გადასახლება

უკვე ოთხი, ან მეტი წელია ეს ბლოგი არსებობს და ნამდვილი უმადურობა იქნება 2014 წელზე პოსტი რომ არ დავწერო.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გასხვავებული წელი იყო, ცვლილებებით სავსე, თუმცა როგორც ყოველთვის ყველა ცვლილებას სხვადასხვა ეტაპზე გადაჰყავხარ ადამიანი.  ამ წელს მე დავიწყე მუშაობა უამრავ ადგილას, ვიარე სხვადასხვა კონფერენციებზე საზღვარგარეთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი პოლონეთში  გადმოსახლებაა.

მე ბავშვობაში დანამდვილებით ვიცოდი რომ 20-21 წლის ასაკში საზღვარგარეთ წავიდოდი სასწავლებლად და წავედი, რამდენად ჭკვიანური გადაწყევტილება იყო, ამას ცხოვრება მიჩვენებს, უბრალოდ დღემდე მივყვები იმ გეგმას რომელიც ბავშვობაში ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად დავსახე.

პოლონეთში გადმოსახლებამ, დამოუკიდებლობად ცხოვრებამ, საკუთარ თავზე ზრუნვამ უამრავ ახალ რამეს მიმახვედრა.

ეს ყოველთვის ასე ხდება, რადიკალური ცვლილები ბევრი რამის გადაფასებას გვპირდება.

ადრე, ყოველთვის, ყოველ წუთს, მინდოდა რომ თავისუფალი ვყოფილიყავი. თავისუფალი სტანდარტებისგან, ოჯახისგან, მეზობლებისგან, სტერეოტიპებისგან. როცა პოლონეთში წამოვედი მარტო, იქ სადაც არვინ მიცნობდა და მომეცა ცხოვრების ახლიდან დაწყების შანსი, როცა ვიგრძენი რომ ცხოვრებაში პირველად თავისუფალი ვიყავი, მივხვდი რომ იყო თავისუფალი, ეს სულაც არ ნიშნავს არ გქონდეს პასუხისმგებლობები.

მეტიც, როცა საქართველოში ვიყავი, უამრავი ადამიანი იყო ვისაც შეეძლო ჩემი დახმარება, გვერდში ამოდგომა, ჩემ მაგივრად პრობლემის გადაწყვეტა, ჩემ მაგივრად პასუხისგება, მაგრამ აქ სულ სხვაა.

მე თავისუფალი ვარ, ანუ მე ვაგებ ყველაფერზე პასუხს, ანუ თავისუფლება ეს პასუხისმგებლობაა.

ამას უცბად არ მივხვდრილვარ, ვიცი ეხლა ფიქრობთ ეს ხომ ნათელია, ეს ხომ მშობლებმა გვასწავლესო, ეს ხომ წიგნებში წერიაო, მაგრამ არაა ასე. ამას დასჭირდა უკანასკნელი თვეები, შეცდომები, პრობლემები, გაუგებრობები, მაგრამ რაც მთავარია დღეს ვიცი.

აქ ყოფნა დამეხმარა სკუთარი თავის უკეთ გაცნობაში, იმის გააზრებაში თუ რა სუსტი წერტილები მაქვს, რა ძლიერი(თუმცა  კიდვე ვფიქრობ მაქვს ეს უკანასკნელი საერთოდ თუ არა ::).

აღარაფერს ვამბობ კულტურულ განსხვავებებზე, სტერეოტიპების მსხვრევაზე. მაგალითად საქართველოში ლექტორებიდან დაწყებული სტუდენტებით დამთავრებული ყველას სჯერა რომ უცხოეთში, უფრო კონკრეტულად ევროპაში და ამერიკაში ადამიანებს ვიწრო მიმართულებით აქვთ განათლება და მხოლოდ საკუთარი სფერო იციან. იქამდე არაფერი გეტკინოთ მეგობრებო სანამ ეგ სიმართლე გახდება, რა ერთი მიმართლებით, რის ერთი მიმართულებით, ძალიან კარგად და რაც მთავარია აზრიანად იციან ჩემმა ახალმა კურსელებემა ბევრი საკითხი.

საერთოდ ერთი ცუდი რამე დამემართა, სანამ წამოვიდოდი ვფიქრობდი რომ პოლონეთიდან ხშირად დავწერდი, მეტი მექნებოდა სათქმელი, მაგრამ რაც უფრო და უფრო მეტი მიგრვდებოდა მით უფრო ვერ ვწერდი, მით უფრო რთულდებოდა რამის დაზუსტებით თქმა, მით უფრო მიჭირდა აზრის ჩამოყალიბება, იმდენად ყველაფერს ერთდროულად გამოეცალა საფუძველი.

კიდევ ერთი რამ და მოგილოცავთ ახალ წელს, როცა ასე ახლა გარემოში დიდი ხნით მიდიხართ, გირჩევთ რომ იყოთ  ძალიან მოქნილები დროში, ადამიანებთან ურთიერთობებში, არ დაელოდოთ არაფერს, აქ ყველაფერი თქვენი გასაკეთებელია და ლოდინმა შეიძლება საქმე გააფუჭოს.

მე ვიცი რომ კიდევ წავალ ასე, ოღონდ სხვა ქვეყანაში სავარაუდოდ, და როცა კიდევ ერთხელ მომეცემა ყველაფრის ახლიდან დაწყების შანსი, ჩემი პრიორიტეტები ნათელი იქნება ყველასთვის და პირველ რიგში, ყველაზე მეტად საკუთარი თავისთვის.

გილოცავთ 2015 წელს!

 

ტკივილი #2

საუკუნეა 15 წლის თინეიჯერივით აღარ დამიწერია.

****

დიდი ხანია ვფიქრობ რომელი უფრო დიდი ტკივილია ამ ქვეყნად, სხვა რომ გატყუებს შენ, თუ შენ რომ ატყუებ საკუთარ თავს.  ეხლაც არ ვიცი რომელი, მაგრამ ის ვიცი ორივე ერთდროულად რომ ხდება იმას ვერაფერი შეედრება.

