ახალი წელი და ახალი მიზნები

ახალ წელს ძირითადად ყოველთვის ოპტიმიზმით ვეგებებით, ერთმანეთს ვუსურვებთ წარმატებას, ყოველივე კარგს, ბედნიერებას, ვსახავთ ახალ მიზნებს, ვიღებთ ახალ გადაწყვეტილებებს და იმედი გვაქვს რომ ისინი წელს მაინც იმუშავებენ. მაგრამ თან წინა წლების ჩავარდნებიც კარგად გვახსოვს.

მაშ რა შეიცვლება ამ წელს?

მე მგონია რომ ხანდახან პრობლემა არც მიზნებშია და არც ჩვენში, ეს უფრო მიზნების დასახვას უკავშირდიდება. ხანდახან ჩვენი მიზნები ექსპრომტად, გაუზარებლად არის დასახული, ამიტომაც კარგი იქნება თუ ახალი წლის, სუფრების, ინდაურებისა და საცივების გადაგორების შემდეგ მიზნებს რამდენიმე წესის მიხედვით დავსახავთ.

დასახე მნიშვნელოვანი მიზნები და არა მარტივად შესასრულებები.

ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი რომ უყვარს ჯიდლოები, ამიტომაც შეიძლება დავსახოთ ისეთი მიზანი როგორიცაა სპორტდარბაზში წასვლა, ან სხვა მსგავსი. მნიშვნელოვანი მიზანი არის ის, რომელიც შთაგვაგონებს სერიოზულ ცვლილებებს, მოითხოვს მეტ ფიქრს და ჩაძიებას. მიეცი საკუთარ თავს უფლება და დრო, რომ მოიფიქრო რა გამოცდილების მიღება გინდა და რას მოგცემს ეს გამოცდილება. იფიქრე რა გინდა მიიღო მომავალი წლისგან და შემდეგ იფიქრე რატომ გინდა ეს. მაგალითად, თუ გინდა რომ მოწევას თავი დაანებოთ, ჰკითხე საკუთარ თავს რატომ, თუ პასუხია ჯანმრთელობა, მაშინ დაფიქრდი რაში გჭირდება კარგი ჯანმრთელობა, თუ პასუხია რომ გინდა დიდ ხანს იცხოვრო და მოესწრო შვილიშვილებს, მაშინ დასვი კითხვა თუ რატომ გინდა შეხვდე შენს შვილიშვილებს? საბოლოოდ  მიიღებ პასუხს, მიზეზს, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება  და მოგცემს მოტივაციას რომ დასახო  მიზანი და შემდეგ განახორციელო ის. ჩემთვის ისიც საკმარისი იქნებოდა, რომ პოლონეთში სიგარეტი ძვირია და თანხის დაზოგვას უკავშირდება თავის დანებება.

ფოკუსირდი პროცესზე და არა შედეგზე

როდესაც ვსახავთ მიზნებს. ადვილია წარმოვიდგინოთ მაგიური დასარული, როდესაც მიზანს მივაღწიეთ და ყველაფერი უკეთესი გახდა. მაგრამ რეალურად ჩვენ არ შეგვიძლია ვაკონტროლოთ შედეგი. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს რომ მათ ყველაფერი ერთდროულად უნდა შეცვალონ, სინამდვილეში კი სჯობს მცირე ცვლილებებით გავკვალოთ გზა დიდი ცვლილებებისკენ.  ჰკითხე საკუთარ თავს, რა გინდა რომ შეცვალო, მაგალითად თუ ხარ მორცხვი და გინდა  უფრო თამამი გახდე, მიიღე ამ დღეს ვინმეს მიწვევა. ყოველდღიურად, მცირე ცვლილებებით გახვალ თამაშის დასარულში

ჩამოაყალიბე მიზნები პოზიტურად

მიზნის დასახვის დროს  იფიქრე იმაზე თუ რა დადებითს მოუტანს ის შენს ცხოვრებას და არა რა უარყოფითს აგარიდებს თავიდან.  საერთოდაც ეს ისევ ტვინის ქიმიაა, პოზიტიური აზროვნება ტვინის დაჯილდოვების სისტემას აქტიურებს და მოტივაციას გვიზრდის.

