რატომ არის კარგი პირადი ბლოგი

სადაცააა სამი წლის გახდება ჩემი ბლოგი. ბოლო სამი წელი მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში ყველაზე გადატვირთული იყო ემოციურად და შესაბამისად  ბლოგიც ყვლაზე საინტერესო ისტორიას აღწერს.  რა თქმა უნდა ჩემთვის საინტერესოს. ჩემმა ბლოგმა და მეც, როგორც ბლოგერმა ბლოგინგის უამრავი ეტაპი გავიარეთ. უამრავჯერ შევიცვალე აღნიშნულთან დაკავშირებით აზრი : ხან ვფიქრობდი რომ  ლამის საშვილიშვილო საქმეს ვაკეთებდი :D,  ხან კიდევ იმდენად დიდ უაზრობად მეჩვენებოდა ჩემი აზრების ასე გასაჯაროება, რომ ბლოგის გაუქმების  ზღვრამდე მივდიოდი. ხან თვეობით არ ვწერდი, ხან დღეში რამდენჯერმე ვწერდი, ხან ვცდილობდი რომ საგანამანათლებლო ხასიათი მიმეცა, ხანაც კი,  ჩეულებრივი თბილისელი გოგოს დღიურად ვტოვებდი. მოკლედ ბლოგის ცხოვრებაში მრავალმა წყალმა ჩაიარა..

მაგრამ მაინც, რატომ არის პირადი ბლოგის ქონა კარგი? თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ არაპირადი, გარკვეული თემატიკის ბლოგის გაკეთება ცუდია.  ახლა, იმ დროს როცა უამრავი სამცადინო მაქვს კოლოკვიუმებისათვის, როცა უამრავი სასწავლი მაქვს სემინარებისთვის, საკონფერენციო თემა დასაწერი და ტრენინგის დიზაინი მოსამზადებელი, გადავწყვიტე, რომ საუკეთესო დრო იყო ძველი პოსტების წასაკითხად.  სწორედ ამი მერე გამიჩნდა სურვილი დამეწერა პირადი ბლოგის დადებით თვისებებზე:

პირადი ბლოგი ანუ შენი  მინი ისტორია, გეხმარება გაიხსენო შენი წარსული, მაგრამ არა მხოლოდ ფაქტები, არამედ ფიქრებიც, აზრებიც, ემოციები, შეხედულობები, ფასეულობები. ამ დროს კარგად ხედავ საკუთარ ცვლილებას, კარგად აღიქვამ საკუთარ დადებითსა და უარყოფითს.ძველი პოსტების კითხვისას ისეთი შთაბჭდილება მრჩება თითქოს ეს ჩემი  კი არა, სხვისი ისტორიაა და შესაბამისად ობიექტურადაც ვუდგები საკუთარ ნააზრევს.

ისტორიასა და წარსულს რომ თავი დავანებო, პირადი ბლოგის საშუალებით ერთ დროს ნამდვილად კარგი ნაცნობ-მეგობრები შევიძინე. ადამიანები, რომლებიც იზიარებდნენ ჩემს მწუხარებას  ან უბრალოდ ჩემს თითოეულ, უაზროდ დაწერილ სიტყვასაც კი და ახლაც ვფიქრობ, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ისინი უფრო კარგად მიცნობდნენ, ვიდრე ადამიანები ვისთან ერთადაც ვცხოვრობ.

შეიძლება სასაცილობდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ნამდვილად არის  გარკვეული ინტიმი იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებისაც მხოლოდ “ნიკი” იცი და ხანდახან სქესზეც კი არ გაქვს წარმოდგენა. ამ დროს, თითქოს უფრო მეტი სიმართლე და გულწრფელობაა ურთიერთობებში, მაგრამ ანონიმურობის დრომაც ასე ვთქვათ გაიარა, ფეისბუქის გადამკიდე ძნელად თუ დარჩები  ნიღაბს მიღმა.

ადრე, როცა ბევრს ბლოგი ჯერ კიდევ  საჭმელი ან საშენი მასალა ეგონა, საზოგადეობის მცირე ნაწილმა, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ინტერნეტზე და გარკვეული ინფორმაციაც ჰქონდა ქართველ ბლოგერებზე, გაამართლა თავისი ქართველობა და ამ სიახლესაც (როგორც ყველა დანარჩენს სხვას) თავიდან  არც ისე დადებითად შეხვდა, ხშირად ამბობდნენ, რომ ბლოგერები ჩამოუყალიბები, “ნამდვილ” ცხოვრებაში არარეალიზებული ადამიანები იყვნენ, რომელთაც კომუნიკაცია მხოლოდ ვირტუალურ გარემოში შეეძლოთ. არ ვიცი, შეიძლებ მართლაც იყვნენ ასეთი ბლოგერები, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია  ვთქვა, რომ ბლოგინგი მართლაც დამეხმარა გარკვეული კომპლექსების გადალახვაში,  დამეხმარა რომ გავმხდარიყავი უფრო გულწრფელი, დამეხმარა გამეცნო ადამიანები, რომლებიც ხანდახან თურმე ჩემსავით ფიქრობენ, რომლესაც ასევე აწუხებთ დეპრესია, რომლებსაც ასევე აქვთ პრობლემები ან არიან მარტოსულები. ეს აღმოჩენები კი გეხმარება იმის გაგებაში რომ შენ არ ხარ მარტო ამ დედამიწზე და  შენც შეგიძლია რაღაცის შეცვლა ^^

მოკლედ კარგია, როცა გაქვს პირადი ბლოგი, ჩემთვის ყოველშემთხვევაში  მის პირადულ ხაიათს არასოდეს არ შეუქმნია პრობლემა, პირიქითაც კი ^^.