ისეთი ტკივილია მუცელში ხელს რომ ჩაგიყოფს და გულ-ღვიძლს დაგიჭყლეტავს. მერე იატაკზე დაგაწვენს, სულზე რამდენჯერმე მაგრად გადაგივლის რომ დაგამციროს შენი, სხვისი და ზოგადად კაცობრიობის წინაშე. ვის აინტერესებს შენ თუ ცრემლები არ გიჩერდება, ტკივილი არ გადის. ტკივილი რჩება და ბოღმად იქცევა, გულზე მაგრად დაგაწვება და პარკუჭებს გახსნის უფლებას აღარ მისცემს. სუნთქვას შეგიკრავს, ისე შეგიკრავს რომ უჟანგბადობამ ყველა უჯრედამდე მიაღწიოს და ჰიპოქსისს მწველი ტკივილი ყველა უჯრედიდან გაგრძნობინოს.

ბოღმა კი სიძულვილში გადადის, შენს თვალწინ იყინება ის კადრი, ხო ის, შენ რომ საკუთარ თავს ატყუებდი, ის რომ შენ გატყუებდა. ისე იყინება ეს კადრი, ისე იყინება თავი ისევ ბალტიის ზღვის პირას მგობია, სიცივისგან თვალები რომ მეწვოდადა სახლში დაბრუნებას ვნატრობდი.  ვერც მაშინ დავბრუნდი  სახლში და ვერც ეხლა დავბრუნდები უკან, ვეღარაფერს შევცვლი და ეს უმწეოდ ყოფნად  სიძულვლს მიძლიერებს.  იმდენად რომ შეიძლება სადღაც უკიდეგანოდ შორს მოსიარულე ბედნიერი ადამიანისაც შემშურდეს.

ეს არის ტკივილი, ეს არის ის ტკივილი გონებას რომ გიყინავს, სულს რომ გიკლავს და ყველა დედამიწელს გაზიზღებს.

ყველაფერი კარგად იქნება?

არა, არაფერი არ იქნება სანამ თავს მოვიტყუებ.

პირველი მოგზაურობა პოლონეთში

აი ის შეგძნება, უცხო ქვეყანაში, აბსოლუტურად მარტო, ერთი ჩანთით, უცხო ხალხთან ერთად მატარებელში რომ ზიხარ და იმ წუთას არსად ამ ქვეყნად შენი თავის გარდა არავინ არ გყავს..

თან ტკბილია და თან მწარე.

4 საათი კიდევ გზაში უნდა იყო, რაც ლოძში ჩამოვედი ჩემი პირველი მოგზაურობაა და პირველი გაჩერება გდანსკია. მარტო მივდივარ, არავინ არ წამომყვა,   მარტო მოგზაურობასაც თავისებური მუღამი აქვს, უფრო აკვირდები დეტალებს და უფრო მეტ რამესაც ამჩნევ, მეტ გამოცდილებასაც იღებ.

დღეს მთელი ქართველობის გენები გავაღვიძე ჩემში და ყველა საქმე ბოლო წუთისთვის მოვიტოვე. ჩემი საცხოვრებლიდან სადგგურამდე ოცი წუთი სჭირდება ტრამვაის, ნახევარი საათით ადრე გამოვედი. ტრამვაი გვიან მოვიდა, მერე ყველა შუქნიშანზე გაჩერდა, მერე ყველა გამვლელს დაუთმო გზა და მეც10 წუთი დამაგვიანდა სადგურზე.  უკვე მეგონა რომ მატარებლემა გამასწრო, იმას ვფიქრბდი ნეტა აქ თუ შემიძლია მატარებელს შემდეგ სადრგურზე ტაქსიტ დავეწიო თქო. ჩვენთან თბილისიდან წასულს,მცხეთასთან რომ მიეწევი ხოლმე.

თბილისი, ჩემი ტკბილი თბილისი, როგორ მინდა ეხლა თბილისში.

მაგრამ მატარებელმა ჩემს ბედად დააგვიანა, მეც აღარ დამჭირდა დამატებითი გზების და რაც მთავარია  ტყუილის მოფიქრება. აბა იმას ხომ არ ვეტყოდი მეგობრებს ისეთი სულელი ვარ მატარებელზე დავაგვიანე თქო :v

მე აქ ვარ, სადღაც პოზნანსა და გდანსკს შორის,  ერთი თვის წინ ჩამოვედი და ეს ჩემი პირველი მოგზაურობაა, იაფი, სტუდენტური მოგზაურბა. ისე კი, გდანსკი ძალიან შორს იყო ჩემი ქალქიდან, 6 საათიან გზას ხომ არ ეხუმრებით.

ფანჯარასთან ვზივარ, მაგრამ ვერაფერს ვხედავ,  ღამეა და თან არსად აარფერია განათებული.

*****************************************************************************************************************************************

photo1355ეხლა მაკდონალდსში ვზივარ. რომელიც ერთ-ერთ ულამაზეს შენობაშია, გდანსკის მთავარ სადგურთან ახლოს.  უცნაურია,  პოლონეთის ყველა ქალაქში ჩემი ვიზიტი რატომღაც მაკით იწყება. ალბათ იმიტომ რომ სრულიად უცნობ ქალაქში ეს ერთადერთი ადგილია სადაც საჭმელის ფასები ვიცი და თან ინტერენტის მოძიება შემიძლია.

გდანსკში ვგრძნობ რომ პოლონეთში ვარ. მარტივი მიზეზის გამო, ლოძში, სადაც ჩემი უნივერსიტეტია მუდმივად უცხოელ სტუდენტებთან მაქვს ურთიერთობა და შესაბამისად პოლონელებს, ლექტორების გარდა თითქმის არ ვხვდები.

ჩემთან, მაგიდასთან ორი პოლონელი ბიჭი ჯდება, იწყებენ ჩემთან საუბარს და საშუალება აღარ მაქვს პოსტის წერა გავაგრძელო.

დილა ძალიან ცივია. გდანსკი ბალტიის ზღვის პირასაა და შესაბამისად ცივი, ჩრდილოური ჰაერი  უბერავს, ტემპერატურა  ნულს ქვემოთ არის, სიცივისგან წამოსული ცრემლები თვალებზე მეყინება.

photo1384ერთ ლამაზ კაფეში ვსხედვართ მე და ჩემი მეგობარი, ყავას და ჩიზქეიქს  მივირთმევთ,  და გდანსკის ერთერთი ულამაზესი შენობის ხედით ვტკბები.  ხო, სიცივესაც შევაფარეთ თავი. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ფილმს,  და ჩემი ემოცია იმ ემოციას ფილმებში ყურების დროს საკუთარ თავს რომ წარმოვიდგენდი.

