დამოუკიდებლობა

ყველა ახალი პოსტის შემდეგ საკუთარ თავს ვპირდები ხოლმე რომ მეტს დავწერ, მაგრამ სინამდვილეში  ყოველთვის უფრო მეტი დრო მჭირდება მომდევნოს დასაწერად, ვიდრე წინაზე დამჭირდა. ენივეი, ახლა ის დროა კიდევ ერთი პოსტი რომ დავწერო.

ერთ ჩემ ფავორიტ ბლოგერს, მისტერ ჯეკს ძალიან მოსწონს საკუთარი ასაკისთვის ხაზის გასმა.  ჰო ასაკი მართლაც ბევრ რამეს ნიშნავს, ოდესღაც ყველა ვცდილობდით ვყოფილიყავით უფრო დიდები და ოდესმე ყველა ვეცდებით ვიყოთ უფრო ახალგაზრდები.

ხოდა, მეც ჯეკივით მინდა პოსტის დაწყება, იმიტომ რომ მე 21 წლის ვარ. ჯეკიზე 9 წლით უმცროსი.

ჰოდა, როცა 21 წლის ხარ, ეს არც ისე ადვილია.  ამ დროს იღებ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ადამიანი,ამ დროს ყალიბდები, ამ დროს ადგები გარკვეულ გზას, ეხლა დაკარგულმა დრომ შეიძლება მერე გაზღვევინოს და ასე შემდეგ.

მოკლედ როცა 21 წლის ვართ ყველა რაღაცას ვცდილობთ.

მე ვცდილობ გავხდე დამოუკიდებელი, ვმართო ჩემი პატარა ცხოვრება,  ვაგო პასუხი ჩემს შეცდომებზე.

მაგრამ ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის მიღწევა ადვილი არაა, თუ არ გაგიმართლა და რაიონიდან არ ხარ, მაშინ მოგიწევს მთელი სტუდენტობა ისევ ოჯახთან გაატარო. თუ ამ დროს მოინდომებ გადასვლას ცალკე, მაშინ ოჯახი ფრიად გაოცებული იქნება, ხშირ შემთხვევაში უკმაყოფილოც.  თუ ამ უკმაყოფილებას გაარღვევ და შენსას გაიტან, პრინციპული თუ გქვია და ნამდვილი დამოუკიდებლობაც თუ გინდა, მაშინ ბინის ქირა შენ უნდა გადიხადო, კომუნალურებიც, ჯიბის ფულიც. მარტივად რომ ვთქვა მუშაობა უნდა დაიწყოს ოჯახის ნებიერამ. მუშაობას არაფერი უდგას წინ, არ თქვათ სამსახურები არ არისო, არის ძალიან კარგადაც არის, მაგალითად ტურიზმის დეპარტამენტში მობილურ გიდად მოწყობა რთული არაა, მთავარია ინგლისური და რუსული გესმოდეს (ნუ მაგდენიც თუ არ გესმის მაშინ რა გინდა :v ), მაგრამ მაინც რთულია. აი ვთქვათ მოეწყე ტურიზმის დეპარტამნეტში გიდად და დაგენიშნა ეს 1000 ლარი ხელფასი, რაც ბევრ რამეში გეყოფა. სწავლას რას უზამ?  მაგრამ აქვე მეორე კითხვაც ისმის, რა აუცილებელია სწავლობდე? მაგრამ ენივეი, მე უკვე სტუდენტი ვარ, მესამე კურსი დავხურე და გვიანია ამაზე წუწუნი.

ფაქტი ასეთია, ვერ ვმუშაობ, ვსწვალობ და ყველანაირ დამოუკიდებლობაზე საუბარი ზედმეტია.

მაგრამ არსებობს გამოსავალი.  თუ არ გამიმართლა და რაიონიდან არ მომიწია ჩამოსვლა, მაშინ შემიძლია თბილისიდან წავიდე საერთოდ. ხოდა მეც  მივდივარ. სიმართლე რომ ვთქვა ეს ასე მარტივი არაა, ბევრი დრო, ენერგია, რესურსები ვხარჯე, უამრავ გაცვლით პროგრამაზე შევიტანე განაცხადი და მხოლოდ ერთმა მიმიღო.

ამ წუთას ეს ერთიც კარგია. კარგია იმიტომ რომ მე უკვე დამოუკიდებლად ვაგვარებ ფრენის, ვიზის, დაფინანსების საკითხებს.დამოუკდიებლად წავალ, მარტო საქართველოდან, მოვეწყები იქ და შემდეგი 6 თვის განმავლობაში მე ვიქნები ყველაფრის მბრძანებელი.

ამას წინათ ერთმა უცხოელმა ახლობელმა მითხრა, 18 წლის რომ ხდები ბელგიაში, მშობლები თავად გეუბნებიან რომ სახლი უნდა დატოვოო, თუ ამ დროს კიდევ არ გაქვს შენი შემოსავალი, მაშინ თავიდან თვითონ გეხმარებიანო.

საქართველოში კი მშობლები ცდილობენ რაც შეიძლება დიდ ხანს დაგტოვონ თავიანთი კალთის ქვეშ, რაც შეიძლება დიდ ხანს მოგიგვარონ პრობლემები, მოგთხოვონ ახსნა-განმარტება ყველა საეჭვო მოვლენისა და საბოლოოდ ძალიან გამოუცდელები და მფრთხალები დაგვტოვონ ყველაზე რთული გადაწტყვეტილებების წინაშე.

მოკლედ, იმის თქმა მინდა რომ როგორმე უნდა გამოძვრეთ მაგ სახლებიდან, იპოვოთ საკუთარი თავი, საკუთარი ინტერესები, დაუშვათ შეცდომები, წაიტეხოთ კისრები, ოღონდ არ იქცეთ 30 წლის დედიკოს ბიჭებად, რომლებსაც ისევ დედების არჩეული ნაკსები და ტრუსიკები აცვიათ.

წარმატება, როგორც დღის წესი

რას ნიშნავს იყო წარმატებული? ამ კითხვას ყოველდღე ვუსმვამ ჩემს თავს. ახლა  პასუხის დაწერას არ ვაპირებ, წარმატება ყველასთვის ინდივიდუალურია და ჩემი წარმატება თქვენთვის შეიძლება უსარგებლო ლაი-ლუი აღმოჩნდეს.

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ძირითადად წარმატების მისაღწევი გზები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ამიტომ ის რაზეც ქვემოთ ვისაუბრებ შეიძლება თქვენთვის  საინტრესო აღმოჩნდეს.

თითოელი პუნქტი, რომელიც რეკომენდაციებს შეიცავს ერთი შეხედვით ძალიან ადვილია, სინამდვილეში კი მათი რეგულარულად შესრულება საკმაოდ დიდ ნებისყოფას მოითხოვს.

