როგორ მოვაგვაროთ პრობლემები

როგორ მოვაგვაროთ პრობლემები? არა, რომელი ფსიქოთერაპევტი მე ვარ, აპრობირებული მეთოდები და რჩევები რომ შემოგთავაზოთ, მაგრამ უბრალოდ გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას.

ჩემს ცხოვრებაში საერთოდ არ იგრძნობოდა ახალი წლის მოსვლა და მითუმეტეს “ახალი ციკლის დაწყება”, სამწუხაროდ ყველაფერი ისევ ძველებურად  იყო და შეიძლება ითქვას უარესადაც კი. განსაკუთრებით მძიმე მქონდა წინა ორი კვირა, ნუ ეს კვირაც.  გარკვეული მიზეზების გამო ფულის უაზროდ დახარჯვა მომიწია, მქონდა დანაკარგი, ამას დაემატა არეული ურთიერთობები, გამოცდის წინ გათენებული ღამე, განმეორებითზე გადატანილი საგნები. შეიძლება ითქვას დეპესია უკვე კარს იყო მომდგარი. საერთოდ, არ მჩვევია ფსიქოლოგთან საუბარი, არც ფსიქოლოგიური სტატიების კითხვა. ამ დროს ყოველთვის ვცდილობ ისევ საკუთარ თავში ვიპოვო ძალები და შთავაგონო ის, რომ მიუხედავად ყველაფრისა ძველი შემართებით უნდა გავაგრძელო ცხოვრება. იყო მომენტი, როცა დილით ვიძღვიძებდი და ადგომა არ მინდოდა, არ მინდოდა არც გარეთ გასვლა, არც ვინმეს დანახვა. დარწმუნებული ვარ მსგავსი სიტუაცია თქვენც გქონიათ, შეიძლება მერე გქონდეთ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ დროს განსაკუთრებით შავ-ბნელ ფერებში ხედავ და აღიქვამ ცხოვრებას. ყველაფერი უკვე უკანასკნელ ტრაგედიად გეჩვენება. მოკლედ ერთხელ თუ აყევი ადამიანი ნერვებს, მერე უკან დაბრუნება რთულია. რა გავაკეთე მე. არც არაფერი ისეთი, უბრალოდ ის რაც ალბათ ყოველთვის, ყველა პრობლემაზე უნდა გავაკეთო და მათ დაგროვებას არ ვუცოდა

download11

გოლზოურთის ერთ მოთხრობაში წავიკითხე ადამიანები მაშინ იქნებიან ბედნიერები, როცა მიხვდებიან რომ იმაზე უარესი აღარაფერი იქნება ვიდრე ახლააო, ნუ სიმართლე რომ გითხრათ ეს გამოთქმა ჩემი მეორე გამოთქმის ცოტა სხვაგვარი ინტრეპრეტაციაა “ყოველთვის შეიძლება მომხდარიყო რამე, ამაზე უარესი”, ნუ რაც არ უნდა იყოს ორივე ფრაზა საუკეთესოა იმისთვის, რომ  მოვლენებს უფრო ოპტიმისტურად  შევხედო.

ისე დაემთხვა, რომ მეგობარმა ბოულინგის სათამაშოდ წამიყვანა და მივხვდი, რომ ეს იმ ფიზიკური თერაპიის ნაწილია რაც დეპრესიიდან გამოსვლისთვის უნდა ჩაიტარო.  ენერგიის ხარჯვა, ყურადრების სხვა საკითხისკენ მიმართვა, დაძაბულობის მოხსნა, განტვირთვა… ჯერ მარტო ამის გამო გავხდი ბოულინგის დიდი ფანი 🙂

კარგია თუ ამ დროს საკუთარ თავთან მარტო დარჩები, გაიაზრებ ყველაფერს, თუნდაც ჩამოწერ ამ პრობლემებს, გაანალიზებ რამდენად უარესად შეიძლება ყოფილიყო ყველაფერი, მოიფიქრებ მოგვარების გზებს და ნელ -ნელა დამშიდდები. თავის არიდებას და საქმის ხვალისთვის გადადებას ყოველთვის სჯობს პრობლემას იმ წუთასვე მიხედო.

აი მე კიდევ დამრჩა ერთი პრობლემა, უფრო სწორად ურთიერთობა რომელსაც ვერ ველევი, რომელზეც ერთი „არას” თქმა მიჭირს და მერე ყველაფერი ისევ მწყობრში ჩადგება. სავარაუდოდ ამასაც გაავეკეთებ და მოვისვენებ.

22

თუ სოციალურად აქტიური ადამიანი ხარ კარგი იქნება  მიმდინარე პროექტებს, პროგრამებს, კონკურსებს გადახედო, დაიტვირთო თავი ახალი საქმეებით, ოღონდ ისინი არ უნდა აქციო პრობლემებად. პრირიქით ყველაფერი საინტერესოდ უნდა აღიქვა.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი რაც დაგეხმარებათ იმაში რომ არ ჩავარდეთ დეპრესიაში :()) მე ზოგადად ძალიან მიყვარს როცა თავს დამოუკიდებელ ადამიანად აღვიქვამ.  ეს აღქმა თავისუფლად შეიძლება დაგეუფლოს მაშინაც, როცა პრობლემებს მარტო, მშობლების დახმარების გარეშე მოაგვარებ. ამ დროს შენ ნათლად ხედავ შენს გაკეთებულ საქმეს  და უკვე თავისუფლად შეგიძლია, როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა, “იანვრის სუსხიანი, მეორესუნთქვისგამხსნელი” ჰაერის ჩასუნთქვა და ფილტვების გაწმენდა.  გაწმენდა დაგროვილი ბოღმისა და სიბრაზისგან