მაგალითად თუ დიეტაზე ყოფნას აპირებ არ თქვა რომ აღარ გინდა იყო მსუქანი, უბრალოდ თქვი, რომ გინდა იყო ლამაზი.

მოემზადე მარცხისთვის (სწორი გაგებით)

მიზნების განხორციელბის დროს, განსაკუთრებით თუკი პროცესი ხანგრძლივია, ხშირად ჩავარდნებისთვის თავის არიდება რთულია. ამიტომაც როცა ერთხელ ვერ მივდივართ სპორტდარბაზში, შემდეგ თავს ვანებებთ მას, ან ერთ ღამეს ბურგერების და ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ  წონის დაკლებაზე აღარ  ვფიქრობთ.  ნამდვილად არაკომფორტული მდგომარეობაა თვითკრიტიკა, დანაშაულის გრძნობა და საკუთარ თავში ეჭვის შეტანა.

ამიტომაც ჩვენი დავალება უბრალოდ თავის არიდებაა ჩავარდნებისთვის, თუ ვიცით რომ იმ  დღეს ვერ მოვიცლით ჯანსაღი საჭმლის საყიდლად, მაშინ შგვიძლია სახლში მოვიმზადოთ და თან წავიღოთ, შესაბამისად თავი ავარიდოთ შემთხვევითი ბურგერების ჭამას.

როდესაც ნებისმიერ დაბრკოლებას გადააწყდები, უბრალოდ გაიხსენე რატომ იყო ეს მიზანი შენთვის მნიშნელოვანი და განაგრძე სვლა მისკენ. შეიძლება წინათ სწორედ ეს არ გაითვალისწინე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს!

იმედები და იმედგაცრუებები

ვცხოვრობთ მალტეპე უნივერსიტეტის სტუდენტურა კამპუსში, იმედი მაქვს ოდესმე ასეთი საქართველოსაც ეღირსება, ყველა სტუდენტისთვის საჭირო ობიექტი ერთ სირცეში, საკმაოდ წყნარ და ეკოლოგიურად სუფთა ადგილასაა მოთავსებული ^^ ბიბლიოთეკა, უნივერსიტეტი, კაფეტერიები, სტუდენტების პატარ-პატარა საცხოვრებლები ^^

და ამ დროს მახსენდება ამას წინათ პრეზენტაციის ასაწყობად თსუ-ში ოთახი რომ ვერ ვიპოვეთ, ბიოლოგებში ბიბლიოთეკა 5 საათზე რომ იკეტება და მხოლოდ დიდი ნდობის გამო თუ გაგიღებენ რომელიმე აუდიტორიას, სადაც ინტერნეტს   საერთოდ ან არ იღებს ან ძალიან დაბალი სიჩქრისაა.

კონფერენცია – კონგრესი სადაც მე გამოვდივარ საკმაოდ დიდი მასშტაბისაა, საერთაშორისო დონეზე მასში 15-მდე ქვეყანაა ჩართული, კონფერენცის ორგანიზატორები კი ჩემი ტოლი, 21 წლის სტუდენტები არიან. საოცრად მიტივირებულები, ძლიერები და ჩამოყალიბებულები. ამ დროს კი მახსენდება ნიშნებზე მორბენალი ჩემი თანაუნივერსიტეტელები, რომლებსაც ცხოვრებაში სხვა ინტერესი არ აქვთ,  რომლებსაც საქართველო იმ მდგომარეობამდე მიჰყავთ რაზეც ქვემოთ ვისაუბრებ..