ასე რომ, თუ გინდა რომ გახდე უკეთესი მეწარმე და წარმატებული ბიზნესი ან საქმიანობა გქონდეს,  შენი დრო და ენერგია ყოველდღიური ჩვევების გამჯობესებას უნდა მიუძღვნა.

აქ ჩამოთვლილია 15 რჩევა,  რომელთა გათვალისწინება რეკომენდირებულია გადატვირთული და დაკავებული დღის განმავლიბაშიც კი.

  1. აუცილებლად ისაუზმე  – ნაყოფიერი მუშაობისთვის შენს ორგანიზმს სჭირდება საწვავი.  მაშინაც კი, როდესაც ჩქარობ და მხოლოდ  ყავას მიირთმევ, რამე ნოყიერი, ცილოვანი საკვები.
  2. დაგეგმე შენი დღე – დილით, შენი პირველი ქმედება კალენდრის გადახედვა უნდა იყოს, პრიორიტეტების მიხედვი დააწყე საქმეები,ასევე იფიქრე იმაზე დღის რომელ მონაკვეთში ხარ ყველაზე შრომისუნარიანი და პროდუქტიული.  ამასთანავე აუცილებლად მოიწყვე შესვენება და წაიხემსე ჯანსაღი საკვებით.
  3. არ შეამოწმო ელ. ფოსტა დილითვე –  ვინაიდან მიღებულმა შეტყობინებებმა შეიძლება ყურადღება გაგიფანტოს და დღის გეგმა აგირიოს. ასევე არ  ღირს ელ. ფოსტის სამ ჯერზე მეტად შემოწმება, განსაკუთრებით მაშინ თუ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობ.
  4. დაიმახსოვრე და გაიხსენე შენი მიზნები – ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში იპოვე რამდნეიმე წუთი იმისთვის, რომ გაიხსენო შენი და შენი კომპანიის მიზნები.  იფიქრე შენი კომპანიის მომხმარებლებზე, იმაზე თუ შენი ბიზნესის, საქმიანობის რომელი ნაწილია ყველაზე მეტად მომგებიანი. სანდახან მუშაობის პროცესში იმდენად ვართ დეტალებზე ორიენტირებული, რომ გვავიწყედება რას მოაქვს ჩვენთვის ბედნიერება და მოგება.
  5. “Single Task” – მიუხედავად იმისა რომ დღეს მსოფლიოში  ადამიანები მრავალ საქმეს ერთდროულად აკეთებენ და ეს საქებარია, ამან შეიძლება ბევრი ხარვეზი გამოწივიოს და ბევრი პრობლემაც შეგიქმნა, შეიძლება გაგეფანტოს ყურადღება. იმისთვის რომ იყო პროდუქტიული და ეფექტურად საქმიანობდე დააწყე დავალებები პრიორიტეტების მიხედვით და ფოკუსირდი მათზე სათითაოდ.
  6. ვიზუალიზაცია – რაც შეიძლება უფრო მეტად რეალურად წარმოიდგიე შენი წარმატება.  წარმოიდგინე რომ უკვე მიაღწიე მიზანს. ვიზუალიზაცია ჩვენი გონების უძლიერესი იარაღია  თვითშთაგონებისათვის. უკეთ წარმოსადგენად შეგიძლიათ მოძებნო სურათი რომელიც ახლოსაა თქვენს მიზანთან, მაგალითად თუ გინდა რომ რომელიმე უნივერსიტეტმა მიგიღოს მოძებნეს მისი ფოტოები, თუ გინდათ რომ პარიზში იმოგზაურო ნახეთ პარიზის სურათები და ასე შემდეგ. ეს ყოველივე ბედნიერებას მოგგვრის.
  7. თქვი „არა“ – მეწარმეები დაზოგადად წარმატებული ადამიანები ყოველთვის განიცდიან ახალ-ახალი შესაძლებლობების ზეწოლას.  თუმცა ყველა შემოთავაზება ვერ იქნება მომგებიანი შენი საქმიანობისთვის, აარჩიე ისინი ყურადღებით და გაუფრთხილდი დროს.

  1. დააფასე დრო – ფულისგან განსხვავებით დრო არაგანახლებადი  რესურსია.  იყავი ფხიზლად და ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებზე დახარჯე ის, არ დაუშვა არეულობა. არ აქვს მნიშვნელობა პირადად ნახულობ ადამიანს თუ სკაიპით ახორციელებ შეხვედრას,  ყოველთვის უნდა იცოდე საუბრის დაწყებისა და დასრულების დრო.
  2. დელეგატი – არ ეცადო ორგნიზაციის ყველა საქმის მოგავრებას, დაიქირავე ამისთვის სხვაც.
  3. მოუსმინე  – იყავი მომთმენი როცა უსმენ თანამშორმლებს ან დამქირავებლებს.  უსმინე ყურადღებით, ლიდერი რომელიც კარგად უსმენს და იაზრებს სხვების ნათქვამს, ყოველთვის არიდებს თავს გაურკვევლობებს.
  4. იყავი მადლიერი – კარგი იქნება თუ ყოველდღიურად გაიხსენებ შენს ძველ შემოთავაზებებს, წარმატებებს და განხორციელებულ მიზნებს. თუმცა ამ დროსაც კი, უნდა  შეინარჩუნე აწმყო და ფოკუსირდიე მის პროდუქტიულობაზე.
  5. ადექი და იმოძრავე – ხშირად სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე გამუდნებით ჯდომა გვიწევს.  მეცნიერთა დასკვით ხანგრძლივ ჯდომას უამრავ დაავადებამდე მივყავართ, ეცადე ხშირად ადგე და იმოძრაო. დასვენება გაატარე აქტიურად, ეს კარგია სხეულისთვისაც და გონებისთვისაც.
  6. ისუნთქე ღრმად – კარგი იქნება თუ ყოველი ერთი საათის შემდეგ წამოდგები და 10-ჯერ ღრმად ჩაისუნთქავ,  ამით გაამდიდრებ ორგანიზმს ჟანგბადით, რითაც მეტ ენერგიას შეიძენ.
  7.  მიირთვი ლანჩი – ეცადე ლანჩი ოფისისგან მოშორებით მიირთვა, ასევე კარგი იქნება თუ ამ დროს ხელმძღვანელებთან ან პოტენციურ კლიენტებთან ერთად გაატარებ დროს.
  8. აასუფთავე სამუშაო მაგიდა – ყოველი დღის ბოლოს გაასუფთავე მაგიდა,  დაალაგე კალმები, ფურცლები და სხვა საგნები. გასუფთავებული მაგიდა მეორე დღეს თავს თავისუფლად გაგრძნობინებს და ხელს შეგიწყობს გეგმების განხორციელებაში.

