“ბოლო ზარი” და სხვა რიტუალები

ვიფიქრე, ვიფიქრე რა დავწერო-თქო და სიმრთლე გითხრათ ვერაფერი მოვიფიქრე. ჩემს ცხოვრებაში ახლა ისეთი პერიოდია, ერთი რომ მთავრდება და მეორეს დაწყების მიჯნაზე რომ ხარ. დღესდღეისობით თავისუფალი  მოქალაქის გარდა, სხვა სტატუსი არ გამაჩნია. მოკლედ დავამთავრე სკოლა და ვცდილობ იმის გაკეთებას, რასაც ყველა თქვენგანი აკეთებს(ნუ მაქსიმალური რაოდენობა მაინც). რაღა დავმალო და მეც მინდა გაცდენილი ლექციიის გემო გავიგო. ამისთვის მინიმუმ სტუდენტობა მჭირდება და საზოგადოებაში სტატუსით დარუნება. (სხვათაშორის ამ წუთას აივნის კარები ღია მაქვს, და პოსტს ერთი “მოაზროვნე” ადამიანის ბღავილის ფონზე ვწერ, რომელმაც ალკოჰოლის გადამატებული რაოდენობა მიიღო და  ნახალოვკის მტრებს, ანაც “არმოყვარეებს” დახოცვით ემუქრება).

ახლა იმ ასაკში ვარ ადრე, რომ ვოცნებობდი. პირველ კლასელს მეთერთმეტე კლასელი(მაშინ მეთორმეტე არ იყო) ძაალიან დიდი, ჩამოყალიბებული, ძლიერი ადამიანი მეგონა. სიმართლე გითხრათ ასე ვფიქრობდი მერვე კლასამდე😦, მაგრამ რეალობა მრისხანე აღმოჩნდა. ჩემი ოცნებები ფეხთქვეშ გათელა და დამანახა, რომ არც ჩემი ასაკი და არც სტატუსი არაფერს არ ნიშნავს. ვერცერთი ვერ მაძლევს დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალებას, მხოლოდ ეკალბარდებით ავსებულ გზებს მიწყობს წინ.  გადავუხვიე ჩემს სათქმელს:)  რამდენიმე დღის წინ მქონდა  დღე, რომელიც ყველა მათგანს გქონდათ ან გექნებათ და რომლის სახელიც, მე პირადად მაღიზიანებს, ბოლო ჩემი მტრისთვის იყოს, მაგრამ მაინც, მქონდა “ბოლო ზარი”,რომელიც ჩვეულებრივი მიწერა-მოწერებით შემოიფარგლა, და დაბოლოვდა ქართული პურის ჭამით, და რომელსაც   წესით ბევრ რამეზე უნდა დავეფიქრებინე, თუმცა მხოლოდ დამაწუხრა. მოკლედ  ვწუხვარ იმაზე რომ

1)იმედები გამიცრუვდა.

2)არ მაქვს არანაირი ნოსტალგია.

3)მიზეზთა და მიზეზთა გამო, არ გამიჩნდა არც ცრემლი და არც ტკივილი ბოლო ზარის დროს.

3)მხოლოდ წამიერად მოვიდა ემოცია.(ისიც გათქერეს.)

4)ვაბარებ აბსოლუტურად უაზრო გამოცდებს.

5) გული მწყდება იმაზე, რომ წინასწარ ვიცი როგორი ბანკეტი მექნება.

ისე მართლა მომწონს ეს კაბა :)

6)სხვა გოგონებისგან განსხვავებით არ გამაჩნია საოცნებო: კაბა, ფეხსაცმელი, მაკიაჟი, თმის ვაცხნილობა.

7)საერთოდ არ მაქვს სურვილი ბანკეტისათვის მომზადების.

8)ვწუხვარ, რომ ჩემი მაღალი ქულებით გულს ვტკენ ადამიანებს, რომ ამით მხოლოდ მტრები შევიძინე და უამრავ, უაზრო ჭორს ჩავუყარე საფუძველი.

9)ვწუხვარ რომ, დიდად წუხილს არ განვიცდი ყოველივე ზევით დაწერილის გამო, რომ ზღაპრები და იდეალები მხოლოდ ოცნებებსა და ჰოლივუდის ფილმებშია. გამოსაშვები საღამო აქ ერთ-ერთი ნერვების მოსაშლელი ადგილი იქნება(მეფე-დედოფლის გარეშე:), ზუუსტად ვიცი.