ურთიერთობები

მიუხედვად იმისა რომ შექსპირი დღესაც პოპულარულია და რომეო და ჯულიეტაზე კვლავაც გვეტირება, ურთიერთობებმა მაინც დაკარგა რომანტიკა და ხშირად მატერიალიზმზე დასულ, პრაქტიუკულ გათვლად გვევლინება. ხანდახან ვფიქრობ თუ რას ნიშნავს კარგი ურთიერთობა, ამ დროს ყველა დეტალს ვშიფრავ, ყველა დეტალს ვამოწმებ და ბოლოს აბსურდებამდე მივდივარ. მოკლედ მთავარია ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობდე, მაგრამ არც ეს კომფორტია ადვილი მისაღწევი…

გავდივარ ქუჩაში და ყველა ფეხის ნაბიჯზე წყვილს ვხედავ, წყვილებითაა სავსე ტრანსპორტი, სასწავლებელი, ბაგა-ბაღებიც კი, დადიან ჩახუტებულები, ჩახვეულები, ჩაკიდებულები და თითქოს არავის არ აქვს პრობლემა. მაგრამ, როგორ დავიჯერო რომ მათ ყველამ მიაღწია მთავარს, ურთიერთგაგება, ურთიერთპატივისცემას, ურთიერთნდობას?! რა თქმა უნდა  – არა. მოჩვენებითია ხშირად ყველაფერი.

რა გაპირობებს ამ მოჩვენებითობას? ის რომ გოგონებსა და  ბიჭუნებს ჩვენი ბიოლოგიური მოთხოვნილებები გვაქვს, ან ის რომ გოგონებს დაქალებთან საჭორაო თემა შემოგველია.   საერთოდ ყველა გოგოს სჭირდება რამე ტრაგიკული, ვნებიანი, მღელვარი ისტორია. ნუ, ისევ და ისევ დაქალებისთვის მოსაყოლად. გარდა ამისა, ოდესმე ყველას გვებეზრდება “რაშიანი პრინცების” ლოდინი და ვიწყებთ უბრალოდ  ურთიერთობას.

ურთიერთობა საერთოდ ფენომენი გახდა ჩემთვის, ეს არის გამუდემბით განვითარებადი პროცესი, არასოდეს არ უნდა გაჩერდე, არასოდეს არ უნდა გაჩუმდე, არასოდეს არ უნდა მოექცე მეწყვილეს ისე, როგორც არ გინდა რომ შენ მოგeqცეს, ამის მერე კიდევ გამოვა რამე.

ცალკე ფენომენია „ქართული ურთიერთობა”, იმიტომ რომ აქ ყოველ წუთას ვაწყდბეით სექსის ქონისა ან უქონლობის პრობლემას.  ან არ ვაწყდებით და ვქმნით უსექსო ანომალიურ ურთიერთობას, თუმცა რა თქმა უნდა ყველაფერს თავისი დროს აქვს და ურთიერთობის ეტაპებსაც გააჩნია.

როგორ უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობა, როდის უნდა გადავიდეთ კომფორტის ზონაში – ანუ გახდეთ ბედნიერები, პირველ რიგში მაშინ როცა დავივიწყებთ იქამდე წაკითხულ წიგნებს, მითუმეტეს საყვარელ წიგნსა და პერსონაჟს, დავივიწყებთ ფილმებს, დავივიწყებთ მეგობრის/მეზობლის/კურსელის/თანამშრომლის მიერ მოყოლილ სკუთარ ან მისი შვილის/მეგობრის/დედის/ბებიის/მეზობლის რომანტიკულ თავგადასავალს და მივხვდებით რომ ვიღებთ ახალ ფილმს ჩვენს ურთიერობაზე, ვწერთ ახალ წიგნს, ვყვებით ახალ ამბავს, რომ ჩვენ უნიკალურები ვართ და არავის გამოცდილება არ იქნება გადამწყვეტი. ამის მერე მივხვდებით, რომ  გარკვეულ დათმობებზეა წასვლა საჭირო, ამის მერე გავითვალისწინებთ  მეწყვილის აზრს, და მივაღწევთ გარკვეულ სტაბილურობას.

მოკლედ, საჭიროა გავიზარდოთ ურთიერთობაში, საჭიროა მივხვდეთ რომ არ მართლდება დოგმები “იდიალური ურთიერთობების შესახებ”, ჩენ თვითონ უნდა ვაქციოთ ურთიერთობა იდიალურად, რაც ნამდვილად შრომატევადი საქმეა.

მე გირჩევთ რომ ყოველთვის იყოთ გულწრფელები, ნუ მე პირადად ასე ვიქცევი – როცა რამე არ მომწონს ყოველთვის ვამბობ, მიუხედავად იმისა, ობიექტურად მართალი ვარ თუ არა, მთავარია რომ მე, სუბიექტი არ ვარ კომფორტულად, აი თქმის, მსჯელობის მერე კი ყველაფერი ადვილი ხდება ^^

ასევე გირჩევთ, რომ არ დაიწყოთ გლოვა დაშორებების მერე, ეს ძირითადად გარდაუვალი პროცესია და არ ღირს ვინმეს გამო ცრემლების ღვრა და უსასოო ლოდინი. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ საკუთარი თავმოყვარეობა, საკუთარი პიროვნულობა, საკუთარი აზრი და არ მისცეთ სხვას მისი იგნორირების საშუალება, ეს  მხოლოდ პიროვნულ დეგრადირებამდე მიგიყვანთ, დერადირებული კი აღარაფერია მომხიბლავი და ლამაზი. ასევე გირჩევთ რომ ყოველთვის იყოთ ფორმაში, ყოველთვის ეცადოთ, რომ რაღაცით ახალი მოეჩვენოთ თქვენს მეწყვილეს, ერთფეროვნება მოსაბეზერებლია – ეს წყალგაუვალი ჭეშმარიტებაა. კი, ზოგიერთი ამბობს რომ  მოსწონს გოგო – უბრალო, კოჭამდე კაბით, დახურული მაისურით და ასე შემდეგ, მეტი არაა ჩემი მტერი . ყველა მეორე ბიჭი მოკლეკაბიანს ლამის ენაგადმოგდებული უკან მისდევს, ეს იმიტომ რომ მამაკაცები ამ საქმეში ძალიან ინსტიქტურები, სუსტები და უნებისყოფოები არიან.

