პანიკა

უამრავი “პანიკურად”  მიყრილ-მოყრილი წიგნია ჩემ გარშემო.. რას აღარ ნახავთ, რას აღარ შეხვდებით… უმეტესად კი ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას, ქართულს და ასე შემდეგ… ჩემი წიგნების განლაგებით თუ იმსჯელებთ, მიხვდებით, რომ მათი პატრონი მთლად გადასარევად ვერ არის..:) არც შეცდებით… ვინც მე მკითხულობს, ის ადვილად მიხვდება მომხადარის მიზეზებს…. ბევრი, რომ აღარ ვილაქლაქო, ერთ კვირაში სკოლას ვამთავრებ… სკოლის დამთავრებას კი  რვა ავბედით გამოცდა მოჰყვება. ზოგიერთი კულტურული მკითხველი, რომელიც ამ პოსტს წაიკითხავს, გაიფიქრებს, რომ “ტვინი შევჭამე” ჩემი გამოცდებით, თუმცა კომენტარში მხოლოდ გამამხნევეებს… მეგობრებო, არც ისე მარტივადაა საქმე, როოგორც ეს თქვენ გგონიათ. უმეტესობას ოთხი გამოცდა გაქვთ ჩაბარებული, ვიცი, რომ ამ ოთხი საგნისთვის ღამეები გითენებიათ, თავებიც გირახუნებიათ წიგნებისთვის(რა ქართულია:)), და ახლაც ფიქრობთ, რომ სადაც ის ოთხი ისწავლეთ, მეორე ოთხსაც ისწავლიდით.. ჩემს მდგომარეობასაც მარტივად უყურებთ, ბევრი ყბებს ღლის საატესტატო გამოცდების საჭიროებაზე ლაპარაკით… ასე ნამდვილად არ არის, და ეს მე ყველაზე კარგად ვიცი. არ მოვყვები ლაპარაკს იმ უსამართლობებზე, რაც ჩემი მოსწავლეობის დროს შემხვდა(აღარც აქვს არსებითი მნიშვნელობა), მაგრამ… არ შემიძლია თავი არ შეგაცოდოთ..:) გადავიღალე.. თქვენ შიძლება ჩემზე მეტსაც მეცადინეობდით, მაგრამ კონცენტრაციას ახდენდით მხოლოდ ოთხ საგანზე.. აი მე კი, ალბათ გავგიჟდები.. ერთი ფორმულიდან მეორეზე გადავდივარ, ერთი აზრიდან სხავა აზრზე, წიგნები უთავბოლოდაც იმიტომ მიყრია, რომ დროს ვერ ვანაწილებ დროს.. არ ვიცი, რომლით დავიწყო და რომლით დავამთავრო.. არ ვიცი რომელი უფრო მნიშნნელოვანია.. ამას ემატება ისიც, რომ მაისიაა.. რომ გადავიღალე, გამოვიფიტე, გუშინ ავტობუსში მომენტალურად ჩამეძინა, ხშირად ვაფიქსირებ, რომ არაადეკვატური გავხდი, ვფიქრობ სისულელეებზე, ნერვებს ვიშლი წვრილმანბზე და სულ მავიწყდება, რომ სკოლას ვამტავრებ… მინდა ყველაფერი მაქსიმალურად მოვასწრო, მინდა ერთნაირად გავწვდე ყველა საგანს, წავიკითხე ყველა ქსეროქსი(რომელთა რაოდენობა ასტრონომიულ რიცხვს აღწევს), დავიმახსოვრო ყველა წესი, ყველა ამოცანა, მაგრამ.. ხშირად ვხვდები, რომ ამ ხლაფორთში არაფერი გამოდის.. რომ მე პანიკაში ვარ და ეს ყველაზე ცუდია… ხშირად ყველაფერი სიგიჟეს ემსგავსება, შავ ხვრელს, რომელიც გამუდმებით ჩემს ჩათრევას ცდილობს, მე კი ხან ქიმიას ვეჭიდები, ხან ფიზიკას, ხან გეოგრაფიას და ასე გრძელდება უსაზღვროდ, სანამ არ მივხვდები, რომ მძინავს…სანამ დაღლილი, უკვე გათენებულზე, საწოლში ჩუმად არ შევწვები.. ამას წინათ, დამავიწყდა ჭამა…:) ნამდვილად საოცარია, მაგრამ დამავიწყდა და რა ვქნა… მოკლედ, მეგობრებო,  გადავიღალე…ხანდახან ვოცნებობ უბრალოდ სიმშვიდეზე.. ალბათ დავწერ კიდევ ერთ პოსტს(სკოლის დამთავრება, როგორ არ აღვნიშო) და მერე  გადავალ ხელახლა “ყაზარმულზე”.. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მშურს ხოლმე თქვენი.. თუმცა საამაყოც ბევრი მაქვს, თუნდაც ის, რომ საატესტატო გამოცდებისთვის მარტო, ჩემით ვმეცადინეობ.. ბევრისგან განსხვავებით, რომელთა რეპეტირორებიც შესვლა-გამოსვლას ვერ ასწრებენ..:) ეს ისე, კარგიც ხომ უნდა ვთქვა რაღაც..:)