ასე რომ ჩემო მეგობრებო, არსებობს უფრო დიდი ტრაგედიები და ამ პატარა სიცოცხლეში არ ღირს დროის დეპრესიაზე დახარჯვა 🙂

რეალობიდან ფანტასტიკამდე

საერთოდ ლიტერატურაზე  და წიგნებზე პოსტს არ ვწერ ხოლმე. მეშინია, რომ ზედმეტად მარტივი და პოპულისტური გამომივა.  მაგრამ არ შემიძლია ახლა არ დავწერო. თან იქნებ ცოტათი წერაც გავიხსენო.  🙂

ზოგადად  ბესთსელერების კითხვას თავს ვარიდებ.  ალბათ ამას ბოლო წლების პრაქტიკაც მკარნახობს, ყველა ბესთსელერი ერთი ამოსუნთვქით წასაკითხი აღმოჩნდა, რომელმაც ჩასუნთქვის მერე არაფერი დატოვა. ამ არდადაგებზე კი ისევ გადმოვიღე ძველი ლიტერატურა, ბავშვობაში რომ ვკითხულობდი და აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი თავიდან მაქვს წასაკითხი. მაგალითად “ტრიუმფალური თაღი” მეშვიდე კლასში წავიკითხე, მახსოვს, ზოგ რაღაცას ვტოვებდი კიდეც. ეხლა კიდევ ვიზოგავ, გვერდებს ხელმეორედ ვკითხულობ. ვაღიარებ, მსგავსი გალენა ჩემზე უკვე დიდი ხანია წიგნს არ მოუხდენია.  საერთოდაც, კარგი იქნებოდა ბავშვობაში თუ გამიკონტროლებდნენ წიგნებს. როცა ბავშვი ხარ ყურადრებას შინაარსზე ამახვილებ, უფრო სიუჟეტი გიტაცებს, ამ დრო კი გრჩება მთავარი. როცა იზრდები და გარკვეულ გამოცდილებას შენც აგროვებ, მერე წიგნის გმირებიც გიახლოვდებინ, ხშირად საკუთარ თავს პოულობ მათში, ისინი აღარ არიან უცხოები და შენც ითვისებ რომელიმე წიგნს. “ტრიუმფალურ თაღზე” კი აუცილბლად დავწერ ცალკე პოსტს, აუცილებლად გავკადნიერდები და გამოვთქვამ ჩემს აზრს.

რემარკის გარდა გადავიკითხე გოზლოურთი, ჯეკ ლონდონი, ჰოფმანი, თომას მანი და რაც უფრო მეტს ვკითხულობდი, უფრო მეტად ვოცდებოდი, ყველგან ვპოულობდი ჩემი ცხოვრების ნაწილს, ყველგან თითქოს წინასწამეტყველებასავით იდო  ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების ქცევები და მივხვდი, რომ მათ ამოწურეს ადამიანი. ხო ძველმა მწერლებმა, ძველმა ეპოქამ ამოწურა ადამიანი და სწორედ ამიტომაა, რომ მწერლები ახლა სხვა ჟანრში წერენ. ყურადღების მისაქცევად და მკითხველის გასაჩენად  იგონებენ ახალ სამყაროს, იგონებენ ახალ არსებებს, ქმნიან დაუჯერებელ ამბებს. მე პირადად “ჰარი პოტერის” ფანი ვარ, რამდენჯერმე მაქვს ყველა ტომი წაკითხული და საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს, მაგრამ ისე გამოდის რომ ახლა მხოლოდ ფანტასტიკა იწერება. ან ფანტასტიკა ხდება პოპულარული, დანარჩენის ნაწერი კი ასე თუ ისე უკვე ნაცნობია და შესაბამისად ბესთსელერობიდანაც შორს დგას.

დღეს რაღაც გადაცემას ვუსმენდი და აღმოვაჩინე, რომ ეს ტენდენცია კინოინდუსტრიაშიც გაჩნდა. “ავატარი”, “ბეჭდების მბრძანებელი”, “შიმშილის თამაშები”, ‘ბინდი’ და ასე შემდეგ.  მწერლების მსგავსად 21-ე საუკუნეში კინოსაც შემოაკლდა ფელინი, ჰიჩკოკი., ფორმანი.. რეჟისორებიც  ფანტასტიკის ხარჯზე ცდილობენ ადამიანების მიზიდვას.

რატომ ხდება ასე? რატომ ვცხოვრობთ ასეთ ცარიელ საუკუნეში, სადაც ფილმებისა და წიგნების მსგავსად გაცვდა სხვა ყველაფერიც. გახუნდა გრძნობები და ზოგადად ურთიერთობა. ყველაფერი ყველაფერზე აისახა და საზოგადოების დიდი ნაწილი დაპროგრამებულ კარიერისტად გადაიქცა. ხელოვნების ცეცხლი, ის რაც გვიყვარს ფილმ “მოდილიანში”, წიგნს “წყურვილი სიცოცხლისაში” ჩამქარალია ან ქრება. არ ვიცი, შეიძლება მე მეჩვენება ან ვაზვიადებ კიდეც ამ  ეპოქალურ ცვლილებებს, მაგრამ ფაქტია, სათქმელი უკვე ითქვა.