და კიდევ ერთი გაფრთიხლება: არასოდეს იფიქროთ რომ თუ ბიჭი არ გირეკავთ ესე იგი მას არ სცალია რამდენიმე დღის განმავლობაში, ყოველთვისაა  1 წუთი დასარეკი დრო თუ კი მას ენატრებით. არასოდეს გაამრთლოთ მისი იდიოტური საქციელები, იყავით კრიტიკულები და სწორედ ეს დაგეხმარებათ მის შეცვლაში. არასოდეს თქვათ რომ ის უბრალოდ ასეთია : უპასუხისმგებლო,  რომ მას არ შეუძლია ზრუნვა, რომ ჯერ სუსტია და ასე შემდეგ. როცა ბიჭს უყვარხარ ძალიან კარგადაც იღებს პასუხისმგებლობას, ძალიან მზრუნველიც ხდება, ტბილიც და მოსიყვარულეც, ეს იმიტომ არა რომ მოვალეობების აღება მერე უფრო მარტივია. უბრალოდ მერე ამის მოთხოვნილება თვითონ უჩნდება.

აერთოდაც, ძალიან ხშირად, ის რომ ურთიერთობები არ ეწყობა უბრალოდ გრძნობის ნაკლებობის ბრალია და არა გარემო პირობების. ასე რომ იყავით მაქსიმალურად გულწრფელები (პირველ რიგში საკუტარ თავთან), მომთხოვნები, კრიტიკულები, თბილები და საყვარლები, მერე უფრო გამარტივდება ყველაფერი ^_^ 

ყველას ტკბილ და თბილ ურთიერთობას გისურვებთ:*

დრო, როგორც შემზღუდველი ფაქტორი

შუქნიშანს ვერ გავასწარით.

30. 29, 28, 27, 26, 25, 24,23, 22…

ეს ის ოცდაათი წამია, რომელსაც ვითვლი. რამდენი ასეთი ოცდაათია დღის, კვირის, თვის განმავლობაში. არც ისე ბევრი და ისინიც ისე სწრაფად გადაიან როგორც ეს ერთი ოცდაათი წამი.

7,6,5,4,3,(გაყვითლდა),2,1.

დაიძრა.

ასეთ მომენტებში ყველაზე კარგად შევიგრძნობ სეკუნდებისა და მინუტების მნიშვნელობას.

დროის გამოუყენებლობა ამ ქვეყნად ყველაზე დიდ ცოდვად მიმაჩნია, თუმცა, მაინც ისე ხდება,  რომ ჩემი შემზღუდველი ფაქტორი ხშირად დროა, უფრო სწორად – გამოუყენებლი დრო.

საღამოს გვიან მოვდივარ, დაღლილსა და მიქანცულს პროდუქტიულობაზე ფიქრი აღარ შემიძლია, უბრალოდ ფილმს ვუყურებ, რამეს ვკითხულობ ან ამ მცირე დროსაც კი facebook-ზე ვახრჯავ. დილთ იქამდე შემიძლია ძილი სანამ ჩემი დაგვიანება უკანასკნელ ზღვარს არ მიაღწევს სამსახურში/უნივერსიტეტში/ან სადმე სხვაგან. ეს მეორდება ყოველდღე. ყოველ კვირა.

მერე აღმოვაჩენ ხოლმე, რომ უამრავი რამ ვერ მოასწარი ან ყველაზე მნიშვნელოვანი დამრჩა გაუკეთებელი. რა მოხდებოდა დღე-ღამეში 27, 28 საათი რომ იყოს? ა ალბათ ის მოხდებოდა რომ მე კიდევ რამე პროექტზე დავხარჯავდი დროს და დილით კი კიდევ უფრო მეტს დავიძინებდი 🙂

დროის მართვა ყველაზე მნიშვნელოვანია, რაოდენ შრომისმოყვარე ან ჭკვიანიც არ უნდა იყო ვერასოდეს მიაღწევ წარმატებას თუ კი დროს სწორედ ვერ მართავ. ჩემი პატარ-პატარა გამოცდილებებით მივხვდი რომ ეს რკინის კანონია, უბრალოდ მიჭირს ოქროს შუალედის პოვნა.

ათასგვარი ტრენინგები იმართება ეხლა დროის მართვაზე,  ე.წ. “დროის მენეჯმენტი” ისეთივე პოპულისტური თემა გახდა. როგორც “ლიდერობა”, “public speaking” და სხვები. არადა ყველა მათგანი ისეთია, ადამიანმა თვითონვე რომ უნდა მოაგვაროს.

მაგალითად, ჩესტერფილდის “წერილები ვაჟიშვილს” ათასჯერ მეტს გვასწავლის ლიდერობაზე და ეფექტურ კომუნიკაციებზე ვიდრე ეს ტრენინგები, ერთსა და იმავეს რომ ტკეპნიან. ხო რაც შეეხება დროის მენეჯმენტს, ამაზე არც დამიგუგლავს, ვფიქრობ არც მჭირდება ტრენინგი, იმიტომ რომ ზედმეტად ინდივიდუალური თემაა და ყველამ ჩვენით უნდა მივხედოთ.

