როგორ წავედი ბულგარეთში, როგორ ჩავედი და რა დამხვდა აქ

ბოლო პერიდში რობოტად ვიქეცი, ყოველდღე მიწევდა გარკვეული გამოცდის, საკონტროლოს ან უბრალოდ აქტივობის ჩაბარება. არ მეძინა, არ ვჭამდი და საერთოდ არ ვფიქრობდი იმაზე, რომ 3 დღეში მივფრინავდი…

არასოდეს ვმჯდარვარ თვითმფრინავში, არ ვიცი როგორია, არ ვიცი შემეშინდება თუ არა, არაფერი არ ვიცი… ეგ კი არა აეროპორტშიც არ ვყოფილვარ, გაკვირვებული ვუყურებ  უზარმაზარ ბიუროკრატიულ მანქანას, გაკვირვებული ვიხსნი ქამარს, ვიხდი ფეხსაცმელს და ვთავისუფლდები ყოველგვარი მეტალისგან…

ჩავფრინდით სტამბულში, არაფერია სხვანაირი გარდა  მასშტაბებისა. გამოსასვლელში უამრავი ადამიანი დგას  ფურცლებით, ყველა ვიღაცას ელოდება, ჩვენც ვეძებთ მას და უცბად ვხედათ წარწერას ფურცელზე „EVS VOLUNTEER”

სტამბულიდან ბულგარეთში ავტობუსით მივდივართ, წინ 10 საათიანი მგზავრობა გვაქვს, მაგრამ მაინც არ გვეზარება, პირიქით მხიარულად  ვატარებთ დროს. სტამბულში  ჩვენ პროექტის სხვა მონაწილეები შემოგვიერთდნენ ლატვიიდან, თავიდან გაკვირვებულები ვყურებთ ერთმანეთს, არავინ დგამს პირველ ნაბიჯს გასაცნობად, უცბად ერთი მაღალი, არა, ძალიან მაღალი ბიჭი მოდის ჩემთან და მეკითხება რომელი ქალაქიდან ვარ. არ ვიცი რა ხდება უცხოეთში, მაგრამ საკუთარი ერის კრიტიკით დათრგუნულმა პატრიოტიზმმა ერთბაშად გამოიღვიძა და უდიდესი სიამაყით მათქმევინა „თბილისი“. მაღალ ბიჭს თვალები გაუნათდ ა:„Oh,  yeah, I know this city, I spent here crazy night”..

ავტობუსში ჩვენმა მენტორმა გაგვაფრთხილა, რომ ქართველები ბევრ სირთულეს შეიძლებოდა გადავყროდით საზღვარზე, იმიტომ რომ ჩვენ ბულგარეთში შესასვლელად გვჭირდებოდა ვიზა.

4 საათზე, ძილში უცნაური ხმები ჩამესმის „პასპორტი, პასპორტი“ – ყველა ამას იმეორებს, ავტომატურად ვიღებ პასპორტს და ჩვრბივართ ავტობუსიდან. საზღვარზე ვართ. კოკისპირული წვიმაა, შეიძლება ჩვენი ბარგი მთლიანად გაჩხრიკონ,  შენობა სადღაც შორს დგას, ჩვენ კი გავრბივართ და შენობაში უკვე მთლიანად გალუმპულები შევდივართ..

დილის 8 საათზე ჩავედით ბალჩიკში, ეს ბულგარეთის ულამაზესი ქალაქია, შავი ზღვის სანაპიროზე გაშენებული. ბალჩიკი არაფერი იქნებოდა რომ არა ბალჩიკის ბოტანიკური ბაღი. ბაღში პატარა, თეთრი, საკმაოდ კომფორტული სახლებია აშენებული, სადაც მოხალისეები დაგვაბინავეს. ბარი ოდნავ მაღალზეა გაშენებული და სანაიროს გადაჰყურებს. ენით აღუწერელია ბაღის სილამაზეც და ზღვაც.

ბალჩიკში შეხვდებით უამრავ სასუვენირო მაღაზიას, უამრავ რესტორანს, უამრავ კაფე-ბარს.

ბალჩიკი შთამბეჭდავია…

ლატვიელების გარდა დაგვხვდნენ პროექტის ესპანელი მონაწილეები. ამ სამ ნაციას შორის განსხვავება თვალშისაცემია, ლატვილებში რამდნეიმე ეროვნებით რუსია. რუსები  ჩენგან დისტანციას იჭერენ, ლატვიელები კონტაქტში გვიან შემოვიდნენ, აი ესპანელები კი გაცნობის მომენტიდან დაგვიმეგობრდნენ.

ესპანელები თბილები, გულწრფერლები, მხიარულები და ძალიან უშუალოები არიან..

ჩასვლიდან 3 დღის განმავლობაში ჩვენ ვეცნობით იმ კინო-ფესტივალის სტრუქტურას რომელზეც ვიმუშავებთ, ასევე ვეცნობით თვითონ ბულგარეთის კულტურას, სამზარეულოს, ცეკვებს…

გუშინ საღამოს ბულგარელი ხალხის  ტრადიციული ცეკვა ვისწავლეთ. ბულგარულ სიმღერებს მოვუსმინეთ. კინო ფესტივალის დამფუძნებელი გავიცანით. საოცრად უცნაური ადამიანია, უსიტყვო, ჩუმი, არაკომუნიკაბელური  და რაც მთავარია ირონიული… მან ამაყად აღნიშნა რომ რუსეთიდან, ლატვიიდან და ესპანეთიდან ყოველთვის საუკეთესო ფილმებს უგზავნიან, ბოლოს კი  დაამატა რომ არასოდეს საქართველოდან. ხო, რაღაც ყველას შეგვეკუმშა შიგნით.  საღამოს ბოლოს, ჩვენმა მენტორმა სიურპრიზი გაგვიკეთა და „ჩიტო-გვრიტო“ ჩაგვირთო, თავიდან ყველა გავშტერდით, უცბად ყველამ “this is Georgian” ყვირილი დავიწყეთ, არ ვიცი რა დაგვემართა, ცრემლები მოგვდიოდა, უბედნიერესები ვიყავით, ვმღეროდით ბოლო ხმაზე, დავრბოდით აქეთ-იქით, თავიდან ძალიან გაკვირვებულები იყვნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები, მერე ალბათ გაგვიგეს, ან ვერ გაგვიგეს…

ბალჩიკში, მიმდება ტერიტოიაზე უკვე ყველა გვცნობს, მოხდა ისეთი შემთხვევაც როცა ქართველები ჩვენი ტემპერამენტიანი საუბრით ამოგვიცნეს, დღეს სანაპიროზე ჩემს მეგობრებს შემთხვევით ქართველი მეზღვაური შეხვდათ. თურმე დიდი მონატრება ჰქონია ამ მეზღვაურს საქართველოსი…

აშკარაა მენტალური განხვავებები, ქართული და უცხოური საზოგადოებისაც.

ვეცდები ამაზე უფრო მეტი  დავწერო მომავალში.

ხვალ ქალაქ ვარნაში და ოქროს ქვიშებზე ვგეგმავთ წასვლას.

 

2 thoughts on “როგორ წავედი ბულგარეთში, როგორ ჩავედი და რა დამხვდა აქ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s