გისურვებთ წარმატებას ამ რჩევების გათვალისწინებაში!

 

სტუდენტები წარმატების გზაზე?!

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერ მინდა, მაგრამ ყოვეთვის სხვადასხვა მიზეზების გამო გადამქონდა ხოლმე შემდეგი დროისთის. ისე,  არც ახლა  მცალია,  შუალედურები მაქვს თავსდატეხილი და წესით პოსტებს არ უნდა ვწერდე, მაგრამ მოგეხსენებათ გამოცდების პერიოდი, ოღონდ ამ დროს ცოტა ხანს მაინც სამეცადინოს გამოაღწიო თავის და რას აღარ გააკეთებ, ბლოგი თუ გაქვს პოსტსაც დაწერ.

მინდა ეს პოსტი ჩემს კურსელებს, არაკურსელებს, ზოგადად სრუდენტებს და ახალგაზრდა ადამიანებს მივუძღვნა და გავუზიარო ის გამოცდილება, ის იმედგაცრუებები რაც მე დამიგროვდა.

აგერ უკვე მესამე კურსზე მოვიყარე და დღემდე არ მაქვს ერთი გარკვეული გეგმა, რომელსაც მივყვები, რომლის ერთგულიც ვიქნები და რომელსაც განვახორციელებ. გეგმა არ მაქვს იმიტომ რომ არ მაქვს გამოკვეთილი მიზანი, გამოკვეთილი მიზანი არ მაქვს, იმიტომ რომ არ მაქვს გამოვეთილი სურვილი. კი,  ეს პროცესი ჯაჭვურია.

ყოველდღე ვუყურებ ჩემსავით გზააბნეულ სტუდენტებს, რომლებიც საკუთარ ცხოვრებაში თავს ისე გრძნობენ როგორც ლაბირინთში, თუმცა კი ხშირად იმდენად ინერციულია მათი ქმედებები რომ ნაკლებს ფიქრობენ, ან საერთოდ არ ფიქრობენ.

მე ვიცნობ სტუდენტებს, რომლებსაც არ უყვართ თავიანთი პროფესია, რომლებმაც არც კი იციან საკუთარი პროფესიის დანიშნულება, შესაბამისად არ ესმით როგორ უნდა განვითარდნენ პროფესიულად. სწავლობენ იმიტომ რომ დედას, მამას, მეზობელ ანჩო/მანჩოს გააგებინონ.

მე ვიცნობ სტუდენტებს, რომლებსაც  არ უყვართ საკუთარი პროფესია, მაგრამ მაინც კარგად სწავლობენ, იზეპირებენ საგნებს, აკეთებენ პრეზენტაციებს, მაგრამ არასოდეს სიღრმეში არ იხედებიან, სამაგიეროდ იღებენ სტიპენდიებს, კურსზე პირველები არიან რეიტინგით და იმ 100-ვით გაჭიმულები დადიან, მათ ბაზაში რომ ციმციმებს.

მე ვიცნობ სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ საკუთარი პროფესია, კარგადაც სწავლობენ მაგრამ არ იციან როგორ განვითარდნენ, არ იციან როგორ დაგეგმონ მომავალი, როგორ მოიძიონ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის შესახებ. ამ ადამიანებს მხოლოდ უნდათ, მაგრამ ელემენტარული, შერლოკისეული ინსიქტი არა გააჩნიათ რომ მათთვის საინტერესო ვაკანსიას გადააწყდნენ, მათთვის საინტეერსო სტაჟირება გაირონ ან მათთვის საინტერესეო ტრენინგებს დაესწრონ.

მე ვიცნობ სტუდენტებს, ვისი კომენტატერებიც აბსოლუტურად ყველა პოსტზე მხვდება ფეისბუქზე, რომლებიც საზღვარგარეთ წასვლას უკავშირდება, მათ უბრალოდ უნდათ წასვლა. არ აქვს მნიშვნელობა სასწავლო თუ სამუშაო პროგრამით, არ აქვს მნიშვნელობა გარემოს დაცვის ტრენინგებს დაესწრებიან თუ ადამიანთა უფლელების დაცვის, მთავარია რომ წავლეეენ, მთავარია რომ აეროპორტში დაჩექინდებიან.  ბოლოს, ბევრი ძებნის შმდეგ მართლაც მიდიან, მაგრამ უკან დაბრუნების შემდგომ ათჯერ  უფრო შეუმდგარი ადამიანები არიან ვიდრე წასვლამდე. მერე, ისევ იწყებენ ყველა კატეგორიის სამოტივაციოს დაწერას, ყველგან სივის გაგზავნას, ისევ ახალი იმედით რომ წავლენ.

მე ვიცნობ სტუდენტებს, რომლებიც სწავლის დროს მუშაობენ. მეც ვმუშაობდი პირველი ორი კურსი და მივხვდი რომ უარესს საკუთარ თავს ვერ გავუკეთებდი, რა თქმა უნდა სამუშაოს გააჩნია, მაგრამ ასე სკეპტიკურად იმიტომ დავიწყე ამაზე საუბარი, რომ ძალიან იშვიათად მუშაობენ სტუდენტები იმ სამსახურებში, რომლებმაც შეიძლება მათ ოდესმე პროფესიულ წინსვლაში ხელი შეუწყონ. აი მაგალითად, თუ ხარ ბიოლოგი და მუშაობ კონსულტანტად მაღაზიაში, რა თქმა უნდა არცერთ სამცენიერო ლაბორიაზე არ იმოქმედებს შენი სამუშაო გამოცდილება, როცა შენს სივს წაიკითხვენ.

მოკლედ მე ბევრ ისეთს სტუდენტს ვიცნობ, რომელთა საწვლის მიზანი (მისი არსებობის შემთხვევაში) და მიზეზი ხშირად ძალიან უმნიშვნელო, ძალიან ერთჯერადია.

ვეცდები შემდეგ პოსტში კარიერის დაგგემვაზე ვისაუბრო, დღეს კი ყველას გისურვებთ საკუთარი თავის, საკუთარი სურვილებისა, და საკუთარი სიამოვნებების პოვნას..  თქვით უარი ერთჯერად მიზნებზე, დაანებეთ 200 ლარიან სამსახურს თავი, გაიჭირვეთ, ჩაიცვით მეორადი ტანსაცმელი, მეტი დრო დაუთმეთ ბიბლიოთეკას, ლექციებს და საერთოდაც, ისწავლეთ როგორ უნდა ისწავლოთ..