გდანსკთან ახლოს ორი ქალაქია,  სოპოტი და გდინია.  იდეაში მე და ჩემი მეგობარი გდანსკის და სოპოტის მონახულებას ვაპირებთ, მაგრამ იმდენად ცივა შეიძლება გეგმების შეცვლა მოგვიწიოს.

photo1369გდანსკი ულამაზესია, უძველესი, მე პირადად პრაღას მაგონებს.  პრაღაში არ ვყოფილვარ მაგრამ რაც მინახავს სურათებით, მართლა ძალიან ჰგავს.

სოპოტი, როგორც მეგობარმა მითხრა დიდი არაფერია, მხოლოდ ბარების და კლუბების ქალაქი, ნაკლები სიძველეებით, შესაბამისად ამ ქალაქის მონახულებას ცოტა დროს ვუთმებთ, მხოლოდ ცენტრალურ ქუჩას ვნახულობთ და უკან ვბრუნდებით სწრაფად იმ იმედით რომ მაატრებელს მივუსწრებთ და შემდეგი ნახევარი საათი არ გავიყინებით.

აქვეა ქართული რესტორანი ოცნება, რა თქმა უნდა საკმაოდ ძვირი.

***************************************************************************************

ეხლა სახლში ვარ, გვანცას  ღუნღულა სახლში, ცხელ ჩაის ვსვამ და საბოლოოდ ვასრულებ პოსტს რომელსაც ორი დღეა ვწერ, თან რამდენიმე ფოტოს ვტვირთავ ჩემი საცოდავი ტელეფონით რომ გადავიღე,

რა შემიძლია დავწერო იმის გარდა რომ იმოგზაუროთ  მეტი და მეტი, ამაზე  კარგი ცხოვრებაში არც ისე ბევრი რამეა.

მოგზაურობა დიდ ბიუჯეტს არ მოითხოვს, მოიკიდეთ ჩანთები, აიღეთ იაფასიანი  მატარებლის ბილეთები, დაჯავშნეთ იაფი ჰოსტელები, მოკლედ ყველაფერი შესაძლებელია..

და ფილმები რეალობად იქცევა ^^

photo1357 photo1361 photo1362 photo1365 photo1390 photo1389 photo1382 photo1380 photo1379

პოსტი, რომელიც აქამდე ბევრჯერ უნდა დამეწერა

აი ბევრჯერ რომ უნდა დამეწყო აქამდე, იმ პოსტის დაწერას ვაპირებ.

ძალიან  რთულია უკან დაბრუნება, ბლოგზე დაბრუნებას ვგულისხმობ.  ძნელია ძალისხმევის მოკრეფა, რომ როგორმე ერთ პოსტში ჩაატიო შენი ცხოვრება და მკითხველს გასაჯიჯგნად მისცე.

არ იცი რა ტიპის მკითხველი შემოსუნსულდება, არ იცი როგორ განგსჯიან, იუმორით მიუდგებიან შენს პოსტს, კრიტიკულად თუ საერთოდ ვინმე პათეტიკურ გოგოდ აღგიქვამენ.

მაგრამ შემოსუნსულებულო მკითხველო ბლოგის დადებითი მხარეც ის არის რომ არავის პულსაციაზე არ გაქვს ხელი დადებული და აქ მხოლოდ იმას ვწერთ რაც ჩვენ გვინდა.

მაშ ასე, პოსტი რომელიც ბევრჯერ უნდა დამეწერა.

ბოიზ, ბოიზ, და რელეიშნშითს..

დავიწყებ იქიდან რომ ყველგან ყველაფერი ერთნაირად ხდება, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია რომ საფრანგეთში, ამერიკაში ავსტრალიაში ანდა თუნდაც უგანდაში რაშებზე ამხედრებული ყმაწვილები დათარეშობენ.

ტყუილები და იმედგაცრუებები ყველგან ერთნაირია, ერთნაირი ტკივილით სავსე. ეს ტკივილი თავიდან თორემ, მერე უკვე მარტო სიაცარიელეს გრძნობ.

მაშ ასე, პოსტი რომელიც ბევრჯერ უნდა დამეწერა.

აქამდე არ დავწერე იმიტომ რომ ცვლილების იმედი მქონდა,  ერთხელ თუ შევხვდი ასეთს, მეორედ აღარ შევხვდები მეთქი, მეორედ რომ შევხვდი მესამედ აღარ შევხვდები თქო, და სანამ ათჯერ არ გავები ერთსა და იმავე ხაფანგში  იქამდე არ დავიწყე პოსტი, რომელიც  აქამდე ბევრჯერ უნდა დამეწერა.

ყველაზე საშიშია ემოციური ბიჭი, მე არ ვიცი ფსიქოლოგები ამ კლასის ადამიანებს რა ტერმინოლოგიით აღჭურვავენ, მაგრამ მე მათ უბრალოდ ემოციურ ბიჭებს ვუწოდებ.

ემოციური ბიჭი საკმაოდ გავრცელებული სახეობაა, ყველა ეროვნების, ყველა რასის, ფერისა თუ სარწმუნოებისას შეიძლება შეხვდეთ.

ახასიათებთ “აფექტური მოწონება”, ჩემი აზრით სწორედ ამ ტიპის ბიჭებისგან მომდინარეობის ტერმინი “ერთი ნახვით შეყვარება”, რასაც მე პირადად  დავასურლებდი “ერთი ნახვით გადაყვარებით”.

ეს ემოციური ბიჭები პირველივე შეხვდრიდან ასკვნიან რომ მოსწონხარ და ყველა ნაბიჯზე მახეების დაგებას იწყებენ რომ შეგაბან.

ლამაზი სიტყვები და იმის მტკიცება რომ მათ ეს პირველად ზუსტად შენთან იგრძნეს.

