მოდა, მოდა, მოდა..ეს ერთ–ერთ იმ საკითხთაგანია ძალიან ბევრ ადამიანს მუდმივ საფიქრალად რომ აქვს ქცეული.. მოდურად ჩაცმას შეუძლიათ შესწირონ უკანასკნელი საბანკო ანგარიშები, მოდურად ჩაცმას შეიძლება ანაცვალონ ყველა სულიერი ფასეულება და გაყიდონ საკუთარი სურვილები. თუმცა ეს მათი საქმეა, დღეს კრიტიკას არ დავიწყებ, იქნებ მათი მდგომარეობა და მათი მიზნები ბევრად სჯობდეს კიდევაც ჩემსას. დღეს უბრალოდ გამოვთქვამ საკუთარ აზრს და გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას ამ ორმარცვლიანი სიტყვის შესახებ….
თქვენი არ ვიცი მაგრამ მოდა ჩემთვის ერთი ბანალური ფრაზით შემოიფარგლება ჩაიცვი ის რაც გიხდება, და უკიდურეს შემთხვევაში ჩაიცვი ის რაც გაქვს. მე აბსტრაქტიზმის წინააღმდეგი არ ვარ მაგრამ, ხშირად ვერ ვხვდები და ვერ ვხსნი ზოგიერთი დიზაინერის ჩანაფიქირს. არ მითხრათ რომ თქვენ ყველას ყველაფერი გესმით:) დღეს შემთხვევით გადავიწყდი საკმაოდ უცნაური სტილის ფეხსაცმელებს, არ მინდა თავხედურად გამომივიდეს მაგრამ რომ მაჩუქონ, რამოდენიმეს ზრდილობის გამოც არ ჩავიცვამ. აქ იკვეთება ალბათ ჩემი მდარე გემოვნებაც:) და აი ზოგიერთი მათგანის თვალსაჩინო მაგალითიც :
აი ჩვენი ორიგინალური ფეხსაცმელებიც. მაგრამ ჩემთვის ჟირაფის ფეხების მსგავსი ქუსლები მაინც მიუღებელია რაოდენ დიდი ყურადღებაც არ უნდა მვიქციო, მოდა ხომ საერთოდ სხვაზე შთაბეჭდილების მოსახდენად გვჭირდება, უფრო სწორად მოდურად ჩაცმა, მოდურად ქცევა და მოდურად სიარული…. რა თქმა უნდა, ყველაფერი ვითარდება, ერთ დონეზე რომ ვიყინებოდეთ და ახლა კვლავაც ლეღვის ფოთლებაფარებულები რომ დავრბოდეთ სწორედ ეს იქნებოდა უბედურება… მაგრამ მეორეს მხრივ მოდა გვკარნახობს თითქმის ყველაფერს, ანუ ვკარგავთ პერსონალურობს და ვექვემდებარებით უცხო ადამიანების, უცხო დიზაინერების აზრს, რომელთაც საკუთარი ნიჭის გარეშე ჩვენს თვალში სხვა ფასი არასოდეს არ ექნებოდათ…
არ იფიქროთ რომ რომელიმე მოდური აქსესუარის ვერ ყიდვის გამო ვარ დაბოღმილი და ამიტომ ვამჟღავნებ ესოდენ კრიტიკულ და სკეპტიკურ დამოკიდებულებას..(თუმცა ასეც მომსვლია) არა, ჩემთვის მართლაც მიუღებელი და რაც მთავარია გაუგებარია ზოგიერთი რამის გაკეთება სხვისი კარნახით… ასე რომ ვიქნები “გოიმი” და არ ავყვები მოდის ტენდენციებს, ჩავიცმევ, გავიხდი, გავაკეთებ, წავიკითხავ იმას რაც მინდა და არა იმას რაც ვერსაჩეს, თუნდაც ავთო ცქვიტინიძეს სურს:) ჩემი რა მიდის….
და აი ძველი დროის მოდური ქალებიც:
The Gibson Girl – an ideal woman from over 100 years ago.
Amadeo Modigliani. Let’s art do the talking here…
ანუ მე და კიდევ ბევრმა ჩემნაირმა რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ მოდა და მისი თავისებურებანი მოდერნიზაცია მაინც შეჩურებელი პროცესია და სულ არ გამიკვირდება რომ რამდენიმე წელიწადშიც ჩემს კარადაშიც აღმოვაჩინო ჟირაფის ფეხება ქუსლიანი ფეხსაცმელები:)