჭი არ ყოფილა, რაზეც ბევრი ვიჩხუბეთ:) გარეთ გადავიღეთ სურათები, ვნახეთ მასწავლებლები, მივიღეთ კომპლიმენტები და შესვლისას დავწყვილდით.  სუფრა იყო ძაალიან მაგარი, რომ იტყვიან სულო და გულოო, თანაც საკმაოდ გემრიელი. არ დავმალავ და ბანკეტამდე ცოტა შიმშილი მომიწია, ამიტომაც მშვენივრად დავპურდი. თავდაპირველად იყო რამდენიმე  ტრადიციული სადღეგრძელო, თუმცა ცოტა ხანში, როცა მუსიკაც შეიცვალა ყველამ ჩვენი გავუვებერეთ. ყველაზე მეტად რაც დამამხსოვრად ეს იყო ჩემი კლასელი ბიჭების სიმღერა “თოვლიანი მთები”, სათაურზე ალბათ გაგეღიმათ, მაგრამ ამ სიმღერაში არის ასეთი სიტყვები “ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები”, სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენ, ყველანი ფეხზე ვიდექით სცენასთან და შეიძლება ითქვას, რომ “ვჩხაოდით” 🙂 ამის მერე იყო ძაააალიან ბევრი ცეკვა, ალბათ ღამის ოთხ საათამდე თითქმის არ დამჯდარვარ, იყო ბევრი სიმღერაც ჩვენი შესრულებით და მოკლედ “მოვლენები გადასარევად განვითარდა” :).  გავერთეთ ბოლომდე, ვიყავით 32 ბავშვი და ყველას იმ დღეს ერთმანეთის მიმართ მხოლოდ სიყვარული გვქონდა. ალბათ გახსოვთ ცეკვის უცოდინარობაზე, რომ ვწუწუნებდი. ეეჰ, ეხლა უფრო ვწუწუნებ. ჩემი კლასიდნ ორი ბიჭი ანსამბლში ცეკვავს, გოგოებმა კიდევ არავინ არ ვიცით. ხოდა შეცვიდნენ ეს ბიჭები, ცეკვავენ, ცეკვავენ ხან რას, ხან რას და ამ დროს რას ხედავს ჩემი თვალები. ამ ორ ძალიან მაგარ ბიჭთან ერთად ცეკვავს გოგო, რომელსაც 12 წლის განმავლობაშ ხმა არ ამოუღია და რომელიც შვიდა გამოცდაში ჩაიჭრა(საატესტატოზე), არავის არ გვეგონა ამ გოგოს ასეთი რამ თუ შეეძლო, მოკლედ ყველა ჩაგვაბანძა :დ :დ

აი ჩემი ბანკეტი:

 

წინა საბანკეტო გაწამაწია

არ მეგონა ასე რთული თუ იქნებოდა. ოღონდ რატომ არ მეგონა არ ვიცი, ერთი მაისურის ყიდვას შეიძლება შევწირო ხოლმე მთელი დღე. ალბათ იმიტომ მივიყვანე ასეთი მნიშვნელოვანი საქმე ბოლო დღემდე, რომ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია ბანკეტს. შეიძლება არც ახლა აქვს, მაგრამ ყველაფერს მაინც ზრუნვა უნდა. მხოლოდ ბოლო ორი დღეა მოვიცალესავით ამ საქმისთვის, მთელი წლის განმავლობაში. მოვიცალე რაა,  ექვის მერე თუ ვახერხებ გასვლას.. ამ დროს კი, როგორც წესი  ყველა მაღაზია იკეტება..მოკლედ შემოვირბინე   ქარვასლა, პასაჟი და კიდობანი.. ვერაფერი ვერ ვნახე ჩემი მოსაწონი. უფრო სწორად ვნახე და მერე ვეღარ მივხვდი, რომელი უფრო მომწონდა.მოვიზომე უამრავი კაბა, ზოგს ფერი არ უვარგა, ზოგს გული არ აქვს კარგად ამოღებული, ზოგი ზედმეტად გადაპრანჭულია, ზოგი ზედმეტად ძვირია, ზოგი არა საბანკეტოა (ერთი ასეთი ისე მომწონს), ზოგი ოდნავ დიდი მქონდა, ზოგი კარგი შეკერილი არაა, ზოგი  გამოუყენებადია, მოკლედ მიზეზები არ მელევა. ცალკე გამყიდველებს ვაგიჟებ, ცალკე დედაჩემს. კი ვიყიდიდი აქამდეც რომელიმეს, მაგრამ მეშინია ვინმეს ჩემნაირი არ ეცვას(არ მჯერა ექსკლუზივების), მეშინია მერე უკეთესი არ ვნახო, მეშინია იმედი არ გამიცრუვდეს. არადა დრო გადის, საბოლოოდ ისე გამოვა, რომ ყველაზე ცუდს ვიყიდი 😦 წარმოიდგინეთ რა დღეში ვარ:

1)შესაძენი მაქვს კაბა:)

2)უნდა ვიყიდო ფეხსაცმელი, ამაზე ჯერ არც მიზრუნია.

3)მოვიფიქრო თმის ვარცხნილობა და შევუთანხმდე სალონში სტილისტს.

4) გადავწყვიტო როგორ მაკიაჟი მინდა.

5)წავიდე ეპილაციაზე(ყველაზე მტანჯველი).

6)დავარიგოთ ის მოსაწვევები, რომელთა ჯერ კიდევ ჩვენს სახლში ყოფნის ამბავი, რომ დამრიგებელმა გაიგოს გული გაუსკდება.

7ამ ორი დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ ვიარო მასწავლებლებთან.

8)დამეთანხმებით, რომ კაბა, ფეხსაცმელი და რედიკული ყველაფერია არა, უამრავი სხვა რამ მჭირდება, რომლებზეც ფიქრი მეზარება.

9)არ ვიცი როგორი სამკაულები გავიკეთო, ზოგიერთი ალბათ საყიდელიც მექნება..

10)და საერთოდაც, ძალიან არაორგანიზებულები ვართ, ძალიან,რა იქნება წარმოდგენა არ მაქვს :დ

11)გამოჩნდება კიდევ რამე:დ

ვიცი, რომ ყოველივე ჩემი ბრალია, ვიცი, რომ აქამდე უნდა მეზრუნა ზევით დაწერილ საკითხებზე, მაგრამ არ მეცალა და.. გადავაქოთე Google, მაგრამ ვერ ავარჩიე როგორ მინდა შევიკრა თმა.ან საერთოდ მინდა თუ არა, რომ შევიკრა :დ ისე ესენი მომწონს ძალიან:

როგორ არ მინდოდა, როგორ არ… და მაინც მომიწია ამ გაწამაწიაში ჩართვა, მაინც… ჩემი ტაო-კლარჯეთი ❤ (აქ გვსურდა ბანკეტის ნაცვლად) 🙂

ხანდახან ჩემი ქართველობის მრცხვენია

ვიცი ამ სათაურის გამო გამაკრიტიკებ, ვიცი ახლა ყველაზე დიდი მორალისტი გახდები, მაგრამ  შეცდები… ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად ყოფილა ისეთი მომენტები, როცა საკუთარი ქართველობის გამო, მხოლოდ თავი დამიხრია. მე არ ვამბობ, რომ ეს მუდმივად ხდება, პირიქით სიგიჟემდე მიყვარს საქრთველო, ქართველებიც, ისტორიაც, მაგრამ ფაქტები არა. სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი ჩვენს დაბალ დონეზე და ძალიან დიდ განუვითარებლობაზე მეტყველებს.

