ცეკვის უიღბლო გაკვეთილები

ამ ქვეყნად ბევრი მტკივნეული თემა არსებობს. ყველას ჩვენი საფიქრალი და სატკივარი გვაქვს, აი მე მაგალითად მწყრალად ვარ ცეკვასთან და მუსიკასთან. არა, ორივე ძალიან მიყვარს, უბრალოდ შემსურელებლის როლს ვერ ვირგებ. ადრე, დავდიოდი მუსიკაზე. ვერ ვიტყვი რომ ავადსახსენებელი დროა… მე ძალიან მიყვარდა მასწავლებელიც და ის ეწიუდებიც რასაც საგამოცდოდ ვამზადებდი. მახსოვს პირველი გამოცდაც მუსიკაში, მახსოვს სოლფეჯიოს, მუსლიტერაურის(ყველაზე მეტად ეს მიყვარდა) და სიმღერის გაკვეთილები.

თვითონ მუსიკალურის შენობა ძალიან დიდი იყო, ვერ ვიტანდი იქაურობის სუნს და “ბუბკით”  გატენილ კარებს.  გრძელი და როგორც წესი ჩაბნელებული დერეფნები იყო, იშვიათად მოდიოდა დენი, ნათურები არ ვარგოდა. ხშირად გვიან მქონდა გაკვეთილები, ამიტომაც ბევრჯერ შევსწრებივარ მოთამაშე სინათლეს. საშინელება იყო. მაგრამ მაინც არ ვნანობ იქ სიარულს. ერთი კარგი თვისება მაქვს, სადაც მივდივარ და რაზეც დავდივარ ყველაფერს ვსწავლობ. უფრო მეტად სწავლა არ მირთულდება, მაგრამ მუსიკა სხვაა. თავიდან რომ მივედი ცოტა დიდი ვიყავი და მესამე კლასში დამსვევს. ჩემზე დაბნეული არავინ ყოფილა, როცა  თავი სოლფეჯიოს გაკვეთილზე ამოვყავი. რაის მაჟორები, რაის მინორები, ნოტებსაც ძლივს ვცნობდი. კარნახის წერაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მაგრამ მოვახერხე (როგორ არც მე ვიცი) და ვისწავლე, ერთხელ, როცა “კარნახი” კარნახის გარეშე, მე თვითონ დავწერე, მასწავლებელმა ძალიან ნიჭიერი გოგო მიწოდა, ნამდვილი გმირი ხარო. (იცით, რა მაგარია ამის მოსმენა ასეთ პატარა ასაკში?:) სპეციალობასაც ვსწავლობდი, ბოლოს მე თვითონ ავაწყე ნაწარმოებები, ცოოტა “დავამუღამე” მუსიკა. მაგარმ ცეკვა…

ცეკვა ჩემი ტკივილია.. ბევრ რამეზე მივლია, მათ შორის ჟურნალისტიკაზე, მაგრამ არასოდეს ცეკვაზე(ერთი შემთხვევის გარდა).. ამ ცოდვას ჩემს მშობლებს ვერასოდეს ვაპატიებ:) და მიუხედავდ იმისა, რომ მე ცეკვა, როგორც ასეთი გამართული, თავისი ილეთებით არ ვიცი, მაინც ძალიან მიყვარს.. როგორ გითხრათ, ქართულის ცეკვა საერთოდ მაგიჟებს, იმდენად მაგარია… ამიტომაც სოფოსთან ერთად, შევედი წინა წელს, ანუ მაშინ, როცა მეთერთმეტე კლასში ვიყავი:) იმ დღიდან დაიწყო ჩვენი კოშმარი. იმ დღიდან შემძულდა ის სკოლა რომლის ტერიტორიაზეც ტარდებოდა გაკვეთილები, საერთოდ ნაძალადევის მეტროდან ზევითა ნაწილი და რაც მთავარია სუხიშვილების ანსამბლი.  ვერ აღვწერ იმ ემოციას და იმ სურვილს, რომლითაც ცეკვაზე შევედით.. გვეგონა მთებს გადავდგამდით, მაგრამ…:დ პირველ დღეს გვასწავლეს აჭარულის რამდენიმე ილეთი, მეორე დღეს უფრო ცოტა, მესამე დღეს უკვე წრეში ჩაგვაყენეს ძველებთან ერთად. ყველაზე “ღადავი” ის არის, რომ ჩვენ არასწორად ვცეკვავდით და ოთხი მასწავლებლიდან (სუხიშვილებში იყვნენ) არცერთი არ გვაძლევდა შენიშვნას. ყველას ეხმარებოდნენ ჩვენ გარდა, ამის მერე მოვიდა კიდევ ორი ახალი გოგონა, ჩვენ აჭარულს ქართულის ილეთები დავუმატეთ (თუმცა ყველაფერი პირობით გაგებით), და როცა გვეგონა, რომ ამათთან ერთად მაინც მოგვაქცევენ ყურადღებას-თქო, ვინ მოგვართვა..:) არა, იმათ ზედ ჰყვებოდნენ და ჩვენ ძველებურდ “ვეკიდეთ”, წარმოიდგინეთ, ცეკკვავ ოც გოგოსთან ერთად, გხედავს ყველა, და როცა ყველაფერს მორჩები, ოთხიდან ერთი, მხოლოდ ზედაპირულად თუ გეტყვის, რომ სულ არასწორად ცეკვავდი. კითხულობ და გიკვირს რატომ დავდიოდი, ან რამეს რატომ არ ვეუბნებოდი.. არ ვიცი.. რამდენჯერ ისე გავუმწარებივართ ტირილი გვდომებია, რამდენჯერ დაგვიგეგმავს რას ვეტყოდით, როგორ გავლანძღავდით, მაგრამ ვერა.. უბრალოდ სხვაგა გადავიდნენ და აღარ გავყევით.. ერთხელ შემთხვევით შეგვხვდნენ ქუჩაში და ლამის გული ამერია მათ დანახვაზე… ეჭვი მეპარება ამაზე ცუდი მასწავლებლები სადმე არსებოდნი. 7-ში ბანკეტი მაქვს და რაღაც მინიმუმი მაინც მინდა ვიცოდე, ან გავიხსენო მტარვალების ხელში „ნასწავლი“,მაგრამ არც ეს გამომდის. წეღან ინტერნეტში ცეკვის გაკვეთილებს ვეძებდი და რა თქმა უნდა ვერაფერი ვიპოვე, უფრო სწორად არის რაღაცები, მაგრამ შუაში წყდება და ვიდეოს ყიდვას გთხოვს..:)