საღამოს ვახშამზე გავიცანი საბოლოოდ მონაწილეები, ჰოლანდიელების და გერმანელების მაგიდასთან აღმოჩნდი.  ვიცოდი რომ არ ეცოდინებოდათ “”GEORGIA” სად იყო და ამაზე არ გავღიზიანებულვარ, შემდეგ თვითონ მკითხეს, ეს ქვეყანა საერთოდ სად არსებობსო. როგორც შევძელი ისე აღვუწერე, რაც გამახსენდა ყველაფერი მოვუყევი საქართველოზე. აინტერესებდათ კი? არ ვიცი..

მერე მკითხეს ასეთი პატარა რატომ არისო და ჩვენი ოკუპაცია ქრონოლოგიურად მოვუყევი, რა  საოცარია, ჩვენ არც კი გაგვიგია 5 წლის წინ თქვენს რაონში თუ ომი იყოო..

მართლა შეწუხდენენ და აღშოფთდნენ კიდეც, მაგათ ხომ გენებში აქვთ აღშოთება ^^

განა რამდენს შევხვდებით, რამდენს ვეტყვით რომ ვარსებობთ?

განა რამდენს მივაწვდენთ ხმას?

არც ისე ბევრს, არც ისე ბევრს…

იქამდე სანამ მყარად არ დავდგებით, სანამ ჩვენი მეცნიერული პროგრესით, ჩვენი გამოგონებებით არ გავაცნობთ მსოფლიოს თავს, თორემ ისე ამხელა ომი მოხდა მაგრამ არავინ არ იცის რომ არსებობ და თუ იცის, მაგ შემთხვევაშიც რუსეთის ნაწილი ჰგონიხარ ^^

ძლივს შევიკავე თავი რომ გეოგრაფიის უცოდინარობის გამო არ გამოვლანძღე :3

ისღა დამრჩენია, ხვალ ჩემი მოხსენება დასამახსოვრებელი და საუკეთესო იყოს, იქნებ ოდესმე ამან მაინც გაახსენოთ რომ არსებობს სადღაც საქართველო და თევზის თვალებით ყურება არ დაიწყონ.

ერთი რამ კი ფაქტია,  ბებერი ევროპა ჩვენც არც გვიცნობს და არც გვცნობს,და ეს იქამდე გაგრძელდება სანამ არ გავიზდებით.

და არ მივხვდებით რომ ტაშფანდურებით და კონცერტებით კი არა – საქმით, შრომით, მიღწევებით უნდა შვვიდეთ ევროპაში^^

სჭირდება თუ არა ბლოგერს ქართული ენის გრამატიკის ცოდნა?

სჭირდება თუ არა ბლოგერს ქართული ენის გრამატიკის ცოდნა? რა თქმა უნდა, სჭირდება და თან როგორ. ამას უამრავი მიზეზი აქვს, პირველ რიგში კი ისევ მისივე ბლოგისთვის იქნება სასარგებლო. ადრე, როცა პოსტებს ირეპორტიორზეც ვაქვეყნებდი და როცა უფრო კომპეტენტური ხალხი ეცნობოდა ჩემს ნაწერებს, ყოველდღიურად  კრიტიკის ქარ-ცეცხლში მატარებდნენ. რამდენიმე პოსტზე ძალიან ბევრიც ვინერვიულე, ერთი პერიოდი ვფიქრობდი: „საერთოდ დავანებებ წერას თავს“-მეთქი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ გაქცევა გამოსავალი ვერ იქნებოდა. მას მერე რამდენად გავუმჯობესდი არ ვიცი,  ამ მხრივ საკუთარ თავზე დიდად არ მიმუშავია, მხოლოდ ეროვნული გამოცდებისთვის ვსწავლობდი გრამატიკას. თუმცა ერთი რამ ფაქტია, ვერასოდეს ვერ გექნება პრეტენზია პირველობაზე, როცა  შენი დაწერილი პოსტი  გრამატიკულად გაუმართავია, ეს პირადპირ მეტყველებს ავტორის გაუნათლებობაზე.