10)და მგონი ყვეელაზე მთავარი ის არის, რომ  არ ვიცი მაღალ ქუსლებზე სიარული:( სირცხვილი და თავის მოჭრა, არა კეტ(დ)ებით მოსიარული გოგო არ ვარ, მაგრამ მაინც ყოველთვის დაბალ ან საშუალო ქუსლზე ვიცვამ.

მოკლედ არსებობს ათი მიზეზი, იმისთვის, რომ ბევრისთვის უმნიშნელოვანეს მოვლენას, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდეს. მე ბევრჯერ ვცადე ხელოვნურად მაინც გამელამაზებინა ეს აუცილებელი “რიტუალი”, მაგრამ არ გამომდის, ადამიანებს, როგორც წესი ერთმანეთის გახარება ან არ შეგვიძლია, ან არ გვსურს. ჩემთვის ორივე მიუღებელია. ამიტომაც წავალ ბანკეტზე, ამიტომაც ვისწავლი მაღალ ქუსლებზე სიარულს, ამიტომაც არ მივაქცევ ყურადღებას “მაბრალობენს”, თუმცა როდემდე ან სადამდე.. ვწუხვარ, რომ სენტიმენტალიზმთან გაუცხოვებული ვარ.

ვწუხარ, რომ ბლოგის არდაობების გამო ვწერ პოსტს🙂

ვინც ვერ მცნობთ, წინსაფრიანი ვარ,მერხზე, რომ ზის:)

 

 

 

11 thoughts on ““ბოლო ზარი” და სხვა რიტუალები

  1. საინტერესო პოსტია, პესიმისტური და მოწყენილი. სხვა ნებისმიერი გოგო ამ დროს მხოლოდ იმაზე ფიქრბს რა ჩაიცვას ბანკეტზე, პარასთან შეათანხმოს დრო და ადგილი და ა.შ. მოკლედ წარმატებებს გისურვებ🙂
    P.S საშინლად მომეწონა წერის სტილი.

    1. მე კიდე საშინლად მიყვარს ესეთი კომენტარები:დ (ვერ გადავეჩვიე, ამდენი ხანია მაქვს ბლოგი:)

  2. მმ.. მეც მახსოვს ის დრო როცა ვოცნებობდი იმ დღეზე როდის დავამთავრებდი. მაშინ მეც მეგონა სკოლადამთავრებული ჩამოყალიბებული ადამიანოა თქო.. და ისე ვამთავრებ უნივერსიტეტს რომ ჯერაც ვყალიბდები და ძიებაში ვარ და რაც მთავარია არც ერთი წამით არ მენატრება სკოლის 11 წელი და არც ერთი კლასელი🙂 ბანკეტიც საშინელება იყო..🙂 აი ისეთი, შენ რომ გგონია

    1. ზუსტად ვიცი, რომ არც მე მომენატრება,ჩამოყალიებებას რაც შეეხება, მაგაზე პრეტენზია აღარ მაქვს, ხო იცი ზოგი სიბერიშიც კი ძიებაშია:)

  3. როგორი სიხალისე შეინიშნება კ-პოსტში =D სურათშიც დაგიკრეჭია კბილები =D
    როგორი ოპტიმიზმით აღსავსე ადამიანი ხარ რა…(rofl) =D
    მართლა “ბოლო ზარი” იყო და მართლა გამოცდები გაქვს და მართლა ჩაიჭრები და მართლა ვინ არ ჩაჭრილა და მართლა და მართლა
    ნავთელ იცი რა ფრაზა აკლდა კ-პოსტს? “ოო, ეს მუხთალი წუთისოოოფელი” =D

    მოიცა და მე არ მოგენატრები? (wasntme) გამიცრუე იმედები…
    შენს გასვენებაში კაპიკს აღარ დავდებ. ვსიო!!!

      1. ვისთვის როგორ რაა😀, ჩემთვის “დაგიკრეჭიაა” სწორი ფორმა =)
        vot tak! io, hehe

  4. ადამიანებს, როგორც წესი ერთმანეთის გახარება ან არ შეგვიძლია, ან არ გვსურს. – გენიალურია!🙂

  5. me axla maqvs bolo zarii da sheni ati mcnebidan mec viziareb zogs…shens mzgavasad arc me vici maglebze siaruli tumca yvelaze cudi is aris rom vici rogori sashineli banketi meqneba:(:(:(

    1. koki kide didi dro gaqvs win, bevri ram sheicvleba, mag postis mere sxva postic miweria”yvelaze magari banketi”, imedi gamicruvda da shevcdi roca winaswarve pesimisturad ganvewye. erti rasac girchev isaa, rom fexebze daikido, naxe ra genialurad wava yvelaferi<3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s