ხანდახან ჩემი ქართველობის მრცხვენია

ვიცი ამ სათაურის გამო გამაკრიტიკებ, ვიცი ახლა ყველაზე დიდი მორალისტი გახდები, მაგრამ  შეცდები… ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად ყოფილა ისეთი მომენტები, როცა საკუთარი ქართველობის გამო, მხოლოდ თავი დამიხრია. მე არ ვამბობ, რომ ეს მუდმივად ხდება, პირიქით სიგიჟემდე მიყვარს საქრთველო, ქართველებიც, ისტორიაც, მაგრამ ფაქტები არა. სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი ჩვენს დაბალ დონეზე და ძალიან დიდ განუვითარებლობაზე მეტყველებს.

ყველა შეამჩნევდით, რომ თბილისის ქუჩებში საგრძნობლად გაიზარდა ფერადკანიანთა რიცხვი. ისინი უკვე თითქმის ყველაგან არიან: მაღაზიებში, ტრანსპორტში, სხვადასხვა დაწესებულებებში. სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან მიკვირდა, მეც გაოგნებული ვუყურებდი “ზანგს”, რომელიც ტელევიზორის ყუთიდან გადმოსული მეგონა, მაგრამ შევეჩვიე,… ბევრისგან განსხვავებით. ცოტა ხნის წინ, როცა მე და სოფო ავტობუსით ვმგზავრობდით, ამოვიდა შავკანიანი ქალი და დაჯდა ჩვენს გვერძე. იქვე ერთი კაცი იჯდა, რომელმაც ცოტა ხანში, წინ მყოფ მეგობარ გადასძახა “მოდი, მოდი, შენი ბიძაშვლი ამოვიდაო”(სავარაოდოდ ის მეგობარი შავგვრემანი იყო), ამაზე თავისთავად ატეხეს ხორხოცი, დაიწყო გადაძახება-გადმოძახებები.  ცოტა ხანში კი,  ქალმა არც ისე დამტვრეული ქართულით თქვა “მე მაგის ბიძაშვილი არა ვარ!”, და გაჩუმდა მთელი ავტობუსი (ის კაცი, ვინც საუბარი წაამოიწყო, უცბად მართლაც დაემსგავსა ამ ქალის ბიზაშვილს), ჩვენ რომ ჩამოვედით, მაშინ ეს კაცი გულიანად ეჭუკჭუკებოდა ქალს, და შერცხვენილი ცდილობდა, როგორმე ესწავლებინა გზა(ალბათ გააცილა კიდეც).

ამ დროს, ამ ქალის მრცხვენოდა. მრცხვენოდა იმის, რომ მთელი ავტობუსი მას დასცინოდა და მე არაფერს ვამბობდი. მრცხვენოდა, რომ ჩემი თანამგზავრები, ჩემი თანაეროვნელებიც  იყვნენ.

მეორე ფაქტი დღეს მოხდა. კიდევ ტრანსპორტში. ამ ჯერად ორი ფერადკანიანი მამაკაცი ამოვიდა. ჩემსა და დედას წინ სამი გოგო იჯდა. საერთოდ არ მიყვარს ადამიანის გარეგნობაზე საუბარი, კერძოდ ისეთი ფრაზების თქმა, როგორიცაა: “რას გავს”, “სარკეში არ იყურება?” და სხვ. მაგრამ, დღეს გაბედულად ვამბობ, რომ სამივი შეუხედავი, გაკრეჭილი და თვალებგადმოკარკლული იყო :დ მოკლედ, ამათ, უცბად ატეხეს ზედმეტად ხმამაღალი სიცილი. ზანგმა ბიჭებმა შემოხედეს, მაგრამ არაფერი არ უთქვამთ. გოგოები კი არ ჩერდებოდნენ, იწეწებოდნენ რასაც ჰქვია. უცბად გაჩერდნენ და უფრო ხმამარალი სიცილი დაიწყეს. რაც ხარხარს, რაყრაყს ან რამე მასეთს უფრო ჰგავდა. ბიჭებმა კიდევ შემოჰხედეს, ამათ “სიცილში” კი, ისმოდა ფრაზე “სულ ამით უნდა ვიმგზავრო”, “რას გვანან”, “მაგრად გავერთეთ”, ვიღაცის ტელეფონმა დარეკა და “ფუუ რა ზარია”, აი ძლივს მოვთოკე თავი, რომ არ დამელანძღა. ამ დროს კიდევ ერთხელ შემრცხვა ჩემი ეროვნების. ბიჭები გაკვირვებულები და თან გაბრაზებულები ჯერ გოგოებს უყურებდნენ და მერე ჩვენ. მე არ ვიცი ისინი რას წარმოადგენდნენ, შეიძლება ბევრად ცუდი ადამიანებიც იყვნენ, მე არ ვიცი როგორ დამხვდებიან მათ სამშობლოში, იქნება ეს ალჟირი, ლიბია, სომალი თუ ნიგერია.არც მაინტერესებს, არც აქვს ამას არსებით მნიშვნელობა, მთავარი ჩვენი ზნეობა და ჩვენი სინდისია საკუთარი თავის წინაშე. დარწმუნებული ვარ, ასეთი კიდევ უამრავი შემთხვევაა. ამ დროს ჩვენი ქართვლები იმას ვერ ხვდებიან, რომ ყველაზე მდაბიო სენით, რასიზმით იტანჯებიან.

მრცხვენია  კიდევ ამ ვიდეოს გამო:

თუმცა, მე უფრო ხშირად თავაწეული დავდივარ, იმიტომ, რომ ვიცი, სად უნდა ვეძებო ნამდვილი საქართველო.

13 thoughts on “ხანდახან ჩემი ქართველობის მრცხვენია

      1. ავადმყოფობის ისტორიაში მიამატებენ, რომ სიბერის ჟამს, დაგეწყო ჰალუცინაციები და დალტონიზმი :დ

  1. ფუ, როდინდელი კი არა, რა საშინელებაა უნდა დამეწერა, სიტყვები ამერია, ისე გავოგნდი…:/

  2. მეც არ მიყვარს უსამართლოდ რომ მოექცევი სხვა ეროვნებას ან რასას,მაგრამ იშვითად შემხვედრია ამგვარი სიტუაცია საბედნიეროდ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s