ბოდიში, თუკი დემაგოგიური ტონი გასდევდა ჩემს პოსტს…

“Au Pair in Usa”-პროგრამა, რომელიც გვაძლევს მუშაობისა და ფულის დაგროვების საშუალებას

მიუხედავად იმისა რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა, ადამიანებს მაინც დიდ ბარიერად ევლინებათ უცხოეთში წასვლა. ისე წასვლაცაა და წასვლაც, გააჩნია რისთვის გინდა და რას ელი შენი მოგზაურურობიდან.

მე რომ მკითხოთ  და ვიცი ბევრიც დამეთახხმება, ყველაზე კარგი განათლების მისაღებად წასვლაა. ჯერ ერთი რომ ეცნობი უცხო ქვეყნის განათლების სისტემას, მერე იღებ იქნებ ბევრად მეტ ცოდნასაც ვიდრე ჩვენს ქვეყანაში და ბოლოს რაც მთავარია გამოცდილებას. გამოცდილებას იმისა, თუ როგორ დაიმკვიდრებ თავს მარტო სრულიად უცხო გარემოში, როცა ყველა პრობლემა უკვე პირადად შენი მოსაგვარებელი ხდება. მოკლედ უცხოეთში წასვლა სტუდენტისთვის თვითრეალიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა და იმედია რომ მეც აუცილებლად წავალ.

განათლების გარდა ახალგაზრდები ხშირად სამუშაოდაც მიდიან. ყურადღება სწორედ ამ საკითხს მინდა დავუთმო და ერთ-ერთი საკმაოდ მარტივი პროგრამა შემოგთავაზოთ, რომელიც იქნებ მართლაც გახდეს ჩვენი ოცნებების ასრულების გარანტი.

ალბათ ბევრს გსმენიათ ე. წ. „ Au Pair”-ს პროგრამაზე, რომლებითაც ახალგაზრდები  გერმანიაში ბავშვის მომვლელებად მიდიოდნენ. ახლა ეს პროგრამა გაფართოვდა და სამუშაო ქვეყნებს ამერიკა დაემატა. სიმართლე რომ ვთქვა აქ ბევრად უკეთესი სამუშაო პირობები და ბევრად უკეთესი ანაზღაურებაცაა. ყოველივეს წვრილად მოგახსენებთ.

იმისთვის რომ თქვენ მოახერხოთ „აუ პიარის“ პროგრამით სარგებლობა უნდა იცოდეთ ინგლისური ენა სასაუბრო დონეზე, ასევე უნდა გაგაჩნდეთ ბავშთან მუშაობის გამოცდილება, თუმცა არ ქონის შემთხვევაშიც არაა პრობლემა,  კომპანია „ფრანი“ რომელიც აღნიშნულ პროგრამას განაგებს, უზრონველყოფს ფსიგოლოგის ტრენინგებს ბავშვებთან ურთიერთობაზე, რაც ანაზრაურებს გამოუცდელობას.

ამის შემდეგ თქვენ ავსებთ აპლიკაციას და  “au pairis”  ოფიციალურ საიტზე გაიხსნება თქვენი პროფილი. სწორედ ამ პროფილის  საშუალებით გეძებენ და გიკავშირდებიან მასპინძელი ოჯახები. რა საკვირველია მედიატორის როლს აქაც “au pairis”  სააგენტო ასრულებს, რომელიც აშშ-ში არის განთავსებული.

რაც შეეხება ანაზღაურებას, ის შეადგენს 800 დოლარს თვეში,  ამასთანავე ოჯახი უზრუნველყოფს საცხოვრებელს, კვებას და დაზღვევას. დამატებით გიხდით 500$-ს  რომელიც შეიძლება რომელიმე ენის კურსის ან საგნის შესასწავლად გამოიყენოთ.  ასევე გეკუთვნით ორ კვირიანი ანაზღაურებული შვებულება, რომელსაც სადაც გინდათ იქ გაატარებთ. ერთ-ერთი ყველაზე დადებითი დეტალი ალბათ კიდევ ის არის რომ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ როგორ ბიჭებს ასევე გოგონებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ზოგიერთი ოჯახი სწორედ ბიჭს ითხოვს.

აქედან წასვლა და ზოგადად პროგრამის ღირებულება 1122$ ჯდება, რომელსაც ეტაპობრივად იხდით.  საბოლოოდ თქვენი ხელფასის ოდენობა წელიწადშ მიაღწევს 10 000$-ს, რაც დამეთანხმებით და საკმაოდ სოლიდური თანხაა იმ ადამიანისთვის რომელიც ახლა იწყებს ცხოვრებას.

იმის გამო ჩვენი სამყარო, სადაც ცხოვრება გვიწევს ცივი და საკმაო სასტიკია ხშირად გვიპყრობს ეჭვებიც და უნდობლობაც.  მაგრმ იქიდან გამომდინარე რომ ეს პროგრამა უკვე მრავალი წელია არსებობს, ვფიქრობ საეჭვო უკვე აღარაფერია.  იქ ყოფნის დროს თქვენ ყოველ კვირა გიკავშირდებათ  “AU PAIR”-ს აგენტი, რომელიც ამოწმებს თქვენს მდგომარეობას, იმ შემთხვევაში თუ პირველ ოჯახთან რამე პრობლემა წარმოიშობა, იწყება სხვა ოჯახის მოძებნა. პროგრამა 1 წლიანი, თუმცა შესაძლებელია კიდევ 1 წლით გახანგძლივება.  საქართველოდან წასვლას  J-1 ვიზით ახერხებთ, რომლის მიღებაც საკმაოდ რთულია და მხოლოდ კულტურული და საგანმანათლებო გაცვილითი პროგრამებისას გაიცემა. რა ამ ვიზის მიღებაც რა თქმა უნდა აღნიშნული სააგენტოს საშუალებით ხდება.

მე ახლა ვაპირებდი გერმანულის სწავლის დაწყებას,  მაგრამ რადგან ინგლისურენოვანიც აღმოვაჩინე, აუცილებლად ამით ვისარგლებ. თქვენც ალბათ ხვდებით, რომ ეს არის შანსი, რომელიც ხშირად არ გვეძლევა, მითუმეტეს ასაკიც შეზღუდულია 18-26 წლამდე.  ეს არის შანსი, რომელსაც იქნებ რადიკალურადაც შეუძლია ჩვენი ცხოვრების შეცვლა, მას შემდეგ რაც უცხო  ტრადიცებს გავეცნობით და საკუთარი თანხით დავბრუნდებით, რომლითაც მართლაც შეძლებთ ხარისხიანი განათლების მიღებას.