რაც მთავარია მე მივხვდი სამ რამეს

1)იმას რომ დროს ცუდად ვანაწილებს;

2) დროსთან ერთად პრიორიტეტებსაც;

3)იმდენად ჩქარა უნდა შევცვალო ეს ყველაფერი, რამდენადაც შესაძლებელია.

ვფიქრობ ეს სამი პოსტულატი თუ რაცაა 🙂 დამეხმარება დროის სწორად გამოყენებაში და სემესტრის ბოლოსაც სინანულის მიზეზი ნაკლები მექნება 🙂

ცვლილებები

გავიზარდე და შევიცვალე. ნურავინ იტყვის რომ ადამიანები არ იცვლებიან. იცვლებიან და თანაც როგორ. ზოგადად არც მესმის რას გულისხმობენ “ადამიანების შეცვლაში”. რამე ფიზიკურ მახასიათებელს? სულიერს? ადამიანები იცვლებიან გარემო პირობების ცვლილების პირდაპირპროპორციულად, იცვლება მათი შეხედულებები, ფასეულებები, იცვლება მათი ღირებულებებიც, წარმოდგენები, იცვლება ყველაფერი. დადებითისკენ ან უაროფითისკენ… ზოგჯერ უბრალოდ გაურკვევლობისკენ.

მეც შევიცვალე, შეიცვლა მაგალითად ის, რომ წერა აღარ მიყვარს, უფრო სწორად ვეღარ ვწერ. არადა ზოგადად ამბობენ: ადამიანები წერას მაშინ იწყებენ სათქმელი რომ უგროვდებათო, ახლა რომ აქვს იმდენი არასოდეს მქონია, მაგრამ რაღაც მაინც მაკავებს…

შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ზოგადად მოვლენებისადმი, აღარ ვითხოვ იდიალურს აღარაფერს, აღარც ურთიერთიერთობებს, აღარც ადამიანებს, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მე მცირედით ვკმაყოფილდები ან ვბედნიერდები, არა, უბრალოდ გაურკვევლობაში ვარ.

აღმოვაჩინე, რომ ადამიანი მართლაც გაუმაძღარი არსებაა.  გგონია  მიაღწიე მწვერვალს, თითქოს ეს ის არის რაც შენ იქამდე ბედნიერების გარანტად მიგაჩნდა, მაგრამ არაფერიც.. “ფა ფუ”… აისრულებ თუ არა ოცნებას, ან მიაღწევ მიზანს თუ არა მაშნივე ინგრევა შენი წარმოდგენა ბედნიერებაზე… ან უბრალოდ ხვდები რომ ეს არ ყოფილა საკმარისი.

აღმოვაჩინე ისიც, რომ არ არსებობს ცხოვრებისეული ფილმები, ცხოვრება ცხოოვრებაა, სწორედ აქ მთავრდება და იწყება ყველაფერი. ცხოვრებაში მეტი ნაცრისფერია. ცხოვრებაში როცა ერთი შეყვარებული ფიქრობს მეორეზე, ამ დროს მეორე შეიძლება სულაც არ ფიქრობდეს პირველზე, ცხოვრება ნაკლებად გვპატიობს დაგვიანებას და ძნელად გვჩუქნის ისეთ კადრებს ფილმებში რომ არის, თვითმფრინავზე/მატარებელზე რომ მიუსწრებენ ხოლმე წასვლამდე ან გაფრენამდე პატიების სათხოვნელად, ან უბრალოდ „არ წახვიდე“, „მიყვარხარ“ – სიტყვების სათქმელად, ხან საერთოდ თვითმფრნავს რომ აბრუნებენ უკან. აქ ვერაფერსაც ვერ მოაბრუნებ. ასე რომ შეიძლება შენს გულის სწორს ვერ მიუსწრო, გამობრუნდე, გზაში ვინმეს შეეჯახო და სწორედ ეს შეგიყვარდეს.ცხოვრება მაინც სჯობს ფილმს იმ მხრივ, რომ მეტი ალტერნატივაა და არ ხარ ვალდებული ცხოვრების ბოლომდე ვინმე სუპერ ბიჭთან ან სუპერ გოგოსთან იყო.

სასაცილო კიდევ ის არის ფილმის ყურების დროს თავი ყველას მთავარი გმირის როლში  წარმოგვიდგენია, არადა რელობაში შეიძლება მთავარი გმირის უიღბლო მეგობრები, მეჯვარეები ან ყოფილი შეყვარებულები ვართ.

აღმოვაჩინე ისიც, რომ არასოდეს ღირს ხელის ჩაქნევა, ყოველთვის გვიმზადებს ცხოვრება რაღაც მოულედნელობას, ყოველთვის თენდება ღამე და ყოველთვის იცვლება ცუდი კარგით, ან პირიქით. ე.წ. “მუღამიც” ამაშია, ნუ იქამდე სანამ დაამუღამებ 🙂

და საერთოდაც რას ვწვალობ, რას ვბოდიალობ, ეს ყველაფერი ხომ ისეც ნათელია, ისედაც უკვე გაბანალურებული ჭეშამარიტებაა, ამას გადააწყდებით ყველზე ბანძ წიგნსა და ფილმშიც კი, მაგრამ მერე რა.. არაფერი შეედრება იმას როცა ყველაზე მარტივ დასვნამდეც კი შენ მიდიხარ, შენი პატარ-პატარა გამოდილებებით, შეცდომებით, შენ მიერ გადადგმული ნაბიჯებით, და საერთოდაც, მერე რა რომ ბანალური ვარ, სხვაც რომ ბანალურია და ზოგადად, საზოგადოებაც~ რომ ბანალურია.

ბანალურობა ხომ მაინცდამაინც ცუდს არ ნიშნავს (ესეც კიდევ ერთი აღმოჩენა).