რა ნაცრისფერია სამყარო მაშინ როცა წინასწარ, შეგიძლია უკვე მათი ყველა მომავალი მოქმედების განჭვრეტა, რაც მთავრია შეგიძლია აფექტის მდგომარეობაში მყოფ ყმაწვილს,  გადაასხა ცივი წყალი და უთხრა რომ მისნაირს ბევრს შეხვდრილხარ, რომ იცი რა მოკლეა მათი გრძნობა და რამდენად სწრაფად დაგტოვებენ.

აი ამ დროს არის დრო მეორე შემოტივისა.  ბიჭებს არ უყვართ როცა სხვას ადარებენ, საოცრად შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს, მათ არც წარსული გამოცდილების გაზიარება ხიბლავთ დიდად, ვინაიდან საკუთარი პატივმოყვარეობა მათ ერთადერთობის შეგრძნებას უმყარებთ.

რაც არ უნდა იყოს,  გაცნობიდან ორი-სამი კვირის განმავლობაში, ემოციური ტიპის ბიჭები გამუდმებით გვაჯერებენ საკუთარი გრძნობებს და რატომღაც ასეთივე სისწრაფით ელიან ჩვენგანაც პასუხს.   რა თქმა უნდა გაურკვევლობა მათ აცოფებთ.

მაგრამ ბოლოს, როცა დადგება გადამწყვეტი მომენტი, როცა მოტყდები და შენც გაუშვებ იმპულსებს ემოციური ბიჭისკენ, მონადირის ინსტიქტით აღჭურვილს ბიჭს, როგორც წესი მუღამი ეკარგება და ნელ-ნელა იპარება ჩვენი ცხოვრებიდან.

ამ დროს თუ ჰკითხავთ, რა ხდება მის ცხოვრებაში, რატომ გაცივდა ურთიერთობა თითქმის არცერთ მათგანს არ ეყოფა იმის სიმამაცე რომ აღიროს ის, რაც ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, ისინი უბრალოდ აფექტში იყვნენ.

არცერთი მათგანი არ იტყვის რომ მუღამი დაეკარგა.

ბრძოლა გადარჩენისთვის

რაც უფრო მეტად ვშორდები ბავშვობის ასაკს, და რაც უფრო ვუახლოვდები ცხოვრების ნამდვილ სირთულეებს, მით უფრო ცხადი ხდება ჩემთვის, რომ ის ფასეულობები რაც ადრე მქონდა არაფერს ნიშნავს.

ამ ბოლო პერიოდში, საკმაოდ ბევრ კედელს შევეჯახე იმის მისახვედრად რომ ყველა ადამიანი მარტოა. სულ მარტო თავის იმედებთან და იმედგაცრუებებთან.

რთულია, როცა რაღაც იდეალებით იზრდები, გგონია რომ სულ სამართლიანობისთვის იბრძოლებ, შენით მიაღწევ ყველაფერს მოკლედ როცა თავი პატარა რობინ ჰუდი გგონია, სინამდვილეში კი ყველაფერი ნელ-ნელა თავზე გემსხვრევა.

სინამდვილეში შენ ხედავ რომ შენს მთავრობაში, ყოვლად გაუნათლებელი ადამიანები მოდიან, შენი სკოლელები, მთელი ცხოვრება ორიანებს რომ ვერ სცდებოდნენ, რომლებმაც უნივერსიტეტიც ვერ დაამთავრეს, ახლა შენს ზემოთ არიან და შენი  სამსახურში აყვანის საკითხს წყვეტენ.

ბულშით?

არა, ეს არ არის ბულშითი, ეს არის ცხოვრება, რომელიც მედროვე, ვაზელინამოსმულ ადამიანებს ეკუთვნით.

სადაც მე ორი გზა მავქს, გავხდე მათნაირი  ან არ გავხდე.

ბავშვობიდან მინდოდა კეთილი ვყოფილიყავი და სხვებისთვის ცუდი არ გამეკეთებინა, მაგრამ ასეთ საქციელს ადამიანები სათავისოდ იყენებენ, ასე რომ დასკვნა: ყველას მოვექცეთ ისე როგორც იმსახურებს, არანაირი შეცოდება, არანაირი შებრალება.

ერთხელ შევიბრალე და მეორედ უარესი გააკეთა, ერთხელ გადაგახტება და მეორედაც მოინდომებს.

ჭორაობა. ამაზეც მინდა დავწერო, უკვე უამრავი ადამიანისგან გავიგე რომ ჩემზე ჭორაობენ. ისე რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს ეს მაინც არ არის ცუდი ფაქტი, თუ ჭორაოებენ ესე იგი ხალხს აინტერესებ, თუ ამბობენ რომ თავისუფალი გოგო ვარ და მათი აზრით, უაზროდ ბევრ პროექტში ჩართული ეს მარტო შურია და მეტი არაფერი.

გული იმიტომ მტკივა ხოლმე ასეთი ამბების გაგების დროს, რომ მე ყოველთვის ვცდილობდი სხვისთვის მესწავლებინა რამე თუ არ იცოდა, სხვას დავხმარებოდი, ესენი კიდე თურმე ზურგს უკან ჭორაობენ ^^

ურთიერთობები.

ყოველთვის ვერიდები შეყვარებულ წყვილზე აზრის გამოთქმას,  ეს ძალიან ფაქიზი თემაა და შენმა უაზრო ნათქვამმა შეიძლება სხვას ცხოვრება აურიოს.

სხვები, ადამიანები რომლებიც არ მიცნობდნენ მაინც ჭრაობდნენ და მაინც გამოთქვამდნენ აზრს მე და ჩემი შეყვარებული ერთმანეთს შევეფერობით თუ არა. ახლა კი, ორი დღის წინ, სიამოვნებით შეხვდნენ იმ ფაქტს რომ ჩვენ დიდი ხნის წინ დავშორდით.

დაემალათ მაინც ეს სიამოვნება, იქნება და ვწუხდი მე ამის გამო.

ენივეი, ცხოვრება იმაზე მეტად შავთეთრია ვიდრე ის წიგნებშია აღწერილი, შავთეთრი იმიტომ არა, რომ იქ ბოროტი ადამიანები ცხოვრობენ,  ცუდი ის არის, რომ ხანდახან გვიწვეს ჩვენთვის არასასურველი გადაწყვეტილებბეის მიღება, სხვისი გალანძღვა, სხვისი მოთოკვა, ისევ იმიტომ რომ  თავი დავიცვათ.