აი ჩვენ კი ის ელემენტარული მაინც უნდა ვიცოდეთ, რაც უმეტესობას ეშლება. მაგალითად: წამიკითხავს და არა წამიკითხია, იმიტომ, რომ ფუძე არის კითხვა.; ჩემ წინ და არა ჩემს წინ; ჩემ/ჩვენ შესახებ და არა ჩემს/ჩვენს შესახებ (სხვათა შორის არა მარტო ბლოგერებს, არამედ საკმაოდ მსხვილი კომპანიების საიტების “ადმინებსაც“ ხშირად ეპარებათ ეს უკანასკნელი შეცდომა);  აღვიქვამ და არა აღვიქვავ; აღვწერ და არა ავღწერ; რაღაცები და არა რაღაცეები;  რა და არა რაები და რეები;და სხვ. მრავლადაა პუნქტუაციური, სტილისტური შეცდომები, რომლებსაც ხშირად ტექსტის ემოციური ეფექტისათვის  გამოიყენებენ. ხშირად ვხვდებით ტავტოლოგიებსაც, ბრჭყალებში უშინარსოოდ ჩასმულ სიტყვებს და სხვ.. არ დავასახელებ  ბლოგებს (ზუსტად არც მახსოვს), თუმცა ბოლოს რაც წავიკითხე, ისიც სავსე იყო გრამატიკული შეცდომებით. რა თქმა უნდა, ბლოგი ჩვენია და რასაც გვინდა იმას ვუზამთ (ხო, ვუზამ და არა ვუზავ!), თუმცა, მეორეს მხრივ, მე მაინც ვფიქრობ, რომ როცა საჯაროდ წერას ვიწყებთ, გარკვეულ  პასუხისმგებლობას მაინც ვიღებთ საკუთარ თავზე, სხვა თუ არაფერი   ხალხის აზრი  გვაინტერესებს, რომელიც ყოვეთვის კრიტიკულია (თუ არ გაინტერესებთ, წერეთ დღიურში და იყავით თქვენთვის).  ასე რომ, ვიზრუნოთ ბლოგოსფეროს რეპუტაციაზე, ზოგადად ბლოგერის იმიჯზე, წერის სტილზე, აზრის გამართულობაზე, წინადადებების ერთმანეთთან ლოგიკურ დაკავშირებაზე და სხვა.

საბოლოოდ მგონი არავის არ გვაწყენს ელემენტარული წესების გამეორება,  ჯერჯერობით  ვერავინ ვწერთ ისე, მსგავსი შეცდომები მეათე ხარისხოვანი რომ გახდეს. გრამატიკულად გამართული ტექსტი, კი ყოველთვის იქნება ჩვენი პოსტების ხარისხის ერთ-ერთი მაჩვენებელი.

თსუ

რაც სწავლა დაიწყო ერთი სიტყვა არ მითქვამs თსუ-ზე,  თსუ-ს რეალობაზე და იმ ყველაფერზე რაც იქ ხდება, ან არ ხდება, არადა უნდა უნდა მოხდეს. მოგატყუებთ, რომ ვთქვა ჯავახიშვილში ჩაბარებაზე ვოცნებობდი-თქო, მეტიც, სხვა უნივერსიტეტში მინდოდა, მაგრამ  ფინანსების გამო იძულებული აღმოვჩნდი აქ მოვხვედრილიყავი.  ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარს უნივერსიტეტი, ვერ ვიტყვი რომ მისი კრიტიკა სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ  ხომ უნდა ამოვიღოთ ხმა, ხომ უნდა ვთქვათ რაც არ ვარგა, რაც გამოსასწორებელია, ხომ უნდა გაიგოს ხალხმა, რომ ჯავახიშვილი ცარიელი ბუტაფორიარაა, ძველ დიდებას ამოფარებული აჩრდილი.  არ მაინტერესებს გეპეის ან სხვა უნივერსიტეტბს რომ სჯობს,  მე ხომ ვიცი, რომ ის არ აკმაყოფილებს ელემენტარულ სტანდარტებს.  მე ხომ ვიცი, რომ უნივერსიტეტი არ არის პერსპექტივების და იმედების სამყარო,  მეტიც, რაც უფრო ვუახლოვდები და ღრმად ვიხედები, უფრო  მკვეთრად ვგრძნობ ჩამყაყებული სისტემის სუნს.