როგორ მოვაგვაროთ პრობლემები

როგორ მოვაგვაროთ პრობლემები? არა, რომელი ფსიქოთერაპევტი მე ვარ, აპრობირებული მეთოდები და რჩევები რომ შემოგთავაზოთ, მაგრამ უბრალოდ გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას.

ჩემს ცხოვრებაში საერთოდ არ იგრძნობოდა ახალი წლის მოსვლა და მითუმეტეს “ახალი ციკლის დაწყება”, სამწუხაროდ ყველაფერი ისევ ძველებურად  იყო და შეიძლება ითქვას უარესადაც კი. განსაკუთრებით მძიმე მქონდა წინა ორი კვირა, ნუ ეს კვირაც.  გარკვეული მიზეზების გამო ფულის უაზროდ დახარჯვა მომიწია, მქონდა დანაკარგი, ამას დაემატა არეული ურთიერთობები, გამოცდის წინ გათენებული ღამე, განმეორებითზე გადატანილი საგნები. შეიძლება ითქვას დეპესია უკვე კარს იყო მომდგარი. საერთოდ, არ მჩვევია ფსიქოლოგთან საუბარი, არც ფსიქოლოგიური სტატიების კითხვა. ამ დროს ყოველთვის ვცდილობ ისევ საკუთარ თავში ვიპოვო ძალები და შთავაგონო ის, რომ მიუხედავად ყველაფრისა ძველი შემართებით უნდა გავაგრძელო ცხოვრება. იყო მომენტი, როცა დილით ვიძღვიძებდი და ადგომა არ მინდოდა, არ მინდოდა არც გარეთ გასვლა, არც ვინმეს დანახვა. დარწმუნებული ვარ მსგავსი სიტუაცია თქვენც გქონიათ, შეიძლება მერე გქონდეთ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ დროს განსაკუთრებით შავ-ბნელ ფერებში ხედავ და აღიქვამ ცხოვრებას. ყველაფერი უკვე უკანასკნელ ტრაგედიად გეჩვენება. მოკლედ ერთხელ თუ აყევი ადამიანი ნერვებს, მერე უკან დაბრუნება რთულია. რა გავაკეთე მე. არც არაფერი ისეთი, უბრალოდ ის რაც ალბათ ყოველთვის, ყველა პრობლემაზე უნდა გავაკეთო და მათ დაგროვებას არ ვუცოდა

download11

გოლზოურთის ერთ მოთხრობაში წავიკითხე ადამიანები მაშინ იქნებიან ბედნიერები, როცა მიხვდებიან რომ იმაზე უარესი აღარაფერი იქნება ვიდრე ახლააო, ნუ სიმართლე რომ გითხრათ ეს გამოთქმა ჩემი მეორე გამოთქმის ცოტა სხვაგვარი ინტრეპრეტაციაა “ყოველთვის შეიძლება მომხდარიყო რამე, ამაზე უარესი”, ნუ რაც არ უნდა იყოს ორივე ფრაზა საუკეთესოა იმისთვის, რომ  მოვლენებს უფრო ოპტიმისტურად  შევხედო.

ისე დაემთხვა, რომ მეგობარმა ბოულინგის სათამაშოდ წამიყვანა და მივხვდი, რომ ეს იმ ფიზიკური თერაპიის ნაწილია რაც დეპრესიიდან გამოსვლისთვის უნდა ჩაიტარო.  ენერგიის ხარჯვა, ყურადრების სხვა საკითხისკენ მიმართვა, დაძაბულობის მოხსნა, განტვირთვა… ჯერ მარტო ამის გამო გავხდი ბოულინგის დიდი ფანი 🙂

კარგია თუ ამ დროს საკუთარ თავთან მარტო დარჩები, გაიაზრებ ყველაფერს, თუნდაც ჩამოწერ ამ პრობლემებს, გაანალიზებ რამდენად უარესად შეიძლება ყოფილიყო ყველაფერი, მოიფიქრებ მოგვარების გზებს და ნელ -ნელა დამშიდდები. თავის არიდებას და საქმის ხვალისთვის გადადებას ყოველთვის სჯობს პრობლემას იმ წუთასვე მიხედო.

აი მე კიდევ დამრჩა ერთი პრობლემა, უფრო სწორად ურთიერთობა რომელსაც ვერ ველევი, რომელზეც ერთი „არას” თქმა მიჭირს და მერე ყველაფერი ისევ მწყობრში ჩადგება. სავარაუდოდ ამასაც გაავეკეთებ და მოვისვენებ.

22

თუ სოციალურად აქტიური ადამიანი ხარ კარგი იქნება  მიმდინარე პროექტებს, პროგრამებს, კონკურსებს გადახედო, დაიტვირთო თავი ახალი საქმეებით, ოღონდ ისინი არ უნდა აქციო პრობლემებად. პრირიქით ყველაფერი საინტერესოდ უნდა აღიქვა.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი რაც დაგეხმარებათ იმაში რომ არ ჩავარდეთ დეპრესიაში :()) მე ზოგადად ძალიან მიყვარს როცა თავს დამოუკიდებელ ადამიანად აღვიქვამ.  ეს აღქმა თავისუფლად შეიძლება დაგეუფლოს მაშინაც, როცა პრობლემებს მარტო, მშობლების დახმარების გარეშე მოაგვარებ. ამ დროს შენ ნათლად ხედავ შენს გაკეთებულ საქმეს  და უკვე თავისუფლად შეგიძლია, როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა, “იანვრის სუსხიანი, მეორესუნთქვისგამხსნელი” ჰაერის ჩასუნთქვა და ფილტვების გაწმენდა.  გაწმენდა დაგროვილი ბოღმისა და სიბრაზისგან

ასე რომ ჩემო მეგობრებო, არსებობს უფრო დიდი ტრაგედიები და ამ პატარა სიცოცხლეში არ ღირს დროის დეპრესიაზე დახარჯვა 🙂

რაც მეწერინება და მეთქმევინება

ძველ პოსტებს გადავხედე და მივხვდი რომ ბლოგი ჩემთან ერთად იზრდება. ამიტომაც ის არის და იქნება ჩემი ცხოვრების ფენომენი.  არცერთი დღიური ან ჩანაწერი არ გამოხატავს ჩემს ემოციებს ასე ქრონოლოგიურად.თუმცა,  მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა დიდი ხანია აქ ასეთი გულწრფელი პოსტი აღარ გაჭაჭანებულა. ისევ და ისევ იმის გამო რომ ბლოგიც იზრდება და მეც ნაკლებად და ნაკლებად მაქვს აქ წერის სურვილი.