აბა, მართლა ხომ არ არსებობენ რობინ ჰუდები და სხვები..

როცა საკუთარ თავს ვკარგავთ

ერთ წიგნში წავიკითხე რომ ყველა ძაღლის ემსგავსება თავის პატრონს, ჩვენ ადამიანები ძაღლები არ ვართ მაგრამ ხშირად ჩვენც ვემსგავსებით მათ, ვისთანაც ურთიერთობაში ვართ. ისე ეს წიგნი ელზაბეტ ჯილბერტის –  “ჭამე, ილოცე, შეიყვარეა”. დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, თუმცა ერთხელ წასაკითხად მაინც ღირდა.

ჩვენ ჩვენდა უნებურად, ან ჩვენდა ნებლიედ ხშირად სხვებს უფლებას ვაძლევთ შემოვიდნენ ჩვენს ცხოვრებაში და დაიდონ აქ ბინა. კარადაში ჩამოკიდონ საკუთარი ტანსაცმელი, ჩვენს კბილის ჯარგისთან დადონ საკუთარი,  ჩვენს ფეხსაცმელებს თავიანთი მიუწყონ გვერდით, უცბად გააჩინონ ორი ჩაის ჭიქა, ორი თეფში, და ორი აზრი.

თავიდან სანამ საკუთარ ნივთებს ალაგებენ, ვერ ვხდებთ რა ხდება, მერე კი როცა მოწესრიგდებიან, აღმოჩნდება რომ რაღაც არ მოსწონთ. არ მოსწონთ ჩვენი თმის სტილი და ისე,  რჩევის სახით,  საკუთარი აზრის გამოხატვის სახით ცდილობენ ის შეგვაცვლევინონ. შემდეგ არ მოსწონთ ჩვენი წონა და ურჩევნიათ სხვა წონა გვქონდეს, შემოგვაპარებენ, რომ უკეთესი იქნებოდა მუცელი თუ უფრო მეტად დაჭიმული გვექნებოდა. შემდეგ გვეუბნებიან რომ ჩვენი ჩაცმის სტილი ოდნავ ძველმოდურია, ან ძალიან ქალური,  ძალიან ბავშვური,  ძალიან გამომწვევი,  ძალიან დახურულია, ან…

ნელნელა, ჩვენდა უნებურად ან ჩვენდა ნებლიედ, ჩვენც ვიწყებთ ცვლილებებს, ერთ დღეს სასხვათაშორისოდ მივაკითხავთ სილამაზის სალონს, მერე ფრჩხილებს გავიკეთებთ, ლაქს წავისვამთ,  დივანზე საცვლებით ჯდომას გადავეჩვებით,  12 საათის შემდეგ აღარ შევჭამთ, შევიყვარებთ ახალ მუსიკოსებს, გავიჩენთ ახალ ჩვევებს და ეს ცვლილებები იქამდე გაგრძელდება სანამ არ მივხვდებით რომ პირველადი “მესგან” აღარაფერი დარჩა..

ყველაზე ცუდი ამ ამბავში ის არის, რომ ისინი არასოდეს გვაიძულებენ რამეს, ისინი გვირჩევენ უბრალოდ და ჩვენც მივყვებით მათ რჩევებს, ისე რომ არ ვფიქრობთ, ნელნელა ჩვენც მოგვწონს “ახალი საკუთარი თავი”, ნელნელა შეუმჩნეველი ხდება ცვლილება, იქამდე, სანამ საბოლოოდ არ გამოგვცლიან, გამოგვფიტაენ.

ერთ დღეს, თუკი გაგვიმართლა და მათ დავშორდით, მივხვდებით რომ ჩვენ აღარ ვარსებობთ, გვეუცხოება ძველი ფოტოები, ნაწყვეტებად გვახსენდება ძველი ჩვევები, ძველი შეხედულებები, ძველი ქცევები.

ვხვდებით რომ ჩვენ დავკარგეთ ჩენი თავი და დავემსგავსეთ ჩვენს “პარტონებს”.  ვხვდებით რომ ახლა არ ვიციტ რა უნდა ვქნათ, იმიტომ რომ აღარვინ გვყავს გვერდით ისეთი, ვისაც თავს მოვაწონებთ “ახალი მე-თი”, ვისაც დავანახებთ როგორ ვიცვამთ, როგორ ვიკრავთ თმას..

მოკლედ, მინდოდა მეთქვა რომ ეს არის ერთ-ერთი ყველზაე ცუდი, რაც შეიძლება ურთიერთობას მოჰყვეს, მაგრამ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მყარები ვართ ჩვენ, ადამიანები..

არ დაგავიწყდეთ, რომ როცა მან თავისი ნივთების დალაგება დაიწყო თქვენს ცხოვრებაში, ისეთი მოსწონდით როგორიც იყავით, მოკლე თმით, გრძელი ქვედაბოლოთი, ღია ფერის ლაქით..

ჩვენ არ ვართ ძაღლები, იმისთვის რომ დავემსგავსოთ ჩვენს პატრონებს..

 

კრიზისი

ძალიან ადვილია ფეხი აგიცდეს. ძალიან ადვილი. ამის მერე ძნელად ინარჩუნებ წონასწორობა, საბოლოოდ კი ყველა ვარიანტში ეცემი.

ერთი იმედგაცრუება, ორი იმედგაცრუება, სამი იმედგაცრუება, ოთხი იმედგაცრუება და უკვე საკმარისი რიცხია იმისთვის რომ დეპრესიულ ადამიანად გადაიქცე, დაჯდე სახლში, უყურო უამრავ ფილმს, “დილის” პირველ საათზე ზლაზვნით ადგე, ამოიცვა ყველაზე პრაქტიკული ჯინსის შარვალი, თავი აარიდო ქუსლიან ფეხსაცმელს და სეართოდ ყველაფერს რამაც კი ოდნავ მაინც შეიძლება შენში შენ მიერვე შექმნილი პასუხისმგებლოლების გაზრდა გამოწივიოს და ასე წახვიდე ალბათ უკვე მესამე ლექციაზე დაგვიანებით, უცოდინარი. რაც მთავარია ამ დროსაც კი გაქვს გასამართლებელი საბუთი – საინტერესო მაინც არაფერი მოხდებოდა, შემდეგისთვის ვისწავლი და ა.შ.