თქვენი “წამებული” ნათია..:)

მოძალადე მასწავლებლები

თქვენ ალბათ უკვე გაიგებდით, ბოლო დროს სკოლებში მოძალადე მასწავლებლების მომრავლებას. გაიგებდით იმასაც, რომ ხშირად, უსამრთლოდ იჩაგრებიან ბავშვები, რომ ხშირად მათი სამრთალი არავის აინტერესებს, ამიტომაც შემოვიდა ჩვენს სკოლებში მანდატური ბიძია და მანდატური დეიდა. ამის გამო ჩვენს აღფრთოვანებას საზღვრები რომ არ აქვს, ამასაც გაიგებდით.. სინამდვილეში კი აი რა ხდება… ვრცლად მოძალადე მასწავლებლები

განსაკუთრებული გაზაფხულია მართლაც, ნიღბიანებს ვემშვიდობები…:)

რაღაცნაირად მებლოგპოსტება და რატომ ვერ ვხვდები, რაღაცნაირად მესიხარულება  და რა ვერ ვხვდები…

მაგრამ ალბათ მიზეზებს მნიშვნელობა არ აქვს, მთვარი ხომ ჩვენი სურვილებია… მარად დაუკმაყოფილებელი და მარად ჯიუტი სურვილები….

ალაბათ ჩემს სულშიც ნელ–ნელ შემოიპარა ის განცდა რომ მალე გაზაფხულდება… გაზაფხულდება მარტის ამინდებით, აპრილის მცხუნვარებით და მაისის ჟუჟუნა წვიმებით… გაზაფხულდება სულითხორცამდე, ფიქრებში, ცხოვრებაში, ბლოგებზე, ყველგან სადაც მზის პაწაწინა სხივი მაინც შეიჭვრიტება… გაზაფხულდება და ალბათ გამიხარდება, ალბათ ახლად ამწვანებულ  ბაღებს, გამოცოცხლებულ ხეებს ჩვეული სიგიჟით დავხვდები…

მაგრამ ეს იქნება განსაკუთრებული გაზაფხული, რომელსაც დაემატება სიტყვა უკანასკნელი… არა, არ ვკვდები, უბრალოდ ბოლოჯერ შევხედავ გაზაფულს სკოლის ფანჯრებიდან… დიახ იმ ფანჯრებიდან რომლებიც ასე შიცვალნენ, რომლებიც აღრა მგვრიან სიხარულს, აღარ მიტაცებენ… გაზაფხული ბოლო  იქნება კლასელებთან რომლებსაც მის დასანახად ძალა არ ექნებათ… წელს განსაკუთრებით ჩაგვითრია მატერიალიზმმა…ნოსტალგია მომწვა სკოლის, არა უფრო მეტად სინანული იმისა რომ შევიცვალეთ(გაზრდას ვინღა ჩივის)… რომ არ ვყოფილვართ ისეთები როგორც ერთმანეთი გვეგონა, სუსტები აღმოვჩნდით… ჩვენ ყველამ ერთად გავფანტეთ ბავშვობის გრძნობები, მოგონებები და დღეს ერთმანეთს ვეღარ ვცნობთ, ერთმანეთ ვალდებულების გამო ვესალმებით, და ხშირ შემთხვვეაში ზიზღსაც ვავლენთ… რატომ, მითხარით? რატომ აგიყოლიათ ასე ამბიციებმა, რატომ აღარ გგონიათ თქვენი ტოლი და სწორი აღარავინ, რატომ გინდათ ყოველთვის ერთმანეთის დამცირება… არა თქვენ შეიცვალეთ, საშინლად და უაზროდ… მე კი ძველები მენატრებით, ყოველდღე რომ შატალო გვქონდა, ჩვენი კლასი რომ ყველაზე მხიარული იყო ისეთები… მაშინ უფრო ჭკვიანები ვიყავით, მაშინ უფრო შეგვეძლო თანაგრძნობა.. ერთხელ მატირეთ ბიჭებმა, მაგრამ მერე იმდენი ბოდიშები მიხადეთ:) ერთხელ ფიზიკამ რომ  არ დამიწერა ათიანი მაშინ ვიტირე და თქვენც ჩემთან იყავით, თქვენც განიცდიდით… მაგრამ იმ  სიტბოსა და სიყვარულის ნასახიც აღარ გვაქვს თვალებში.. ასაკმა შური და ამბიციები მოგვიმატა მარტო…, ბევრში ცხოველი უფრო ცოცხლობს ვიდრე ადამიანი, ვიცი მეც შევიცვალე თქვენთან ერთად… ხშირად სამწუხაროდ უკვე მეც აღარ მადარდებთ…. რა საოცარია, რამდენი გეგმები გვქონდა მაშინ როცა ჯერ კიდევ კლასიდან მოპარულ პარკეტებს ვწვავდით ღუმელში, როცა ჩვენი გვარები არ შორდებოდა დასჯილთა დაფას, რა საოცარია როგორ გვიყვარდა ერთმანეთი და როგორ გადავსხვაფერდით, მენატრებით, ძალიან მენატრებით, და გთხოვთ თავი დავანებოთ “კაი ბიჭებზე” ზღაპრებს და მოვყვეთ ჩვენზე, იმ უცნაორობაზე რაც თავს გადაგვხვდა, და როგორ ან როდის ვერავინ რომ ვერ გავიგეთ, უბრალოდ ერთ დღეს, კლასში შემოსულმა შევამჩნიე რომ ყველას ნიღაბი გეკეთათ, იქვე ჩემიც იდო და მეც გავიკეთე ის ნიღაბი, მას მერე გავუცხოვდით საოცრად….