P.S. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანია „ფრანს“ ფეისბუქზე, მის ოფიციალურ გვერდზე.ამასთანავე მეც შემოგთავაზებთ სხვა პოსტებს, რომლებიც მეტად ინფორმაციული იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით^^

კომპანია ფრანის ლოგო

“ზუბრიაჩკობა” თსუ-ში

თითქმის დასრულდა პირველი სემესტრი და ერთადეთი რაც მთელი წლიდან დარჩა  საშნელი უკმაყოფილობის გრძნობაა. ერთხელ დავწერე და კიდევ ვიმეორებ თსუ-ში სწავლის ხარისხი საკმაოდ დაბალია. მავანმა და მავანმა მითხრეს, რომ ვცდებოდი და თუნდაც გამოცდების სამართლიანი სისტემა ერთ-ერთი კომპონენტი იყო სწავლის მაღალი ხარისხისა, მაგრამ მაინც ვერ დავეთანხმები.

არ მომწონს არც სწავლის სისტემა, არც ლექტორების მოტივაცია და არც მუდმივად არაინფორმირებული ადმინისტრაცია. თითოეულზე უკვე საკმაოდ გამყარებული არგუმენტი მაქვს. მაგრამ ამ ყველაფერსაც, რომ გავანებო თავი, მაინც მრჩება ერთი, ერთობ მნიშვნელოვანი პრობლემა. “მიზანმიმართული დაჩლუნგება”, “ზუბრიაჩკობა” რაც გინდათ ის დაარქვით  ამ პრობლემას. სად რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ბიოლოგიის მიმართულებაზე სტუდენტები რომ არ აზროვნებენ ამაში დარწმუნებული ვარ. ხოდა წარმოიდგინეთ ეხლა მეცნიერი, რომელიც ვერ აზროვნებს და ფაქტობრივი ცოდნის ინტეგრაციას ვერ ახდენს.

ცოდნა რომელიც წელს მივიღე მიზერულია, მიუხედავად იმისა, რომ საკამოდ მაღალი ქულები მყავს. პრობლემა მარტო იმაში არ მდგომარებს, რომ სტდენტთა უმეტსობა გამოცდების წინ სწავლობს. ეს უფრო ღრმად განსახილველი საკითხია.  თამამად შემიძლა ვთქვა, რომ ყველაფერს ვიზეპირებ, ზოგიერთები მეუბნებიან,  აბა როგორ გინდა, ანატომია და ბოტანიკა უნდა იზეპიროო, ნაწილობრივ მეც ვეთანხმებოდი, სანამ ჩემი ახლობელი, რომელიც თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლობს (იქაური სისტემიდან გამოდინარე ბიოლოგიის შესავლის მსგავს საგანს უბრალოდ გადის) თავის დავალებას არ გამომიგზავნიდა.  დავალება 5 საკითხისგან შედგება და ხუთივე აზროვნებას, მსჯელობას, ფიქრს, ზოგად და ფაქტობრივ ცოდნას მოთხოვს.  სიმართლე რომ ვთქვა საკმაოდ მარტივი საკითხებია, მაგრამ გაკეთება მიჭირს უკვე, იმიტომ რომ არ ვარ შეჩვეული მსგავსი ტიპის დავალებებს. კი არადა, ჩვენ საერთოდ არ გვაძლეევენ დავალებებს (რამდენიმე საგანს თუ არ ჩავთვლი).

რა არის ადამიანი? ზოგადად ცოცხალი ორგანიზმი? როგორ მუშაობენ მისი ორგანოები, ცალ-ცალკე? რა თქმა უნდა არა. მაგრამ ჩვენ ყველაფერს ცალ-ცალკე ვსწავლობთ, ჩვენ უბრალოდ ვიზეპირებთ, არ ვახდენთ ანატომიური სტრუქტურების  ერთმანეთთან დაკავშირებას, ზედმეტად არ ვფიქრობთ, ამიტომცაა, რომ სტუდენტთა სიის რეიტინგში მოზეპირეთა პლიადაა.

ვიღაც შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ არაფერს ისე არ ვნანობ, როგორც აქ ჩაბარებას,  უნივერსიტეტმა თავისი მშრალი ლექციებით, მშრალი გამოცდებით და გამოთაყვანებისკენ მიდრეკილი სისტემით მთლიანად ჩამიკლა სწავლის სურვილი.

ამ სემესტრში გავდივარ ძალიან საინტერესო საგანს-ბიოსოციოლოგიას, ფაქტობრივად ფსიქოლოგიის მსგავსია. აქ თავისუფლად შეგიძლია გამოთქვა და დაასაბუთო შენი აზრი, იკამათო მეცნიერთა დასკვნებზე, მაგრამ ერთადერთი რაც ორსაათიანი ლექციის განმავლობაში ხდებოდა, ეს იყო ერთი და იმავე ამბებს გამეორება, over and over again…

ოთხშაბათს გიგი თაევზაძესთან და ალექსანდრე კვიტაშვილთან “ცხელმა შოკოლადმა” შეხვედრა მოაწყო, რომელსაც დისკუსიის სახე ჰქონდე.  შეძლებისდაგვარად  ითქვა იმ უამრავი უარყოფითი მხარის შესახებ, რომლებიც ჩვენს უნივერსიტეტებს გააჩიათ, გაიჟღერა “დაზეპირების” პრობლემამაც, თუმცა, როგორც მივხვდი ჩვენს რექტორს დიდად არ აინტერესებს ეს პრობლემა.

საქართველოში დღეს მეცნიერება მკვდარია, უმეტესობა ამას მთავრობას აბრალებს, ხშირად საფუძვლიანადაც, მაგრამ მთავარი პრობლემა ძირშია. უფრო სწორად ჯერ სკოლაში და შემდგე ბაკალავრიატში, სკოლამ რაც შეძლო მომცა, ამ ერთმა ინერტულმა წელმა კი ესეც წამართვა. მე თუ მხოლოდ ასეთი ცოტა შევმატე ჩემს თავს ყოველ წელს, ეჭვი მეპარება 4 წლის შემდეგ არათუ დიდ მეცნიერებაში, არამედ უბრალო სკოლაში მუშაობა შევძლო.

კიდევ ერთი თვითმარქვია ორგანიზაცია-Sec Georgia ანუ “ასწავლე მოსწავლეს” ფარსი

ხანდახან განსაკუთრებით მეშლება ნერვები იმაზე, რომ ჩემი ბლოგი სათანადოდ პოპულარული არ არის. ეს “ხანდახან” კი მაშინ დგება, როცა გარკვეული სახის ინფორმაცია მაქსიმალურად დიდი რაოდენობის მკითხველს  მინდა მივაწოდო. მას მერე რაც  არსად ყვირილმა შედეგი არ გამოიღო ისღა დამრჩენია აქ მაინც დავპოსტო იმ იმედით, რომ მომავალში ყველაფერი სხვანაირად იქნება.