სახლში დაბრუნებულს თავს გახსენებს გასაგზავნი წერილები, გასაკეთებელი ევენთები, პრეზენტაციები, საკონფერენციო თემები, ეს ყველაფერი ზიზღს გგვირის, “მაინც არაფერი არ გამოვა” და ისევ ახალ ფილმს რთავ იმისთის რომ სხვისი სიუჟეტით დატკბე, ან მოძებნო ნიშა რასაც იქ ჩაეჭიდები.

*****

ამ პოსტის წერა სამი კვირის წინ დავიწყე , მაგრამ დასრულება ვერ გავბედე.  თუ დავასრულებდი, საბოლოოდ დავიჯერებდი რომ ერთ უსაშველო ჭაობში ვცხოვროდი, დეპრესიული ადამიანებით სავსე გარემოცვაში სადაც არავის არაფრის იმედი არ გვაქვს.

მერე მინდოდა პოსტის გაგრძლება მაგრამ დრო არ მქონდა.

უდროობის მიზეზი კი ძალიან სასიამოვნო რამეა ^^

მოკლედ, თურმე იმ დროს როცა მე პოსტს ჩემს იმედგაცრუებებზე ვწერდი, სადღაც სტამბულში, ჩემი ბედი წყდებოდა.

ხო, მე ეს შევძელი.. თურმე შევძელი, და 2 აპრილს მივიღე ინფორმაცია რომ ჩემი თეზისები სტამბულის მალტაპე უნივერსიტეტის მიერ გასამართ კონფერენციაზე მიიღეს..

ამ წუთამდე ვმუშაობდი თემაზე, სად აღარ ვიყავი, ვინ აღარ შევაწუხე, რა აღარ წავიკთხე და ვთარგმნე, საბოლოოდ რაღაცას დაემსგავსა ჩემი პრეზენტაცია და უფრო მიუახლოვდა მთავარ იდეას – ალკოჰოლიზმის გენეტიკურ საფუძვლებს..

არ დამეზარა ღამეების თენება, უამრავი ქიმიური  რეაქციის გაშიფვრა, პოლიმურფული გენების პროდუქტების აქტივობის მოძიება და რაც მთავარია თავდაპირველად თეზისების გაგზავნა, მაგრამ თუ არ დამეზარა ეს არ გულისხმობს რომ მე “კარგი ტიპი” ვარ, არა, ეს გულისხმობს რომ მე ნორმალური ადამიანი ვარ ^^

ხვალ ღამით, უფრო სწორად გამთენიისას გავფრინდები სტამბულში და სამი დღის განმავლობაში დავესწრები, მოხსენებით გამოვალ სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც იმედი მაქვს მომავალ გეგმებს გარკვეულწილად ხელს შეუწყობს.

ამის გარდა ჩემი სხვა პროექტი “pre-selected”  არის და დაფინანსების პირასაა, რამაც კიდევ უფრო გამაძლიერა და გამიათმაგა მუშაობის სურვილი.

მოკლედ მეგობრებო, მკითხველებო, შემთხვევით შემოხეტებულებო, ზოგადად ადამიანებო, ცხოვრება უამრავ საინტერესო შანსს გვთავაზობს,  კი ნამდვილად გვთავაზობს, მეტიც “პოდნოსითაც” კი მოაქვს ეს შანსები თუკი ჩვენ მათი გამოყენების, მათი დანახვის შესაძლებლობა გვაქვს. ასე რომ სანამ ათობით წუთს, საათს, დღეს. წელს დაკარგავთ  უაზროდ დროის გატარებაში, უსარგებლო, არამიზანმიმართული საქმეების კეთებაში, ფეისბუქის კედელის სქროლვაში, სელფშოთ ფოტოების ატვირთვაში თუ უბრალოდ უსარგებლო ფილმების ყურებაში, გახსოვდეთ რომ სადღაც თქვენ გვერდით, ადამიანები ყოველ წამს ვითარდებიან,  ტკბებიან ცხოვრებით, მოგზაურობენ და ყოველ წუთს უფრო საინტერესოდ ატარებენ ვიდრე თქვენ ფეისბუქის კედელის სქროლვაში და მათივე ფოტოების თვალიერებაში^^

ძალიან, ძალიან ცოტა დრო გვაქვს იმისთვის რომ ის  დავკარგოთ ^^

 

 

სიყვარული და სხვა დრამები

არასოდეს არ მომწონდა პოსტები, რომლებიც ბლოგერების სისუსტეს გამოხატავდნენ. როცა ავტორები იმის მაგივრად რომ პირადად დალაპარაკებოდნენ სხვა ადამიანებს, ბლოგებზე მირბოდნენ და იქიდან ეუბნებოდნენ საკუთარ სათქმელს, იმის იმედად რომ რაღაც ეშმაკის მანქანებით მათი სამიზნე ადამიანები ამ პოსტს ოდესმე წაიკითხავდენ, გაიზიარებდენ და საკუთარ თავზე მიიღებდენ.

მაგრამ აღმოვაჩინე რომ ხანდახან დგება მომენტი, როცა აზრი აღარ აქვს. (ერთი რჩევა: თუ თქვენ მიხვდით, რომ ვინმე ადამიანისთვის რამის თქმას აზრი აღარ აქვს, მაშინ ის არაფერს აღარ ნიშნავს თქვენთვის და შეგიძლიათ თავისუფლად ამოისუნთქოთ, ყოველთვის დადებითად ვაფასებ ფაქტს, თუკი ის  ვინმესგან გამონთავისუფლებას გულისხმობს).

იმიტომ რომ მისთვის ამის თქმას აზრი აღარ აქვს,  გადავწყვიტე ბლოგზე დამეწერა, იქნებ ვინმეს გამოადგეს.

ერთხელ მივხვდი რომ მასთან ურთიერთობა მღლიდა, რომ ის არ იყო “ის” ვინც მე მჭირდებოდა, ვინც ჩემს გვერდით იქნებოდა და ვისთანაც ბედნიერი ვიქნებოდი. ეს ბევრისთვის ძალიან ნაცნობი გრძნობაა ალბათ, და ყველა თუ არა უმრავლესობა მაინც  ასეთ ურთიერთობას დასრულებდა.

