სერთიფიკატომანია

უცბად ვიგრძენი რომ თავი მტკივა და გავჩერდი.  ჩემ გარშემო ათასი ჯურის ადამიანი ტრიალებს. მეც ამ ადმიანებში ვარ გათქვეფილი. ისინი სულ სადღაც გარბიან და მეც უკან მივდევ. ან მე გავრბივარ და ისინი მომდევენ. ჩვენ დავდიართ ათასგვარ პროექტებზე, ტრენიგებზე, ჩვენ ვართ დღევანდელი ახალგზრდობის აქტიური ნაწილი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებში. ჩვენ განურჩევლად ჩვენი პროფესიისა და ინტერესებისა მივდივართ ტრენიგებზე სადაც არის კარგი ტრენერი, კარგი ლანჩი, კარგი თემა ან უბრალოდ გვაძლევენ სერთიფიკატს. ჩვენ – საზოგადოების ჰიპერაქტიურ ნაწილს  პირზე სულ ტრენინგები, პროექტები და სერთიფიკატები გვაკერია. ჩვენ ვართ სერთიფიკატომანები. ხშირად ვიცით და უფრო ხშირად არ ვიცით რაში გვჭირდება ამდენი სერთიფიკატი. ვისთვისაა ფასეული. მაგრამ მაინც..

მაგრამ მაინც დავრბივართ წინ და უკან, პროექტიდან პროექტზე, ვაგროვებთ ზედაპირულ ცოდნას უამრავ საკითხზე, ვსწვლობთ აპლიკაციების, სივების კარგად შევსებას და უკვე უპრობლემოდ ვხვდებით ყველგან სადაც ჩვენ გვინდა.  ზოგიერთს „უმართლებს“ და თვითონ ქმნის ათასგვარ ასოციასიას, არასამთავრობო ორგანიზაციას ან რამე  სხვა „ციას“, მერე იკერებს სახეზე დიდკაცურ ღიმილს და ხდება ერთი ჩინოვნიკთაგანა. ზოგი სადმე არასამთავრობოში იწყებს მუშაობას,  ზოგი ვერც ვერაფერს აკეთებს და ისევ ენაგადმოგდებული დარბის უკეთესის მოლოდინში სხვადსხვა სიმულაციურ თამაშებზე, იწებებს“ვინმე პოლიტიკოსის“,  რომელიმე დიდი ორგანიზაციის ან საერთოდ რომელიმე ქვეყნის სტატუსებს.

… იცვამენ პიჯაკებს, ხალათებს, იკერებენ ათასგვარ პეპლებსა და ზიზილებეს და ისევ ლაყბობენ და ლაყბობენ. საინტერესოა რა ხდება მერე.. ჯერ ვერაფერს ვიტყვი, ცოტა დროა გასული სტატისტიკის ან საფუძვლიანი დასკვნის გამოსატანად…

აი ამ დროს ჩერდები, იმიტომ რომ უკვე თავი გტკივა. შინაგანადაც გამოფიტული ხარ, სიმშვიდემონატრებული..  აი ამ დროს ჩერდები. იწყებ გაცნობიერებას და გეწყება გაუცხოება.

მეც თავი ამტკივდა და გავჩერდი. სად ვარ, ვინ ვარ. ვისთვის რას წარმოვადგენ.რა ხდება ჩემს,  რა ხდება ჩვენს თავს, ყველას ერთდროულად მოგვინდა გარემოზე, სიღარიბეზე, ადამიანების უფლებებზე, კავკასიის კონფლიქტებზე, ეგვიპტესა და ლიბიაში მიმდინარე პროცესებზე ფიქრი და  თავის ატკიება?! როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყოდა, მგონი  ფეხსაცმელის  ზონრების შესაკვრელადაც კი ტრენინგებზე დავრიბავრთ, სადმე სპილოს რომ წყალი სწყურია იმაზე კიდევ გამოსვლებს ვმართავთ.  განა მართლა გულწრფელია ჩვენი გულის ტკივილი?!

ბოლო ბოლო რა მინდა. ეს ყველაზე საშიში კითხვაა. ეს კითხვა საკუთარი თავის ტყუილში გამოჭერისაკენ გიბიძგებს. ამიტომაც არ ვსვამდი ამდენ ხანს. მერე კი უცბად მატყდება ფიქრების ნიაღვარი.

ვდგავრ ქუჩაში.

…ადამიანები ისევ აქეთ-იქით მიდიან, სადღაც უსტვენენ.. სადღაც მღერიან.. სადღაც მიტინგია.. ყველგან რაღაც ხდება. მე კი უბრალო მინდა მოვწყდე ამ შეშლილ სამყაროს. მოვწყდე საკუთარ თავს, მოვწყდე საკუთარ საქმიანობას, საკუთარ პროფესიას, იმიტომ რომ დროა კითხვებზე პასუხების გაცემის. იმიტომ რომ  პასუხების ძიების დრომ რა ხანია ჩაიარა…

2 thoughts on “სერთიფიკატომანია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s