სივრცე….

მოკლედ ვწერ..

ისევ გწეერ.. ჩუმად და თავაუღებლივ ვწერ..

ვრითმავ სიტყვებს და ვეძებ სივრცეს..

მარტო დატოვებულ და დაცლილ სირცეს…

შეღამება შეჰპარვია აქაც აზრებს…

მდუმარებას შეუსრუტავს ეს ჩვენი სიცხე..

გამქრალა რაღაც აზრების მსაგვსი…

ირგვლივ ბნელეთია შორი და მწველი…

იქ ჩანს რაღცაც მწარე და მთქმელი–

მარტოობის,

უზრობის,

სიცოცხლისა

და….

სიკვდილის მთქმელი….

აქედან შორია და მიუწვდომელი…

შენი თმა ედება ირგვლივ აზრებს….

ჰკეტავს მისი  სურნელი წამებს…

დალეულ,

გაშლილ,

უშენო წამებს…

მე კი ვდგავარ ამ უსასრულობი წინ…

და ველი უსასრულო ლოდინით…

ველი უსასოო წამებით…

გელი და ვკვდები…

ხანდაან მესმის შენი ხმა..

მდუმარე, ხავერდოვანი,

ყოვლისმთქმელი ხმა……..

ქეთიმ  მთხოვა რამე ისეთიც დაწერეო.. მოკლედ რამე მეტად კონკრეტული და რამე მეტად რეალურიოოო… ხოდა მე რა დაქალი  ვარ უარი რომ ვუთხრა.. ჩემო ძვირფასო ქეთ დავწერ რეალურზე, დავწერ ამაზრზენზე, უფრო ნათელზე და უფრო გარკვეულზე ჩვენზე და იმ “ქალაქგარეთ” გასეირნებაზე  “ექსკურსია” რომ დავარქვით 🙂 და მართალაც, საცილოა სატირალი რომ არ იყოს ჩვენი როლი გუშინდელ ექსკურსიაში..  რატომ არ გვიყვარს ამ უნიათო ქართვლებს წინაპრებისთვის მოსმენა, რატომ არ ვუსმენთ ძველ ქართულ ანდაზებს რომლებიც არასდროს სტყუიან…. აი ისეთს როგორიცაა “რაც მოგივა დავითო ყველა შენი თავითაო”  და კიდევ ბევრი სხვა, რომელიც მაგონდება მაგრამ ზუსტად ვერ ვიხსენებ… მოკლედ ალბათ მიმიხვდით, და თუ ვერ გაიგეთ ვიცი რომ ამაზე ფიქრით დიდად თავს არც შეიწუხებთ.. მოკლედ კიდევ ბევრი რომ აღარ მივედ–მოვედო არ მომეწონა ჩვენი „ქალაქგარეთ გასეირნება“… მსუბუქად რომ  ვთქვა აუტანელი იყო.. თქვენ  იცით რა ძალიან და რა ცუდია როცა თერთმეტი წლის (უკვე აღარ ვიცი რა რა დავარქვა ჩემს კლასელებს:) ) ნაცნობთან, თუ მეგობართან ასე რომ ხარ და ასეთ დროს რომ ატარებ… არ შემიძლია ქეთი… ვერ ვისაუბრებ კი არადა ვერ დავწერ ასე… ასე უბრალოდ და უემოციოდ.. უემოციოდ მაშინ  როცა ერთ დღეს  ერთ პატარა ყუთში აღმოვჩნდი, მაგრამ  ყოველგვარი იძულების გარეშე, საკუთარი ნებით, ეს ყუთი ძალიან ჰგავდა პანდორას ყუთს… გუშინ იქაც იყო ყველაფრი ავი და ამაზრზენი… წაბილწული და შელახული… გაუსაძლისი და კიდევ მრავალი ამ სიტყვების სინონიმური.. საბოლოოდ კი ქეთ მაინ არ მეგონა.. ვერ წარმომედგინა და არც მინდოდა რომ ოდესმე ასე წარმომედგინა მათი სახე…მაგრამ რელობს თავს ვინ აღწევს ჩვენ რომ “დაჟე” ბორჯომოდან გამოვქცეოდით ხოდა შევეყარეთ პირისპირ…შევეჯახეთ..

ავტირდით…

გავბარზდით…

გავმწარდით..

ვერ ავიტანეთ….

და….

დავმარცხდით….

შევიშალეთ როცა ჩვენი გატანილი სხამ შემოიგდო ზურგზე…

სევდანარევები, დაავადებულები  ჩავსხედით „პანდორას ყუთში“

იქ სადაც  ყველაფერი ჩვენზე მეტი იყო…

იქ სადაც ჭეშმარიტებაც კი არაა  ყველაფერზე მეტი..და…

წამოვედით…

თავატკიებულები და გაციებული გამოვედით.. ჩამოვედით….

შეურაცხოფილები ამოვედით…

ვიტანჯებით.. სინანულით და ზიზღით ვიტანჯებით..