პირველი კურსის, პირველი სემესტრი დავასრულე და ის დროა საბოლოოდ რომ უნდა განვსაზღვრო მიმართულება. იქიდან გამომდინარე, რომ  ბიოლოგია მომწონს და მაინტერესებს თან ჩავაბარე კიდეც, გადაწყვეტილი მაქვს ავირჩიო ან გამოყენებითი ბიოტექნოლოგიები ან თვითონ წმინდა ბიოლოგია.  მინდა ჩემი არჩევანი სწორი იყოს, ნუ მთლად თუ არ გამიმართლებს არ დამაზარალოს მაინც, მაგრამ არჩევანის გაკეთება ძალიან მიჭირს. მივდივარ ორივე მიმართულების წარმომადგენლებთან და ვთხოვ,  მითხრან რა პერსპექტივა მაქვს რეალურად, რას უნდა უნდა მოველოდე, რას მასწავლიან და საერთოდ რატომ უნდა ავირჩო მათი მიმართულბა. სასაცილოა, ისეთ ოცნების კოშკებს აგიგებენ ინატრებ ნეტა აქ ვაბარებდეო, და იმ შეგრძნებით გახარებული, რომ შენ მართლაც აქ ჩააბარე, ბედნიერად და ამაყად გამოხვალ  ბიოლოგების კორპუსიდან.  ამ დროს უკავშირდები რომელიმე მესამე  ან მეოთხე კურსელს, უსმენ მათ გატეხილ ხმებს, გრძნობ ფარულ ირონიას შენი ოპტიმიზმის მიმართ, რდა ხვდები: არ არსებობს არც დაპირებული სამსახურები და არც დაპირებული გაცვლითი პროგრამები. ეს ყველაფერი კარგად მოფიქრებული რეკლმის ნაყოფია, რომლითაც პირველ კურსელ “პინგვინებს” იზიდავენ.  მესამე კურსზე დასაქმდები კი არა, მაგისტრატურაშიც ისე მშვენივრად გადაბრძანდები, რომ საკუთარი პროფესიით ერთ დღესაც ვერ იმუშავებ ანაზღაურებად სამსახურში.

უპერსპექტივობას რომ თავი დავანებოთ, ვერც სწავლის ხარისხით იამაყებს თსუ.  არავინ არ გთხოვს დიდად სწავლას, მესმის, რომ ეს უკვე “უმაღლესია” და ყველა სტუდენტს თვითონ უნდა ჰქონდეს გაანალიზებული რას აკეთებს, რისთვის დადის ყოველდღე მაღლივში, მაგრამ ზოგადად უნივერსიტეტიც ვალდებულია, მთელი სემესტრის მანძილზე იყოს მკაცრი  და არა მარტო გამოცდების დროს. მეორეს მხრივ,  შეგიძლიათ მითხრათ ვინმემ დასაბუთებით, როგორ ისწავლის სტუდენტი კარგად ფიზიკას, ქიმიას და  კალკულუსს, თუ არ მისცემ სახლში დავალებას, თუ დააკმაყოფილებ მას კვირაში ორსაათიანი პრაქტიკული მეცადინეობით. ვიცი, რომ გარკვეული ლექტორები აძლევდნენ დავალებებს, მაგრამ ამხელა უნივერსიტეტში სწავლის ხარისხი გარკვეულ და ხშირად ერთეულ ლექტორებზე არ უნდა იდგეს.  მე არ ვიცი, როგორ, თუმცა დარწმუნებული ვარ დეკანატმა და სხვებმაც ძალიან კარგადაც იციან როგორ,  უნდა გაუმჯობესდეს სიტუაცია, სავარაუდოდ, ჩემი აზრით, მთელი სისტემა ახლიდანაა შესაქმნელი.