არადა, წესით ყველა ქართველმა უნდა იცოდეს რაღაც მაინც, ქართული ცეკვების… განა იმიტომ, რომ ჩემია, არა მართლა არ არის ამათსავით მღელვარე, ძლიერი, ემოციური და საოცრად ლამაზი ცეკვებიი..

ეჰ ვერ გავშლი ბანკეტზე ხელს :დ ისე პირველად მომინდა ცეკვა, იმ ავბედითი გკვეთილების მერე..:)

სოფო დღემდე ვერ მპატიობს, რომ მალე არ გამოვედით:დ

13 thoughts on “ცეკვის უიღბლო გაკვეთილები

  1. მმ,მე კიდევ შემსრულებლის როლსაც კარგად ვირგებდოი მუსიკაზეც და ცეკვაზეც, მაგრამ ისე გული დამწყდა რომ გამომიყვანეს მშობლებლმა რომ პროტესტის ნიშნად დღემდე აღარც ვცეკვავ, აღარც ვუკრავ. რამდენჯერმე ვცადე და უკვე ისე მაქვს დავიწყებული რომ აღარც გამომდის. 😦

    1. რას ამბოობ? რა უნდა გახსენებას, მე რომ შენსავით ვიყო უკვე მილიონჯერ გავიხსენებდი:დ ისე ცეკვაზე მაინც, კიდევ შეგიძლია შესვლა :დ

  2. ჩემი ეკა მასწავლებელი ჩანს სურათზე ❤
    რამ მიგიყვანა სუხიშვილებში 😦
    სულ გავიძახი არ ვარგა-მეთქი და ახლა დამამტკიცებლად შენს საიტს გამოვიყენებ : ))
    ერისიონი ❤

    პ.ს. გეთანხმები,ყველა ქართელმა უნდა იცოდეს ცეკვა

  3. ცეკვის სასწავლებლად კარგი მასწავლებელია საჭირო. თუ სოლფეჯიოზე კარნახი კარგად დაწერე და მასწავლებელმა შეგაქო, ეს იმას ნიშნავს რომ სმენა გქონია, ცეკვასაც ეს უნდა 🙂 ჰოდა დარწმუნებული ვარ ისწავლი, გვიანი არასდროს არაა. 😉

  4. კ-ნათია სმენა შენ არ გაქვს და სოლფეჯიოს კარნახი როგორ დაწერე? =D
    თუ ასაკის მატებასთან ერთად სმენა დაკარგე, ჰმმ? =D

  5. ბავშვებოოოოოოოოოო აბა ერთი მითხარით მეც არ დავიღუპო თავი : ) სექტემბერში სუხიშვილების სტუდიაში უნდა შევიდეე.და არ ღირს? თქვენ სად დადიოდით?ვინ იყო ასეთი მასწალებელი? :(( ეგებ დამეხმაროთ მეც

Leave a reply to natia121 კომენტარის გაუქმება