წერილი ჩემს უნარშეზღუდულ მეგობარს

არიან ადამიანები ვისთან საუბარიც მაბნევს. ისინი მაკომპლექსებენ და მეც ყოველნაირად  ვცდილობ გავექცე.

ასეთი ხარ შენც, ჩემო პატარა მეგობარო. მე მიჭირს შენთან კომუნიკაცია, არადა უნარშეზღუდული საზოგადოებამ სწორედ შენ დაგარქვა. შენ ხარ ყველაზე თბილი და მგრძნობიარე არსება მათ შორის, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. ალბათ სწორედ ამიტომ ვიბნევი, მე ხომ შენსავით ვერ გამოვხატავ ვერც სითბოს და ვერც გრძნობებს. მე შენ გამო მრცხვენია ჩემი თავის . მრცხვენია და ამიტომაც გავრბივარ.  მე ხან ვისი მშურს, ხან ვისი, ხან  ვისზე ვამბობ აუგს, ხან ვისზე. ხან შენ წარმოიდგინე და სხვისი ბედნიერებაც შეიძლება არ გამიხარდეს, მაშინ, როცა შენ უსაზღვროდ კეთილი ხარ. ალბათ სწორედ ამ უსაზღვროობის გამო შეგარქვეს უნარშეზღუდულიც.

მრცხვენია, მრცხვენია და ათასჯერ გაგიმეორებ ამას. მრცხვენია იმისაც კი რომ ვერ ვიცვლები. ვერ ვხვდები  სათანადოდ კარგი იმისთვის, რომ შენნაირ ადამიანებთან მქონდეს ურთიერთობა. შეამჩნევდი, ხანდახან ფეისბუქზეც არ გპასუხობ, ან რომ მწერ მაშინვე გავდივარ.  არ ვიცი რაზე გელაპარაკო, არ ვიცი რა მაქვს  შენთან საერთო. უფრო სწორად შენ რა გაქვს ჩემთან საერთო.  ყოველთვის ხვდები თუკი ცუდად და ვარ და მზად ხარ დამეხმარო. მერე რა, თუ არ შეგიძლია, მთავარია რომ გინდა. მე კი  შემიძლია, მაგრამ არ გეხმარები, მაშინ, როცა შენ ის ყოველ წამს გჭირდება.

მაპატიე, თუ შეგიძლია მაპატიო.   და იცოდე, თუკი ჩვენ ორს შორის, რომელიმე ცხოვრებისგან დადაღულია ეს მე ვარ. მე ვარ შეზღუდული და არა შენ, ყველაზე კეთილო, ლამაზო და გონიერო არსებავ.

ERE ART-“სიცოცხლის მიმცემი ერთ ღერ სიგარეტში”

ეს ჩემი კიდევ ერთი პოსტია ერე არტზე, ნამდვილად სასიამოვნოდ გაკვირვებლი ვრჩები მისი ნახატების ნახვის შემდეგ… მეტიც დღეს მის ლექსებსაც გავეცანი,  და ვხვდები რომ ამ ადამიანის, როგორც შემოქმედის სული რაღაცნაირად უსაზღვროა.. რაღაცნაირად, ახალ–ახალ რამეებს ვპოულობ მასში, დაუსრულებლად საინტერესოა ფერებისა და სტრიქონების ჭიდილი.  რამდენიმე მათგანს კი გაგიზიარებთ თქვენც, ისე ფეისბუქზე თავისუფლად შეიგიძლიათ კარგად გაეცნოთ ერე არტის შემოქმედებას…

ვრცლად ERE ART-“სიცოცხლის მიმცემი ერთ ღერ სიგარეტში”

“ERE ART–მზე განწირულია გაყიდული ქრისტესავით..”

ძალიან კარგი პოსტი მინდა შემოგთავაზოთ. თქვენ ალბათ, უმეტესობამ უკვე შეიტყვეთ “ერე არტის” შესახებ, ალბათ აღფრთვანდით და შეაფასეთ უკვე , ალბათ კიდევ ერთხელ დარწმუნდით ქართულ ნიჭიერებაშi, მაგრამ ჩემი ალღო მკარნახობს რომ ის სათანადოდ არაა დაფასებული.  მხატვრობის დიდი გულშემატკივარი ვარ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ნახატს ვარჩევ პროფესიონალურ დონეზე.  მხოლოდ მცირედ განვიხილავ მათ… ვრცლად “ERE ART–მზე განწირულია გაყიდული ქრისტესავით..”

თითქოს დასასრულია და მაინც მზე!