დაახლოებით ორი თვის წინ ჩავები პროექტში “ასწავლე მოსწავლე”-ს, რომელიც ჯავახიშვილის უნივერსიტეტის თვითმართველობამ გაავრცელა. ეს იყო განათლების სამინისტროსა და საქართველოს სტუდენტთა დასაქმების ორგანიზაციის-Sec-georgias, ერთობლივი საგრანტო პროექტი, რომელიც გულისხმობდა სტუდენტების პროფესიული თემატიკიდან გამომდინარე ოთხი პრეზენტაციის გაკეთებას სხვადასხვა საჯარო სკოლებში. მოკლედ გადავიხადეთ ამ ორგანიზაციაში  არსებული საწევრო-5 ლარის ოდენობით და ათკაციანმა ჯგუფმა დავიწყეთ გარკვეულ პრეზენტაციებზე მუშაობა.   ყველა ჯგუფში არიან ადამიანები რომლებიც მუშაობენ და ადამიანები რომლებიც არ მუშაობენ. გუნდის პირველი შეცდომა ალბათ ის იყო, რომ არმომუშავე ადამიანების არსებობა დავუშვით, თუმცა პრინციპში სხვა გზა არც გვქონდე მემგონი. მოკლედ აღდგომის წინა კვირაში გადავდეთ ყველა საქმე და დილიდან საღამომდე ჩართულები ვიყავით აღნიშნულ საქმეში. ხო, ხელმძღვანელი და ზოგადად ამ პროექტის “დიდი პასუხისმგებლობის” მქონე ადამინაი აღმოჩნდა, მუდმივად უკმაყოფილო იყო ჩვენი ნამუშევარით და ხშირად გვამკობდა სხვადასხვა ეპითეტით. საბოლოოდ, რამდენიმე ღამის გათენების შემდეგ, მთელი წითელი პარასკევი თავის ოთახში დაგვტოვა და გვამუშავა (ნუ იქაც გარკვეული რაოდენობის ბავშვები ვმუშაობდით). კარაგდ მახსოვს სახლში ბოლო მატარებელს გავყევი და და შაბათ დილით ისევ ისევ ოფისში დავბრუნდით, ჩვენი მუდმივად უკმაყოფილო უფროსის გული, რომ მოგვეგო. რატომღაც მაშინ კარგად ახსოვდა დრო, რომელზეც ჩვენთან შეხვედრა ჰქონდა დანიშნული(ეხლანდელისგან განსხვავებით).  ამის გარდა აღდგომის შემდეგაც მივედით, ჩვენ ყველა პრეზენტაცია მზად გვქონდა, ჯერი უკვე ხელმზღვანელზე იდგა.  რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს,  სკოლაში გავიდა მხოლოდ 2 წყვილი, 5 წყვილიდან და ისინიც ყოვლად უყურადღებოდ, დაპირებული  მეთვალყურეების გარეშე.

“ეპიკი” ამ ფარსის ის იყო, რომ ე.წ. დაპირებული საჩუქარი უფასო საგზურები ლიტვაში განაწილდა იქამდე სანამ პროექტი დასრულდებოდა ანუ ე.წ. “ლიდერები” გამოცხადდებოდნენ:) ღმერთმანი, ან ჩვენი ხელმძღვანელი ფლობდა ზებუნებრივ ძალებს და ყოველგვარი პრეზენტაციის გარეშე მიხვდა, რომ “ის ამას იმსახურებდა” ან  ჩვეუელბრივი ქართული ასპექტები ამუშავდა.

ერთ კვირაზე მეტია დავრბივართ სექ ჯორჯიაში, მივმართეთ თვითმმართველოBასაც, თუმცა არავის სურს დაიცვას ჩვენი უფლებები, თუკი საერთოდ გაგვაჩნია ისინი აღნიშნულ შემთხვევაში.

პ.ს.  პოსტში არავის ვდებ ბრალს, გამოვთქვამ ვარაუდებს და აღვწერ პროცესს,  პირველად ვნანობ რომ არ ვარ იურისტი და არ ვიცი ამ  წუთას რა გზით შემიძლია ბრძოლა. თავს უმწეოდ ვგრძნობ, იმიტომ რომ ვიცი, ეს არც პირველად ხდება, არც მეორედ და არც უკანასკნელად. მშივიდობით მოხმარეთ ყველამ თქვენი “სამართალი”:) ხუმრობის გარეშე კი გეტყვით, რომ სადაც არსებობს უსამართლობა იქ სამართალიც იარსებებს, ხოდა მაგ სამართლის გეშინოდეთ ჩემო ტკბილებო:)

თვითმმართველობის არჩევნები თსუ-ში

ამ ბოლო დროს განსაკუთრებით გაცისფერ-ყავისფერდა ჩემი ფეისბუქის კედელი. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები იწყება და ოპონენტებმა ფერები დაისაკუთრეს. უნივერსიტეტში თვითმამრთველობისა და ოპოზიციის წევრები აქეთ-იქით რომ დარბიან და ნაცნობების ხარჯზე ხმებს იწერენ ამაზე აღარაფერს ვამბობ, სულ ასე ხდებოდა, ყველაგან ასე ხდება და მომავალშიც ასე მოხდება (ისე ოპოზიციამ უნდა მოაწყოს ერთი შეხვედრა:/).

თავდაპირველად ნამდვილად ვაპირებდი არჩევნებზე  წასვლას, მითუმეტეს რომ ჩვენს ფაკულტეტზე ყველაზე მიგდებული დეპარტამენტის წევრი ვარ და ვალდებულიც ვიყავი, თუმცა ამ წუთას ნამდვილად არ მაქვს სურვილი. ყველა ერთად იმას ყვირის პოლიტიკური ძალები არ უნდა ერეოდნენ სტუდენტების საქმეებშიო და მაინც, ყველაფერი გაპოლიტიზირებულია. აუცილებელი არ არის, პიროვნებების უკან ბიძინა, მიშა, შალვა ან ვინმე სხვა იდგეს, ისიც საკმარისია რომ ყველაფერი ისეთივე “ბინძური” ხერხებით ხდება  როგორც ნამდვილ პოლიტიკაში.

ბოლო დროს დაიწერა ეს პოსტი ,  რომელასაც მოჰყვა გამოხმაურება აქ და აქაც-ც, ამ წუთას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს პოსტში რა ეწერა, მთავარია, რომ სტუდენტებმაც დაიწყეს ერთმანეთის “დაჭმა”.