პირველი პოსტი რომ დავწერე, თუ სწორად მახსოვს მეათე კლასში ვიყავი. ჰოდა იმის მერე ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ მე თვითონ შევცვალე. მაგრამ რეალურად ალბათ ისევ ის დავრჩი. ისევ ის ვარ იმიტომ რომ კვლავაც ბევრს ვფიქრობ, კვლავაც ვერ ვანაწილებ პრიორიტეტებს და რაც მთავარია დროს. ჰო, ჩემს შეცდომებზეც ნაკლებად ვსწავლობ.

ჩემი გზა, რომელსაც ცხოვრების გზას ეძახიან ხოლმე,  შეიძლება ითქვს რომ ლაბირინთადაა ქცეული.  სულ რაღაცას ვეძებ და ბოლოს ვხვდები რომ ეს „რაღაცა“ ვიღაცაა“ ანუ ჩემი თავი.  ოთხწლიანი ბლოგერობის განმავლობაში წესით ახლა  ყველაზე იღბლიანი პერიოდი მაქვს. იღბლიანი იმ გაგებით რომ ნელ-ნელა  მოვიგროვე ჩემს გარშემო ისეთი რაღაცები, რომლებიც ადრე  ბედნიერების აუცილებელ ნაწილად წარმომედგინა. ესენია: სწავლა, სამსახური, მეგობრები და საყვარელი ადამიანი გვერდით. ხო, ძალიან მშრალად ჟღერს და არა მარტო ჟღერს, არის კიდეც ეს ყველაფერი მშრალი.  მე მაინც არ ვარ კმაყოფილი და შესაბამისად არ ვარ ბედნიერი, თუმცა კი ბედნიერება და კმაყოფილება ერთი და იგივე სულაც არ არის.

არ ვარ ბედნიერი იმის გამო რომ ამ 4-მა კომპონენტმა სათითაოდ პრობლემაც  ბევრი მოიტანა. აი მაგალითად ჩემს სასწავლებელში ანუ თსუ-ში, მე ვერ ვანაწილებ დროს, ვერ ვირჩევ მიმართულებას. ჯერ საერთოდ არ მიყვარდა ჩემი ს პეციალობა, მერე შევეჩვიე, ეხლა ნელ-ნელა მიყვარდება, ბევრმა მიმართულებამ დამაინტერესა და აღარ ვიცი რა ვქნა. ამას გარდა ბილოგია სპეციფიკური დარგია, მეცნიერებაა და ბევრ სწავლას, ბევრ მუშაობას, ბევრი რაღაცის წაკითხვას ითხოვს. რაშიც მე მემგონი არც ისე წარმატებით ვმოღვაწეობ.

სამსახურს რაც შეეხება აქ ჯერ არ მაქვს პრობლემები, უბრალოდ მეშინია რომ ზევით აღნიშნულში ხელს შემიშლის.

იმდენი მეგობარი ახლა რომ მყავს არასდროს მყოლია.  რა თქმა უნდა, ნამდვილი მეგობარი გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით ერთი ან ორია, მაგრამ ჩემები ბევრნი არიან. ^_^ ისინი ავსებენ და ალამაზებენ ჩემს ცხოვრებას. მარამ ხანდახან ხდება ისე, რომ მე არ მრჩება მათთვის დრო, ხანდახან ყველაგან ვეღარ მივდივარ და ამას სამწუხაროდ, ამას ჩემს უყურადღებობას აბრალებენ.

ე. წ. „საყვარელ ადამიანთან“ კიდევ იმდენი პრობლემა მაქვს ვერ მოვთვლი, აღარც მინდა ამაზე წერა.

ამ ყველაფრის გარდა კიდევ უამრავ ტრენინგს, კონფერენციას ვარ შეჭიდული. არ ვიტყვი რომ ვიღლები. იმიტომ რომ არ ვიღლები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი სათითაოდ ჩემი წარმატებული კარიერისთვის საჭიროა, მაგრამ კარიერაცაა და კარიერაც. უკვე ეჭვი მეპარება რომ წარმატებული კარიერა გამაბედნიერებს. საერთოდ ვერ ვხვდები რა მჭირდება ბედნიერებისთვის. წინა წელს უფრო გაბედული ვიყავი, უფრო ბევრს ვკამათობდი, უფრო მეამბოხე აზრები მაწუხებდა, წელს რაღაცნაირად ზომბივით დავდივარ. წელს ყველაფერს ვამოწმებ, ჩუმად ვარ, გამოცდილებას ვიღებ. მაგრამ ბედნიერი მაინც არ ვარ.