არ ვიცი რა დავწერო… არადა უნდა დავწერო, უნდა ვთქვა, უნდა ვიკივლო… მაგრამ რისთვის, ვისთვის, ვინ გამიგებს ან ვინ შეიგნებს… ღმერთო!  დავიღალე..ლოცვა მინდა მაგრამ არ გამომდის.. არ მშველის.. და მეც ამის მეშინია, შენთან სიშორის მეშინია და კიდევ უფრო ვიღლები… შენით და თქვენით ვიღლები… სული მძვრება… ჭეშმარიტებით და გული მეყინება… მართლაც ჩვენზე დიდი ყოფილა სიმართლე… და ასე გულმოკლული დავიარები ირგვლივ, დროში არეული ვებრძვი საკუთრ თავს, საკუთრ მეს, ბოლოს კი  ვკარგავ ყველაზე მთავარს… მეგობრობას… მაგრამ იცით როგორ მეგობრობაას? არ არსებულს….უსაზღვროს და უაზროს… ვკარგავ სულის სილამაზეს,  და ვიძენ ბოროტებას, მომაკვდინებელ შურს და ბოღმას… კიდევ უფრი დაღლილი  და დადაღული მივუყვები ცხოვრების ბილიკებს ლამპიონებით განათბულ ქუჩებს…მხოლოდ შიგადაშიგ ვისვამ საკუთარ თავს რიტორიკუ კითხვებს ჩემი ასევე არ ასრებული არსებობის შესახებ და ვპასუხობ რა ჩემი მეგობარი სიცარიელით , მხოლოდ შიგადაშიგ   ვაღწევ თავს  ამ ბრძოლას, ვმეფდები და ველევი…მაგრამ მხოლოდ დროებით, მხოლოდ დროებით ვხედავ გვირაბის ბოლოს სინათლეს, სირცხვილში სიამაყეს და უზანგიან ცხენში ველურ სიცხეს…. მხოლოდ დროებით ვაღწევ თავს აგონიას, ვიზრდები სულიერად და ვკვდები ხორციელად.. მაგრამ მხოლოდ წამებით ვარ ღმერთო შენი მლოცვლი… მხოლოდ დროებით ვარ სიმართლეზე მეტი… იქამდე სანამ  სპილოს ფეხივით დიდი  ცხოვრება არ დამაბიჯებს, გამთელავს და გამასავათებს….იქამდე სანამ აზრიან საუბარში უაზრო, ლამაზი სიტყვებით მოფიქრებული ფრაზები არ გამომერევა.. იქამდე მანამ ჩვენს სამოთხეში არ გაჩნდება გველი და ევა… იქამდე სანამ მიყვარხარ წრფელად და მეტად… იქამდე სანამ ამ სილამაზეს დავაფასებთ ორივე ერთად…

****

შეკეთებული ლექსები მიდის,

შეკეთებული აზრები მოდის,

დადაღულ ფიქრებს გაუჩნდათ წამი,

ყოფნა–არყოფნის გარდუვლელ ფიქრის,

და  იქვე მოდის შავი ბნელეთში,

ქვესკნელში კვდება შენი კივილი,

ვიღაცას ისევ დაათოვს ბარში,

და თეთრ ფიფქებსაც ეცვლებათ ნირი…

შენც გამოჩნდები მაშინ წყვდიადით,

სიახლის ძალით გაბწყინებული,

ვიღაცას უმღერ, იას და თბილისს

აყვავებული, ზღაპრული ჰიმნით,

მე კი დევგმირი და დადაღული,

დაგელოდები შავი წამებით,

აცრემლებული და განსაჯული

დავიწყებ ახალ, უაზრო ტირილს…

მოვა გაზახულიც…

უცნაური ფიქრები და უცნაური წლები,

ჩვენი მოგონებები და სილამაზის გერბი,

მომენატრა ერთად ყოფნა

სიარული კლდეში…

როდის მოვა გაზაფხული

ამ სიტყვების მქმნელი…

უცნაური აზრები და ჩვენი გარდაქმნები,

გაგიჟება გრძნობებისა, კოცნა ცეცხლით მწველი…

მიყვარს შენი ნაკვთები

და შუბლი ყოვლის მთქმელი,

მალე მოვა გაზაფხულიც

ამ სიტყვების მრბევი…

შენ….

შენ მისი სახით იყავი დაფნა..

შენ უაზრობა უსულოდ გწვავდა,

რატომ გაგიქრა ფიქრები ქართა..

ვინ მოგიგონა რომ აღარ გგავდა..

შენ მისი სახით იყავი ალვა…

და სიყვარულიც უაზროდ გკლავდა…

შენ მოგონებეს მიეცი აზრთა,

იმედიანი მომავლის განცდა…

****

უდაბნოში ვარ და ჩემი სული..

ჰაერში დაჰქრის ყვავილებს აწვდის..

სიცარიელე საოცარ ქარში,

ჩემს ოცნებებსი უაზროდ დარბის.

და უწვდენელნი მოდიან მსგავსნი,

მოგონებები და რაღაც ახლის,

დაღლილ გონებას გაუქრა დარდი,

დავბერებულვარ მომიტანთ ყვავილს..