ათი წუთის წინ ვიღაც გოგომ მობილურზე დამირეკა არასამთავრობო ორგანიზაციიდან ვარ და თსუ-ში ხმას ვის აძლევო,  იმას კი ვუთხარი, რომ ეს ჩემი პირადი საქმე იყო, მაგრამ მერე გავაანალიზე, რომ ის  სავარაუდოდ პოზიციის ან ოპოზიცისს საცოდავი წარმომადგენელი, ან საცოდავი დავალების შემსრულებელი უნდა ყოფილიყო. ეს “ჰაერში გამოკიდებული ორგანიზაცია” კი გამოგონებული. ისე საიდან უნდა ჰქონოდათ ჩემი ნომერი, ცოტა ხნის წინ შევცვალე და ჯერ-ჯერობით არც თვითმმართველობაში დამიფიქსირებია და არც თსუ-ს ადმინისტრაციაში.

ვერ ვხვდები, რა ჰგონია  ხალხს ეს თვითმმართველობა, ვერ ვხვდები, რატომ იცავს ერთი კბილებით ან  მეორე რატომ არის ასე მოწადინებული. იქ შესასვლელად. ჩვენთან  ერთი ბიჭისითვის აგროვებდნენ ხმებს ოპოზიციიდან და რომ ვკითხე რას აპირებს-მეთქი, აღმოჩნადა, რომ ძალიან ბევრი საინტერესო იდეა ჰქონია. ეგ ყველაფერი კარგი და გადასარევი, მაგრამ სექტემბერში რომ მობრძანდა, შესულიყო ჯერ თვითმმართველობაში, ენახა შეუძლია თუ არა რამის გაკეთება, იქნება მის აზრს ვინმე ითვალისწინებდა კიდეც,  ხოდა თუ იქ დაბლოკავდნენ მე პირადად პირველი ვიქნებოდი მის მხარდამჭერებს შორის. თვითმამრთველობას შენი იდეა ვერ დაესიზმრება და ამას რატომ არ აკეთებენ, მე გავაკეთებდიო არ უნდა იყვირო. კიდევ, კარგი ნებისმიერს შეუძლია იქ შესვლა.

მოკლედ ყველაფერი ისეა როგორც პოლიტიკაში, ბევრი ჩაშვება, ბევრი ტყუილი, ბევრი დილეტანტი და ბევრი ნაცნობი.

მაპატიეთ, მაგრამ “პოლიტიკოსობანს თამაში” ძალიან უნიჭოდ გამოგდით.

თსუ-ს ახალგახსნილი ბიბლიოთეკა

ბოლო წლების ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა ალბათ ისაა, რომ ინტერნეტი ძალიან დიდ დროს გვართმევს,  კერძდ კი: ბლოგები, ფორუმები და სხვადასხვა სოციალური ქსელები. ჩემთვის პირადად, სახლში, ჩართულ კომპიუტერთან მეცადინეობა ნელ-ნელა უტოპიად იქცა.  ეხლაც, გამოცდებამდე 2 დღით ადრეც კი ვერ ვახერხებ მთლიანად დახსნას  კომპიუტერისგან და სხვა ეშმაკის მანქანებისგან:). მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაქლაქო, მე კარგი ადგილი ვიპოვე სადაც, მშვიდად, წყანარად და ხარისხიანად ვიმეცადინებ- თსუ-ს ახალგახსნილი ბიბლიოთეკა.

ყველაზე კარგი ალბათ ის არის რომ ნებისმიერს, განურჩევლად უნივერსიტეტისა შეუძლია აქ შემოსვლა.  ბიბლიოთეკაში შესვლამდე ჩანთას გარეთ აბარებთ,  შესასვლელში საკმაოდ მარტივ პროცედურებს გადიხართ, ერთგვარ რეგისტრაციას და შემდეგ ჯდებით თქვენს ადგილას. აუცილებელია პირადობა ან სტუდბილეთი. თვითონ ბიბლიოთეკაში ორი განყოფილებაა, სამეცნიერო ლიტერატურის-პირველი სართული და მხატრული ლიტერატურის-მეორე სართული. დღეს ვათვალიერებდი ამ უკანსკნელს და დიდად არ აღვფრთოვანებულვარ არჩევანის ნაირგვარობით, იმედი მაქვს გაამდიდრებენ.  დილით რომელზე იხსნება ზუსტად  არ მახსოვს, მაგრამ 17:45 წუთზე იკეტება, ჩემი აზრით საკმაოდ ადრეა.

ამ ბოლო კვირაში წელიწადში პირველად მგონი, 4 საათი ვიმეცადინე შეუჩერებლად, ისე, რომ არცერთი სოციალური ქსელი არ დამილაშქრავს. ნუ პრინციპში ეს იმის ბრალიც არის, რომ მხოლოდ დღეს აღმოვაჩნე ბიბლიოთეკაში კომპიუტერების განყოფილებ:)ა. ისე, ჯერ-ჯერობით ცოტა ხალხია, და იქ მომუშავე თანამშრომლები ხანდახან ზედმეტად ხმაურობენ, სავარაუდოდ ერთხელ ზრდილობიანად ვეტყვი, რომ ბიბლიოთეკაში ხმამაღალი სიცილი არც ისე მისაღებია.

ნუ, იქ კიდევ არის რამდენიმე ოთახი, რომლის დანიშნულება ჯერ ვერ შევიტყე, ნელ-ნელა მაგასაც გავიგებ:).. მოკლედ ძალიან, ძალიან კარგი ადგილია, მხოლოდ მანდ ვგრძნობ ხოლმე რაღაცნაირად “სტუდენტობის სუნს”, იმას ვგულისხმობ, ჰოლივუდურ ფილმებში დაღამებამდე ბიბლიოთეკებში, რომ სხედან ხოლმე. ❤

ბოლოს კი რამდენიმე სურათს ვდებ, რომლებიც სამწუხაროდ მობილურით გადავიღე, მაგრამ რაღაცას მაინც დაინახავთ და რომ მიხვალთ უკეთესად შეიგრძნობთ:)

ეს შესასვლელია სადაც დარეგისტრირდებით, ის მონიტორები კი იმის გასაგებადაა, არის თუ არა თქვენი სასურველი წიგნი ბიბლიოთეკაში.

ვრცლად თსუ-ს ახალგახსნილი ბიბლიოთეკა

როგორ დავწეროთ CV?

CV (ავტობიოგრაფიის სპეციფიკური ვარიანტი) განკუთვნილია იმ პირისათვის თქვენს შესახებ მოკლე, საბაზისო ინფორმაციის გასაცნობად, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს გარკვეულ სასწავლო ან/და საგრანტო-სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ თქვენს მიერ წარდგენილი მიმართვა.

შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თქვენი CV იყოს მაქსიმალურად ნათელი, ლაკონური, არათხრობითი სტილის მქონე, სტრუქტურულად გამართული დოკუმენტი.