განსაკუთრებული გაზაფხულია მართლაც, ნიღბიანებს ვემშვიდობები, იმისთვის რომ როცა ერთმანეთს ვნახავთ მომავალში უფრო დიდი ნიღაბი გავიკეთოთ, არ დაგენანოთ ფული, შრომა და ემოცია, აბა თქვენ იცი სადაც უფრო დიდი ნიღაბი გაიყიდება მეც გამაგებინეთ…:)

“ფურთხის ღირსი ხარ” თუ ვარ?

აბიტურიენტისათვის ჯერ არ დაწერილი მაგრამ ყვლასათვის ნაცნობი კანონით მეტყვით რომ ამ დროს ჩემი აქ ყოფნა გაუმართლებელია, გამართლებული რა არის თქვენ ეგ  მითხარით თორემ, გაუმართლებლობა კაი ხანია ცხოვრების წესად მექცა…არ ვიცი საიდან დავიწყო, ან თუ მაქვს რამე დასაწერი საერთოდ უბრალოდ შემოვბოდიალდი… ვინმეს მინდა გავუზიარო და ისევ ჩემი ბლოგი შემრჩა ხელში… მოკლედ დღეს ერთმა გოგომ მითხრა რომ დეპრესიაშია:) რა მაგარია, ჩვენ ახალგაზრდები, მაშინ ვვარდებით და მაშინ გამოვდივართ დეპრესიიდან როცა ეს ჩვენ მოგვეპრიანება:) თუმცა ასე არაა, დეპრესიასაც არ აცვია სახუმარო ქურქი,  მაგრამ ამ ცოდნის მიუხედავდ როცა ამ გოგოს წუხილის მიზეზი გავიგე, მეც მივხვდი რომ ეგრეთ წოდებულ “დეპრესიამდე” ბევრი არაფერი მაკლია. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ დარჩა ორი თვე და ორი კვირა, არ ვთვლი გამოცდების წინა დღეებს, და როცა დღეს გაზრდილ პროგრამას თვალი გადავავლე მსუბუქად რომ ვთქვა პანიკას ავყევი… ეს იმიტომ რომ მუდამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მტანჯავს, ზოგჯერ ძალიან გამართლებულადაც… ხოდა ეს გრძნობა მკარნახობს რომ  თითოეული ათიანი რაც კი მიმიღია ტყუილზეა დაფუძნებული და რომ არც არაფერი არ ვიცი… მოკლედ მთლიანად ეს წელი ჩემთვის გორდიას კვანძად გადაიქცა..  დასაწყისიდან ალბათ თითქმის ბოლომდე, არაფერი გამიკეთებია და არაფერი მითქვამს ისე რომ საკუთარ თავში სრულად დარწმუნებული ვყოფილიყავი, ამან გამოიწვია ის რომ მეოთხე საგნად ჯერ მათემატიკას ვაბარებდი, მერე ლიტერატურას, მერე ქართულს, მერე ისტორიას, და ბოლოს  მივედი ბიოლოგიამდე. ამას რომ თავი დავანებო მთელი წელი ერთ დიდ უსამართლობად გდამექცა, ჯერ იყო მიტინგები, მერე მუქარები, მერე სხვა სკოლაში გადასვლა, იქ საშინელების ნახვა, მერე უკან დაბრუნება, ბევრის გამარჯვებულ ღიმილთან შეხვედრა, მერე გამოცდები რომლებიც ცირკს უფრო ჰგავდა, მერე დაპირისპირება შიგნითაც და გარეთაც, და ბოლოს დღევანდელი დღე…. და ახალი დასკვნა, იცით რა დავასკვენი ჩემი ესოდენ სიმართლეთ გაჯერებული ცხოვრებიდან? ის რომ თუ მთელი ცხოვრება წიგნებს ვურტყამდი თავს არა უშავს, თუ მეგონა რომ ზოგიერთ კლასელთან და მასწალებელთან კარგი ურთიერთობა მქონდა ესეც არაუშავს, თუ მთელი წელი მათემატიკის გაკვეთილს არ ვაცდენდი და სხვები