ნატურალი, ჯიგრიანი ქართველები ^_^

მერე რა თუ გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი საქართველში დღითიდღე იზრდება და ამაზე რეაქცია საზოგადოებას ნული აქვს. მერე რა, თუ   ვინმე ჯიგრიანი, ღიპიანი (ან უღიპო) ქართველი ნაგავს პირდაპირ ავტობუსის ფანჯრიდან ყრის?! ან “წმინდა ქართველი დედა” ნახევრადნაჭამ კარტოფილის ღვეზელს პირდაპირ  ავტობუსის კარებიდან აგდებს?!

მერე რა, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიებზე, სადაც ტყეა, ლამაზი ბუნებაა, კარგია ჰაერია ჩვენი ჯიგრიანი ქართველები თავიან ჯიგრულ კვალს ტონობით ნაგვის სახით ტოვებენ?

მერე რა,  ქმარს თუ აღდგენილ ქალიშვილობას შეაპარებ?! არც არაფერი, შენი “ნატურალი” ქმარი იამაყებს და შენც  მიიკერებ “წმინდა ქართველი დედის ნიღაბს”.

ან, მაშინ რა მოხდა ქმარს თუ საყვარელი ჰყავს? – კაცია ბოლო ბოლო.

მერე რა, თუ სადმე ოჯახში “ნატურალი” ქმარი ცოლს ურტყამს?

მერე რა, სადმე შიმშილისგან ბავშვები რომ იხოცებიან და აქციაზე ასეული ადამიანიც რომ არ მოდის?!

მერე რა ? მერე რა?

მერე ის რომ არაც არაფერი.

მერე ის, რომ ბრბოს უბრალოდ სანახაობა სჭირდება!

მერე ის, რომ საქართველო **აკშია!

დაჭამეთ კარგმა ჯიგრიანმა, “ნატურალმა” ქართველებმა ჰომოსექსუალები, ლეზბოსელები! თქვენ მაინც ყველაფერი გეპატიებათ ^_^

3 thoughts on “ნატურალი, ჯიგრიანი ქართველები ^_^

  1. ისევე როგორც “ჯიგრიანი ნატურალები” ქმნიან მტრის ხატს და მათ ებრძვიან,”ცისარტყელა გარჭობილი ხალხიც” სიძულვილს აღვივებენ ადამიანებს შორის.ისინიც ქმნიან ამ “ღიპიანი” და “გაქონილთითებიანი” ქართველის სახეს და ყველას ვისაც საწინააღმდეგო აზრი აქვს ჰომოფობის იარლიყს არტყამენ.ნუ გამოიყვან უცოდველ კრავებად.
    გარემოს დაბინძურებაში კიდევ ყველას შეაქვს წვლილი და ორიენტაციასთან არაფერშუაშია.თუ ლგბტ ხალხი არ ყრის ნაგავს ქუჩაში ან ტყეში?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s