რატომ არის კარგი პირადი ბლოგი

სადაცააა სამი წლის გახდება ჩემი ბლოგი. ბოლო სამი წელი მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში ყველაზე გადატვირთული იყო ემოციურად და შესაბამისად  ბლოგიც ყვლაზე საინტერესო ისტორიას აღწერს.  რა თქმა უნდა ჩემთვის საინტერესოს. ჩემმა ბლოგმა და მეც, როგორც ბლოგერმა ბლოგინგის უამრავი ეტაპი გავიარეთ. უამრავჯერ შევიცვალე აღნიშნულთან დაკავშირებით აზრი : ხან ვფიქრობდი რომ  ლამის საშვილიშვილო საქმეს ვაკეთებდი😀,  ხან კიდევ იმდენად დიდ უაზრობად მეჩვენებოდა ჩემი აზრების ასე გასაჯაროება, რომ ბლოგის გაუქმების  ზღვრამდე მივდიოდი. ხან თვეობით არ ვწერდი, ხან დღეში რამდენჯერმე ვწერდი, ხან ვცდილობდი რომ საგანამანათლებლო ხასიათი მიმეცა, ხანაც კი,  ჩეულებრივი თბილისელი გოგოს დღიურად ვტოვებდი. მოკლედ ბლოგის ცხოვრებაში მრავალმა წყალმა ჩაიარა..

მაგრამ მაინც, რატომ არის პირადი ბლოგის ქონა კარგი? თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ არაპირადი, გარკვეული თემატიკის ბლოგის გაკეთება ცუდია.  ახლა, იმ დროს როცა უამრავი სამცადინო მაქვს კოლოკვიუმებისათვის, როცა უამრავი სასწავლი მაქვს სემინარებისთვის, საკონფერენციო თემა დასაწერი და ტრენინგის დიზაინი მოსამზადებელი, გადავწყვიტე, რომ საუკეთესო დრო იყო ძველი პოსტების წასაკითხად.  სწორედ ამი მერე გამიჩნდა სურვილი დამეწერა პირადი ბლოგის დადებით თვისებებზე:

პირადი ბლოგი ანუ შენი  მინი ისტორია, გეხმარება გაიხსენო შენი წარსული, მაგრამ არა მხოლოდ ფაქტები, არამედ ფიქრებიც, აზრებიც, ემოციები, შეხედულობები, ფასეულობები. ამ დროს კარგად ხედავ საკუთარ ცვლილებას, კარგად აღიქვამ საკუთარ დადებითსა და უარყოფითს.ძველი პოსტების კითხვისას ისეთი შთაბჭდილება მრჩება თითქოს ეს ჩემი  კი არა, სხვისი ისტორიაა და შესაბამისად ობიექტურადაც ვუდგები საკუთარ ნააზრევს.

ისტორიასა და წარსულს რომ თავი დავანებო, პირადი ბლოგის საშუალებით ერთ დროს ნამდვილად კარგი ნაცნობ-მეგობრები შევიძინე. ადამიანები, რომლებიც იზიარებდნენ ჩემს მწუხარებას  ან უბრალოდ ჩემს თითოეულ, უაზროდ დაწერილ სიტყვასაც კი და ახლაც ვფიქრობ, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ისინი უფრო კარგად მიცნობდნენ, ვიდრე ადამიანები ვისთან ერთადაც ვცხოვრობ.

შეიძლება სასაცილობდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ნამდვილად არის  გარკვეული ინტიმი იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებისაც მხოლოდ “ნიკი” იცი და ხანდახან სქესზეც კი არ გაქვს წარმოდგენა. ამ დროს, თითქოს უფრო მეტი სიმართლე და გულწრფელობაა ურთიერთობებში, მაგრამ ანონიმურობის დრომაც ასე ვთქვათ გაიარა, ფეისბუქის გადამკიდე ძნელად თუ დარჩები  ნიღაბს მიღმა.

ადრე, როცა ბევრს ბლოგი ჯერ კიდევ  საჭმელი ან საშენი მასალა ეგონა, საზოგადეობის მცირე ნაწილმა, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ინტერნეტზე და გარკვეული ინფორმაციაც ჰქონდა ქართველ ბლოგერებზე, გაამართლა თავისი ქართველობა და ამ სიახლესაც (როგორც ყველა დანარჩენს სხვას) თავიდან  არც ისე დადებითად შეხვდა, ხშირად ამბობდნენ, რომ ბლოგერები ჩამოუყალიბები, “ნამდვილ” ცხოვრებაში არარეალიზებული ადამიანები იყვნენ, რომელთაც კომუნიკაცია მხოლოდ ვირტუალურ გარემოში შეეძლოთ. არ ვიცი, შეიძლებ მართლაც იყვნენ ასეთი ბლოგერები, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია  ვთქვა, რომ ბლოგინგი მართლაც დამეხმარა გარკვეული კომპლექსების გადალახვაში,  დამეხმარა რომ გავმხდარიყავი უფრო გულწრფელი, დამეხმარა გამეცნო ადამიანები, რომლებიც ხანდახან თურმე ჩემსავით ფიქრობენ, რომლესაც ასევე აწუხებთ დეპრესია, რომლებსაც ასევე აქვთ პრობლემები ან არიან მარტოსულები. ეს აღმოჩენები კი გეხმარება იმის გაგებაში რომ შენ არ ხარ მარტო ამ დედამიწზე და  შენც შეგიძლია რაღაცის შეცვლა ^^

მოკლედ კარგია, როცა გაქვს პირადი ბლოგი, ჩემთვის ყოველშემთხვევაში  მის პირადულ ხაიათს არასოდეს არ შეუქმნია პრობლემა, პირიქითაც კი ^^.

4 thoughts on “რატომ არის კარგი პირადი ბლოგი

  1. მიყვარს შენი პოსტები. ყოველთვის მაქვს ის განცდა, რომ ვგავართ ერთმანეთს, უბრალოდ რაღაცებს მე ისე კარგად ვერ გამოვხატავ, როგორც შენ:)

      1. მადლობა:))) მაგრამ ასე კარგად გადმოცემა აზრების მიჭირს,
        არაფრის, რა თქმა უნდა:)

  2. მართალი ხარ, მე სწორების ხაზი ჩემ პირველ ბლოგთან მაქვს. ეს იყო 2007-2009 წლები და რამდენჯერმე შევიარე და გავადხედე რას ვწერდი. საკმაოდ დიდი სხვაობა აღმოვაჩინე დღევანდელ -მე- სა და მაშინდელ ”მე”-ს შორის, თითქოს სულ უცხო ადამიანი წერდა იმ ყველაფერს. მოკლედ კარგია ბლოგი🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s