ერთობოდნენ ესეც არა უშავს, იმიტომ რომ “კარგი ბიჭობა” ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ მე საკონტროლოში ძალით დამაკლებ ქულას და სხვას იმისთვის რომ ათიანი დაუწერო  ამ საცოდავ საკონტროლოს სამჯერ აწერინებ ესეც არაუშვას, იცით რატომ? იმიტომ  რომ ქვეყანა უსამრთლობის სუნითაა გაჟღენთლი, იმიტომ რომ თუ შენ პირველმა არ გადაუარე, თუ არ დაივიწყე შენი აღზრდა და მასწავლებელს თავხედურად, არ ელაპარაკე თვითონ გადაგივლიან. ყველამ იცოდა რომ მედალზე აღარ მქონდა პრეტენზია, განა იმიტომ რომ არ ვიმსახურებ? არა უბრალოდ აღარ შემიძლია გამუდმებული დაყვედრებების ატანა, მაგრამ თურმე ესეც უნდა შეძლო, თურმე ესეც უნდა აიტანო თორემ ყველაზე “დებილი” გამოხვალ, ამას რომ თავი დავანებო, თუ სამართლიან და დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ,  თუ ხედავ რომ ბავშვმა ფიზიკა არ იცის რატომ უნიშნავ მას საატესტატო გამოცდებს, მას ხომ არასოდეს უსწავლია და არც ეხლა ისწავლის, დასჯით კი ისევ ის აისჯება ვინც მართლა ისწავლა, ვისაც ჩემნაირი უკმაყოფილებლობა სტანჯავს, და ვინც ჩემსავით ღამეს გაათენებს იმიტომ რომ უპასუხისმგებლო არ არის.. მითხარით, ვინმემ გამაგონეთ არსებობს სადმე სამართალი? თუ ესეც ჩვეული ტყუილია ადამიანების ცხოვრების გასამაზებლად გამოგონილი, მითხარით სად, რომელ წიაღში ვეძებო იმის ძალა რომ სწავლა განვაგრძო უდიდეი ტკივილის, იმედგაცრუების, მოტყუების მიუხედავად…

უკაცრავად, თავი მოგაწყინეთ ყბედობით, უკაცრავად, ზედმეტი მომივიდა, ბევრი წამოვროშე, უკაცრავდ რომ სამართლიანობის სახელი რამდენჯერმე გავიმეორე, უკაცრავად რომ უსამართლოები გწოდეთ, უბრალოდ მეზიზღებით… უბრალოდ მახსენდება სიტყვები “ფურთხის ღირსი ხარ”, და ვერ გამიგია რომელი ვართ ფურთხის ღირსი, მე იმიტომ რომ შენ გდებ ბრალს , თუ შენ იმიტომ რომ ჩემნაირებს დაუნდობლად წირავ… ხალხო, შეგიძლიათ ყოველგვარი მოღალატეობის დაბრალების გარეშე გაიგოთ რომ აქ გაჩერე აღარ მინდა?, რომ რაც კი ახლა ყველაზე მეტად მეზიზღება ეს თბილისია, გარყვნილების, ულმობლობის, უნამუსობის დედაქალაქი, შეგიძლიათ გაიგოთ რომ პირველივე შანსის დროს გავიქცევი იმიტომ რომ აქაურობაზე უკვე გული მერევა? არ ვიცი, იქნებ არც თქვენ გესმით, იქნებ ახლა თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა და მსგავსი უსამართლობა არც არასოდეს განგიცდიათ, არ ვიცი, ამ ქვეყნად უკვე აღარაფერი არ ვიცი…ერთი რამის გარდა, აი ამხელა ნაბიჯს ჩემს თავზე არავის ვაპატიებ, 18 წელი ის ასაკი არ არის რომ პირშიჩალაგამოვლებულ ცხოვრებას გემო გავუსინჯო, და ზოგიერთს თავი მოვუდრიკო, რა თქმა უნდა თუ მართალი ვარ….