და ბოლოს, უნივერსიტეტში არის “თვითმმართველობა”,  სტუდენტების 80%-თვის, რომლებიც არ არიან ზემოთხსენებულ  ორგანიზაციაში გაწევრიანებულნი, ის სამართლიანად, ან არასამართლიანად მხოლოდ დაცინვის საგანს წარმოადგენს. რა თქმა უნდა არიან ისეთებიც, რომლებიც ზოგადად ეჭვექვეშ აყენებენ  თვირთმართველობის მიერ ბიუჯეტის სწორად ხარჯვას და კორუმპირებულ კოორდინატორებსა თუ თვაჯდომარეებზე იწყებენ საუბარს. შეიძლება თვითმართველობა მართლაც აკეთებს რაღაცს, არ ვიცი, (ნუ მე ახალი ვარ და ჯერ ახლო შეხება არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ გაწევრიანებულიც ვარ), შეიძლება ეს ხალხი ცდება და ჭორებიც ბოროტი და შურიანი ენების დამსახურებაა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, როცა ამხელა უნივერსიტეტის თვითმმართველობის უფროსი, ან  უბრალოდ წევრი ხარ, ვალდებული ხარ დაიბრუნო ნდობა, პატივისცემა და ნორმალური ოპოზიცა, რომელიც ფაქტებით დაგიწყებს კამათს, სხვებს კი ვისაც არ დაეზარებათ და უბრალოდ ჭორაობა მოუნდებათ, არ უნდა შეეძლოთ შენი ლანძღვა.

არც თუ ისე სასიამოვნო პოსტი გამომივიდა, მაგრამ ვიცი, რომ სიმართლე დავწერე, ისიც ვიცი, რომ მოქმედებაა საჭირო და მარტო ლაპარაკი არაფერს შველის, თუმცა რაც ახლა შემეძლო ეს იყო.   ამ საკითხზე უნივერსიტეტშიც ვისაუბრე რამდენიმე ადამიანთან და მცირე დაინტერესება ვნახე მხოლოდ,  უმეტესობას უბრალოდ “კიდია”, ალბათ, სწორედ ამ “ფეხებზე დაკიდების პოლიტიკის” გამოა, რომ ქვეყანა გაუთვითცნოიერებული, საკუთარ თავში ჩამოუყალიბებელი და რაც მთავარია, უცოდინარი კადრებით არის სავსე,

და მაინც, მიუხედავდ ამ ყველაფრისა, მიუხედავდ ამდენი კრიტიკული აზრისა, მაინც ძალიან მიყვარს თსუ, და რაც მთავარია ვამაყობ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლემწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ.

ფოტოს ავტორი: ლევან მელიქიშვილი

საატესტატო გამოცდის იმიტაცია ბიოლოგიაში 2


1. ვირუსები ჩვეულებრივ ნუკლეინის მჟავებს გარდა შეიცავს:

 

2. კვების როგორი ტიპი ახასიათებს საფუარა სოკოებს:

3. ეუკარიოტებს მიეკუთვნება:

4. ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების აქტიური სინთეზი მიმდინარეობს:

5. პლაზმური მემბრანის ფუნქციაში არ შედის:

6. უჯრედის გაყოფის დროს ცენტრიოლებს არ ევალება:

8. რომელ უჯრედულ ორგანოიდს არ გააჩნია მემბრანა:

9. რა ქმნის ხორკლებს მარცვლოვან ენდოპლაზმურ ბადეზე?

10. პასტერიზაცია არის პროდუქტების დამუშავება:

11. რიბოსომა ორგანოიდია, რომელიც წარმოიქმნება:

12. პირველი ვაქცინა შექმნა ინგლისელმა ექიმმა:

13. უჯრედული თეორიის შექმნაში არ მონაწილეობდა:

14. რომელი სამეფო არ მიეკუთვნება ეუკარიოტებს:

 

 

15. ჩამონათვალიდან რომელი არ არის პათოგენური:

 

16.რომელი ორგანიზმის ტემპერატურაა დამოკიდებული გარემოს ტემპერატურაზე?