გასაოცარი მხატვარი აღმოვაჩინე, მრცხვენია აქამდე რომ არ ვიცნობდი, გავოგნდი, ისეთი საოცარი, მაგნიტური შტრიხებია… როცა მის ნახატებს ვუყურებ საოცრად ვმშვიდდები,  სულში მწვდება პირდაპირ ეს მკრთალი და თან შინაგანდ ძლიერი ფერები…. მათი ავტორია ედვარდ ჰოფერი, ამერიკელი რეალისტი მხატვარი…

პირველ რიგში, რაც მის ნახატებში მომწონს შუქ-ჩრდილია, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს განწყობის შექმნაში. მეორე რაც ასე ვთქვათ ჰოფერისეულია და პრინციპში შეიძლება მის კოზირადაც ჩაითვალოს, ეს ხატვის განსაკუთრებული სტილია. არჩეული აქვს ყოველთვის ხედვის საინტერესო წერტილი, ეს წერტილი შეიძლება ძალიან მაღლა, ან პირიქით-ძალიან დაბლა იყოს. ჰოფერი ხატავს იმას რაც ხდება შიგნით, ინტერიერში და ასევე იმას რაც ხდება გარეთ. თავადაც ამბობდა რომ ძალიან რთულია, ერთდროულად დახატო შიგნითაც და გარეთაც.
მომწონს ასევე მისი შექმნილი სამყარო, მშვიდი, წყნარი, მყუდრო და მზიანი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნახატები რეალისტურია, ამავდროულად მეჩვენება რომ აბსტრაქტიულიცაა, არა გამომსხველობითი თვალსაზრისით, უბრალოდ თვითონ იდეაა აბსტრაქტული. ერთხელ ლოიდ გუდრიხს, ჰოფერის ერთ-ერთი ნახატი “განთიადი”, მონდრიანის ნახატისთვის შეუდარებია, როდესაც ეს ჰოფერმა შეიტყო უთქვამს “შენ მე მომკალი”-ო. თვითონ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა იმ აზრს, რომ მისი ნახატები აბსტრაქტული იყო.
საუბარი აი ამ ნამუშევარზეა..

ჰოფერის ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარი გახლავთ “მზე ცარიელ ოთახში”, როგორც ცნობილია მას დაგეგმილი ჰქონდა ინტერიერში ფიგურის დახატვა, თუმცა ხატვის პროცესში გადაიფიქრა და ჩემი აზრით სწორადაც მოიქცა, რადგან ფიგურა ამ მყუდროებას ნამდვილად დაარღვევდა.
სიცარიელე,თითქოს დასასრულია და მაინც მზე!
მიყვარს ეს კაცი.

Amedeo Modiglian და ლადო გუდიაშვილი

 

ამადეო მოდილიანი და ლადო გუდიაშვილი:)

“… მივუჯექი თავისუფალ მაგიდას… მოვიპატიჟე ამედეო მოდილიანი, მინდოდა მისი გამასპინძლება, მაგრამ გვერდით მანდილოსანი ეჯდა, რომელსაც ხატავდა. მოათავა თუ არა ორი ნახატიშესთავაზა პოლონელ ქალბატონს. რაოდენ დიდი იყო მოდილიანის გაკვირვება როცა მანდილოსანმა არ ისურვა ეს ნახატები არც საჩუქრად, არც სასყიდლად.. ქალბატონი გაჯავრებით პასუხობდა – “თქვენი ნახატები არაფრით მგვანანო”… აღელვებულმა, შეურაცხყოფილმა ამედეომ მომაშურა, გამომიწოდა ეს ორი შედევრი და ცრემლმორეულმა აკანკალებული ხმით მითხრა: – “გქონდეს შენჩემო მეგობარო ლადო, ეს პატარა სახსოვარი ჩემგან” … /ლადო გუდიაშვილი/
ეს სწორედ ის ნახატია, რომლიც მოდილიანმა უსახსოვრა გუდიაშვილს პარიზში.

 

 

modigliani….

 

ამადეო მოდილიანი / Amedeo Modigliani (1884-1920)

 

ცნობილი მხატვარი ამადეო მოდილიანი 1884 წლის 12 ივლისს, ებრაელების ოჯახში, იტალიაში დაიბადა.
1889 წლიდან მან უკვე დაიწყო ხატვა. 1902-1903 წლებში მოდილიანი ფლორენციასა და ვენეციაში ხატვის ტექნიკას ეუფლებოდა. 1906 წელს, დედის დახმარებით, ის პარიზში გაემგზავრა.

