იაფასიანი სტუდენტური კაფე

იაფასიანი სტუდენტური კაფე. იაფასიანია პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით. იაფასიანია იმიტომ, რომ იყიდება იაფი ყავა, იაფი ლობიანი. სტუდენტებიც ბოლო კაპიკებს იღებენ იმისთვის, რომ შეიძინონ ეს იაფი ყავა და იაფი ლობიანი. ზოგიერთი ეწევა იაფ სიგარეტსაც და ვნებისაღმძვრელ გარემოს ქმნის. გარემოს, სადაც უფრი სასიამოვნოა საუბარი ქალაქის ჭორებსა და იაფასიან ლიტერატურაზე. იაფასიანია იმიტომ, რომ საუბრობენ კარგად და ყველასთვის ნაცნობ თემებზე. საუბრობენ გაცვეთილი სიტყვებით, საუბრობენ გაცვეთილი მანერებით. გოგოებს ხმის ტემბრი აქვთ დაყენებული, ზოგი ყელისმიერ, ზოგი კი ცხვირისმიერ ბგერებს გამოსცემს. შიგადაშიგ ტუჩებს პრუწავენ (არც ისე მადისაღმძვრელად) და სიტყვებში ხმოვნებს ყლაპავენ.

ზოგი ეწევა უბრალოდ – პონტისთის. სახეზე ტონალურის, კორექტორის, წენებისა და პომადების უზადო ნაზავი აქვთ. აცვიათ ისე როგორც სხვებს, როგორც ყველას, როგორც მთელ ქალაქს – “მოდურად”.  ფიქრობენ ისე, როგორც ყველა და აწყობენ გეგმებს ისე, როგორც ყველა.

თამაშობენ, თვალთმაქცობენ ან უბრალოდ გულწრფელ აღასარებას აბარებენ მეგორებს იაფასიან სტუდენტურ კაფეში.  მეგობრები – მათი თანატოლი გოგონები ყველაზე კარგი მრჩეველები არიან, განსაკუთრებით მაშინ თუ საქმე ჩახლართულ სასიყვარულო ამბებს ეხება.   მეგობრები ანუ პოტენციური “მრჩეველები” იღებენ ჭკვიანურ სახეს, აგრძნობინებენ აღმსარებელს რომ ესმის მათი. მერე რა თუ მრჩეველს თავად არ აქვს გამოცდილება,  მერე რა თუ მისი ჭკვინური სახიდან თევზის თვალები იცქირებიან, მას მაინც შეუძლია რჩევის მიცემა ფილმებში ნანახი, უკეთეს შემთხვევაში წიგნებში წაკითხული გამოცდილებების გათვალისწინებით.  მეგობრები, როგორც წესი მისდევენ ნორმებს. სინამდვილეში ყველა ყველაფერს აკეთებს.  ხანდახან მეტსაც კი.

ეს ყავა, მიუხედავად რომ იაფასიანია, მაინც ძვირია. ახლავე გეტყვით რატომ. იაფასიანია იმიტომ რომ დაჰკრავს ყავა “პელეს” გემო, ანუ “პელეა”., რომლის თითღირებულება დაბალია.   ძვირი კი იმიტომ არის, რომ ერთი ფინჯანი 1,50 თეთრი ღირს, შიგ კი ნახევრადსავსე კოვზს ყრიან.

იაფასიან კაფეში იაფასიანია მიმტანიც. ის იაფასიანი ქცევებით, მანერებითა და ფრაზებით თავს აწონებს კლიენტებს.  შეიძლება თვალში ვინმე ლამაზი გოგოც ამოიღოს და მას განსაკუთრებით ზრდილობიანად მოემსახუროს. ისიც შეიძლება, რომ  შეკვეთის მიტანისას ვინმეს ღრმა დეკოლტეში ჩახედოს, მერე ტუალეტში გავიდეს და დაანძრიოს. ან იქვე, წინსაფარაფარებულ შარვალში გაათავოს.

ესაა ჩვენი ყოველდღიურობა. ესაა იაფასიანი  სიტუაციები ჩვენს პატარა ქალაქში, სადაც ყველა ყველაფერს აკეთებს.

4 thoughts on “იაფასიანი სტუდენტური კაფე

  1. მეწვიე ბლოგზე და თან კომენტარიც არ დაიშურო ( დამაკლიკე სახელზე)

  2. რა უნდა რჩევის მიღებას.ურჩიე რაც გინდა,ეს ხომ შენი ცხოვრება არ არის.თუ წაადგება მადლობას გეტყვის,თუ არა და ყველაფერი მისი ბრალია ვინც დაგიჯერა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s