მე მეგონა და დღესაც მგონია რომ სიყვარულისა და სხვა დრამების უკან დგას პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა შენი პარტნიორის მიმართ. პასუხისმგებლობა მისი გრძნობების მიმართ.  შეიძლება ეს ეპიზოდიც ურთერითობისა ერთ-ერთი დრამაა, არ ვიცი. ხოდა როცა  ჩემი ინდეფერენტულობა და პასუხისმგებლობა ერთმანეთს დაეჯახა, ვიფიქრე რომ ახლა მას ვჭირდებოდი. სხვა არავინ ჰყავდა ისეთი, ვისთანაც ჩემსავით ახლოს იქნებოდა, ვიფიქრე რომ უჩემობა დიდ დარტყმას მიაყენებდა და დავრჩი. ვერ ვიტყვი რომ ეს თავგანწირვა იყო, ჩვეულებივი საქციელია ალბათ,უფრო ზუსტად ადამიანური.

შედეგად როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, როცა ვგრძნობდი რომ ყველა მიმართულებით ვიბრძოდიდ და ერთგვარი გარდატეხის მომენტი იდგა, დაუფიქრებლად მიმატოვა.

რეალურად  ერთი გადმოსახედიდადნ ასე სჯობს, ჩვენი თავმოყვარეობა ხშირად იმის უფლებას არ გვაძლევს რომ ავიტანოთ ჩენს გვერდით “სამადლოდ დარჩენილი” სხვები, გვირჩევნია გავუშვათ, მაგრამ მეორეს მხრივ არაა აუცილებელი გვაგრძნობინონ რომ “სამადლოდ” რჩებიან.

დღეის გამოსახედიდან კი,  ჩემი პარტნიორი შეცდა როცა თავის თავში პასუხისმგებლობა დათრგუნა.  და ყველა მის ადგილას, მეც კი თავის დროზე, შევცდებოდი თუკი ამ პასუხისმგებლობას დავთრგუნავდი.  ადამიანობა მეტი არაფერია თუ არა ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის გათვალისწინება.

თუმცა კი, ეს ხომ ცხოვრებაა 🙂

ერთ ცნობილ ჭეშმარიტებას გისურვებთ მეც, არასოდეს მოექცეთ სხვებს ისე, როგორც არ გინდათ რომ თქვენ მოგექცნენ.

დღეს ჩემთან არც ბრაზია, არც ბოღმა, არც სიყვარული. ერთი დიდი სიცარიელეა და იმედგაცრუება იმისა, რომ არც ისე ღირსეული ყოფილა როგორიც მეგონა.

ბულშით

მეორე წელია ჩემი იანვარი დაძუბულობის ფონზე მიმდინარეობს,  პრობლემების ბუკეტად იქცევა ხოლმე ეს თვე, თან სულ ერთი და იგივე შინაარსის პრობლემები ჩნდება. საბედნიეროდ წინა წლისგან განსხვევბით ორი ტელეფონი ზედიზედ არ დამიკარგავს, არ დავუჯარიმებივარ კონტროლიორს, ჯარიმის გადახდა არ დამვიწყებია და მერე ერთად 55 ლარი ქარისთვის არ გამიტანებია.

მაგრამ პრობლემებს რა დალევს.

მეტად გულწრფელ პოსტს ვწერ და იმედი მაქვს ვინმე მომავალში გულიდან ამოღებულ ნაღველს ჩემს საწინააღმდეგოდ არ გამოიეყენებს.

რახან გასული წლის იანვარი ვახსენე ბარემ ბოლომდე ამოვწურავ თემას.  ამავე პერიოდში ზუსტად ერთი წლის წინ ჩემს პოსტში მიხსნებია ურთიერთობა უნდა დავამთავრო მეთქი, ისემც მე რა მითხარით. ეს ურთიერთობა მხოლოდ ახლა დამთავრდა. ერთი წლის მერე. მე იქამდე ვერ მოვუღე ბოლო, სანამ სხვამ თვითონ არ მომიღო.

ისე კი,  ასე აუკეთესია, შენ რომ ამთავრებ მერე შენვე გაწუხებს სინანული და იმის ფიქრი “ასე რომ არ გამეკეთებინა” ან “თუ … რა მოხდებოდა…”, მოკლედ მომავალი ვარიანტების ალბათობა მრავალფეროვნად შეიძლება გამოვხატო, ისევ და ისევ იქამდე სანამ თვითონ არ მეტყვიან რომ “აღარაფერი დარჩათ, აღარ ვუყვარვარ და ვსო”.

ჩემდა გასაკვირად არც გაბოროტებული ვარ და არც გაბრაზებული.  ეს უნდა მომხდარიყო და მოხდა, ყოველ წუთში ალაბთ მილიონობით წყვილი შორდება ერთმანეთს, მთავარია ამ დროს ის არ გავიფიქრო, რომ მილიონობით ადამაaნები წყვილდებიან კიდეც და მე ამხელა მსოფლიოში ერთ დღეს მარტო აღმოვჩნდი!

მარტო, ჩემი საქმეების, პრობლემების და ვალდბებულებების ამარა. პრინციპში არ ვყოფილვარ მარტო ^^

ერთხელ რამდენიმე თაბახიანი პოსტი დავწერე ურთიერთობებზე, “მაგარ გოგო ბლოგერებს” მივბაძე, მეგონა მეც ვიცოდი რამე, მეც გამეგებოდა რამე, თან იმდენად  “რამე”, რომ სხვებსაც მივცემდი რჩევას, მაგრამ ბულშით. არაფერიც არ ვიცი, არაფერიც არ გამეგება და მემგონი ყველა კაცი მართლაც ერთნაირია.

არა, ერთი რაღაც მაინც ვისწავლე,   ცუდია, როცა რეალურად გადაყვარების და დაშორების მიზეზები შენ უფრო მეტი გაქვს, უფრო სწორად მთელი სია გაქვს ჩამოწერილი და ამ დროს თვითონ თითიდანგამოწოვილი მიზეზების გამო გადაგიყვარებენ.