თავიდან ის მონმარტზე დასახლდა, თავის მეგობრებთან სუტინთან და ლიფშიცთან ერთად, რომლებიც ასევე ექსპრესიონისტი მხატვრები იყვნენ.
მოდილიანი სულ მალე ჩაერთო პარიზის ღამის ცხოვრებაში და სწორედ ამიტომ მას ბოჰემური ადამიანის რეპუტაცია შეექმნა, რამაც საბოლოო ჯამში დაღუპა კიდეც.
მოდილიანი მუშაობდა მანამდე, სანამ ცოცხალი იყო. ალკოჰოლმა და ჰაშიშმა ვერ ჩააქრეს მისი სურვილი მუდამ საქმეში ყოფილიყო ჩართული. ადრეულ პერიოდში ის ქანდაკებებსაც ქმნიდა და საკმაოდ წარმატებულადაც, თუმცა მან მხოლოდ მხატვრობაზე ფოკუსირება არჩია.
მოდილიანის ცხოვრება პროტესტების სერიებს გავს. მას პროტესტი უჩნდებოდა ბურჟუაზიის, ხატვის მასწავლებლების და იმ ადამიანების მიმართ, ვინც მის ტალანტს სათანადოდ ვერ აფასებდა.
უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებმა მხატვარმა მრავალი ნამუშევარი მხოლოდ იმის გამო დაკარგა, რომ ბინის ქირას ვერ იხდიდა და ხშირად სხვაგან გადაბარგება უწევდა.
1914 წლიდან, როდესაც მხატვარს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, მან ექსკლუზიურად მწერალ ლეოპოლდ ზბოროვსკისთვის დაიწყო ხატვა. ეს უკანასკნელი ამადეოს წარმომადგენლად ითვლებოდა და ეხმარებოდა მას ნახატების გაყიდვაში. სწორედ მან შეუწყო ხელი მოდილიანის სამხრეთ საფრანგეთში გადაბარგებულიყო, რადგან ამ წლებში პარიზში ცხოვრება, პირველი მსოფლიო ომის გამო შეუძლებელი გახდა.
1917 წლის 3 დეკემბერს, მოდილიანის პირველი პერსონალური გამოფენა ერთ-ერთ გალერეაში გაიხსნა. პოლიციის უფროსი შეაშფოთა შიშველი ქალბატონების გამოსახულებებმა და აიძულა მხატვარი გამოფენა სასწრაფოდ დაეხურა.
სწორედ ამ წელს, მოდილიანიმ წერილი მიიღო ყოფილი საყვარლისაგან, რომელიც ატყობინებდა, რომ მისგან შვილი ეყოლა. მოდილიანიმ ბავშვი არ აღიარა.
1918 წელს მხატვარმა ჟანა ჰებუტერნი გაიცნო, რომელთანაც არაოფიციალური ურთიერთობა აკავშირებდა. ჟანა მის მოდელადაც იქცა.გაზაფხულზე, ისინი ერთად დაბრუნდნენ პარიზში, სადაც მოდილიანის პირველი ქალიშვილი შეეძინა. მისი ნახატებიც უკეთესად იყიდებოდა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 1920 წლის იანვარში ტუბერკულიოზისა და მენინგიტის დიაგნოზით ამადეო მოდილიანი გარდაიცვალა. ამ დროს ჟანა მეორე ბავშვს ელოდებოდა. ამადეოს გარდაცვალების შემდეგ კი მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის მშობლების სახლის ფანჯრიდან გადმოხტა და ადგილზევე გარდაიცვალა.

ამადეო მოდილიანი / Amedeo Modigliani (1884-1920)

როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ, ამადეო მოდილიანიმ ძალიან დიდი აღიარება მოიპოვა. მისი გარდაცვალებიდან 2 წლის თავზე ამადეოს ნახატები ალბერტ ბარნესმა, პენსილვანიელმა კოლექციონერმა აღმოაჩინა.
მოდილიანის სუბიექტური და ექსპრესიული ხელოვნება მის კეთილშობილებას, სასოწარკვეთილებას და სევდას ასახავს. მისი ადრეული პერიოდის ნახატები ანრი დე ტულიზ-ლოტრეკის გავლენას განიცდის. უფრო მოგვიანებით კი ის აფრიკული ნიღბებით, სეზანის ნამუშევრებითა და პიკასოს ხელოვნებით ინტერესდება, თუმცა იტალიური მანერულობა მოდილიანის არასოდეს დაუკარგავს, რაც მის ელეგანტურ, ტალღოვან სტილში ჩანს. მისი პორტრეტები ადვილად ამოსაცნობია. გრძელი და თხელი ოვალური ფორმის თავი, დაქანებული მხრები და საოცრად დახვეწილი ფერები – ეს მოდილიანის სტილია.
ამადეო მოდილიანი / Amedeo Modigliani (1884-1920)