გადამიუფასურდა ბევრი რამე. შესაბამისად შეიცვალა რაღაც პრინციპები და კიდევ უფრო შესაბამისად ძალიან მერყევი გავხდი. დაქვეითდა ჩემი მიზანდასახულობის  კოეფიციენტიც, თავდაჯერებულობის ხომ საერთოდ. არ ვიცი სადამდე წამიყვანს ეს ყველაფერი. არ ვიცი სადაა ჭეშმარიტება ან საერთოდ რა არის ჭეშმარიტება. ან ეს ჭეშმარიტება მაინც თუ გამაბედნიერებს. ჩემს განწყობას ვერ დავარქმევ მელანქოლიას, ვერც იმას ვიტყვი რომ დეპრესიაში ვარ, უფრო მეტად ალბათ გაზომბებული ვარ. ყველაფერს ვაკეთებ ოღონდ იმ შეგრძნებით რომ უნდა გავაკეთო. რაღაც მაკლია, რაღაც მგუდავს, რაღაც ისეთი მინდა რაც ამავსებს და გამომაფხიზლებს. არ ვიცი რა იქნება ეს რაღაც, შეიძლება იყოს ერთი წამი, ერთი ფილმი, ერთი წიგნი. ერთი მუსიკა, ერთი კოცნა, მაგრამ რაღაც ნამდვილად არის. სად არის არ ვიცი, ამიტომაც ვწერ ამ პოსტს უმისამართოდ.

ამიტომაც ვწერ უაღრესად კონკრეტულ პოსტს, ლირიკული გადახვევების გარეშე.

ეს პოსტი მაინც არ გამოვიდა იმის ამსახველი რაც მეწერინება და მეთქმევინება.

sweet november


ჰელოუ ნოვემბერ^^ ჰელოუ, ნეტავ როგორი ნოემბერი იქნება.. ტკბილი თუ ძალიან ტკბილი..

რა მალე გავიდა ეს შემოდგომაც. საერთოდ ვერ ვიგრძენი, ისე ვარ ჩაფლული მშრალ ქაღალდებში და ყოფით უაზრობებში. ვერ ვიგრძენი როგორ ჩამირბინა შემოდგომამ. არადა მთელი წელი მენატრებოდა.

გადავიღალე.

ვიცი ეს ცუდი სიტყვაა და არ უნდა დავწერო, ვიცი ამით მკითხველს დავაფრთხობ მაგრამ გადავიღალე და რა ვქნა. რა მშრალი და უსუსურია ყველაფერი და რა პათეტიკური ვარ ეხლა მე. ხანდახან მინდება ავდგე და არსებულ რეალობას ვუყვირო, ვაგინო,  ხელის ერთი მოძრაობით როგორც ეს კომპიუტერში ხდება ჩავკეცო ან საერთდ გამოვრთო. გადავიდე იქ სადაც სულ შემოდგომაა და სულ მუსიკაა. თუნდაც ძველი ფრანგული მუსიკა.

გადავიღალე მაშინ როცა პრეზენტაცია, კონფერენცია, მერე ისევ პრეზენტაცია და ზოგადად ბევრია “ცია” არის დატეხილი ჩემს თავს. ნუ ისინი რა საკვირველი მე თვითონ დავიტახე, ალბათ იმიტომ რომ მათ გარეშე უფრო უბედური ვიქნებოდი ვიდრე ახლა ვარ მათთან ერთად.

წინა ნოებერში ერთი ბიჭი გავიცანი. სხვათაშორის ძალიან ლამაზი ამბავია, ოღონდ ერთ დღე გაგრძელდა. დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე. უკვა თოვდა თბილისში და იმ დროს, როცა მე ქიმიის ლექციაზე უნდა ვყოფილიყავი, უცნობ ბიჭთან ერთად ვიჯექი რომელიღაც კაფის მეორე სართულზე და მრგვალი ფანჯრიდან ვაკვირდებოდი თოვას. ხომ ხდება ხოლმე ასეც. რატომ დასრულდა ეს ამბავი ასე მალე? იმიტომ რომ რეალურად არც დაწყებულა და ჭეშმარიტად ასე სჯობდა. ის დღე იყო და მეტად აღარ შევხვედრილვარ, ალბათ სწორედ ამიტომაც დარჩა კარგ მოგონებად.

ეს ამბავი ისე მოვყევი, განწყობისთვის, იმიტომ კი არა რომ წლევანდელი ნოემრისგანაც იგივეს ველი 🙂 უბრალოდ კარგი იქნება აქაც ერთი-ორი ტკბილი ურთიერთობა.

და მაინც, ისევ ძალიან მინდა გავშორდე ამ რეალობას.  ამ ადამიანებს, რომლებიც მღლიან. ძალიან მღლიან. მღლიან იმით რომ არ ესმით ჩემი უსიტყვოდ, აბა ისე, სიტყვიერად გაგებინებას არც ვცდილობ, აზრი არ ექნება. არ ესმით ჩემი იმიტომ რომ ამ მოკლე ხანში მეც მათნაირი გავხდი, შესაბამისად არ ჩანს სხვაობა. არც ის, რომ მე სხვა რამ მინდა. და ასე. ვერ ვიტყვი  რომ ვიტანჯები. იქნებ ყველაზე უკეთესად ახლა ვარ, მაგრამ მაინც. გადავიღალე.

ამ შაბათს ვაშლოვანში მივდივარ და ცოტა მეშველება მგონი. რაღაც მაინც შეიცვლება. ნუ, ცოტათი უფრო მეტი მაინც ხომ მექნება ნანახი.

როგორ მიყვარს ნოემბერი.

როგორ ჩავუშვი მეზობელთან წყალი

მარტო ცხოვრება ძალიან კარგი რამე უნდა იყოს. ერთხელ მომეცა ამის შანსი მხოლოდ.

