ბულშით

მეორე წელია ჩემი იანვარი დაძუბულობის ფონზე მიმდინარეობს,  პრობლემების ბუკეტად იქცევა ხოლმე ეს თვე, თან სულ ერთი და იგივე შინაარსის პრობლემები ჩნდება. საბედნიეროდ წინა წლისგან განსხვევბით ორი ტელეფონი ზედიზედ არ დამიკარგავს, არ დავუჯარიმებივარ კონტროლიორს, ჯარიმის გადახდა არ დამვიწყებია და მერე ერთად 55 ლარი ქარისთვის არ გამიტანებია.

მაგრამ პრობლემებს რა დალევს.

მეტად გულწრფელ პოსტს ვწერ და იმედი მაქვს ვინმე მომავალში გულიდან ამოღებულ ნაღველს ჩემს საწინააღმდეგოდ არ გამოიეყენებს.

რახან გასული წლის იანვარი ვახსენე ბარემ ბოლომდე ამოვწურავ თემას.  ამავე პერიოდში ზუსტად ერთი წლის წინ ჩემს პოსტში მიხსნებია ურთიერთობა უნდა დავამთავრო მეთქი, ისემც მე რა მითხარით. ეს ურთიერთობა მხოლოდ ახლა დამთავრდა. ერთი წლის მერე. მე იქამდე ვერ მოვუღე ბოლო, სანამ სხვამ თვითონ არ მომიღო.

ისე კი,  ასე აუკეთესია, შენ რომ ამთავრებ მერე შენვე გაწუხებს სინანული და იმის ფიქრი “ასე რომ არ გამეკეთებინა” ან “თუ … რა მოხდებოდა…”, მოკლედ მომავალი ვარიანტების ალბათობა მრავალფეროვნად შეიძლება გამოვხატო, ისევ და ისევ იქამდე სანამ თვითონ არ მეტყვიან რომ “აღარაფერი დარჩათ, აღარ ვუყვარვარ და ვსო”.

ჩემდა გასაკვირად არც გაბოროტებული ვარ და არც გაბრაზებული.  ეს უნდა მომხდარიყო და მოხდა, ყოველ წუთში ალაბთ მილიონობით წყვილი შორდება ერთმანეთს, მთავარია ამ დროს ის არ გავიფიქრო, რომ მილიონობით ადამაaნები წყვილდებიან კიდეც და მე ამხელა მსოფლიოში ერთ დღეს მარტო აღმოვჩნდი!

მარტო, ჩემი საქმეების, პრობლემების და ვალდბებულებების ამარა. პრინციპში არ ვყოფილვარ მარტო ^^

ერთხელ რამდენიმე თაბახიანი პოსტი დავწერე ურთიერთობებზე, “მაგარ გოგო ბლოგერებს” მივბაძე, მეგონა მეც ვიცოდი რამე, მეც გამეგებოდა რამე, თან იმდენად  “რამე”, რომ სხვებსაც მივცემდი რჩევას, მაგრამ ბულშით. არაფერიც არ ვიცი, არაფერიც არ გამეგება და მემგონი ყველა კაცი მართლაც ერთნაირია.

არა, ერთი რაღაც მაინც ვისწავლე,   ცუდია, როცა რეალურად გადაყვარების და დაშორების მიზეზები შენ უფრო მეტი გაქვს, უფრო სწორად მთელი სია გაქვს ჩამოწერილი და ამ დროს თვითონ თითიდანგამოწოვილი მიზეზების გამო გადაგიყვარებენ.

სადაა პრობლემა და ამ გაკვეთილით რა უნდა გამოვასწორო??

რა და არასოდეს, არასოდეს, არასოდეს უნდა გავამართლო ვინმე. არასოდეს უნდა დავმალო თუ რამე არ მომწონს და მეტიც, ვისწვალო – “არას” თქმა. რაც ხშირად “კი”-ს თქმაზე რთულია.

და მაინც ბულშით, ჩემთან მაინც მოვა პრინცი, თან ცხენით და მე ვიქნები  ბედნიერი^^

იქამდე კი მივხედავ გამოცდებს, აპლიკაციებს, დედლაინებს, პროექტებს, პროგრამებს და ასე შემდეგ.

გილოცავთ ახალ წელს!

images

(ძალიან გვიან)

 

3 thoughts on “ბულშით

  1. echvic ar mepareba ro bednieri iqnebii nati, magram ai ra feri cxenit mova zustad ar vici… princi ro iqneba es uechveliiiiiii😀😀 es, xumrobit.. dzalian magari gogo xar!!! me mudam migule shens megobrad!!! :* :*

  2. ხოო ბევრჯერ მითქვამს შენს პოსტებს რომ ვკითხულობ, ასე მგონია ჩემი აზრები და ემოციები გადმოგაქვს-მეთქი და ახლაც დაემთხვა :დ
    სულ ვბლატაობდი მაგრად ვერკვევი ურთიერთობებში-მეთქი მარა მეც ბულშით :დ
    მეც მასე, მთელი სია მქონდა ჩამოწერილი და ობიექტურად მარტივად უნდა დამეკიდებინა, მარა არა, მეწელა გამეწელა და იქამდე გაგრძელდა სანამ იმის დამოკიდებულებამდე არ მივიდა საქმე:დ
    ”რა და არასოდეს, არასოდეს, არასოდეს უნდა გავამართლო ვინმე. არასოდეს უნდა დავმალო თუ რამე არ მომწონს და მეტიც, ვისწვალო – “არას” თქმა. რაც ხშირად “კი”-ს თქმაზე რთულია” -ვაი, რომ ჭეშმარიტებას ამბობ, მაგრამ ჩემნაირ და შენნაირ ადამიანს რამდენად გამოუვა ეგ აღარ ვიცი :ს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s