აღსანიშნავია, რომ CV-ის შედგენის შესახებ არ არსებობს უნივერსალურად დადგენილი, დეტალებზე შეთანხმებული წესი. შეუძლებელია, ვინმემ, მათ შორის მე, გირჩიოთ ყველანაირი კომისიისათვის თანაბრად მოსაწონი ვარიანტი. თუმცა, მეტ-ნაკლებად დამკვიდრებული ძირითადი წესების გამოკვეთა, რაც გაადვილებს სტუდენტის ამოცანას, მაინც შესაძლებელია და სწორედ ეს არის ამ დამხმარე სტატიის მთავარი მიზანი.

სტრატეგიის უმთავრესი ერთეულები:

პირველ რიგში: იყავით კეთილსინდისიერები! ნუ გადააჭარბებთ და გააზვიადებთ თქვენს მიღწევებს. “საკუთარი მონაცემის ცოტათი გაზვიადება”, “მაჩვენებლის ცოტათი მომატება” და მისთანანი, თუნდაც, ერთი შეხედვით, უბოროტო და შეუმჩნეველი “გაძლიერება” ნიშნავს საბუთების გაყალბებას, რასაც დასავლური საგანმანათლებლო სისტემა არ პატიობს! ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, არის თუნდაც მნიშვნელოვანი, მაგრამ აშკარად წამგებიანი და “სუსტი” მხარეებისთვის თავის არიდება, თუკი მათი მითითება ცალსახად მოთხოვნილი არ არის.

კომპაქტურობა: სასურველია, CV არ იყოს ორ გვერდზე მეტი მოცულობის. ბუნებრივია, ის შეიძლება ოთხ ან მეტ გვერდსაც შეადგენდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონფერენციაში მონაწილეობასთან, სამეცნიერო-კვლევითი/ანალიტიკური სტატიების გამოქვეყნებასა და სხვა სახის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოცდილება და შესაბამისი, მისაწოდებელი აუცილებელი ინფორმაცია უხვად გაქვთ. შეეცადეთ, შეხედოთ დოკუმენტს იმ მკითხველის თვალით, რომელსაც დროის უაღრესად მოკლე დროში უწევს მასთან გაცნობა. ვრცლად როგორ დავწეროთ CV?

Add New Category-სტუდენტებისთვის

არ ვიცი მეჩვენაბა თუ რა ხდება, მაგრამ  ვფიქრობ, რომ სტუდენტების დიდი რაოდენაბა ინფორმაციულ ვაკუუმს განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ ხელი მიუწვდებათ ინტერნეტზე, ხშირად საკმაოდ მნიშვნელოვან ფაქტებზე წარმოდგენა არ აქვთ . როცა უნივერსიტეტში მივედი,   თავიდანვე ვიცოდი, რომ სხვადასხვა ინფორმაციის მიღებაში (პროექტებზე, ტურებზე, კონფერენციებზე)  დეკანატის იმედი დიდად არ უნდა მქონოდა,  ამიტომაც “დავძვრები” სხვდასხვა საგანამანათლებო, დასაქმების და ზოგადად სასარგებლო საიტებზე.

მოკლედ მას მერე, რაც ერთმა მეგობარმა მომაწოდა თავისი სივი, ერთ-ერთ ვაკანსიაზე გასაგზავნად და სივში  აღმოვაჩინე ინფორმაცია  “მუსიკალურ შვიდწლედში”-სწავლისა და რომელიღაც ანსამბლში ცეკვის შესახებ, მივხვდი, რომ მდგომარეობა ზედმეტად რთული იყო. ბევრმა უბრალოდ არ იცის, როგორ იწერება სივი. მე მიმაჩნია, რომ თუ გინდა გამოცდილ კადრად ჩამოყალიბდე, გახდე პუნქტუალური, კომუნიკაბელური, ერუდირებული, მარტო ოთხი წელი წიგნებისთვის ყურება არ არის საკმარისი. ტურიზმის კვირეულზე ლექცია წაიკითხა, საქართველოში ცნობილმა HR-მა, მაია წერეთელმა( KMS georgia-ს ერთ-ერთმა  დამფუძნებულმა) და მან იქ გვითხრა, რომ არცერთ სერიოზულ კომპანიას არ სჭირდება კადრი, თუნდაც ოქსფორდდამთავრებული, რომელსაც არ აქვს სამუშაო გამოცდილება. უცხოეთში “თან სწავლის და თან მუშაობის” საკმაოდ კარგი კულტურა აქვთ, ერთ-ერთმა ლექტორმა მოგვიწოდა კიდეც მუშაობისკენ, თუმცა მეორეს მხრივ საქართველოში ძალიან რთულია ორივეს ერთად ხარისხიანად კეთება, იმიტომ რომ დათმობაზე არც უნივერსიტეტი მიდის არც დამსაქმებლი.  მოკლედ ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ.

დიდი ხანია ვფიქრობ ბლოგის გამოცოცხლებაზე, იმის გამო რომ ვერანაირად ვეღარ ვწერ პოსტებს ადრინდელი სიხშირით და სტილითაც კი, გადავწყვიტე “ახალი სუნთქვა” მეპოვნა.  რისთვისაც მშვენიერი იქნები ახალი კატეგორიის დამატება-“სტუდენტებისთვის”. სადაც დავდებ ინფორმაციას სივის გაკეთების, დასაქმების საიტების,  საზღვარგარეთ სწავლის და ასე შემდეგ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. როცა აბიტურიენტი ვიყავი, მაშინ დავამატე ახალი გვერდი, სადაც თითქმის ყველა წლის ტესტი განვათავსე, მათი დამსახურებაა, რომ მაშინ კი, როცა თვეობით ვასვენებდი  ბლოგს, სტატები 500-მდე იყო, თანაც  ამხელა ინტერნეტ სივრცეში  ზოგიერთი ტესტი მარტო მე მიდევს,  ხოდა თუ სულ სხვა არაფრად, ამ პატარა დახმარებად მაინც ღირდა ჩემი ბლოგის არსებობა.

მინდა რომ  პროექტმა, რომელსაც ვიწყებ უფრო დიდი მასშტაბები მიიღოს, ყველას ვისაც ექნება  კარგი საპოსტო მასალა, აუცილებლად დავაპოსტინებ (რა საკვირველია საავტორო უფლებების დაცვით).

მოკლედ ბედნიერი ვიქნები თუ ეს იდიაც ისევე გაამართლებს, როგორც ეროვნული გამოცდების ტესტების დადების იდეამ გაამართლა.

პ.ს. იქნებ ახალი, თემატური ბლოგიც გავაკეთო:)