 

17. როგორი მიმართება არსებობს ბიოტურ და აბიოტურ ფაქტორთა შორის:

 

18. ჩამოთვლილიდან ბიოტური ფაქტორია:

 

 

19. სად უფრო მეტად არის გამოხატული კონკურენცია:

 

 

20. ადამიანის ნაწლავში არსებულ ჭია ასკარიდას და ადამიანს შორის ურთიერთობა მიეკუთვნება:

 

პასუხები:

 

1)ცილები

2)საპროფიტული

3)ამება

4)ინტერფაზა

5)უჯრედის გაყოფა

6)ქრომატიდების  განცალკევება

7)გამრავლება

9)რიბოსომა

10)60–70

11)ბირთვი

12)ედუარდ ჯენერმა

13) ჰუკი

14)ლურჯ_მწვანე

15)ნაწლავის ჩხირი

16)ნიანგი

17)ორმხრივი

18)მცენარეები

19)სახეობების შიგნით

საატესტატო ტესტების ნიმუშები

გადავუხვევ ჩემს ჩვეულ სტილს, გავხდები სულით და ხორცით ბიუროკრატი და დავწერ ჩემი კოლეგა აბიტურიენტებისათვის. ბავშვებო ძნელბედობის ჟამს ერთმანეთის მხარდაჭერა გვმართებს, ამიტომაც პირდაპირ შემოგთავაზებთ საატესტატო გამოცდების ტესტების ნიმუშებს რომლებიც ასე გვაშინებს.

ბიოლოგია

1)სისხლის რომელი უჯრედები მონაწილეობენ ორგანიზმის მიერ იმუნური პასუხის განხორციელებაში?

2)ნაერთთა რომელ ჯგუფს მიეკუთვნება გლიკოგენი?

3) რა ეწოდება მცენარეთა შემსწავლელ მეცნიერებას?

4)რა სახის ბმებითაა სტაბილიზებული დნმ–ს ორმაგი სპირალი?

5)რომელი ჯირკვალი წარმოქმნის ნაღველს?

7) რომელი მცენარისათვის არ არის დამახასიათებელი ბოლქვის არსებობა?

ა)ნიორი ბ)ხახვი გ)მუხა დ)ტიტა

8)ჩამოთვლილთაგან მაკრომოლეკულებს მიეკუთვნება:

ა)ლიპიდები:  ბ)ცილები;  გ)წყალი: დ)”ა” და “ბ”

9)ბუნებაში არსებობენ ორგანიზმები, რომლებიც საკვებს სხვა ცოცხალი არსებებიდან იღებენ, რა ეწოდებათ ასეთ ორგანიზმებს?

10) ადამიანებისატვის დამახასიათებელია დახურული სისხლის მიმოქცევის სისტემა. ჩამოთვლილთაგან რომელი ორგანიზმი ხასიათდება სისხლის მიმოქცევის ღია სისტემით?

ა)ლომი ბ)მტრედი გ)ობობა დ))ნიანგი

11)აზოტის წრებრუნვაში გდამწყვეტ როლს ასრულებენ:

ა)ბაქტერიები; ბ)სოსკოები გ)უმარტივესები დ)ვირუსები

12)ყვავილში ბუტკოს შემადგენელი კომპონენტი არ არის:

ა)დინგი ბ)ცხვირი გ)სვეტი დ)ნასკვი

14)გრანულარული ენდოპლაზმური ბადე დაფარულია :ა)რიბოსომებით ბ) ლიზოსომებით; გ)მიტოქონდრიებით დ)ქლოროლასტიდებით

15)თუ მცენარის წვნიანი ნაყოფი მრავალ თესლს შეიცავს იგი:

ა)კურკიანია ბ)უკურკოა გ)კენკრაა დ)წყალმცენარეა

16) ნერვული ქსოვილი შედგება:

ა)ეპითალური უჯრედებიისაგან ბ) შემაერთებელი ქსოვილისაგან გ)ნეირონებისაგან დ)ერითროციტებისაგან

17)სად მიმდინარეობს ეუკარიოტებში ცილების სინთეზი?

