ნაგავი, ნაგავი ყოველ ნაბიჯზე

მგონი მთელი ჩემი შეგნებული ცხვორებაა ყველგან იმას გავყვირი გარემო არ დააბინძუროთ-მეთქი. გარემოს დაბინძურებას სავალალო შედეგებამდე რომ მივყავრთ ეს კიდევ სხვა საკითხია  და ის კიდევ სხვა ქუჩაში ნაგვის დაგდების საშუალებას შიანაგნი კულტურა რომ არ გაძლევს. იმ დღეს ავტობუსში, ჩემ გვერდით 21-ე საუკუნის „დარეჯანი“ იჯდა და ლუარსაბის დარეჯანივით მადიანად იყმურსლებოდა. ჭამის დამთავრების შემდეგ კი  ერთ-ერთ გაჩერებაზე უსირცხვილოდ, ვითომც არაფერიაო, წინ გადაიხარა და  ნამცებით სავსე პარკი გაჩერებაზე მოისროლა.  აი მაშინ გავიფიქრე, „დარეჯანობაცაა და დარეჯანობაც“-მეთქი და გემრიელად გავლანძღე, შინაგანი კულტრის უქონელობის გამო.

და მაინც, სულ სხვაა როცა უყურებ დაბინძურებულ ქუჩას და სულ სხვა როცა ადამიანის ამ უნიათო კვალს ბუნებაში, ხანდახან ედემის წალკოტივით ბუნებაში აწყდები.  დაახლოებით ორი კვირის წინ ჯგუფელები კახეთში წავედით ექსკერსურსიაზე, კერძოდ ხორნაბუჯის ციხე და არწივის ხეობა მოვინახულეთ. ჩემგან ამ ბუნების მშვენიერების აღწერა მემგონი რომ ურიგო იქნება, საამისოდ არც წერის მანერა  მიწყობს ხელს და არც ფანტაზია. მის  დამახინჯებას კიდევ ისევ გაჩუმება სჯობს.  ამ ექსკურსიაზე მივხვდი რომ ადამიანის ვანდალიზმს  საზღვრები უბრალოდ არ გააჩნია. არ მესმის რა ლოგიკით უნდა დატოვო ბუნებაში შენი ნაგავი. ნაგავი ბოთლების, პარკების და თქვენ წარმოიდგინეთ რომელიღაც კრემის წუპიკების სახითაც.

ამას მაინც რაღა უნდა ამ უკაცრიელ ადგილას:/
კარგად კიდევ არ ჩანს აქ ბოთლები, ყუთები, სიგარეტის კოლოფები…
ესეც კიდე ერთი ადგილი არწივის ხეობაში.

მხოლოდ ადამიანის  მახვილ გონებას შეუძლია ალბათ მსგავსი საზიზღრობის გაკეთება. ამიტომაც არ მიყვარს მე ეს სუფრები და ქართული ჩახუტებები, ადამიანებმა არ ვიცით როგორ უნდა მივხედოთ  ჩვენს ბუნებას, ნუ თუ არ მივხედოთ არ დავაზიანოთ მაინც. მწვანეთა ორგანიზაცია ახლა შესანიშნავ ტრენინგებს მართავს გარემოს დაცვის მიმართულებით, „გარემოს დამცველ ლიდერთა სკოლის ეგიდით“ და ეს ალბათ ის ერთ-ერთი სწორი, წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც ამ წუთას თუნდაც მინიმალურის შეცვლა შეუძლია. და აი ამ ტრენინგებზე ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ გარემოს დაცვის გადასახადებზე რომელიც ოდესღაც არსებულა საქართველოში და გაუქმებულა, თუმცა ეჭვი მეპარება ახლა მის შემოღებას საერთოდ რამე აზრი ჰქონდეს, მაშინ როცა საზოგადოების, ხო იმ ნაქები და „ყველაზე მაგარი“ საზოგადოების ცნობიერება ძალიან დაბალ დოენეზეა. ზემოთ აღნიშნული „დარეჯანი“ ხომ ნამდვილად არ გადაიხდის მსგავს გადასახადს.

მოკლედ რამდენადაც დიდი სიამოვნება მივიღე ხორნაბუჯისა და არწივის ხეობის ხილვით, იმდენად შოკირებულ ჩამოვედი ქართული უკულტურობის შეგრძნებით. რა თქმა უნდა, ყველას ვერ მოვხარშავ ამ  ქვაბში, მაგრამ ფაქტი ფაქტია, მცირე ორგანიზაციები, ცალკეული ადამიანები ვიბრძვით ბუნებისთვის თავდაპირველი სახის დასაბრუნებლად, თუმცა ეს ბრძოლა ან სწორად არ მიდის ან ძალიან მიზერულია იმ დაბინძურებასთან შედარებით რაც ჩევნს ქვეყანაშია ახლა.

ხორნაბუჯის ციხიდან ხედი
არწივის ხეობა

არწივის ხეობა