***

ვწერ…მესმის კალმის შრიალი… მუსიკა… ყრუ, დახშული ჰანგების ჟრიალი… უისიტყვო, უფიქრო აზრების წრიალი..არ ვიძვრი არსაით….გაყინული, გაგუდული ერთ აზრს დავტრიალებ, რატომ არის ასე ლამაზი დამჭკნარი ფოთოლი?….ფერებშიც ვირევი.. იასამნისფერია ია.. იასამნისფერია იასამანი…… ღმერთო ნუთუ ეს არაა ზღაპარა? ღმერთო ნუთუ ეს არაა მარადი?…რა ვქნა.. ყვავილებს დაგიკრეფ… იმ სიტყვებს გიჩურჩულებ რაც გინდა…ლამაზი  ხარ… უსასრულოდ ლამაზი.. გრძნეულიც ხარ… მწარე და მტანჯველი…მე.. მე კი ისევ გელი.. ღმერთო არ წამართვა … არ წამართვა შენი თავი… ღმერთო ლამაზია ეს ჩემი არსიც… უდაბნოა ირგვილივ…ყვითელი არა წითელი უდაბნო…და იქ დამჭკანარი ფოთლები ყრია…  უსაზღვროდ ბევრი და  უსაზღვროდ დამჭკნარი..მესმის პოეზია როგორ აშრიალებს დამჭკნარ ფოთლებს…..მესმის მისი ხმაც.. მეც იქ ვარ და შენც ხელჩაკიდებულები დავდივართ პოეზიასთასნ ერთად…წითელ, არა ყვითელ უდაბნოში ვართ…ციური მანანაა ირგვლივ, ცისფერი ჰანგებია, მიდის…..სანთლებს ავანთებ….გზას გაგინათებ…ჩემსკენ მომავალ გზას…უდაბნო და ცისფერი აზრებია ირგვლივ…..ღმერთო პოეეზიაა ირგვლივ…

***

როცა გადაგივლიან,როცა გაგაცამტვერებენ, როცა უბრალოდ სულში ჩაგაფურთხებენ და მერე გაკოცებენ, ეს ამაზრზენია, ეს აუტანელია,მერე შენც უნადა აკოცო. ისე მაგრად უნდა აკოცო რომ მასაც აგძნობინო მისი  უსულგულობა, უნამუსობა და ჩემი მეგობარი უაზრობა, შენც მასავით მწარედ უნდა გადაიხარხარო და გაალამაზო დადაღული ოცნება, ხანაც ჯობია საერთოდ არ გამოჩნდე დაემალო ყველას და უფრო მეტად საკუთარ თავს, შეეშვა უადრესატო წერილების წერას და გადაეშვა  იმ ტაღებში სადაც არ იღუპებიან და ვერც გადარჩებიან. მაგრამ თუკი საერთოდ უნიჭო ხარ, და თუ პატიებაც არ შეგიძლია სჯობს არავის გადაუშალო გული, არავის აგძნობინო რომ მარტო ხარ და გიყვარს, თორემ მერე უფრო „გიხმარენ“, მუცელში წიხლს  ჩაგცემენ და სისხლს გადენინებენ, მერე ამ სისხლს თვითონ დალევენ და დაგცინებენ, ღმერთო რაგა შემიძლია მე დღეს მეტი? განა არ სჯობს მეც დავიმალო? აქ ხომ აღარავის სჭირდება დარიგებები, აქ ხომ უკვე ზედმეტია კდემამოსილური ამოხვნეშები…და რა ამაოა მართლაც ყოველივე… და რა ამაზრზენია ეს შელახული სიწმინდე.. ეს წარწყმედილი ქალიშვილობა, ჩვენ ხომ ისედაც კარგად ვიცით საკუთარი სულის გახრწნილება… საკუთარი ამაოება.. ღმერთო განა ჩემთვისაც  უგულოა ეს წამები? მე ამ გამოფრენილ სიტყვებს ჰაერში ვიჭერ, ვშიგნავ, ვანაწლავებ და მერე ვწერ, ნუთუ მეც „გადამუშავებული“ აზრებით ვაზროვნებ? მაგრამ არა.. მე შენ არ დაგემსგავსები…მე შენ არ გაგწირავ და არ მიგატოვებ…მხოლოდ როცა ღმა და უჩვეული ძილში იქნები, ჩუმად და უგულოდ გიჩურჩულებ ნარისფერ სიტყვებს…..

მაინც პირველია….

მოკლედ არ ვიცი რა დავწერო… იმიტომ რომ პირველია… არადა საერთოდ ბევს ვწერ ხოლმე 🙂 აშკარად რთული ყოფილა ბლოგერობა.. არც ის ვიცი საერთოდ როგორ უნდა მოგესალმოთ და საერთოდ  არის თუ არა საჭირო ეს მოსალმება 🙂 მოკლედ უდიდესი იმედი მაქვს რომ არ მომბეზრდება ამ საყვარელ ბლოგზე ყოფნა და რაც მთავარია შეცვლის ის რამეს ჩემში:) მაგრამ თუ არც ეს მოხდება რაღას ვიზამ… ეხლა ხომ მაინც ვარ ბედნიერი…:) მოკლედ მოგესალმებით ყველას!