18)ზურგის ტვინის უშუალო გაგრძელებაა:

ა)ხიდი; ბ)ნათხემი; გ)მოგრძო ტვინი; დ)შუა ტვინი

19)მეხსიერება შეიძლება იყოს:

ა)მოკლევადიანი ან გრძელვადიანი ბ)უწყვეტი გ)წყვეტილი დ)პერიოდული

20)რომელი არ არის გრძნობათა ორგანო:ა)სუნთქვის ბ)მხედველობის გ)სმენის დ)ყნოსვის

21)რომელი არ არის სწორი: კანი

ა)მონაწილეობსგამომყოფ ფუნქციაში

ბ)სისხლმაბადია გ)არ არის მგრძნობელობის ორგანო დ)მონაწილეობს თბორეგულაციაში

22ადამიანის კანში სინთეზირდება ვიტამინი

ა)D ბ)A    გ)C     დ)E

ძვლოვანი ქსოვილი არის:

ა)ეპითელური ბ)შემაერთებელი გ)ნერვული დ)კუნთოვანი

მოკლედ გამომდინარე იქიდან რომ მეთვითონ ვაბარებ ბიოლოგიას, მარტივი ტესტები საატესტატოსთვის არ მოგაკლდებათ:)

რა შემთხვევაში არ დაგვიფინანსებს სახელმწიფო სწავლას :)

მას მერე, რაც დღეს დილას, დედა გულაჩქარებული და განერვიულებული შემოვიდა ოთახში მეც გადმომედო მისი განწყობილება. მოკლედ გაზეთში „მთლი კვირა“ საბოლოოდ დაიბეჭდა ახალი დაფინანსების წესი  აბიტუერიენთთავის. გასახარი დიდი ვერაფერია, მოკლედ სიტყვა–სიტყვით გადმოვწერ:

„საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლიდან სამართლის; ჯანდაცვის,

ბიზნესის ადმინისტრირების (გარდა ტურიზმისა) ; მასობრივი კომუნიკაცია/

ჟურნალისტიკის; საერთაშრისო ურთიერთობებისა და საჯარაო

მმართველობის მიმართულებებზე ჩაბარების  მსურველი აბიტურიენტები

მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფინანსდებიან სახელმწიფოს  მიერ, თუკი ისინი

100%–იანი გრანტის მოპოვებას შეძლებენ. 70, 50 ან 30–პროცენტიანი გრანტის მიღების

შემთხვევაში სრულად მოუწევთ სასწავლო თანხის ანაზღაურება.“

მაგრამ თვითონ ტექსტში წერია რომ სულ გამოიყო დასაფინანსებლად 11 180 000 ლარი. ხოლო სრული და ნაწილობრივი  ოდენობის გრანტები ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისათვის გაიცემა 8 970 000 ლარი.

ერთადერთი რაც ახლა მაინტერესებს არის ის რომ დაფინანსდება თუ არა სამკურნალოს ფაკულტეტი და რას ნიშნავს „დიპლომირებული მედიკოსი“.

ყველას გითანაგრძნობთ ჩემო კოლეგა აბიტურიენტებო, ჩვენ თავი იმენად ახლართულ დაფინანსების სისტემაში გავყავით. რომ როგორც ჩანს კიდევ ხშირად დავსვამთ რიტორიკულ კითხვას „მე ვფინანსდებიი?““ პასუხი კი ყოველთვის გაურკვეველი და არასასიამოვნო იქნება. ძალიან კარგად მესმის რომ საქართველოში ტექნიკური დარგები კარგად არ არის განვითარებული, მაგრამ რატომ თვლიან რომ ჰუმანიტარიზმი ყვავის???