ჯერ მარტო ის მომენტი რად ღირს, სახლის კარებთან ჩანთას რომ მოიჩხრეკავ გასაღების ამოსაღებად, მერე მარჯვენა ხელის არც ისე მკვეთრი მოძრაობით სინათლეს რომ აანთებ. სახლში შესული გზადაგზა მოსაცმელს, ჩანთას, ფეხსაცმელს  ტოვებ… მაცივრიდან იღებ სადილს, აცხელებ გაზზე და მაგიდას ერთ კაცზე შლი. პარალელურად რთავ ტელევიზორს და მეორე ოთახიდან გამომავალ საინფორმაციოს უსმენ. სადილის შემდეგ ადუღებ წყალს, იმზადებ საყვარელ ყავას, ნახევრად დაბნელებულ ოთახში რთავ კომპიუტერეს, ამოწმებ შეტყობნებებს..  იმ საიდუმლო ადგილიდან კარადაში რომ გაქვს იღებ სასმელს, იმ წვრილ სიგარეტს და ეძლევი მარტოობისგან მოგვრილ სიამეს.

ძირითადად ასე ხდება, მაგრამ სხვანაირადაც მოხდა… ვრცლად როგორ ჩავუშვი მეზობელთან წყალი

ერთი წუთი

უკვე დაღლილი ჩავრბივარ ექსკავატორზე. გაჩერებულ მატარებელს უნდა მისუწრო. უნდა მივუსწრო სანამ წასულა და 2-3 წუთიანი ლოდინისთვის გავუწირივარ.  ჩავრბივარ. ვგრძნობ, სუნთქვა მეკვრის. ყელში მეჩხირება გარედან შემოყოლილი სიცივე. რომ ვერ მივსწრო ტრაგედია დატრიალდება ასე მგონია. რა ცუდად მომებლანდა ეს კაცი ფეხებში, ალბათ გემრიელადაც შემიკურთხა, ისე ძლიერად გავკარი მხარი. ვერ მივუსწარი. ეს მათხოვარიც რაღაცნაირად მღერის. თითქოს ჩემს ტრაგედიას უდებს ფონს.  გული ამოვარდნას მაქვს, სადღაც ყელთან ახლოს, ლავიწებს შორის. ვერ მოვუსწარი. რამდენი დამაკლდა? 5 წამი? კი, 5 წამი იმისთვის რომ მატარებელში კარების დახურვამდე ერთი ნახოტმით შევმხტარიყავი. 10 წამი იმისთვის რომ ადამიანურად შევსულიყავი და ალბათ 1 წუთი იმისთვის რომ ამდენი არ მერბინა.  სად დავკარგე 1 წუთი.  1 წუთით მეტი მეძინა?  მეტი ვჭამე?  1 წუთით მეტ ხანს ვიყავი სააბაზანოში? სად გავაკეთე ზედმეტი მოძრაობა? იქნებ ტელევიზორს ვუყურებდი და ამ დროს დავკარგე ის 1 წუთი, რომელიც საბოლოოდ 3 წუთს უდრის( შემდეგი მატარებლის  მოლოდინში გატარებულ 3 წუთს).  სწორედ ამ ლოდინში ვაანალიზებ რას ნიშნავს  წამები, წუთები, სეკუნდებიც კი…

ვაგზლიდან საბურთალოს ხაზზე უნდა გადავჯდე. შორიდან მესმის გაჩერებული მატარებლის ქოშინი. და მეც ისევ გავრბივარ. ოღონდ მივუსწრო. ოღონდ კიდევ 3 წუთი არა. ანუ 6 წუთი.  ოღონდ არ დამაგვიანდეს. წუთი-წუთზე.  მივრბივარ, ზოგან მივსრიალებ კიდეც, ისე ცურავს ჩემი ფეხსაცმელები.  ისევ ვეჯახები სხვებს. ამ გრძელ დერეფანში, რომელიც სავსეა პიკის საათისგან შეძრული ადამიანებით  მე უშედეგოდ  ვცდილობ გზის გაკვლევას. მერე კიბეები. მატარებლი უმატებს ქოშინს, სადაცაა ჩავალ. მისი გამაყრუებელი ხმა მალე გაავსებს გვირაბებს და მე ისევ ვცდილობ მივუსწრო. აი, ვიღაც კეთილმა ახალგაზრდამ კარები დამიჭირა ხელით.

შევასწარი. გადავრჩი.  გადავრჩი კიდევ დროის დაკარგვას. ეხლა ყველაფერი ადვილად წავა. დღეს შეიძლება საათებიც კი დავკარგო ათას უაზრო რამეზე, მაგრამ არა 2-3 წუთი აქოშნებული მატარებლის ლოდინში. მკლავს ეს წუთები.

ყოველთვის შეგიძლია…

ყოველთვის შეგიძლია ჩამოხვიდე სახლმდე რამდენიმე გაჩერებით ადრე.  გაიარო ცოტა მაინც ფეხით შენს უბანში. მერე რა, თუ გამოფიტული ხარ. მოუსმინო მუსიკას, თუნდაც nothing else matters-ს… და უყურო მანქანების ანთებულ ფარებს.

ყოველთვის შეგიძლია შეიარო იმ ძველ მაღაზიაში, იყიდო საყვარელი ყავა. ყოველთვის არა, მაგრამ იშვიათად მაინც,  შეგიძლია დატკბე სველი წვეთების შეხებით.უყურო  წვიმისგან მოლაპლაპებულ გზატკეცილს. და იფიქრო.

 

ყოველთვის შეგიძლია სახლში ასულმა მოიდუღო შენი საყვარელი ყავა და დატკბე იმ დროით რომელიც ყავის ფინჯანის  სამზარეულოდან შენს ოთახამდე მისატანად გჭირდება, იმიტომ რომ ამ დროს ყველაზე კარგად შეიგრძნობ მის სუნს.

შეგიძლია  ჩართო ისევ შენი საყვარელი სიმღერა, ან რამე ახალსაც მოუსინო.ყავისა და მუსიკის არომატით დააგემოვნო თუნდაც რომელიმე უინტეროსო საგანი.

ყოველთვის შეგიძლია დატკბე რაღაცით, თუნდაც რუტინით..

.