სადაა პრობლემა და ამ გაკვეთილით რა უნდა გამოვასწორო??

რა და არასოდეს, არასოდეს, არასოდეს უნდა გავამართლო ვინმე. არასოდეს უნდა დავმალო თუ რამე არ მომწონს და მეტიც, ვისწვალო – “არას” თქმა. რაც ხშირად “კი”-ს თქმაზე რთულია.

და მაინც ბულშით, ჩემთან მაინც მოვა პრინცი, თან ცხენით და მე ვიქნები  ბედნიერი^^

იქამდე კი მივხედავ გამოცდებს, აპლიკაციებს, დედლაინებს, პროექტებს, პროგრამებს და ასე შემდეგ.

გილოცავთ ახალ წელს!

images

(ძალიან გვიან)

 

სოფელი

თითქმის ყოველ ზაფხულს ბავშვობიდან  მოყოლებული სოფელში ვატარებდი.  აქ მქონდა ყველაფერი რაც მტვრიან თბილისში მაკლდა – სივრცე, სიმშვიდე, წიგნები… მაგრამ ეს იყო ბავშვობაში, მაშინ როცა სხვებზე დამოკიდებული ვიყავი, როცა მშობლების გარეშე ვერსად წავიდოდი.

ყოველთვის მინდოდა რომ მწერალი გამოვსულიყვაი. უკვე სასაცილოა ჩემი ფრაზა, მწერალი ვერ გამოხვალ, ასე მგონია – ან წერ, ან არა. სოფელში რომ ჩამოვდიოდი  ყოველთვის ბევრად მეტს ვწერდი. ვწერდი ათასგვარ სისულელეებზე, იმდენად დიდ სისულელეებზე, რომ დღეს არცერთ მათგანს არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, სადღაც შევყარე, ძველ თაროებზე.

იქნებ ეს ნაწერიც ავისროლო ოდესმე სადმე, მივარდნილ ადგილას.

ისე სხვაგვარი პოსტის დაწერას ვაპირებდი, უფრო ზოგადის და ნაკლებ პირადულის…

სოფელი თან მიყვარს და თან არ მიყვარს.

აი რატომ არ მიყვარს ამაზე უამრავი არგუმენტი მომეძევება გონებაში. წლების მანძილზე მაღიზიანებდა ამ პატარა სოფლის უჩვეულო სიწყნარე. გაივლი საღამოს გარეთ და არსად არავინაა. ყველას მაგრად აქვს სახლის კარები დაგმანული, თითქოს საღამოობით სიცოცხლე წყდება.

სოფლებში არ მიყვარს ის, რომ უამრავი პრობლემაა. ეს პრობლემები წლების განმავლობაში რჩება მოუგვარებლად, არ ვიცი ხალხი ვის ელოდება, არ ვიცი რატომ დუმან ყოველთვის. აი მაგალითად, თუ 2001 წელს წყალი არ იყო ჩემს უბანში, არც 2013 წელსაა. ადამიანები არ ცვლიან არაფერს.

სოფელში ყველას აქვს თავისი აზრი პოლიტიკაზე, იმაზე რა ხდება სკოლაში, რა ხდება სოფლის გამგეობაში და რა ხდება ქვემო უბნის მესამე მაცხოვრებლის მეორე სართულის მეხუთე ოთახში. ამ აზრს ყველა თამამად გამოთქვამს…

არ მიყვარს სოფელი იმიტომ, რომ ადამიანები ფანატიზმს არიან ამოფარებული, ისინი აბალახებენ ეკლესიის გზას, დარბიან შაბათ-კვირას მამაოსთან, იცავენ წესებს, კანონებს და ამ ყველაფერს ზოგჯერ მხოლოდ კარის მეზობლის დასანახად.

სოფლის ქალები თვლიან, რომ აუცილებლად ცუდად უნდა გამოიყურებოდნენ, არ უნდა ჰქონდეთ გრძელი ფრჩხილები, არ უნდა ესვათ წითელი ლაქი, არ უნდა ჰყავდეთ მანქანა, უნდა ხეხავდნენ, რეცხავდნენ, მუშაობდნენ, ხარშავდნენ მურაბებს, კომპოტებს, კონსერვებს – ყოველ წუთას, ყოველ დღე, ყოველ კვირას და საერთოდაც მთელი ცხოვრება. თავს უფლებას არ აძლევენ მიიღონ პატარ-პატარა სიამოვნებები.  ჩართონ მუსიკა, იცეკვონ მაშინ, როცა მოუნდებათ,  წავიდნენ დასასვენებლად ქმართან ერთად, შვილების გარეშე. ისინი ზოგავენ, ყოველთვს ზოგავენ ფულს – ამ მიზეზის გამოც არ მიყვარს სოფელი.

არ მიყვარს სოფელი იმიტომ, რომ ახალგაზრდები ხშირად კითხულობენ წიგნებს, ისინი ცხოვრობენ წიგნის გმირების ცხოვრებით და ძირითადად არაფერს აკეთებენ იმისთვის რომ თავადაც ჰქონდეთ თავგადასავლები, თავადაც შეიგრძნონ ის, რაც ასე მოსწონთ წიგნებში.

არ მიყვარს სოფელი იმიტომ, რომ არ უყვართ ის თვითონ სოფლის მაცხოვრებლებსაც. არ მიყვარს სოფელი იმიტომ რომ ის ყველაზე ადვილად შეიძლება დაემსგავსოს ჭაობს. არ მიყვარს სოფელი იმიტომ რომ მასაც ისეთივე მანკიერებები აქვს შეყრილი, როგორიც ქალაქს. უბრალოდ ქალაქი ამას აღიარებს. არ მიყვარს ქართული სოფლების ჩაკეტილი სივრცეები, ჩაკეტილი ცხოვრების წესი.

არ მიყვარს სოფელი.

და თან მაინც მიყვარს, იმიტომ რომ აქ მაქვს სახლი,სახლში ლეღვის ხე დგას. მიყვარს იმიტომ რომ ჩემი სახლი, ჩემი ეზო მამშვიდებს, მაწყნარებს და ენერგიით მავსებს. იმიტომ რომ ჩემი ეზო მწვანეა.