ყველა შეამჩნევდით, რომ თბილისის ქუჩებში საგრძნობლად გაიზარდა ფერადკანიანთა რიცხვი. ისინი უკვე თითქმის ყველაგან არიან: მაღაზიებში, ტრანსპორტში, სხვადასხვა დაწესებულებებში. სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან მიკვირდა, მეც გაოგნებული ვუყურებდი “ზანგს”, რომელიც ტელევიზორის ყუთიდან გადმოსული მეგონა, მაგრამ შევეჩვიე,… ბევრისგან განსხვავებით. ცოტა ხნის წინ, როცა მე და სოფო ავტობუსით ვმგზავრობდით, ამოვიდა შავკანიანი ქალი და დაჯდა ჩვენს გვერძე. იქვე ერთი კაცი იჯდა, რომელმაც ცოტა ხანში, წინ მყოფ მეგობარ გადასძახა “მოდი, მოდი, შენი ბიძაშვლი ამოვიდაო”(სავარაოდოდ ის მეგობარი შავგვრემანი იყო), ამაზე თავისთავად ატეხეს ხორხოცი, დაიწყო გადაძახება-გადმოძახებები.  ცოტა ხანში კი,  ქალმა არც ისე დამტვრეული ქართულით თქვა “მე მაგის ბიძაშვილი არა ვარ!”, და გაჩუმდა მთელი ავტობუსი (ის კაცი, ვინც საუბარი წაამოიწყო, უცბად მართლაც დაემსგავსა ამ ქალის ბიზაშვილს), ჩვენ რომ ჩამოვედით, მაშინ ეს კაცი გულიანად ეჭუკჭუკებოდა ქალს, და შერცხვენილი ცდილობდა, როგორმე ესწავლებინა გზა(ალბათ გააცილა კიდეც).

ამ დროს, ამ ქალის მრცხვენოდა. მრცხვენოდა იმის, რომ მთელი ავტობუსი მას დასცინოდა და მე არაფერს ვამბობდი. მრცხვენოდა, რომ ჩემი თანამგზავრები, ჩემი თანაეროვნელებიც  იყვნენ.

მეორე ფაქტი დღეს მოხდა. კიდევ ტრანსპორტში. ამ ჯერად ორი ფერადკანიანი მამაკაცი ამოვიდა. ჩემსა და დედას წინ სამი გოგო იჯდა. საერთოდ არ მიყვარს ადამიანის გარეგნობაზე საუბარი, კერძოდ ისეთი ფრაზების თქმა, როგორიცაა: “რას გავს”, “სარკეში არ იყურება?” და სხვ. მაგრამ, დღეს გაბედულად ვამბობ, რომ სამივი შეუხედავი, გაკრეჭილი და თვალებგადმოკარკლული იყო :დ მოკლედ, ამათ, უცბად ატეხეს ზედმეტად ხმამაღალი სიცილი. ზანგმა ბიჭებმა შემოხედეს, მაგრამ არაფერი არ უთქვამთ. გოგოები კი არ ჩერდებოდნენ, იწეწებოდნენ რასაც ჰქვია. უცბად გაჩერდნენ და უფრო ხმამარალი სიცილი დაიწყეს. რაც ხარხარს, რაყრაყს ან რამე მასეთს უფრო ჰგავდა. ბიჭებმა კიდევ შემოჰხედეს, ამათ “სიცილში” კი, ისმოდა ფრაზე “სულ ამით უნდა ვიმგზავრო”, “რას გვანან”, “მაგრად გავერთეთ”, ვიღაცის ტელეფონმა დარეკა და “ფუუ რა ზარია”, აი ძლივს მოვთოკე თავი, რომ არ დამელანძღა. ამ დროს კიდევ ერთხელ შემრცხვა ჩემი ეროვნების. ბიჭები გაკვირვებულები და თან გაბრაზებულები ჯერ გოგოებს უყურებდნენ და მერე ჩვენ. მე არ ვიცი ისინი რას წარმოადგენდნენ, შეიძლება ბევრად ცუდი ადამიანებიც იყვნენ, მე არ ვიცი როგორ დამხვდებიან მათ სამშობლოში, იქნება ეს ალჟირი, ლიბია, სომალი თუ ნიგერია.არც მაინტერესებს, არც აქვს ამას არსებით მნიშვნელობა, მთავარი ჩვენი ზნეობა და ჩვენი სინდისია საკუთარი თავის წინაშე. დარწმუნებული ვარ, ასეთი კიდევ უამრავი შემთხვევაა. ამ დროს ჩვენი ქართვლები იმას ვერ ხვდებიან, რომ ყველაზე მდაბიო სენით, რასიზმით იტანჯებიან.

მრცხვენია  კიდევ ამ ვიდეოს გამო:

თუმცა, მე უფრო ხშირად თავაწეული დავდივარ, იმიტომ, რომ ვიცი, სად უნდა ვეძებო ნამდვილი საქართველო.